» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა


კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

განახლებული ფორმატის ესპანეთის სუპერთასმა სანახაობის თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაამართლა. მაყურებლებმა იხილეს ორი საკმაოდ დასამახსოვრებელი მატჩი, წინ კი ფინალია. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრების მიმდინარეობას:

მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიას" დაპირისპირებაში დაძაბულობა არ შეინიშნებოდა. "სამეფო კლუბი" ღამურებს" უმარტივესად გაუსწორდა. შეხვედრის მთავარი ჰაილაითი: ტონი კროოსის გოლი კუთხურიდან. როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელ ბურთს გიტანენ, რთულია კონცენტრირება და ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა.

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

"ლოს მურსელაგოსის" ნახევარმცველმა, დენის ჩერიშევმა აღნიშნა, გერმანელის ჩახვევამ მისი გუნდი რეალურად ფსიქოლოგიურად გატეხა. როგორც ვიცით, "ბლანკოსის" შუახაზელის შედევრს ფეხბურთში "ხმელ ფოთოლს" ეძახიან. ისმის კითხვა: საიდან წამოვიდა ეს სახელი?

პასუხის გასაცემად გვიწევს შორეულ 1958-ში დაბრუნება, როდესაც ლეგენდარულმა დიდიმ პერუს ნაკრების კარი ანალოგიური ხერხით აიღო. კომენტატორებმა იმ მომენტში ვერაფერი მოიფიქრეს გარდა ფრაზისა "Folha Seca", რაც ზუსტადაც "ხმელ ფოთოლს" ნიშნავს.

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

ცნობისთვის, ბრაზილიელი იმ დროს "ბოტაფოგოში" თამაშობდა, მაგრამ სულ რაღაც ერთ წელიწადში, ის უკვე "თეთრებში" ირიცხებოდა. კუთხურიდან გოლები ვალდირ პერეირამდეც გაჰქონდათ, თუმცა მაშინ ამ ილეთს "ოლიმპიკოს" უწოდებდნენ. ზოგადად, კუთხურის ხაზიდან კარში დარტყმაზე ნებართვა მხოლოდ 1924 წელს გაიცა.

აღნიშნული ეშმაკობის ფუძემდებლად ითვლება არგენტინელი ცეზარიო ონზარი, რომელმაც იმავე წელს ამხანაგურ შეხვედრაში ურუგვაის კარი აიღო. საქმე ისაა, რომ "სელესტე" იმ დროს ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსით სარგებლობდა, "თეთრ-ლურჯების" შემტევის გოლი კი ასე წარადგინეს: "El Gol De Onzari A Los Olímpicos".

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

მნიშვნელობა უმარტივესია - "ონზარის გოლი ოლიმპიური ჩემპიონების კარში". დავბრუნდეთ 21-ე საუკუნეში, ერთი სიტყვით, მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილმა "ლოს ჩესში" დემორალიზება მოახდინა, რის შედეგადაც, "ელ გალაქტიკო" სუპერთასის ფინალში უმარტივესად გავიდა.

რა ხდებოდა მეორე 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში? ზინედინ ზიდანის გუნდისა და "მესტალიას" მკვიდრებისგან განსხვავებით, "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" ნამდვილი თრილერი გამოადნეს. სამწუხაროდ, მატჩის მთავარი გმირი აღმოჩნდა არა ლიონელ მესი ან რომელიმე სხვა მოთამაშე, არამედ VAR-ი.

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

პირველი ტაიმი გამოდგა გამოძინების კარგი საშულება, მაგრამ მეორე ნახევარში ნამდვილმა საომარმა მდგომარეობამ დაისადგურა. კატალონიური გუნდისა და "ინდიელების" დაგვიანებულ დრამას ინტროც შესაფერისი ჰქონდა: "ბლაუგრანას" არგენტინელი კაპიტნის წაკინკლავება ჟოაო ფელიქსთან.

რა ხდება შემდეგ? კოკე რესურესიონი ხნის ანგარიშს, ლეო კი მას ზუსტად ხუთ წუთში პასუხობს. შეხვედრის 59-ე წუთი, პირველი საკამათო ეპიზოდი - "ლურჯ-ბროწეულისფრების" ლიდერის არშემდგარი დუბლი. სამხრეთ ამერიკელი "როხიბლანკოს" კარს მეორედ იღებს, მაგრამ მატჩის მთავარი მსაჯი, გონსალეს გონსალესი ხელით თამაშს ხედავს.

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

ლეგენდარული ათიანის ჩიტერობას ამ შემთხვევაში "კამპ ნოუს" მკვიდრთა ყველაზე სუბიექტური გულშემატკივრებიც კი დიანახავდნენ. აღსანიშნავია, ზუსტად ერთი წუთის შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს სახეზე ღიმილი მაინც გაჩნდა: "თეთრ-წითლების" კარი მათმა ყოფილმა თანამებრძოლმა, ანტუან გრიზმანმა აიღო.

ფრანგმა დიეგო სიმეონე წესების დაცვის ფარგლებში დაამწუხრა. შეხვედრის 74-ე წუთი, მეორე საკამათო ეპიზოდი - "ბარსელონა" იტანს მესამეს, რითაც მეტოქეს თითქოს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" აბრუნებს, მაგრამ საქმეში კვლავ VAR-ი ერთვება. დაჩაგრულის როლში ამჯერად ხერარდ პიკე აღმოჩნდა.

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

საქმე ისაა, რომ არტურო ვიდალის კატალონიელზე ასისტის გაკეთების ეპიზოდში, ვიდეო-რეფერიმ ჩილელის თავი თამაშგარეში დააფიქსირა. "უცხოპლანეტელის" გაუქმებული გოლისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ნამდვილად სადავოა.

შეხვედრის 84-ე წუთი, მესამე საკამათო ეპიზოდი, მაგრამ ამჯერად "ბლაუგრანას" სასარგებლოდ. მთავარ როლში აღმოჩნდა ისევ და ისევ "ლურჯ-ბროწეულისფრების" ვეტერანი მცველი, რომელმაც ალვარო მორატას გარღვევის მომენტში, საჯარიმოში ხელით ითამაშა. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელის ხელი იმ მომენტში სხეულს მიდებული არ იყო, ეს ჩვეულებრივი წესების დარღვევაა.

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

მატჩის მთავარი მსაჯი "კამპ ნოუს" მკვიდრების კარში პენალტს ნიშნავდა, მაგრამ VAR-მა მას გადააფიქრებინა. რაც შეეხება "ატლეტიკოს" ქამბექს, ყველაფერი ლეგალურად მოხდა. ვალვერდეს გუნდის ქომაგები თვლიან, რომ ვიდეო-რეფერიმ მათი კოლექტივი დაღუპა, მაგრამ რეალურად, ეს სხვა შემთხვევაა.

ექვსი ოქროს ბურთის მფლობელმა მართლაც ხელით ითამაშა, "ბარსელონას" სამიანზე ოფსაიდი არ იყო, მაგრამ მის ასისტენტზე - დიახ. ამის გარდა, კატალონიელები 11-მეტრიანსაც გადაურჩნენ. "ბლაუგრანამ" წააგო უაზრო შეცდომების გამო, ეს მესიმაც და სუარესმაც აღიარეს.

აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "ლურჯ-ბროწეულისფრების" ბასკი თავკაცის ქმედუუნარობას სტრესულ სიტუაციაში. ერნესტომ უბრალოდ არ იცის, როგორ უშველოს თავის გუნდს, მაშინ, როდესაც ლეო უძლურია. მოკლედ, ველოდებით მადრიდულ დერბის ფინალში.

კროოსის სალამი ლეგენდარულ დიდის 1958-დან და ისევ VAR-ი - 1/2 ფინალის ქრონიკა

თქვენი პოზიცია ბარსელონას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებზე:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

შევჩენკო: "მიმდინარე მოვლენები ჩერნობილს ჰგავს"

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო კორონავირუსის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 03:05

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

კაკა: "იმედია, რონალდინიო გაღიმებას, მხიარულებას და ფეხბურთის თამაშს კვლავ გააგრძელებს"

ბრაზილიის ნაკრების, მილანის და ბარსელონას ლეგენდარული ფეხბურთელი ამჟამად პარაგვაის ციხეში იმყოფება.

გუშინ, 22:31

ლუის ენრიკე: "როგორია, როდესაც მესის ავარჯიშებ?"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეო მესისთან მუშაობა გაიხსენა.

გუშინ, 22:27

სუარესი: "ახლა ხალხს ფეხბურთის ყურებას სახლში მშვიდად ყოფნა ურჩევნია"

ურუგვაელი კორონავირუსის დროს ურუგვაიში გამგზავრების ნაცვლად, ბარსელონაში დარჩა.

გუშინ, 22:26

"ინტერი ჩემი პრიორიტეტი იყო", - ჟირუმ ზამთრის ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

ფრანგმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობა მისი პრიორიტეტი იყო.

გუშინ, 22:23

"მსგავსი რამ ჩემმა ქვეყანამაც გადაიტანა", - შევჩენკომ იტალიის სიტუაცია ჩერნობილს შეადარა

ანდრეი შევჩენკომ თავისი მხარდაჭერა გამოუთქვა იტალიას, რომელიც კორონავირუსის გამო ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზიანს განიცდის.

გუშინ, 20:38

ატლეტიკო და ნაპოლი გრანდიოზულ გაცვლას ამზადებენ

არკადიუშ მილიკი „მელეიბეებს“ უახლოვდება.

გუშინ, 20:34

"სესკის ბოლო ინტერვიუმ ძალიან გამაკვირვა, სამაგალითო ის თავადაც არ იყო", - სანია

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, ბაკარი სანიამ, სესკ ფაბრეგასის ახალ ინტერვიუზე ისაუბრა.

გუშინ, 20:30

რონალდუმ 9.5-მილიონიანი Bugatti შეიძინა [ფოტო]

პორტუგალიელმა პირადი კოლექცია გაამდიდრა.

გუშინ, 20:23

მანჩესტერმა იგალოს გამოსყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

„წითელ ეშმაკებს“ ნიგერიელის სრულფასოვანი გამოსყიდვა სურთ.

გუშინ, 20:09

ბელგიის მწვრთნელი: "აზარი რეალსაც და პრიმერასაც შეეჩვია, მაგრამ თავგზა ტრავმებმა აურია"

ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავური ვინგერი ძველ დონეს დაიბრუნებს.

გუშინ, 19:52

ურუგვაიმ კორონავირუსის გამო ლეგენდარული მწვრთნელი დაითხოვა

ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ ასეთი გადაწყვეტილება ფინანსური სირთულეების გამო მიიღო.

გუშინ, 19:47

იუვენტუსმა ლიდერებთან ხელფასის დაქვეითების საკითხი განიხილა და პასუხიც მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები მზად არიან, გუნდს კორონავირუსის პანდემიის დროს გვერდში ამოუდგნენ.

გუშინ, 19:34

გარდაიცვალა ატლეტიკოს 14 წლის თავდამსხმელი

მადრიდის „ატლეტიკოს“ 14 წლის შემტევი გარდაიცვალა.

გუშინ, 19:29

რეალის ზაფხულის სატრანსფერო გეგმა ცნობილია

მადრიდის „რეალმა“ ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

გუშინ, 19:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10