იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი


იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

უდიდესი ალბათობით, ისინი ძალიან მალე შედგება.

1 . ოლივიე ჟირუ (33 წლის), „ჩელსიდან“ – „ინტერში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

ფრანგი აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც სათადარიგოთა სკამზე ისე ზის, რომ ფრენკ ლამპარდისთვის მეორე ფორვარდიც კი არ არის. ამ სეზონში, აბრაჰამის შემცვლელად უფრო ხშირად ბატშუაი გვევლინება, ვიდრე ჟირუ. აშკარაა, რომ ოლივიე „ჩელსის“ არ სჭირდება და ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მას „ინტერთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.

დარჩენილია კლუბებს შორის მოლაპარაკებები. მაგრამ პრობლემაა - „ჩელსის“ 10 მილიონი ევროს მიღება სურს, „ინტერი“ კი მხოლოდ 5-ს იხდის.

2. ეშლი იანგი (34 წლის), „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ – „ინტერში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

ანალოგიური სიტუაცია - „ემიუს“ მცველს მომდევნო ზაფხულს გუნდთან კონტრაქტი ეწურება, მაგრამ „ინტერში“ შესაძლოა ახლავე გადავიდეს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანურმა გუნდმა ინგლისელ ფეხბურთელს 2021 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.

3. კშიშტოფ პიონტეკი (24 წლის), „მილანიდან“ – „ტოტენჰემში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

საპირისპირო მიმართულებით (მილანიდან ინგლისში) შესაძლოა ფორვარდი, პიონტეკი გაეშუროს. თუმცა, ჯერჯერობით პრესაში ძალიან განსხვავებული ამბები იწერება. ჯერ ამბობდნენ, რომ მისით „ვესტ ჰემი“ და „ასტონ ვილა“ ინტერესდებიან. ახლა კი უფრო მეტად მის მიმართ ინტერესს „ტოტენჰემს“ აწერენ, რომელიც აპრილამდე დამტვრეული ჰარი კეინის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

4. კრისტიან ერიქსენი (27 წლის), „ტოტენჰემიდან“ – „ინტერში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

სხვათაშორის, მოურინიოს მოსვლის შემდეგ ერიქსენი მოედანზე უფრო ხშირად გადის, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მაინც უარს ამბობს. ალბათ, დანიელი გუნდს ან ახლავე დატოვებს, ან უკვე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ანუ ზაფხულში. პოტენციურ მყიდველად ისევ „ინტერი“ სახელდება. ისიც კი დაიწერა, რომ ფეხბურთელის აგენტი „ნერაძურისთან“ მოსალაპარაკებლად მილანში ჩაფრინდა.

5. სამუელ უმტიტი (26 წლის), ,„ბარსელონადან“ – „არსენალში“/„მანჩესტერ იუნაიტედში“/„მანჩესტერ სიტიში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

მიმდინარე სეზონში ფრანგმა მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ინგლისური Metro-ს ინფორმაციით, ფრანგის ტრანსფერი მსურველს შესაძლოა დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდეს, მთავარ მსურველებად კი „ემიუ“ და „არსენალი“ სახელდებიან. დეკემბერში „სიტის“ სახელმაც გაიჟღერა, რომელსაც ცენტრალური მცველების პოზიცია ძალიან პრობლემური აქვს.

6. დაიო ოპამეკანო (21 წლის), „ლაიპციგიდან“ – „ბარსელონაში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

21 წელი მას ჯერ მხოლოდ ოქტომბერში შეუსრულდა, მაგრამ მისით უკვე „ბარსელონა“ ინტერესდება. კატალონიური პრესის ინფორმაციით, უპამეკანომ შესაძლოა უმტიტის შემცვლელის როლი ითავოს. Transfermarkt საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

7. მარიო გიოტცე (27 წლის), „ბორუსიადან“ – „კიოლნში“/ „ჰერტაში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

გიოტცეს „დორტმუნდთან’ კონტრაქტი უმთავრდება. „ბორუსიამ“ მას თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის ძიებაში, გერმანელი შესაძლოა ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს. გერმანული პრესა მის მიმართ ინტერესს „ჰერტას“ აწერდა, მითუმეტეს, რომ გუნდი ვერ გრანიტ ჯაკასთვის გადანახულ თანხას ზოგავს, რადგან მან „არსენალში“ დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა, Bild ამტკიცებს, რომ გიოტცემ შესაძლოა ზაფხულამდე დაიცადოს და უფასოდ „კიოლნს“ შეუერთდეს.

8. დრის მერტენსი (32 წლის), „ნაპოლიდან“ – „ჩელსიში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

„ნაპოლის“ ფორვარდზე პრეტენზიას „პენსიონერები“ აცხადებენ. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ მის შესაძლო ტრანსფერზე „იუვენტუსის“ მწვრთნელი, მაურიციო სარიც ალაპარაკდა. აქამდე პრესაში იწერებოდა, რომ მერტენსის გადაბირება „არსენალს“, „ბაიერნს“ და დორტმუნდის „ბორუსიასაც“ სურთ.

9. მარუან ფელაინი (32 წლის), ჩინეთიდან - „ვესტ ჰემში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

Sky Sports გვარწმუნებს, რომ „ვესტ ჰემს“ ბელგიელი ნახევარმცველით სურს გაძლიერება. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს, ფელაინისთან უკვე „ევერტონსა“ და „მანჩესტერში“ აქვს ნამუშევარი. ჩინეთში შემოსული სახელფასო ზღვრის გამო, ბელგიელს ხელფასის 75%-იან შემცირებაზე მოუწევს დათანხმება, თუ გუნდში მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც მოუნდება დარჩენა, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბრამდეა გათვლილი.

10. ფიოდორ ჩალოვი (21 წლის), „ცსკადან“ – „ბრაიტონში“/„ჩელსიში“

იანვრის 10 ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი

რუსი ფორვარდის შეძენისთვის პრემიერ ლიგის არაერთი გუნდი იბრძვის. მის მიმართ ინტერესს „ჩელსის“, „ბრაიტონს“ და „კრისტალ პალასს“ აწერდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა „ევერტონიდან“ ტონუსი ინათხოვრა და ალბათ, ჩალოვისთვის ბრძოლას გამოეთიშა. პრესას თუ დავუჯერებთ, მის შეძენასთან ყველაზე ახლოს „ბრაიტონია“.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სოლსკიაერი: "მანჩესტერიდან გაშვების არ მეშინია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა.

დღეს, 03:52

არტეტა: "დროა, ტიტულები მოვიგოთ"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გუნდის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 03:47

კონტე: "ბოდიში, მაგრამ რეალის ნახევარ გუნდს ვერ დავიმატებთ"

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე აქტიური კლუბი "ინტერია." მათ 3 ტრანსფერი უკვე განახორციელეს.

დღეს, 03:44

ბუსკეტსი: "ახალი მწვრთნელის იდეოლოგია ჯერ ვერ ავითვისეთ"

"ვალენსიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა.

დღეს, 03:38

კიკე სეტიენი პირველი წაგების შემდეგ: "ბურთის ფლობამ შედეგი ვერ მოიტანა"

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 03:36

იუვენტუსმა 18 წლის ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის "იუვენტუსმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 03:31

"იუვენტუსში მუშაობა შესაძლოა ჩემთვის ბოლო იყოს" - სარი ფეხბურთიდან მიდის?

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი თავის მომავალზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:27

ლამპარდი: "აზარის წასვლით უდიდესი ძალა დაგვაკლდა"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი ამავე გუნდის ყოფილ მოთამაშეზე, ედენ აზარზე საუბრობს.

დღეს, 03:24

ბაიერნმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა - პირველად 34 წლის შემდეგ

მიუნხენის "ბაიერნისთვის" წელი იდეალურად დაიწყო. ამჯერად მათ "შალკეს" უმასპინძლეს და 5:0 გაანადგურეს.

დღეს, 03:21

5:0 მოგების შემდეგ, ბაიერნის მწვრთნელმა ჩემპიონობის შანსები შეაფასა

ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "შალკეს" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 03:17

ქვილითაიას საგოლე გადაცემა - გენტმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო [VIDEO]

ზედიზედ მეორედ - გიორგი ქვილითაიამ გენტში საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს, 01:23

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და რუბინს მოაგებინა [VIDEO]

ყაზანის "რუბინმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ისინი სლოვაკურ "სლოვან ბრატისლავას" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:36

ჩელსიმ ჰალ სიტის მოუგო და ინგლისის თასის 1/8 ფინალში გავიდა [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალის ეგიდით, "ჰალ სიტიმ" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა.

გუშინ, 23:35

შოუ ალიანც არენაზე - ბაიერნმა შალკეს გადაურბინა [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-19 ტურის ეგიდით, "ბაიერნმა" "შალკეს" უმასპინძლა.

გუშინ, 23:32

"მანჩესტერში ფეხბურთელები რეგრესს განიცდიან", - ოუენი

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, მაიკლ ოუენი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:22

ბარსელონამ მონაკოს 80-მილიონიანი შეთავაზება იუარა

"ბარსელონა" ტრავმირებული თავდამსხმელის, ლუის სუარესის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 23:13

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია

მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ, გურამ სამუშიამ "სამტრედია" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გუშინ, 23:13

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ", - დი მარია საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:03

ოფიციალურად: ბარსელონამ და იუვენტუსმა ფეხბურთელები გაცვალეს

"ბარსელონამ" ოფიციალურ საიტზე "იუვენტუსთან" ფეხბურთელების გაცვლა დაადასტურა.

გუშინ, 22:29

პსჟ და მილანი ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

"პსჟ"-მ და "მილანმა" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 22:25

შეთანხმება მიღწეულია - არსენალი ტრანსფერს ახორციელებს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 22:10

ვან დეიკი: "თავი დაუმარცხებლად არ უნდა ვიგრძნოთ"

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა ამ სეზონში კლუბის ასპარეზობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:04

როისი: "აი, რატომ ვიყიდეთ ჰოლანდი"

"დორტმუნდის" კაპიტანმა, მარკო როისმა გუნდის ახალწვეულ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

გუშინ, 22:00

ლამპარდმა ჟირუს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 21:47

"პროდუქტების საყიდლადაც ვეღარ დავდივარ", - მბაპე

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის პოპულარობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:29

დე იონგი: "შეიძლება, ბარსელონაში კარიერის ბოლომდე დავრჩე"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა კატალონიაში კარიერის ბოლომდე დარჩეს.

გუშინ, 21:21

ინტერს ტრანსფერი ჩაეშალა და კვლავ ჟირუს მიუბრუნდა

"ინტერი" "ჩელსის" თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ყიდვას კვლავ ეცდება, წერს Sky Italia.

გუშინ, 21:12

კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი - რამდენჯერ დაარტყა მესიმ ვალენსიას კარში?

„მესტალიაზე“ გამართულ შეხვედრაში ლეო მესის წარუმატებელი საღამო ჰქონდა.

გუშინ, 21:10

ბარსელონამ ლივერპულს კოუტინიო შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა

"ბარსელონა" ეძებს კლუბებს, რომლებსაც ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შეძენა შეუძლიათ.

გუშინ, 21:09

ყველაფერი გადათამაშებაში გაირკვევა - ტოტენჰემმა საუთჰემპტონს ვერ მოუგო [VIDEO]

ინგლისის FA CUP-ის 1/16-ფინალში „საუთჰემპტონმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა.

გუშინ, 21:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10