» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს


ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

"ბარსელონა" - გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთთან, ტიტულებსა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეებთან ასოცირდება. ასე, ყოველთვის არ იყო. ლიონელ მესიმდე და რონალდინიომდეც კი, კატალონიაში წყვდიადი სუფევდა. "ბლაუგრანა" კრიტიკული შედეგის ზღვარზე იდგა და ბოლოს, ყველაფერი რეალურად სავალალოდ დასრულდა.

ეს ხდებოდა 21-ე საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როდესაც მადრიდის "რეალმა" ევროპა დაიპყრო. "სამეფო კლუბის" გარდა, მოწოდების სიმაღლეზე იყო "ვალენსია" და ლა-კორუნიის "დეპორტივოც". "ღამურები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდნენ, "თეთრ-ლურჯებმა" კი ლა ლიგა მოიგეს.

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

რაც შეეხებათ "ლურჯ-ბროწეულისფრებს", ისინი იქვე ახლოს იყვნენ. 2000-2003 წლებში, "კამპ ნოუზე" სასიხარულო მომენტებს მხოლოდ თითებზე თუ ჩამოვთვლით. შეგვიძლია გავიხსენოთ რივალდოს ლეგენდარული მაკრატელა "მურსელაგოსის" კარში, 5:1 ლონდონის "ჩელსისთან" და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი.

რაც შეეხება 2002-2003 წლის სეზონს, "ბარსელონა" ორ უკიდურესობას შორის იყო გამოკიდებული. ერთ მხარეს იყო გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არავის ინდობდა. კატალონიელები აღნიშნულ სეზონში ოფიციალურად დაუმარცხებლად გამოვარდნენ. დიახ, "ბლაუგრანა" ძირითად დროში 14 მატჩის მანძილზე არ აგებდა.

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

მეორე მხარეს კი იყო ესპანეთის ჩემპიონატის საშუალო დონის წარმომადგენელი, 12 მარცხითა და მეექვსე ადგილით. პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 21-ე საუკუნეში, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვერ მოხვდნენ. გავიხსენოთ "კამპ ნოუზე" დამდგარი უბედურება.

სეზონის დაწყების წინ, "ბარსელონაში" დაბრუნდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ლუი ვან გაალი, რომელმაც საშინლად არასტაბილური კარლეს რექსაჩი ჩაანაცვლა. ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ "ბლაუგრანასთვის" კატალონიელი თავკაცი კვლავ სანატრელი გახდებოდა. რაც არ უნდა იყოს, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ფანები ენთუზიაზმით იყვნენ სავსე.

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

ჰოლანდიელმა დამრიგებელმა თავის გუნდში მოიყვანა ხუან რომან რიკელმე, გაისკა მენდიეტა, რობერტ ენკე და ხუან პაბლო სორინი. შთამბეჭდავი ჩამონათვალია, თუმცა დრომ აჩვენა, რომ აღნიშნულმა 4-ეულმა "კამპ ნოუზე" კარიერის ყველაზე წარუმატებელი პერიოდი გაატარა. დიახ, მათ "ბარსა" კოშმარებში ესიზმრებოდათ.

რაც შეეხებათ წამსვლელებს, ვან გაალმა გააოგნა ყველა, როდესაც ტრანსფერზე რივალდო დააყენა. ბრაზილიელი წლების განმავლობაში ათრევდა თავის ზურგზე კატალონიელებს, მაგრამ ნიდერლანდელმა ჩათვალა, რომ გუნდს ახალი სახე სჭირდებოდა. ცნობისთვის, ლუიმ არც "ბლაუგრანას" ძველი გვარდია დაინდო.

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

ახალი სამსახურის ძებნა მოუწიათ აბელარდო ფერნანდესს, სერხი ბარხუანსა და ალფონსო პერესს. ვეტერანების გარდა, "ლურჯ-ბროწეულისფრების" თავკაცი შესწვდა ახალგაზრდებს: მიკელ არტეტას, ლუის გარსიასა და პეპე რეინას. მოკლედ, ჰოლანდიელმა თავის გუნდში დიდი არეულობა დაატრიალა.

რაც შეეხება "კამპ ნოუს" მკვიდრთა შედეგებს, იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონა" წარმოადგენდა ორ უკიდურესობას, დავიწყოთ კარგით, ანუ ჩემპიონთა ლიგით. 6/6 მოგება ჯგუფურ ეტაპზე "ლოკომოტივთან", "ბრიუგესა და "გალათასარაისთან". კატალონიაში გაჩნდა ახალი მარგალიტი: ანდრეს ინიესტა.

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე სტადია, აგრეთვე ჯგუფურ ეტაპს ითვალისწინებდა. "ბლაუგრანას" ხვდა წილად "ინტერი", "ნიუკასლი" და "ლევერკუზენი". საკმაოდ კონკურენტუნარიანი 4-ეულის მიუხედავად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" აქაც გაილაღეს.

ხუთი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე, ისიც მილანურ კლუბთან, სტუმრად. წინ 1/4 ფინალი იყო და ვან გაალის გუნდს მომავალი ვიცე-ჩემპიონი, ტურინის "იუვენტუსი" ელოდა. "კამპ ნოუს" მკვიდრები "სინიორასთან" გამარჯვებულის ვინაობას 204 წუთის მანძილზე ვერ არკვევდნენ.

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიის დაწყებამდე ექვსი წუთით ადრე გაირკვა. "ბარსელონა" სახლში მარსელო სალაიეტამ გაუშვა. როგორც ვხედავთ, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგას რეალურად, დაუმარცხებლად გამოეთიშნენ.

პრიმერა დივიზონი კი "ბლაუგრანასთვის" ნამდვილი ტკივილი აღმოჩნდა. "ლურჯ-ბროწეულისფრები" განადგურდნენ "სევილიასთან", "ბეტისთან" და იმ დროს უსუსტეს "ატლეტიკოსთან". საერთო ჯამში, ნიდერლანდელის გუნდმა ლა ლიგაში 12 წაგება იწვია. ამას დავუმატოთ მარცხი "ბიანკონერისთან" და კოპა დელ რეიდან მოულოდნელი გამოვარდნა "ნოველდასთან" (?).

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

"კამპ ნოუს" მკვიდრებმა დაიკავეს სრულიად დამსახურებული, მეექვსე ადგილი, რითაც ისინი ევროპული ფეხბურთის ელიტას ერთი წლით ჩამოშორდნენ. ნათელი იყო, რომ ლუის მეორედ მოსვლა მისი გუნდისთვის წამგებიანი იქნებოდა. ასეც მოხდა, 2003 წლის იანვარში, "ბარსამ" თავის დამრიგებელს კარისკენ მიუთითა.

ჰოლანდიელი რადომირ ანტიჩმა ჩაანაცვლა, მაგრამ კატალონიაში მდგომარეობის გამოსწორება მანაც ვერ მოახერხა. "ბლაუგრანას" აღმასვლა დაიწყო შემდეგ სეზონში, როდესაც კლუბის ახალმა პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ, ფრანკ რაიკაარდი და რონალდინიო მოიყვანა. რა მოხდა შემდეგ, ეს უკვე ისტორიაა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენა არ ემუქრებათ, შუა სეზონში მწვრთნელის გაშვება, მაინც უსიამოვნებას სიგნალიზირებს. ფაქტია, "კამპ ნოუს" გარშემო ისევ რაღაც ბურისის მაგვარი ისადგურებს. ვნახოთ, გახდის თუ არა კიკე სეტიენი ერნესტო ვალვერდეს სანატრელს.

ბარსა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა - 14 წაგება, ორი მწვრთნელი, როგორც წელს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გრანდები, რომელთა აქციათა ფასიც კორონავირუსის გამო დაეცა

კლუბების აქციათა ფასი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო დაეცა.

დღეს, 14:22

"რეალში მხოლოდ პელეს თანხმობის შემდეგ გადმოვედი", - როდრიგო

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა, როდრიგო გოესმა თავის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:18

ბარსელონა ლაუტაროს ტრანსფერში კიდევ ერთ ფეხბურთელს რთავს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" არ ეშვება მილანის "ინტერის" თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს.

დღეს, 13:11

"კონორი როგორც ბებერი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბი

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორი კვლავ გააკრიტიკა:

დღეს, 13:03

ზუსტად 2 წლის წინ! რონალდუს გასროლა იუვეს კარში [VIDEO]

2017-2018 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალმა" "იუვენტუსი" სტუმრად 0:3 დაამარცხა.

დღეს, 12:59

ბარსელონამ რაკიტიჩის თაობაზე გეგმები შეცვალა

Marca-ს ცნობით, "ბარსელონამ" თავისი ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის თაობაზე გეგმები შეცვალა.

დღეს, 12:55

რაშფორდმა მანჩესტერის ყველა დროის საუკეთესო 6-კაციანი გუნდი შეადგინა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, "წითელი ეშმაკების" ყველა დროის საუკეთსო 6-კაციანი გუნდი შეადგინა.

დღეს, 12:47

"ფერგიუსონი სამი კატეგორიის ფეხბურთელებს ეძებდა", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, სერ ალექს ფერგიუსონის სატრანსფერო პოლიტიკა გაიხსენა:

დღეს, 12:29

ბარსელონამ დემბელეს ფასი დაადო

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონამ" თავის შემტევს, ოსმან დემბელეს ფასი დაადო.

დღეს, 12:20

მესის ორი რეკორდი, რომელიც უკვე 13 წელია, რაც ხელშეუხებელია

"ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის რეკორდების შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი.

დღეს, 11:55

იუვენტუსი ჰაკიმის არ ეშვება

Calciomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" არ ეშვება დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველს, აშრაფ ჰაკიმის.

დღეს, 11:43

ბარსელონას 3 სამიზნე და დასახარჯი 220 მილიონი

Diario Sport-ის თანახმად, "ბარსელონამ" სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთვის სამი სამიზნე უკვე შეარჩია.

დღეს, 11:35

დელ პიერომ იუვენტუსის მომავალი კაპიტნის ვინაობა დაასახელა

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ "ბებერი ქალბატონის" მომავალი კაპიტნის ვინაობა დაასახელა:

დღეს, 11:27

ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

Marca-მ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" ყოფილ მცველს, ხუან კარლოს როდრიგეს მორენოს კორონავირუსი დაუდგინდა.

დღეს, 11:19

ხაბიბი: "ვერ ვტოვებ რუსეთს, ისევე როგორც ტონი ამერიკას, მაგრამ ხალხი მხოლოდ მე მადანაშაულებს"

UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ჩაშლას გამოეხმაურა:

დღეს, 11:08

ლაუტაროს პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" თავდამსხმელით, ლაუტარო მარტინესით ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა.

დღეს, 10:40

"ლივერპულსა და სიტიში არასდროს ვითამაშებდი, აღფრთოვანებული სხვა გუნდებით ვიყავი", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა თავისი კარიერა გაიხსენა და საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:31

მიზეზი, რის გამოც ბარსელონა ტერ შტეგენთან ვერ თანხმდება

Diario Sport-ის თანახმად, "ბარსელონა" ახალი კონტრაქტის თაობაზე კვლავ ვერ უთანხმდება თავის მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს.

დღეს, 10:22

სუარესი ბარსელონაში ხელფასების შემცირებას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" თავის ფეხბურთელებს ხელფასი 70%-ით შეუმცირა. აღნიშნულ ფაქტს ლუის სუარესი გამოეხმაურა:

დღეს, 10:16

ლა ლიგის კლუბების კაპიტნები ერთმანეთს შეხვდებიან

მომდევნო კვირიას, ესპანური ფეხბურთის ასოციაცია მორიგ ვიდეო-კონფერენციას გამართავს.

დღეს, 04:30

კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდელი ფეხბურთელი ხდება

მიუხედავად იმისა, სეზონი გაჩერებულია, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდებს მაინც ამყარებს, ამჯერად ფინანსური კუთხით.

დღეს, 04:22

კაკა: "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც უთამაშია.

დღეს, 04:17

პსჟ ანკესზე არ წამოეგო - გაცვლა არ შედგება

გავლენიანი იტალიური პრესა საინტერესო გაცვლის შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას, რომელიც არ შედგება.

დღეს, 04:14

კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა.

დღეს, 04:11

დელ პიერო: "ჩემი იუვენტუსისადმი სიყვარული არასდროს დასრულდება"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 04:09

ბელგიის ჩემპიონატის შეწყვეტა პირველმა კლუბმა გააპროტესტა

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და მისი გამარჯვებული "ბრიუგე" იქნება.

დღეს, 03:51

უეფას პრეზიდენტი ბელგიელების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და ჩემპიონად "ბრიუგე" გამოცხადდა.

დღეს, 03:46

ინფანტინო: "კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი გახდება"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კორონავირუსზე საუბრობს.

დღეს, 03:39

კავანი ბოკაში? - არგენტინული კლუბის პრეზიდენტის განცხადება

"პსჟ"-ს ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიურსში" თამაშის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 03:33

"პრემიერ ლიგაში თამაში მსურს" - გენტის ფეხბურთელი, რომლითაც ევროპული გრანდები ინტერესდებიან

"გენტის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯონათან დევიდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მისი შეძენა დიდ ევროპულ გუნდებს სურთ.

დღეს, 03:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10