» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ვინ იქნება მიკელ არტეტას პირველი შენაძენი არსენალში?


ვინ იქნება მიკელ არტეტას პირველი შენაძენი არსენალში?

სიახლე არავისთვისაა, რომ „არსენალს“ სეზონი უვარდება.

კლუბმა მიმდინარე კამპანია უნაი ემერისთან ერთად დაიწყო, შემდეგ თავისი შანსი მიიღო ფრედი ლიუნბერგმა, მოგვიანებით კი გუნდში მიკელ არტეტა მოვიდა, რომელმაც 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„მეთოფეების“ ხელმძღვანელობა უდიდეს რისკზე წავიდა, როდესაც გამოუცდელი სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად დანიშნა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. ესპანელს წარმატების შანსი მხოლოდ სათანადო გაძლიერებით თუ შეეძლება.

იანვარში კარგი ტრანსფერების გაჩარხვა ადვილი არ არის, მაგრამ როგორც მინიმუმ დაცვა ლონდონელებმა აუცილებლად უნდა გააუმჯობესონ. ეს პოზიცია „არსენალში“ უსუსტესია.

ვინ იქნება მიკელ არტეტას პირველი შენაძენი არსენალში?

9 იანვარს მიკელ არტეტამ BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ხმაურიანი ტრანსფერების იმედი არ აქვს, მაგრამ გუნდი ამის გარეშეც კარგად არის დაკომპლექტებული. ეჭვიც არავის ეპარება, რომ ესპანელი იტყუება. თუმცა დიდი ტრანსფერების მოლოდინი მართლაც არ არის.

კალუმ ჩამბერსის ტრავმაზეც რომ დავხუჭოთ თვალი, რომელიც ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო მოედანს 6-9 თვით ჩამოშორდა, „არსენალის“ დაცვა არ ბრწყინავს. დავიდ ლუისი ცოტა გაუმჯობესდა, თუ სეზონის სტარტს შევადარებთ, მაგრამ ეს ის მაინც არ არის, რაც გუნდს სჭირდება.

განვიხილოთ, ვინ შეიძლება გახდეს მიკელ არტეტას პირველი შენაძენი „არსენალში“.

დაიო უპამეკანო („ლაიპციგი“)

ჭორები ფრანგ მცველს „არსენალს“ კვლავ უკავშირებს. გასულ სეზონს „მეთოფეები“ დაიოს შეძენას უკვე ცდილობდნენ, მაგრამ კრახი იწვნიეს. ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ლონდონური კლუბი ერთადერთი მსურველი არ არის. უპამეკანოს რიგი უდგას, პოტენციური მყიდველების რიცხვშია „ბარსელონაც“.

ჟერომ ბოატენგი („ბაიერნი“)

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი, რომლის ხილვაც ზამთარში შეიძლება. „ბაიერნი“ დიდად არ დააკავებს ფეხბურთელს, რომელიც, როგორც ჩანს, მიუნხენური გუნდიდან წასვლას ლამობს. სხვა საკითხია, გააძლიერებს თუ არა ბოატენგი „არსენალს“? უფრო არა, ვიდრე კი. მისი კარიერა დაღმავლაზეა და საოცრებას ნუ დაველოდებით.

ნატან აკე („ბორნმუთი“)

ვინ იქნება მიკელ არტეტას პირველი შენაძენი არსენალში?

ჯერ კიდევ ახალგაზრდა, რაღაც მხრივ პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც ზურგს პრემიერ ლიგაში თამაშის საკმაო გამოცდილება უმაგრებს. გარდა ამისა, აკეს მარცხენა მცველად და ჩამშლელადაც შეუძლია თამაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, თუ რა ხშირად იმტვრევიან „არსენალის“ ფეხბურთელები.

თუმცა, აკეს ხელში ჩასაგდებად „ჩელსის“ კონკურენციის გაძლება მოუწევს, რომელსაც მისი გამოსყიდვა 40 მლნ ფუნტად შეუძლია. ასევე, ნატანის მიმართ „სიტიც“ იჩენს ინტერესს.

სამუელ უმტიტი („ბარსელონა“)

26 წლის ფრანგის გარშემო ჭორები სულ დადის და იწერება, რომ მან შესაძლოა გუნდი შეიცვალოს. უმტიტი ცუდად არ იწყებდა, მაგრამ შემდეგ პროგრესში ხელი ტრავმებმა შეუშალა. „ბარსელონაში“ მისგან აღარაფერს ელიან და მზად არიან შეელიონ. სხვა საქმეა, მოისურვებს თუ არა „არსენალი“ გარისკვას, რომ ასეთი ტრავმატული ფეხბურთელი შეიძინოს? ცნობილია, რომ უმტიტის სუსტი წერტილი - მისი მუხლებია.

ისა დიოპი („ვესტ ჰემი“)

ფრანგი ცენტრალური მცველი, მიუხედავად „ვესტ ჰემში“ არსებული კრიზისისა, ლონდონურ გუნდში ბოლო 1.5-წელია თავს კარგად იჩენს. თუმცა, პრემიერ ლიგის გუნდისთვის ადგილობრივი ფეხბურთელის შეძენა არც ისე ადვილია და „ჩაქუჩები“ საკუთარ ფეხბურთელს ასე ადვილად არ შეელევიან.

ნახევარდაცვა

ტომას პარტეი („ატლეტიკო“)

გავრცელებული ინფორმაციით, პარტეის გამოსასყიდი თანხა 43-დან 50 მილიონ ფუნტამდე მერყეობს. „ატლეტიკო“ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და გამოსასყიდი თანხის გაზრდაც სურს.

ტომასის მიმართ ინტერესს „არსენალის“ გარდა „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენს, მაგრამ რთულად დასაჯერებელია, რომ ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ დატოვებს და კრიზისში მყოფი გუნდისკენ მიაშურებს.

ტომა ლემარი („ატლეტიკო“)

ვინ იქნება მიკელ არტეტას პირველი შენაძენი არსენალში?

„მელეიბეების“ კიდევ ერთი ფეხბურთელი. ლემარმა მადრიდულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ვერ აჩვენებს იმ დონის ფეხბურთს, რომელსაც მისგან ელოდნენ. თუმცა, ევროპის ტოპ-კლუბებისთვის ფრანგი კვლავ კარგ მოთამაშედ მიიჩნევა, რომელსაც მუდმივად იძახებენ საფრანგეთის ნაკრებში.

ფლანგები - არ არის ის პოზიცია, რომელიც „მეთოფეებს“ პირველ რიგში აქვთ გასაძლიერებელი, მაგრამ თუ „ატლეტიკო“ იჯარას მართლაც დათანხმდება - დამატებითი შესაძლებლობაა, რატომაც არა?

ჰაკიმ ზიეჩი („აიაქსი“)

უკვე არა პირველი სეზონია, რაც ზიეჩი უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს, ბოლო ოთხი სეზონია კი ჩემპიონატში მისი ასისტების რაოდენობა მუდმივად ორნიშნა რიცხვებამდე ადის. გასაკვირია, რომ მაროკოელი დღემდე გააჩერეს „აიაქსში“. ჯერ კიდევ არის იმედი, რომ მიკელი მესუთ იოზილის გაცოცხლებას მოახერხებს, მაგრამ შანსი არც ისე ბევრია. თეორიაში, ზიეჩს მისი შეცვლა იდეალურად შეუძლია.

თავდასხმა


ალბათ, ერთადერთი პოზიცია, სადაც „არსენალს“ გაძლიერება არ სჭირდება. არის პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელსაც ფლანგზეც შეუძლია თამაში, ალექსანდრ ლაკაზეტი, პეპე და იმედისმომცემი გაბრიელ მარტინელი.

ვინ უნდა შეიძინოს არსენალმა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მესის გარემოცვამ მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა - Goal.com

არგენტინელს კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ხელმძღვანელობასთან ერთად.

დღეს, 12:44

VIDEO: გავიხსენოთ ქინქლაძის შედევრები - ქართველი ლეგენდა 47 წლის გახდა

დღეს, საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ლეგენდის, გიორგი ქინქლაძის დაბადებისდღეა.

დღეს, 12:06

რეალმა 1987/88-წლების შემდეგ საუკეთესო სეზონი დააფიქსირა

მადრიდის „რეალმა" ლა ლიგის 34-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკი" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 11:05

ფოტო: ანსუ ფატი ბარსელონას ისტორიული გოლის ავტორი გახდა

ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონამ" სტუმრად „ვილიარეალი" დამაჯერებლად დაამარცხა და „რეალის" დევნას აგრძელებს.

დღეს, 11:00

"მესის წასვლა?", - ბარსელონას პრეზიდენტმა არგენტინელის მომავალზე ისაუბრა

„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, გუნდიდან ლეო მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:28

სეტიენი: "ბართომეუმ თუ თქვა, მე რა გავაკეთო? VAR-ის უფრო და უფრო ნაკლებად მესმის"

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, გუნდის პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს სიტყვებზე ისაუბრა.

დღეს, 10:25

ლუის სუარესი ბარსელონას ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში „ბარსელონამ" „ვილიარეალი" სტუმრად, 4:1 დაამარცხა.

დღეს, 10:22

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორნავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:29

ეროვნული ლიგა - მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 04:59

"რატომ არ თამაშობდა ასე კარგად ბარსელონა აქამდე?" - სეტიენის პასუხი

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.

დღეს, 04:58

ბარსელონას პრეზიდენტმა ლეო მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ლეო მესი გუნდს დატოვებს.

დღეს, 04:54

გვარდიოლა: "როცა 20-ჯერ ურტყამ და კარში 10 კაცი დგას, გოლის გატანა რთულია"

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონთან" სტუმრად დამარცხდა.

დღეს, 04:50

ბართომეუ: "ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ეს უცვლელია - VAR-ი სულ რეალისკენაა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ-მარია ბართომეუ მადრიდის "რეალის" დღევანდელ მოგებას ეხმაურება.

დღეს, 04:47

გვარდიოლას ანტი-რეკორდი - პირველად მანჩესტერულ კარიერაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:43

VIDEO: კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი რუსეთში, ასისტი და თამაშის MVP

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინი" "ორენბურგს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:34

სუარესის ბრწყინვალე შედეგი, რომელიც მესისაც არ აქვს დაფიქსირებული

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა გოლი გაიტანა.

დღეს, 03:30

ლეო მესიმ ლა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაიმარჯვა.

დღეს, 02:40

გატუზოს ნაპოლის მორიგი კარგი მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება რომასთან [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 02:07

ბარსელონამ ვილიარეალი გაანადგურა და რეალთან სხვაობა შეამცირა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის.

დღეს, 02:02

მანჩესტერ სიტი სტუმრად საუთჰემპტონთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 23:55

გრიზმანი დაბრუნდა - ვილიარეალი - ბარსელონა: სასტარტო შემადგენლობები

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც „ბარსელონა“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

გუშინ, 23:09

ზიდანი: "ძალიან დამღალა იმაზე საუბრებმა, რომ მსაჯების დახმარებით ვიგებთ"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ბილბაოსთან" გამარჯვება შეაფასა (1:0).

გუშინ, 23:05

მოულოდნელი ლიდერები - რა მდგომარეობაა ამჟამად პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ინგლისში ჩემპიონი უკვე გარკვეულია, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირი - ჯერ არა.

გუშინ, 22:53

ზიდანი: "რატომ არ იყო განაცხადში ხამესი? იმიტომ, რომ თავად არ მოინდომა"

„ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა განაცხადში ხამეს როდრიგესის არყოფნაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:42

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა - ხორვატი შესაძლოა სერია ა-ში ისევ ვიხილოთ

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა, ამიტომ სულ მალე შესაძლოა ახალ კლუბში ვიხილოთ.

გუშინ, 22:38

VIDEO: უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი რეალის კარში? [გამოკითხვა]

ბილბაოს „ატლეტიკის“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში, ერთი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

გუშინ, 22:30

"რამოსისა და რაულ გარსიას ეპიზოდი - პენალტია", - იტურალდე გონსალესი

ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, „ბილბაო" - „რეალის" შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები შეაფასა.

გუშინ, 22:26

"თუ ერთ დარღვევაზე ჩასტვინე, მეორეზეც უნდა ჩასტვინო", - ბილბაოს ფეხბურთელი - მსაჯს

ბილბაოს „ატლეტიკის" ნახევარმცველმა, დანი გარსიამ, „რეალთან" მატჩის შემდეგ, მსაჯი, ერნანდეს ერნანდესი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:23

100 გოლი+პასი 116 შეხვედრაში - სალაჰზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს

„ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, „ასტონ ვილასთან" მატჩში (2:0) საგოლე გადაცემა გაიფორმა.

გუშინ, 22:19

პირველი გამარჯვება ჩემპიონის რანგში - ლივერპულმა ასტონ ვილა დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში უკვე გაჩემპიონებულმა „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა.

გუშინ, 21:24
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10