» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?


გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?

მიმდინარე სეზონის სტარტზე, კრისტიან ერიქსენი ნამდვილ კრიტიკის ობიექტად იქცა. "ტოტენჰემის" გულშემატკივრები დანიელით უკმაყოფილოები არიან, მისი ფორმა ოპტიმალურისგან რეალურად შორს არის. ჯეიმი კარაგერმა "ჰოტსპურის" ნახევარმცველის კლასი საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა.

დიახ, ინგლისელი ისეთივე "ჭკვიანი" ექსპერტია, როგორი ცენტრალური მცველიც იყო, მაგრამ სკანდინავიელის ჩაქრობას ისედაც ყველა ამჩნევს. 27-წლის ფლეიმეიქერი აღარ არის ლონდონელთა დირიჟორი, ის ინერტული სხეული უფროა, რომელიც სხვა გუნდში გადაბარგებას მოუთმენლად ელის.

გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?

ეს ყველაფერი გასაკვირია, რადგან "დეზები", "მანჩესტერ იუნაიტედის" ან "არსენალისგან" განსხვავებით, არ მიეკუთვნებიან ჭაობის იმ კატეგორიას, საიდანაც მოთამაშე თავის დაღწევას უნდა ლამობდეს. მეტიც, ერიქსენი მოესწრო ისტორიაში საუკეთესო "სპურსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი გავიდა.

დიახ, "მამლები" წელს ვერ ბრწყინავენ, მაგრამ დანიელს წასვლა კრიზისის დაწყებამდეც ჰქონდა გადაწყვეტილი. საინტერესოა, რამ განაპირობა კრისტიანის გულაცრუება "ტოტენჰემზე"? პასუხი ბანალურია: "ჰოტსპურის" ფლეიმეიქერს ახალი გამოწვევის მიღება მოუნდა. სკანდინავიელი ასეთად მადრიდის "რეალს" განიხილავდა.

გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?

"სამეფო კლუბი" მართლაც ინტერესდებოდა 27-წლის ნახევარმცველით, მაგრამ აღნიშნული სატრანსფერი ისტორია ძალიან გაიწელა. ლონდონური გუნდი ერიქსენის სანაცვლოდ გასულ სეზონში 70 მილიონ ევროს ითხოვდა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტად ერთ წელიწადში, დანიელი თავისუფალი აგენტი ხდებოდა.

"ბლანკოსმა" მოთმინება არჩია, "დეზები" კი ჩავარდნენ საგონებელში - კრისტიანთან კონტრაქტის გახანგრძლივება თუ მისი სარფიანად გაყიდვა. საბოლოოდ, "სპურსი" დარჩა ხახამშრალი, რადგან ფლეიმეიქერმა კლუბიდან წასვლა მტკიცედ გადაწყვიტა. ცნობისთვის, "თეთრების" მსგავსად, "მამლების" მოთამაშის თავისუფალ აგენტობას სხვა გუნდებიც ელოდნენ.

გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?

რაც შეეხება "ელ გალაქტიკოს" ინტერესს, ის ცვალებადი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ სკანდინავიელის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადმოყვანას ცდილობდა ფლორენტინო პერესი და არა ზინედინ ზიდანი. ფრანგს ჰყავდა სხვა ფავორიტი: თანამემამულე პოლ პოგბა. დღეს, ზიზუს სატრანსფერო სიის თავში უკვე დონი ვან დე ბეკია.

დიახ, 27-წლის ნახევარმცველის ლოდინის პროცესში, "რეალმა" სხვა ვარიანტი შეარჩია. მადრიდული კლუბის იგნორის მიუხედავად, ერიქსენს მსურველები მაინც არ აკლდა. დანიელის სახელი დაუკავშირეს "იუვენტუსს", "მანჩესტერსა" და "ინტერს". კრისტიანმა უარით "იუნაიტედი" გაისტუმრა, ტურინელები და მილანელები კი დატოვა.

გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?

რა მოხდა შემდეგ? "ბებერმა ქალბატონმა" შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა, როგორც "ტოტენჰემთან", ისე მის ფლეიმეიქერთანაც. "სინიორასგან" განსხვავებით, "ნერიაძურიმ" სკანდინავიელის მიმართებაში მეტი მონდომება გამოიჩინა. "შავ-ლურჯებმა" 27-წლის შუახაზელს სტატუსის შესაფერისი კონტრაქტი და ხელფასი შესთავაზეს.

საუბარია 10-მილიონიან ანაზღაურებასა და ოთხწლიან ხელშეკრულებაზე. ერიქსენთან პირადი შეთანხმება, საქმის მხოლოდ ნახევარია, საჭიროა კიდევ "ჰოტსპურთან" მოლაპარაკებაც. ამ მხრივ ლომბარდიელები იკავებენ "სამეფო კლუბის" პოზიციას, ანუ ლოდინი სეზონის დასრულებამდე, შედეგად: უფასო ტრანსფერი.

გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონური გუნდი დანიელის სანაცვლოდ ითხოვს არა 70-მილიონს, არამედ მხოლოდ 20-ს. "გველებს" მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი კრისტიანის უფასოდ მოყვანა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "დეზების" შუახაზელი მართლაც ანტონიო კონტესთან აღმოჩნდება.

რეზიუმე - სკანდინავიელი ოცნებობდა "ბლანკოსზე", მაგრამ ის საკუთარი კონტრაქტის მძევალი აღმოჩნდა. "თეთრებისა" და დანარჩენი კლუბების პოზიციის გაგება შესაძლებელია: ერთი სეზონი არც ისე დიდი დროა იმისთვის, რომ უფასოდ გამზადებულ მოთამაშეს ვერ დაელოდო და მასში 70 მილიონი გადაიხადო.

ვინ იცის, 27-წლის ფლეიმეიქერის კოშმარული სეზონის პირველი ნახევარი რომ არა, ის ახლა ვან დე ბეკის მდგომარეობაში იქნებოდა. ეს უკვე თავად ერიქსენის ბრალია, რადგან, როდესაც ოცნების გუნდი გაკვირდება, ინერტულობა და მოტივაციის ნაკლებოდა, დაუშვებელია. მოკლედ, დანიელის პრინციპულობისგან წააგო როგორც თავად მოთამაშემ, ისე "სპურსსმაც".

გაქცევა ლონდონიდან - რატომ აიცრუა გული ერიქსენმა ტოტენჰემზე?

ისურვებდით ერიქსენის ხილვას თქვენს საყვარელ გუნდში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჩეფერინი: "იტალიაშ ეს სეზონი აუცილებლად განახლდება"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ იტალიაში ეს სეზონი განახლდება.

დღეს, 03:31

საუკეთესო დრიბლიორი: ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში საუკეთესოა

ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში საუკეთესო დრიბლინგიორია.

დღეს, 03:25

შმეიხელი ახალგაზრდა მეკარეს აქებს: "კარგი მეკარეა, მაგრამ ჯერ დე ხეას ვერ შეცვლის"

ლეგენდარული მეკარე კასპერ შმეიხელი "შეფილდის" ახალგაზრდა კიპერს, დინ ჰენდერსონს აქებს.

დღეს, 03:23

ხაბიბი ფერგიუსონის ბრძოლა კვლავ არ შედგება - ტონის ახალი მეტოქე ცნობილია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტონი ფერგიუსონისა და ხაბინ ნურმაგომედოვის ბრძოლა კვლავ არ შედგება.

დღეს, 01:55

ტორესი და რამოსი ლეგენდარული მწვრთნელის გარდაცვალებას ეხმაურებიან

71 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას", "რეალისა" და "ატლეტიკოს" ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი.

დღეს, 01:48

მატამ ინგლისის გამორჩეული ტალანტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა მისი გუნდის გამორჩეულ ტალანტს ასახელებს.

დღეს, 01:44

აგენტი: "დაბრუნდება თუ არა ტიაგო სილვა მილანში?"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო სილვა "მილანში" დაბრუნდება.

დღეს, 01:41

აფრიკაში ახალი დროგბა იპოვნეს?

ნიკოლას პენეტეაუ აცხადებს, რომ "ლილის" ფეხბურთელს ვიქტორ ოსიმენს შეუძლია, ახალი დროგბა გახდეს.

დღეს, 01:38

კახა კალაძე ქართველ სპორტსმენებს მიმართავს

დღეს, მსოფლიოს მაშტაბით სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება, თუმცა კორონავირუსის გამო, ღონისძიებები არ ჩატარებულა.

დღეს, 01:28

ლესტერში კვერკველიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთეს

გასულ კვირას, რუსულ პრესაში დაიწერა, რომ "ლესტერი" საბა კვერკველიას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდიდნენ.

დღეს, 01:25

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

დაახლოებით ერთ თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო, ყველა სპორტის სახეობა, მათ შორის საფეხბურთო ტურნირები გაჩერდა.

დღეს, 00:55

ლივერპულმა გადაწყვეტილება შეცვალა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა

პირველადი თანხმობის მიუხედავად, მერსისაიდელები სახელმწიფო დახმარების პროგრამაზე უარს ამბობენ.

გუშინ, 22:25

ბრუნო ალვეში: "რონალდუს მეორე სართულზე ორთაბრძოლა ჩემთვის არასდროს მოუგია"

„პარმას“ ვეტარანი მცველი დარწმუნებულია, რომ მეორე სართულზე ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუს აღემატება.

გუშინ, 22:21

ბარსელონას და რეალის ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

სერბი სპეციალისტი რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

გუშინ, 22:18

ნეიმარიც და მბაპეც მომდევნო სეზონშიც პსჟ-ს ფეხბურთელები იქნებიან - L'Equipe

მსურველი კლუბები ძვირადღირებულ ტრანსფერებს ვერ განახორციელებენ.

გუშინ, 22:11

"რეალში ჩემი დრო აუცილებლად დადგება", - ბაიერნში განათხოვრებული მცველი

„ბაიერნში“ განათხოვრებული მადრიდის „რეალის“ მცველი, ალვარო ოდრიოსოლა, ესპანურ გუნდში ფეხის მოკიდებას იმედოვნებს.

გუშინ, 22:08

შმეიხელი: "ლივერპულის ადგილზე რომ ვიყო, ასეთი ჩემპიონობა არ მენდომებოდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მეკარე, პიტერ შმეიხელი ფიქრობს, რომ „ლივერპულს“ არ უნდა გადაეცეს ჩემპიონობა, თუ პრემიერ ლიგის სეზონი ვერ გაგრძელდა.

გუშინ, 21:51

ზუსტად 29 წლის წინ - მარადონას კოკაინის მოხმარების გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

1991 წლის 6 აპრილს, ლეგენდარულ დიეგო მარადონას 15-თვიანი დისკვალიფიკაცია, კოკაონის გამოყენების გამო მიუსაჯეს.

გუშინ, 20:54

"ვინ ვარჯიშობს ყველაზე მეტს და ვინ უყურებს ფილმებს ბარსელონაში?" - დე იონგმა შეკითხვებს უპასუხა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

გუშინ, 20:50

იუვენტუსი კარისკენ ოთხ ფეხბურთელს მიუთითებს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მომდევნო ზაფხულს ოთხი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.

გუშინ, 20:41

აზარის ჩელენჯი - რატომ იპარსავენ თავს ფეხბურთელები? [ფოტოები]

მსოფლიოში ხალხი კარანტინის გამო სახლებში ზის და კორონავირუსისგან თავის დაცვას ცდილობს.

გუშინ, 20:38

"უტიტულოდ არ დარჩებიან", - უეფას პრეზიდენტმა ლივერპულის ქომაგები დაამშვიდა

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „ლივერპულის“ გულშემატკივრები დაამშვიდა.

გუშინ, 20:14

ხოსეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას დედა, დოლორს სალა კარიო, კორონავირუსით გარდაიცვალა.

გუშინ, 20:08

ტოტენჰემმა სონის ჯარში წასვლა დაადასტურა

კორონავირუსით გამოწვეული პაუზა „ტოტენჰემის“ შემტევს მთლად სასიკეთოდაც ვერ წაადგა.

გუშინ, 20:04

"ჩემი საქციელი გაუმართლებელია" - კორონავირუსის მქონე ქართველი სპორტსმენის განცხადება

გუშინ დადასტურებული ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

გუშინ, 19:28

იუვენტუსი მზადაა პოგბას გამო 3 ფეხბურთელი გაყიდოს

"იუვენტუსს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას ხელში ჩაგდება უნდა.

გუშინ, 17:59

ნეიმარი: "კობის სიკვდილმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა"

"პსჟ"-ს ლიდერმა, ნეიმარმა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალება გაიხსენა.

გუშინ, 17:55

"ნეიმარს ბარსას პრეზიდენტის ადგილას ხვალვე ვიყიდდი", - მონაკოს ფორვარდი

"მონაკოს" თავდამსხმელმა, კეიტა ბალდემ "პსჟ"-ს ლიდერ ნეიმარზე გააკეთა განცხადება.

გუშინ, 17:38

"ვიტანჯებოდი და საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა", - ნეიმარის აღიარება

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა თქვა, რომ სერიოზული ტრავმები რთულად გადაიტანა.

გუშინ, 17:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10