ავტორიზაცია

რასისტული სკანდალი პორტუგალიაში! მარეგამ მოედანი ნაადრევად დატოვა [VIDEO]

რასისტული სკანდალი პორტუგალიაში! მარეგამ მოედანი ნაადრევად დატოვა [VIDEO]
თარიღი 17 Feb 2020, 11:57
პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გუშინ დიდ რასისტულ სკანდალს ჰქონდა ადგილი.

„გიმარაეშისა“ და „პორტუს“ დაპირისპირებაში, სტუმართა შემტევი, მუსა მარეგა, მეტოქის გულშემატკივრების მხრიდან რასიზმის მსხვერპლი გახდა, რაც გულძე ძალიან მოხვდა და მოედნიდან გასვლა დააპირა.

მისივე თანაგუნდელები აქტიურად ცდილობდნენ, ფეხბურთელისთვის აზრი შეეცვალათ და მოედანზე დარჩენაში დაერწმუნებინათ, რის გამოც მათ შორის მცირე კონფლიქტიც კი წარმოიქმნა. საბოლოოდ, მარეგამ მოედანი მაინც დატოვა, მის ნაცვლად კი მინდორზე სხვა ფეხბურთელი გამოჩნდა.