[ინტერვიუ] შენგელია: "ჩვენს ერთ მატჩს 50-მდე ქომაგი დაესწრო - მაშინ მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი"


[ინტერვიუ] შენგელია:

"კონიასპორის" ქართველი შემტევი ლევან შენგელია თავის გუნდს გმირად მოევლინა. თურქეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "კონიასპორი" "ანკარაგუჩუს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა. შენგელიამ გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ ის GOAL.GE-ს ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისა და გოლის ემოციებზე ესაუბრა.

"კონიაში" გადასვლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ მატჩის გმირი გახდი და გოლი ბოლო წუთზე გაიტანე, როგორია ემოციები და დაგეხმარება თუ არა ეს მომენტი ბოლომდე გახსნაში?

ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც გუნდისთვის, ისე ჩემთვის. გუშინდელ მატჩში 3 ქულა გვჭირდებოდა და მოხარული ვარ, რომ მეორე წრე კარგად დავიწყეთ.

რა გუნდებშიც კარიერის განმავლობაში გითამაშია, ადაპტაციისთვის ყველგან დრო გჭირდებოდა, მათ შორის "დინამო თბილისშიც." თავიდან შედარებით პასიური იყავი, შემდეგ კი მთავარ ლიდერად იქეცი. როგორ ფიქრობ, გადალახე ეს ადაპტაციის პერიოდი "კონიაში"?

კი, მართალია. სანამ ახალ გარემოს და ფეხბურთელებს შევეჩვევი, ფსიქოლოგიურად მიჭირს ხოლმე - ყველგან ასე იყო. თავდაჯერებულობის გაზრდაში სწორედ გუშინდელი გოლი დამეხმარა. ფსიქოლოგიაზე ბევრი რამაა დამოკიდებული და კიდევ ერთი-ორი გოლი მინდა, რომ ბოლომდე გავიხსნა.

თურქეთის ჩემპიონატის თამაშებზე ტრიბუნები თითქმის ყოველთვის სავსეა, საქართველოში კი პირიქით. რას ნიშნავს პირადად შენთვის სავსე ტრიბუნა და გაძლევს თუ არა მეტ მოტივაციას?

ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სავსე ტრიბუნაა. როცა ამდენი ხალხი გიყურებს, თამაში ორმაგად გსიამოვნებს. თურქეთს ჩემპიონატის ჩვეულებრივ მატჩებში ტრიბუნების 70% სულ სავსეა ხოლმე, ტოპ მატჩებზე კი ადგილსაც ვერ ნახავთ. გულშემატკივრების გარდა, აქ სხვა პირობებითაც გაოცებული ვარ.

კონკრეტულად რომ გვითხრა, რას მოიცავს ეს პირობები...

მაღალი დონის ფეხბურთელები, მაღ​ალი დონის გუნდები, გაშუქება, გულშემატკივრები და ყველაფერი, რაც სრულყოფილ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. ის მოთამაშეები, რომელთაც ტელევიზორით ვუყურებდი, ახლა მათ წინააღ​მდეგ თამაში მიწევს. კონკრეტული ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მოკლედ რომ ვთქვა, აქ აბსოლუტურად ყველაფერია, რაც ფეხბურთის თამაშისთვისაა საჭირო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ რამდენიმე თურქული გუნდი სტაბილურად თამაშობს ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.

შენგელიას გადამწყვეტი გოლი


როცა "დინამო" დატოვე, ნაწილმა შენი ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად მიიღ​ო. იმის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ახლა როგორ აფასებ შენს ამ გადაწყვეტილებას?

"დინამო თბილისიდან" წასვლის შემდეგ, ბევრი კრიტიკული კომენტარი წავიკითხე, თუმცა ამ გადაწყვეტილებას საერთოდ არ ვნანობ. როგორც ზემოთ აღ​ვნიშნე, თურქეთის ჩემპიონატი ბევრად უკეთესი აღ​მოჩნდა, ვიდრე მეგონა. რა თქმა უნდა, "დინამოდან" წასვლა გამიჭირდა, ჩისკოს და რომან ფიფიას დიდ პატივს ვცემ, გუნდს მორგებული ვიყავი და ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ჩავთვალე, რომ თურქეთში წასვლა განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა.

ზოგს ეგონა, ფულის გამო წავედი. არადა, ასე არ იყო, რადგან "დინამომაც" სარფიანი კონტრაქტი შემომთავაზა, უბრალოდ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემპიონატების ხარისხიდან გამომდინარე თურქეთი იდეალური ვარიანტი იყო.

ერთ მატჩს გავიხსენებ - როცა "დინამო თბილისში" ვთამაშობდი, გორის "დილას" ვხვდებოდით და ტრიბუნაზე სულ 50-მდე გულშემატკივარი იყო - მაშინ მივხვდი, რომ საქართველოდან უნდა წავსულიყავი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფეხბურთელისთვის მთავარი გულშემატკივარია.

თუ განვითარებასა და კარგ პირობებზეა საუბარი, ესპანეთში რატომ არ წახვედი? როგორც ვიცით, ლა ლიგა 2-ის კლუბებისგანაც გქონდა შემოთავაზებები, თან საკმაოდ რეალური.

ესპანეთიდან კონტრაქტები უკვე გამოგზავნილი ჰქონდათ და შემეძლო, იქაც წავსულიყავი. ჩემი აზრით, ლა ლიგა 2-ზე უკეთესი თურქეთის უმაღ​ლესი ლიგაა, რადგან აქ ბევრად მარალი დონის ფეხბურთელები არიან. როცა ჩემი შეძენით ესპანეთიდან დაინტერესდნენ, პაპუნაშვილს, აბურჯანიას და კაკაბაძეს გამოვკითხე, ღ​​ირდა თუ არა იქ წასვლა. თვითონაც მითხრეს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

მარტივ მაგალითს გეტყვით, თუ რატომაა თურქეთში თამაში უფრო კომფორტული, ვიდრე ლა ლიგა 2-ში. როგორც შევიტყვე, ლა ლიგა 2-ის კლუბებს გასვლით მატჩებზე ავტობუსით ან მატარებლით სიარული უწევთ, გზას კი 8-10 საათი სჭირდება ხოლმე, თურქეთში კი სადაც არ უნდა გვქონდეს თამაში, ყოველთვის მივფრინავთ, რაც ფეხბურთელისთვის ბევრად კომფორტულია.

[ინტერვიუ] შენგელია: "ჩვენს ერთ მატჩს 50-მდე ქომაგი დაესწრო - მაშინ მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი"

მარტში, ერთა ლიგის თამაშებზე ის ერთ–ერთი იშვიათი ფეხბურთელი იქნები, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ექნება, რადგან იმ დროს თურქეთის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში იქნება შესული. იქამდე დიდი დროა, თუმცა თუ ემზადები იმისთვის, რომ ამ ისტორიულ მატჩებში ნაკრებში გამოგიძახონ და როგორ შეაფასებდი ჩვენი ნაკრების შანსებს?

ყოველდღ​ე იმაზე ვფიქრობ, რომ ამ მატჩებისთვის სრულად მზად ვიყო, ნაკრებში თამაშის შანსი მომეცეს, თავი გამოვიჩინო და გავახარო როგორც მთლიანი საქართველო, ისე საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც იმავეს ფიქრობენ. რაც შეეხება შანსებს, ბელარუსთან ფავორიტები ვართ, ზოგადად კი ამ 4-ეულში ფავორიტად კოსოვოს დავასახელებდი, მაგრამ თამაში ყველასთან შეიძლება და სასურველ მიზანს უნდა მივაღ​წიოთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ზიზუმ დამიძახა თავის მანქანაში, მე მას ვკითხე: ფეხსაცმელი გავიხადო?", - მბაპე

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 15:47

ბენზემას მომავალი გაირკვა - აგენტის განცხადება

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 15:11

"რონალდუ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა", - იუვეს დირექტორი

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:03

"ჯერარდი და სუარესი ლივერპულში გადმოსვლაზე ჩემს დაყოლიებას ცდილობდნენ", - კროოსი

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა თავის წარსულთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 14:52

"გვარდიოლა უკვე 4 წელია, რაც სიურპრიზებს გვთავაზობს", - დე ბრუინი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:40

რამოსი: "გულითა და გონებით უკვე ელ კლასიკოში ვარ"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:18

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

სულ რაღაც ერთი თვის წინ, მადრიდის "რეალში" იდილია სუფევდა. სანამ "ბარსელონაში" ცვლიდნენ მთავარ მწვრთნელებსა და ლაზარეთისთვის აგროვებდნენ შემტევებს,

დღეს, 13:52

XBET.GE - თუ მოგება გინდა [ევროპა ლიგის საუკეთესო ფსონები]

სპორტული პროგნოზების ვებ-გვერდი XBET.GE რეორგანიზაციის შემდეგ ისევ აგრძელებს მომხმარებლისთვის მომგებიანი ფსონების მიწოდებას.

დღეს, 12:06

ლარსონი: "მანჩესტერის მაღალი ხელფასი არ მაინტერესებდა"

გლაზგოს "სელტიკის" ცოცხალმა ლეგენდამ, ჰენრიკ ლარსონმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა "მანჩესტერ იუნაიტედი" 1999 წელს მის მოთაფლვას:

დღეს, 11:31

სიტის საპასუხო მატჩში მენდი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირებისთვის "მანჩესტერ სიტიში" დანაკლისი უკვე შეინიშნება.

დღეს, 11:22

რეალის კოშმარი - რამდენჯერ ჰყავს პეპს დამარცხებული მადრიდული გუნდი საერთო ჯამში?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თავისი დადებითი სტატისტიკა განამტკიცა.

დღეს, 11:09

მან სიტი - ერთადერთი ინგლისური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

დღეს, 10:55

რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტი-რეკორდი დაამყარა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრაში სერხიო რამოსი მოედნიდან იქნა გაძევებული.

დღეს, 10:44

რონალდუს სერია შეწყდა - პირველად 2020 წელს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ტურინის "იუვენტუსი" გასვლაზე ლიონის "ოლიმპიკთან" დამარცხდა.

დღეს, 10:34

გვარდიოლას ისტორიული შედეგი - პეპმა ფერგიუსონი და ანჩელოტი ჩამოიტოვა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

დღეს, 10:25

ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე? 4 კანდიდატი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი შეხვედრების დასრულების შემდეგ, უეფამ კვირის MVP-სთვის მებრძოლი 4 კანდიდატი წარადგინა.

დღეს, 10:17

"სერია ა-ს მატჩი რომ ყოფილიყო, ორ პენალტს დაგვიდებდნენ", - სარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ლიონის "ოლიმპიკთან" შეხვედრაში მსაჯობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:07

განაცხადი ცნობილია: ჩაკვეტაძე და ქვილითაია დღეს მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში დგეს ერთმანეთს "გენტი" და "რომა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:57

ლიონის მწვრთნელი: "იუვენტუსთან მოვიგეთ, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამაა"

"იუვენტუსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.

დღეს, 02:53

სარიმ ლიონთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:48

კაზემირო: "ბოლო 15 წუთი კარგი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ ეს მატჩი უკვე წარსულშია"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, „სიტისთან“ წაგებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 02:43

ვინისიუსი: "ჟესუსმა რამოსს ხელი ზუსტად ისე კრა, როგორც მანამდე მე - მაჰრეზს"

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ვინისიუს ჯუნიორი დარწმუნებულია, რომ „სიტიმ“ პირველი გოლი თამაშის წესების დარღვევით გაიტანა.

დღეს, 02:39

წითელი ბარათის მიუხედავად, რამოსმა ბუფონს მაინც გადაასწრო

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით სერხიო რამოსმა ჯიჯი ბუფონს გადაასწრო.

დღეს, 02:38

დე ბრუინმა კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:34

"ეს დაპირისპირება 180-წუთიანია", - ზიდანმა კროოსის არდაყენების მიზეზი დაასახელა

„სიტისთან“ მარცხის შემდეგ, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, პრესას გაესაუბრა.

დღეს, 02:34

წითელი ბარათების რაოდენობით, სერხიო რამოსი 2 ფეხბურთელს დაეწია

მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს.

დღეს, 02:31

გვარდიოლას დიდებული შედეგი - პირველი მწვრთნელი ისტორიაში

ამ გამარჯვებით, ქალაქელთა მთავარი მწვრნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 02:28

9 მატჩი - 6 მოგება: გვარდიოლას საოცარი შედეგი სანტიაგო ბერნაბეუზე

ესპანელ მწვრთნელს „რეალის“ საშინაო მოედანზე თამაში კარგად გამოსდის.

დღეს, 02:27

გვარდიოლა: "თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ყველაფრის დატრიალება შეუძლია, ეს რეალია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

დღეს, 02:25

წაგებაცაა და წაგებაც - იუვენტუსის საშინელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:24

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10