კონორის დაბრუნება თუ დადგმული სანახაობა? - განვიხილოთ 40-წამიანი მოვლენა


კონორის დაბრუნება თუ დადგმული სანახაობა? - განვიხილოთ 40-წამიანი მოვლენა

ჯასტინ გეტჟისთან მარცხის შემდეგ, დონალდ სერონემ განაცხადა - "სამწუხაროა, რომ უკანალის აწევა ასე მალე ვერ მოვახერხე". კონორ მაკგრეგორმა ამერიკელი კიდევ უფრო ოპერატიულად დაარბია. ირლანდიელის არსენალში იყო ბარძაყი, მხრები, ეფექტური ჰაიკიკი და ბოლოს, ფინალური განადგურება.

"ნოტორიუსს" საამისოდ სულ რაღაც 40 წამი დასჭირდა. ისმის კითხვა - მაკია ასეთი ძლიერი თუ "კოვბოი" არის ზედმეტად სუსტი? არსებობს მოსაზრება, რომ კელტისა და დენვერელის ბრძოლა უბრალოდ ეფექტურად დადგმული რეჟისურაა. არა, 36-წლის მოჩხუბრისთვის არავის უთხოვია ძალით წაგება, უბრალოდ UFC წინდახედულად მოქმედებს.

კონორის დაბრუნება თუ დადგმული სანახაობა? - განვიხილოთ 40-წამიანი მოვლენა

მაკგრეგორი Ultimate Fighting Championship-ისთვის ნამდვილი ფულის ტომარაა და დეინა უაიტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 31-წლის მებრძოლის სახელი აქტუალური რჩებოდეს. UFC ირლანდიელს ამზადებს MMA-ს ისტორიის მთავარი სანახაობისთვის: ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშისთვის.

კონორს ლამაზი დაბრუნებისთვის ყველა წინაპირობა შეუქმნეს. პირველ რიგში აღსანიშნავია მოწინააღმდეგის არჩევის ფაქტორი. "ნოტორიუსი" დააჯახეს მარტივ, მაგრამ დამსახურებულ მეტოქეს. სერონე არის მებრძოლი, რომლის შესახებაც ცუდის თქმა არ ღირს, მაგრამ ამერიკელის უკეთ დახასიათებისთვის, გავიხსენოთ ლეგენდარული ფრაზა "ტოტენჰემის" შესახებ ფილმიდან In Bruges.

კონორის დაბრუნება თუ დადგმული სანახაობა? - განვიხილოთ 40-წამიანი მოვლენა

დიახ, დონალდი UFC-ის ერთგვარი "ჰოტსპურია". კომფორტული მოწინააღმდეგის შერჩევის გარდა, მოხდა მაკის ოდიოზური იმიჯის კორექტირება. დაღესტნელთან ბრძოლის წინ, კელტმა გადააბიჯა მორალური პრინციპების ყველანაირ ზღვარს, მაშინ, როდესაც "კოვბოის" წინაშე ის თავშეკავებული და გაწონასწორებული წარსდგა.

ამის გარდა, კოლორადოელის დამარცხების შემთხვევაში, 31-წლის მებრძოლს "არწივთან" რევანშს შეპირდნენ - სწორედ ამით არის განპირობებული მისი ცხოველური მოტივაცია. 36-წლის ვეტერანთან ჩხუბში, ჩვენ ვიხილეთ არა მოდუნებული ლოთი ბიზნესმენი, არამედ წარმატებას მოწყურებული ძველი მაკგრეგორი.

კონორის დაბრუნება თუ დადგმული სანახაობა? - განვიხილოთ 40-წამიანი მოვლენა

დიახ, ირლანდიელის ტრიუმფი ჩაწყობილი არ არის, მაგრამ უაიტმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაამზადა გზა ნურმაგომედოვამდე. ამერიკელმა პრომოუტერმა უკვე დაადასტურა, რომ კონორის შემდეგი მეტოქე სწორედ დაღესტნელი იქნება. ბევრის აზრით, დეინა ჩქარობს, მაგრამ საამისო მიზეზი მას ნამდვილად აქვს.

"ნოტორიუსისა" და ხაბიბის ჭირვეული ხასიათის გათვალისწინებით, UFC-ის პრეზიდენტი ოპერატიულად ცდილობს მაქსიმალური ფინანსური მოგების დადებას იმ დრომდე, სანამ ჰაიპი ჩაცხრება. მაკისა და "არწივის" ნებისმიერი სახის გამოხტომა, იქნება ეს კარიერის დასრულება თუ რაიმე პროვოკაცია, რეკორდული შემოსავლის დაკარგვის ტოლფასია.

კონორის დაბრუნება თუ დადგმული სანახაობა? - განვიხილოთ 40-წამიანი მოვლენა

აღსანიშნავია, რომ კელტი ყველაფერს ჯერჯერობით გეგმის მიხედვით ასრულებს. 31-წლის მებრძოლმა სერონე ტრიუმფალურად დაამარცხა, თანაც ყოველგვარი ტრეშტოკის გარეშე. ამერიკელის გამხნევება და მის ბებიასთან ჩახუტება, კიდევ ერთი გენიალური სვლა იყო კრიტიკულად განწყობილი პუბლიკის გულის მოსაგებად.

მაკგრეგორი ნურმაგომედოვს 2020 წელს დაუპირისპირდება, უფრო ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რაც არ უნდა იყოს, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლამდე, ირლანდიელს დაღესტნელს არ გააკარებენ. ვნახოთ, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს კონორი კარგი ბიჭის როლის თამაშს.

კონორის დაბრუნება თუ დადგმული სანახაობა? - განვიხილოთ 40-წამიანი მოვლენა

იმსახურებს თუ არა კონორი ხახიბთან რევანშს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ჯერარდი და სუარესი ლივერპულში გადმოსვლაზე ჩემს დაყოლიებას ცდილობდნენ", - კროოსი

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა თავის წარსულთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 14:52

"გვარდიოლა უკვე 4 წელია, რაც სიურპრიზებს გვთავაზობს", - დე ბრუინი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:40

რამოსი: "გულითა და გონებით უკვე ელ კლასიკოში ვარ"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:18

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

სულ რაღაც ერთი თვის წინ, მადრიდის "რეალში" იდილია სუფევდა. სანამ "ბარსელონაში" ცვლიდნენ მთავარ მწვრთნელებსა და ლაზარეთისთვის აგროვებდნენ შემტევებს,

დღეს, 13:52

XBET.GE - თუ მოგება გინდა [ევროპა ლიგის საუკეთესო ფსონები]

სპორტული პროგნოზების ვებ-გვერდი XBET.GE რეორგანიზაციის შემდეგ ისევ აგრძელებს მომხმარებლისთვის მომგებიანი ფსონების მიწოდებას.

დღეს, 12:06

ლარსონი: "მანჩესტერის მაღალი ხელფასი არ მაინტერესებდა"

გლაზგოს "სელტიკის" ცოცხალმა ლეგენდამ, ჰენრიკ ლარსონმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა "მანჩესტერ იუნაიტედი" 1999 წელს მის მოთაფლვას:

დღეს, 11:31

სიტის საპასუხო მატჩში მენდი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირებისთვის "მანჩესტერ სიტიში" დანაკლისი უკვე შეინიშნება.

დღეს, 11:22

რეალის კოშმარი - რამდენჯერ ჰყავს პეპს დამარცხებული მადრიდული გუნდი საერთო ჯამში?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თავისი დადებითი სტატისტიკა განამტკიცა.

დღეს, 11:09

მან სიტი - ერთადერთი ინგლისური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

დღეს, 10:55

რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტი-რეკორდი დაამყარა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრაში სერხიო რამოსი მოედნიდან იქნა გაძევებული.

დღეს, 10:44

რონალდუს სერია შეწყდა - პირველად 2020 წელს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ტურინის "იუვენტუსი" გასვლაზე ლიონის "ოლიმპიკთან" დამარცხდა.

დღეს, 10:34

გვარდიოლას ისტორიული შედეგი - პეპმა ფერგიუსონი და ანჩელოტი ჩამოიტოვა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

დღეს, 10:25

ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე? 4 კანდიდატი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი შეხვედრების დასრულების შემდეგ, უეფამ კვირის MVP-სთვის მებრძოლი 4 კანდიდატი წარადგინა.

დღეს, 10:17

"სერია ა-ს მატჩი რომ ყოფილიყო, ორ პენალტს დაგვიდებდნენ", - სარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ლიონის "ოლიმპიკთან" შეხვედრაში მსაჯობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:07

განაცხადი ცნობილია: ჩაკვეტაძე და ქვილითაია დღეს მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში დგეს ერთმანეთს "გენტი" და "რომა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:57

ლიონის მწვრთნელი: "იუვენტუსთან მოვიგეთ, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამაა"

"იუვენტუსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.

დღეს, 02:53

სარიმ ლიონთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:48

კაზემირო: "ბოლო 15 წუთი კარგი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ ეს მატჩი უკვე წარსულშია"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, „სიტისთან“ წაგებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 02:43

ვინისიუსი: "ჟესუსმა რამოსს ხელი ზუსტად ისე კრა, როგორც მანამდე მე - მაჰრეზს"

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ვინისიუს ჯუნიორი დარწმუნებულია, რომ „სიტიმ“ პირველი გოლი თამაშის წესების დარღვევით გაიტანა.

დღეს, 02:39

წითელი ბარათის მიუხედავად, რამოსმა ბუფონს მაინც გადაასწრო

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით სერხიო რამოსმა ჯიჯი ბუფონს გადაასწრო.

დღეს, 02:38

დე ბრუინმა კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:34

"ეს დაპირისპირება 180-წუთიანია", - ზიდანმა კროოსის არდაყენების მიზეზი დაასახელა

„სიტისთან“ მარცხის შემდეგ, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, პრესას გაესაუბრა.

დღეს, 02:34

წითელი ბარათების რაოდენობით, სერხიო რამოსი 2 ფეხბურთელს დაეწია

მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს.

დღეს, 02:31

გვარდიოლას დიდებული შედეგი - პირველი მწვრთნელი ისტორიაში

ამ გამარჯვებით, ქალაქელთა მთავარი მწვრნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 02:28

9 მატჩი - 6 მოგება: გვარდიოლას საოცარი შედეგი სანტიაგო ბერნაბეუზე

ესპანელ მწვრთნელს „რეალის“ საშინაო მოედანზე თამაში კარგად გამოსდის.

დღეს, 02:27

გვარდიოლა: "თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ყველაფრის დატრიალება შეუძლია, ეს რეალია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

დღეს, 02:25

წაგებაცაა და წაგებაც - იუვენტუსის საშინელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:24

მანჩესტერ სიტიმ მილანის შედეგი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 02:19

იყო თუ არა გასაძევებელი? რამოსის გაძევება სიტისთან მატჩში [VIDEO]

სერხიო რამოსის გაძევების ეპიზოდი „მანჩესტერ სიტისთან" განვლილ შეხვედრაში.

დღეს, 02:19

ზედიზედ მეორე სეზონში - რამოსი მერვედფინალის საპასუხო მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის მიწურულს მოედნიდან გააძევეს.

დღეს, 02:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10