» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის


კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

იურგენ კლოპმა "ლივერპული" ჩაიბარა მაშინ, როდესაც გუნდი პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილზე განისვენებდა. არაორდინალური აზროვნების, ნიჭისა და ტაქტიკური მოქნილობის დამსახურებით, "წითლები" დღეს არიან ნომერ პირველები, როგორც ინგლისის ჩემპიონატში, ისე ევროპასა და მსოფლიოში.

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდში ჩადო ნაყოფიერი და მძიმე შრომა, რომელმაც შედეგი მხოლოდ მოგვიანებით გამოიღო. თავად განსაჯეთ - "სკაუზერები" 2.5 წლის მანძილზე 3 ფინალში დამარცხდნენ. ამის გარდა, "ენფილდელები" დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" ჩრდილში.

თვალი გადავავლოთ "ლივერპულის" წარმატების საიდუმლოს 52-წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ. "წითლებმა" სრულყოფილებამდე გაიარეს 10 ნაბიჯი. სწორედ აღნიშნული საფეხურების განხილვით დავკავდებით ამ სიახლეში. ყურადღებით, მერსისაიდში მოგზაურობის დრო დგება.

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

შინაური კედლების ფაქტორი

გუნდის საშინაო სტადიონი არის ციხესიმაგრე, გულშემატკივრები კი მე-12 ფეხბურთელის როლში არიან - ყველაზე ჰარმონიულად ამას სწორედ "სკაუზერები" აღიქვამენ. "ენფილდის" პუბლიკა აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ კლოპმა თანამედროვე ფეხბურთის პრინციპების გათვალისწინებით, უბრალოდ იდეალური და საუკეთესო "ლივერპული" შექმნა.

შედეგი სახეზეა - "წითლების" უკანასკნელი მარცხი შინაურ კედლებში პრემიერ ლიგაში უკვე 1000 დღეზე დიდი ხნის წინ იყო. ცალკე გამოსარჩევია გოლის გაშვების ფაქტორი, უფრო სწორედ მისი პრაქტიკული არ არსებობა. მერსისაიდელებმა ამ ყველაფერს პირველ რიგში ორი მოთამაშის დამსახურებით მიაღწიეს.

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი

"სკაუზერებმა" არაერთი ტრანსფერი განახორციელეს, მაგრამ როგორც ასეთი საგანძური, ვირჯილ ვან დეიკი აღმოჩნდა. მომენტი, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული უკანახაზელი, საუკეთესოც გახდა. ფეხბურთის დღევანდელი სატრანსფერო ფასების გათვალისწინებით, ნიდერლანდელს დამსახურებული პრაისი ადევს.

საიმედო მეკარე

"ენფილდის" მკვიდრები წლების განმავლობაში პროგრესირებდნენ, მაგრამ მეკარის ფაქტორი აქილევსის ქუსლად რჩებოდა. გერმანელს ნერვოზი გაუჩინა ჯერ სიმონე მინოლემ, შემდეგ კი თანამემამულე ლორის კარიუსმა. ყველაფერი ალისონ ბეკერის მოსვლით შეიცვალა. ბრაზილიელი მოვიდა დიდი ხნით და ის საიმედოა.

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

კოუტინიოზე დამოკიდებულების მოშორება

ბრაზილიელი, ლუის სუარესთან ერთად, 10-იანი წლების "ლივერპულის" საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ შეიქმნა პრობლემა - "წითლები" დროთა განმავლობაში ფელიპეზე დამოკიდებულები გახდნენ. როდესაც მერსისაიდელთა ლიდერს თამაში არ მისდიოდა, ეს ფაქტიურად ავტომატური წაგების ტოლფასი იყო.

იურგენმა ზედმეტად ინდივიდუალისტი სამხრეთ ამერიკელის გაყიდვით, "სკაუზერები" შეკრულ კოლექტივად აქცია. ახლა ვეღარავინ იტყვის, რომ პირობითი მოჰამედ სალაჰის ჩავარდნის შემთხვევაში, "ენფილდელები" განწირულები იქნებიან. "ლივერპულის" მწვრთნელმა გუნდში იერარქია თანაბრად გადაანაწილა.

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

სტაბილურობა

"წითლებმა" გასულ სეზონში მწარედ გამოსცადეს უაზროდ გაფლანგული ქულების ფასი. როგორც გვახსოვს, მერსისაიდული გუნდის ჩემპიონობისთვის 97 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ფეილი გამოსწორდა. ჩემპიონატის ნახევარზე მეტი უკვე მიილია და "სკაუზერები" ჯერ კიდევ დაუმარცხებლები არიან.

იდეალური სატრანსფერო კამპანია

"ენფილდის" მკვიდრებმა ასტრონომიული თანმხა გადაიხადეს მხოლოდ ორ ფეხბურთელში - ზემოთხსენებულ ვან დეიკსა და ალისონში. ნიდერლანდელმა და ბრაზილიელმა მათში ჩადებული ინვესტიცია უკვე გაამართლეს. რაც შეეხებათ დანარჩენებს, თავად განსაჯეთ: სალაჰის, მანესა და ფირმინოს დონის მოთამაშეებში 52-წლის მწვრთნელმა საერთო ჯამში 125 მილიონ ევროზე ნაკლები დახარჯა.

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

აღმოჩენები

დავუბრუნდეთ წინა პუნქტს, რატომ დაჯდა ეგვიპტელის, სენეგალელისა და ბრაზილიელის ტრანსფერები იაფი? "ლივერპულში" გადმოსვლის მომენტში ისინი ვარსკვლავები არ იყვნენ. იგივე ითქმის ფაბინიოზე, ვეინალდუმზე და ა.შ. "წითლებში" ტრანსფერის დროს ვირჯილიც კი არ ითვლებოდა მეგა-მცველად. ეს ყველაფერი კლოპის ალღოა.

განაპირა მცველები, როგორც შემტევები

მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელებზე, ცენტრალურ მცველსა და მეკარეზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ. უყურადღებოდ ვინგბეკების დატოვებაც არ ღირს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ენდრიუ რობერტსონი რომ არა, "სკაუზერების" შეტევა ისეთი მრისხანე არ იქნებოდა. ინგლისელი და შოტლანდიელი იმპერიალისტურად ბატონობენ მეტოქის ნახევარზე.

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

სწორი მიდგომა და მოტივაცია

გერმანელი სპეციალისტი თავისი შეგირდებისთვის პირველ რიგში არის მეგობარი და უკვე შემდეგ მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ არიან "ენფილდელები" გამარჯვებებზე ასეთი დაგეშილები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველად 1990 წლის შემდეგ, იურგენი ჩემპიონის თასს ქალაქ ლივერპულში აბრუნებს.

წაგება როგორც გაკვეთილი

მარტივი არითმეტიკა - "წითლები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ. რა მოხდა ერთი წლის შემდეგ? მერსისაიდულმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იგივე ფეილი არ მომხდარიყო. "სკაუზერებმა" "ბარსელონას" 0:3-იც კი არ შეიმჩნიეს. იგივე ხდება ეპლ-შიც, შარშანდელი იმედგაცრუების შემდეგ, "ენფილდზე" თითოეულ ქულას უფრთხილდებიან.

კლოპის ლივერპულის საიდუმლო - 10 ნაბიჯი სრულყოფილებისთვის

ლივერპული დღეს ევროპის საუკეთესო გუნდია?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ესპანური ფეხბურთის ხელმძღვანელი: "ფეხბურთელების მოედანზე დაბრუნება სურთ, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა"

ყოფილი ფეხბურთელი და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავიდ აგანსო ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:43

იტალიაში ითხოვენ, რომ სკუდეტო ატალანტას გადაეცეს

შეიქმნა პეტიცია, სადაც ითხოვენ, რომ სკუდეტო "ატალანტას" გადაეცეს, რასაც მხარი უამრავმა დამიანმა დაუჭირა.

დღეს, 05:21

ტოლდო 20 წლის წინანდელ მატჩს იხსენებს: "ვიცოდი, რომ პენალტები დაინიშნებოდა"

ვეტერანი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს იხსენებს.

დღეს, 05:16

მატერაცი: "მოურინიო ჩემი მეგობარი, ძმა და მამაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ "ტოტენჰემის" თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო.

დღეს, 05:11

ნაპოლის ბარსელონას ფეხბურთელის შეძენა სურს

იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლი" აქტიურადაა დაინტერესებული "ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენით.

დღეს, 05:08

ყოველ ვარჯიშზე იტალიური კლუბის ფეხბურთელები კორონავირუსზე შემოწმდებიან

იტალიაში კვლავ რთული ვითარებაა და ჯერ კიდევ უცნობია, როდის განახლდება იტალიის ჩემპიონატი.

დღეს, 05:06

გუნდოგანმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელს ასახელებს.

დღეს, 04:58

რეალის მეკარის ამბიციური განცხადება: "უნდა დავბრუნდე და პირველი მეკარე გავხდე"

ახალგაზრდა უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი მადრიდის "რეალში" თამაშთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 04:55

აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი ზიდანის რეალში დაბრუნებაზე: "ერთ ქალზე ორჯერ არ უნდა დაქორწინდე"

"აიაქსისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი აჰმედ ჰოსამი იგივე მიდო, ზიდანის "რეალში" დაბრუნებას აფასებს.

დღეს, 04:51

აიაქსის ფეხბურთელი: "რეალში გადასვლა? - ჯერ ესპანურიც არ მისწავლია"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "აიაქსის" ნახევარმცველი ვან დე ბეეკი კარიერას "რეალში" გააგრძელებს.

დღეს, 04:48

უეფაში ჩემპიონთა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელეს

უეფას წარმომადგენლებმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელეს.

დღეს, 04:45

ბელარუსში ერთბაშად 3-მა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

ბელარუსის ჩემპიონატის მესამე ტურში ერთმანეთს "შახტიორი" და "ნემანი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 04:38

Sport.es: ბარსელონამ არტურის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს, არტურ მელოს სერიოზული მსურველი ჰყავს.

გუშინ, 21:38

კორონავირუსზე დიბალას განმეორებითი ტესტი დადებითი აღმოჩნდა

კორონავირუსზე "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის განმეორებითმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

გუშინ, 21:25

უზარმაზარი თანხა, რომელიც შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბებმა დაკარგონ

იმ შემთხვევაში, თუ სეზონი არ განახლდება, პრემიერ ლიგის კლუბები სერიოზულად იზარალებენ.

გუშინ, 20:46

კაპელომ დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი გაამხილა

ფაბიო კაპელომ დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:38

ჩემპიონთა ლიგა შესაძლოა "ოთხთა ფინალის" ფორმატში ჩამთავრდეს

არ არის გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება "ოთხთა ფინალის" ფორმატში ჩატარდეს.

გუშინ, 20:31

"სანჩოზე და კეინზე საუბრობენ, როგორც მომავალ შენაძენებზე", - ბერბატოვის რჩევა მანჩესტერს

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:22

რივალდო: "ხავის გვარდიოლასთან შედარების გამო ბარსელონაში გაუჭირდება"

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ მწვრთნელის პოსტზე ხავის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:11

დაპირება, რომელიც გასულ ზაფხულს ბარსელონამ ნეიმარს მისცა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 19:49

აგენტმა ჰაკიმის მომავალზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშრაფ ჰაკიმიმ "რეალთან" კონტრაქტის ვადა გაახანგრძლივა.

გუშინ, 19:41

მანჩესტერის ლეგენდა: "ბრუნო ფერნანდეში ახალი სქოულზი გახდება"

"მანჩესტერის" ექს-ფეხბურთელმა, ბრაიან რობსონმა კლუბის ახალწვეული, ბრუნო ფერნანდეში შეაქო.

გუშინ, 19:09

ბარსელონა კოუტინიოს ყიდის და საბოლოო ფასი დაადო - MARCA

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო არ სჭირდება და ზაფხულში მის გაყიდვას აპირებს.

გუშინ, 18:48

ლორისის შემცვლელის ძიებაში, მოურინიომ სასურველი მეკარე შეარჩია

"ტოტენჰემის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ კლუბმა მეკარე უნდა იყიდოს.

გუშინ, 18:39

პსჟ პრობლემებშია - პარიზული კლუბი ერთ-ერთ მთავარ სპონსორს კარგავს?

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო, "პსჟ"-ს სერიოზული პრობლემები ემუქრება.

გუშინ, 18:31

"ლობანოვსკის დროს კალაძე 5x300-ზე დარბოდა, თოვლში ვარდებოდა, გული ერეოდა", - კიევის დინამოს ექს-ფეხბურთელი

კიევის „დინამოს“ და უკრაინის ნაკრების ლეგენდამ, ანდრეი ნესმაჩნიმ, ვალერი ლომანოვსკის სავარჯიშო მეთოდებზე ისაუბრა.

გუშინ, 17:38

კოლუმბიელი ექს-ფეხბურთელი კორონავირუსს უცნაურად ებრძვის - ხალხს პრეზერვატივებს ურიგებს

„ნიუკასლის“ და კოლუმბიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ფაუსტინო ასპრილიამ, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის უცნაური ხერხი მოიგონა.

გუშინ, 17:31

რონალდინიომ ციხიდან პუიოლს დაურეკა - რაზე ილაპარაკეს ექს-თანაგუნდელებმა?

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პარაგვაის ციხეში ზარის განხორციელების უფლება მისცეს.

გუშინ, 17:28

მესის გარეშე! კაკამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 16:01

ძალოსნობის ფედერაცია კორონავირუსით ინფიცირებულთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

კორონავირუსი ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ქართველი სპორტსმენი ძალოსანია.

გუშინ, 15:52

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10