ავტორიზაცია

"ჩვენ უბრალოდ გამოგვიყენეს", - ლეგანესის მთავარი მწვრთნელი

"ჩვენ უბრალოდ გამოგვიყენეს", - ლეგანესის მთავარი მწვრთნელი
თარიღი 22 Feb 2020, 21:35
"ლეგანესის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ გუნდის თავდამსხმელ მარტინ ბრეიტუეიტის "ბარსელონაში" ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"კიდევ კარგი, ფიფამ მოედანზე 11 ფეხბურთელის ან მეკარის გაყვანა არ აგვიკრძალა. უბრალოდ გამოგვიყენეს", - ციტირებს აგირეს სიტყვებს AS.

"ასეთი მნიშვნელოვანია ბრეიტუეიტი ჩვენთვის ლა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში? ერთადერთი, რასაც ახლა მნიშვნელობა აქვს მაისურებზე "ლეგანესის" სული და გერბია".

"რისი მოსმენა გსურთ ჩემგან? გინდათ, რომ ვიტირო? 26 შესანიშნავი ფეხბურთელი მყავს და იმის თქმა, რომ ყველაფერი ცუდადაა, მათ მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა".

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" 28 წლის ბრეიტუეიტის სანაცვლოდ "ლეგანესს" 18 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ სეზონში დანიელმა 27 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ლა ლიგამ კატალონიურ გრანდს ბრეიტუეიტის დამატების უფლება იმის გამო მისცა, რომ გუნდს თავდამსხმელი, უსმან დემბელე ტრავმის გამო ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება.