რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?


რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

"ლივერპულის" კიდევ უფრო გაძლიერებული ვერსიის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, რა გვიშლის ხელს იგივეს მადრიდის "რეალის" მიმართებაში განხორციელებისთვის. ყურადღება, ვიწყებთ: დღევანდელი "სამეფო კლუბი" ყოფილ, აქტუალურ მოთამაშეებთან ერთად.

მეკარე

"ბლანკოსის" განკარგულებაშია ტიბო კურტუა, ალფონს არეოლა და განათხოვრების წესით სხვაგან მოთამაშე ანდრეი ლუნინი, ლუკა ზიდანთან ერთად. ალბათ არავინ იქნება წინააღმდეგი თუ უკრაინელსა და ზიზუს შვილს დავემშვიდობებით. ყოფილი "თეთრები": კეილორ ნავასი, იკერ კასილასი, კიკო კასილია.

ბელგიელი კიპერი ნამდვილად იმსახურებს თავის ადგილს, რაც შეეხება მის კონკურენტს, "პორტოს" კარის დარაჯის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გულის პრობლემებმა მისი კარიერის დასკვნით ნაწილს დიდი ზიანი მიაყენა. კოსტა-რიკელი მეკარე კი ახლაც მოწოდების სიმაღლეზეა და ის "გალაქტიკოს" ფრანგ ახალწვეულსაც ჯობნის.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

ერთი სიტყვით, "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრთა ამჟამინდელ კიპერსა და "პარი სენ-ჟერმენის" კარის დარაჯს შორის ომი გრძელდება. შეიძლება ითქვას, ჩრდილოეთ ამერიკელი კურტუასგან რევანშს ითხოვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "რეალმა" ნავასთან ერთად ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ცენტრალური მცველები

დავიწყოთ - სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ედერ მილიტაო, ნაჩო ფერნანდესი. ამ უკანასკნელთან ბოდიში, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, გაძლიერებულ მადრიდში ყოფნას ის არ იმსახურებს. ისმის კითხვა: ვინ იქნება "სამეფო კლუბის" მე-4 ცენტრბეკი? შერჩეული გვყავს 6 კანდიდატი:

ვეტერანები - პეპე, ეზეკიელ გარაი, რაულ ალბიოლი და კამილ გლიკი. მათ გარდა აგრეთვე განვიხილავთ დიეგო ლორენტესა და მარიო ერმოსოს. იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიის ნაკრების უკანახაზელის დამსახურებები "ბლანკოსში" უდიდესია და ის ახლაც ფორმაშია, მოდით შემადგენლობაში სწორედ ის დავაბრუნოთ.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

განაპირა მცველები

მარსელო ვიეირასთან, დანი კარვახალსა და ფერლან მენდისთან პრეტენზიები არ არის. აქედან გამომდინარე, რჩება ერთი ვაკანტური ადგილი მარჯვნივ. "თეთრების" საკუთრებაში იმყოფება აშრაფ ჰაკიმი, ალვარო ოდრიოსოლა და აგრეთვე სერხიო რეგილონი. ვფიქრობთ, მაროკოელმა უკვე დაამტკიცა, რომ ის "გალაქტიკოსთვის" მომწიფდა.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრები დორტმუნდის "ბორუსიას" ფლანგელის სასწრაფო ტემპით დაბრუნებას გეგმავენ. "რეალში" არსებული გიჟური კონკურენციის გათვალისწინებით, მარკოს ალონსოსთვის, დანილოსა და ტეო ერნანდესისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

ნახევარდაცვა

მადრიდის აწი უკვე ლეგენდად ქვეული სამეული, ლუკა მოდრიჩის, ტონი კროოსისა და კარლოს კაზემიროს სახით, ხელშეუხებელია. მიმდინარე სეზონში მათ დაემატა ახალი მარგალიტი: ფედერიკო ვალვერდე. გვრჩება ორი ფლეიმეიქერი: ისკო ალარკონი და ხამეს როდრიგესი. ესპანელს ვუშვებთ შეტევაში, კოლუმბიელს კი ვემშვიდობებით.

საქმე ისაა, რომ პირენეელის უნივერსალიზმი სასარგებლო იქნება როგორც შუახაზში, ისე წინაც. ობიექტურად, ისკოს ეს გამოსდის სამხრეთ ამერიკელზე უკეთ, ყოველ შემთხვევაში "სამეფო კლუბში". ესპანელის შეტევაში წასვლით, "ბლანკოსის" ნახევარდაცვაში ორი ვაკანტური ადგილი რჩება. ყურადღებით, გავიხსენოთ კასტილია.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

საქმე ისაა, რომ "თეთრების" ახალგაზრდულ გუნდში თავის დროზე ირიცხებოდნენ ისეთი ტოპები, როგორებიც არიან ფაბინიო და საულ ნიგესი. ბრაზილიელი იდეალურ კონკურენციას თანამემამულეს გაუწევს, ესპანელი კი ხორვატსა და გერმანელს. ერთ-ორ სიტყვას კიდევ რამდენიმე "გალაქტიკოსი" იმსახურებს.

მარტინ ოდეგორი, მატეო კოვაჩიჩი და მარკოს ლორენტე "სანტიაგო ბერნაბეუსთვის" საკმარისად ჯერ არ მომწიფებულან. რაც შეეხებათ გამოცდილ მებრძოლებს, "რეალის" განკარგულებაში შესაძლოა ყოფილიყვნენ მესუტ ოზილი, ხუან მატა, სამი ხედირა და დანი პარეხო, მაგრამ დღეს, ისინი ზედმეტები იქნებოდნენ.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

თავდასხმა

ყველაზე გემრიელი ლუკმა. მადრიდში ამ ეტაპზე უამრავი შემტევი ირიცხება, ასე რომ მოდით ისინი სეგმენტებად დავყოთ. "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ კარიმ ბენზემა და ედენ აზარი. მათ გარდა, არ დაგვავიწყდეს ისკოს არსებობაც. ვიყოთ ლოიალურები და შანსი გარეტ ბეილსაც მივცეთ.

რაც შეეხებათ ყოფილებს, როგორ შეიძლება "ბლანკოსზე" საუბარი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე? დიახ, პორტუგალიელი ნომერ პირველია, როგორც თანამედროვე "თეთრებში", ისე ისტორიაშიც. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ "გალაქტიკოში" ყოფნას ანხელ დი მარიაც იმსახურებს. მოკლედ, შეტევა შედგა.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

ისმის კითხვა - სად წავიდნენ "სანტიაგო ბერნაბეუს" მარგალიტები? მარკო ასენსიოს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგო გოესსა და დანარჩენებს კი რაღაც პერიოდით იჯარით სხვა გუნდებში ვუშვებთ. კონკურენციის გამო, დღევანდელ "რეალში" ადგილი ვერ მოიძებნა გონსალო იგუაინისთვის, ალვარო მორატასთვის, პაბლო სარაბიასა და კიდევ ბევრისთვის.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

მწვრთნელი

ვისენტე დელ ბოსკესამდი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მადრიდს თანამედროვე ხედვა სჭირდება. "სამეფო კლუბის" სპეციალისტებიდან ტოპში რჩება ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიო. მოგებული ტიტულების რაოდენობისა და პოსტზე დარჩენის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, "ბლანკოსს" ფრანგი უხელმძღვანელებს.

რონალდუ და კიდევ რამდენიმე რომ არ წასულიყო...როგორი იქნებოდა რეალი დღეს?

იმსახურებს თუ არა ბეილი ამ ფორმაციის რეალში ყოფნას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განაცხადი ცნობილია: ჩაკვეტაძე და ქვილითაია დღეს მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში დგეს ერთმანეთს "გენტი" და "რომა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:57

ლიონის მწვრთნელი: "იუვენტუსთან მოვიგეთ, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამაა"

"იუვენტუსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.

დღეს, 02:53

სარიმ ლიონთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:48

კაზემირო: "ბოლო 15 წუთი კარგი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ ეს მატჩი უკვე წარსულშია"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, „სიტისთან“ წაგებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 02:43

ვინისიუსი: "ჟესუსმა რამოსს ხელი ზუსტად ისე კრა, როგორც მანამდე მე - მაჰრეზს"

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ვინისიუს ჯუნიორი დარწმუნებულია, რომ „სიტიმ“ პირველი გოლი თამაშის წესების დარღვევით გაიტანა.

დღეს, 02:39

წითელი ბარათის მიუხედავად, რამოსმა ბუფონს მაინც გადაასწრო

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით სერხიო რამოსმა ჯიჯი ბუფონს გადაასწრო.

დღეს, 02:38

დე ბრუინმა კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:34

"ეს დაპირისპირება 180-წუთიანია", - ზიდანმა კროოსის არდაყენების მიზეზი დაასახელა

„სიტისთან“ მარცხის შემდეგ, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, პრესას გაესაუბრა.

დღეს, 02:34

წითელი ბარათების რაოდენობით, სერხიო რამოსი 2 ფეხბურთელს დაეწია

მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს.

დღეს, 02:31

გვარდიოლას დიდებული შედეგი - პირველი მწვრთნელი ისტორიაში

ამ გამარჯვებით, ქალაქელთა მთავარი მწვრნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 02:28

9 მატჩი - 6 მოგება: გვარდიოლას საოცარი შედეგი სანტიაგო ბერნაბეუზე

ესპანელ მწვრთნელს „რეალის“ საშინაო მოედანზე თამაში კარგად გამოსდის.

დღეს, 02:27

გვარდიოლა: "თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ყველაფრის დატრიალება შეუძლია, ეს რეალია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

დღეს, 02:25

წაგებაცაა და წაგებაც - იუვენტუსის საშინელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:24

მანჩესტერ სიტიმ მილანის შედეგი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 02:19

იყო თუ არა გასაძევებელი? რამოსის გაძევება სიტისთან მატჩში [VIDEO]

სერხიო რამოსის გაძევების ეპიზოდი „მანჩესტერ სიტისთან" განვლილ შეხვედრაში.

დღეს, 02:19

ზედიზედ მეორე სეზონში - რამოსი მერვედფინალის საპასუხო მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის მიწურულს მოედნიდან გააძევეს.

დღეს, 02:16

სენსაცია საფრანგეთიდან! ლიონმა იუვენტუსი დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ უმასპინძლა.

დღეს, 01:54

უდიდესი ნაბიჯი მეოთხედფინალისკენ! სიტიმ მადრიდში იმარჯვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა.

დღეს, 01:52

კონტრაქტის პირობები, რომელსაც ლივერპული ვერნერს სთავაზობს

"ლივერპული" "ლაიფციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გუშინ, 23:47

კონკრეტული თანხა მზადაა - რეალი ვან დეიკის ტრანსფერზე ამუშავდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 23:43

შეისყიდის თუ არა ინტერი სანჩესს? - გადაწყვეტილება მიღებულია

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი "ინტერში" ჰყავს განათხოვრებული.

გუშინ, 23:17

მარადონამ დაასახელა კლუბი, სადაც მესის ხილვა სურს

ლეგენდარული არგენტინელი, დიეგო მარადონა საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:11

"არ ვიცი, დავრჩები თუ არა", - ვილიანი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ჩელსის" შემტევმა, ვილიანმა განაცხადა, რომ კლუბთან მიმდინარე მოლაპარაკებებში პრობლემებს აქვს ადგილი.

გუშინ, 23:04

დავიდ ვილია: "დარწმუნებული ვიყავი, რომ არსენალში გადავიდოდი"

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი, დავიდ ვილია დარწმუნებული იყო, რომ "არსენალში" გადავიდოდა.

გუშინ, 22:58

ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა - ქეცბაიას გუნდი ნახევარფინალშია [VIDEO]

კვიპროსის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ნეა სალამისი" და "ანორთოსისი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 22:54

ლიონი - იუვენტუსი [სასტარტო შემადგენლობები]

ცნობილი გახდა „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ მერვედფინალური შეხვედრის ძირითადი შემადგენლობები.

გუშინ, 22:52

აგუეროს და სტერლინგის გარეშე! რეალი - სიტი: სასტარტო შემადგენლობები

ცნობილი გახდა შემადგენლობები, რომლითაც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან.

გუშინ, 22:51

ობამეიანგის მომავალზე არსენალის პოზიცია ცნობილია

"არსენალმა" ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან მოლაპარაკებები დაიწყო, წერს Daily Mail.

გუშინ, 22:25

ბაიერნში მთავარი მწვრთნელის თაობაზე ალაპარაკდნენ

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკია.

გუშინ, 22:13

მოლაპარაკებები დაწყებულია - რა ბედი ეწევა მერტენსს?

მოგეხსენებათ, თავდამსხმელ დრის მერტენსს "ნაპოლისთან" კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

გუშინ, 21:51

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10