» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?


ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

ცოტა ხნის წინ, გავარჩიეთ, თუ როგორი იქნებოდა მადრიდის "რეალი" რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელის დამატებით. კანონზომიერება: იქ, სადაც არის "სამეფო კლუბი", ახლოს "ბარსელონაც" იქნება. განვიხილოთ კატალონიელთა შემადგენლობა მსგავსი ფორმაციით.

მეკარე

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით, "ბლაუგრანას" ჰყავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი და აქედან გამომდინარე, კითხვებს არ იწვევს ის ფაქტი, თუ ვინ იქნება პირველი ნომერი. რაც შეეხება გერმანელის დუბლიორს, "ლურჯ-ბროწეულისფრების" განკარგულებაშია ნორბერტო ნეტო და კიდევ რამდენიმე ყოფილი კარის დარაჯი.

მაგალითად - იასპერ სილესენი, კლაუდიო ბრავო და პეპე რეინა, მაგრამ ჩვენი ყურადღება სხვა მეკარემ მიიპყრო. საუბარი ანდრე ონანაზეა, რომელიც თავის საფეხბურთო გზას "ლა მასიაში" იწყებდა. კამერუნელი ამსტერდამის "აიაქსში" ძალიან საიმედოა და ის დღეს ნიდერლანდელზე, ჩილელსა და ესპანელზე მოთხოვნადია.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

ცენტრალური მცველები

როგორც არ უნდა აკრიტიკებდნენ ხერარდ პიკეს, კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტის, მათზე საიმედო "კამპ ნოუზე" დღეს ვერავინ იქნება. კონკურენციაზე საუბარი სისულელეა, რადგან "ბარსასთვის" მე-4 ცენტრბეკის პოვნაც კი რთულია. შესაძლო ვარიანტები: მარკ ბარტრა, იერი მინა, ჯეისონ მურილო.

ტომას ვერმალენსა და ჟერემი მატიეს იმედია არავინ განიხილავს, ისევე როგორც ხავიერ მასკერანოს, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც რანგით სხვაგან არის. ზემოაღნიშნული 3-ეულიდან, შედარებით აქტუალური და ფორმაში მყოფი, "ევერტონის" უკანახაზელია. მოკლედ, კატალონიელთა ცენტრში დიდად არაფერი იცვლება.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

განაპირა მცველები

ხორდი ალბა უკონკურენტოა, დანარჩენებს კი ზედმეტი ყურადღება სჭირდებათ. ალბათ არავინ იქნება წინააღმდეგი თუ სერხი რობერტოს დავაყენებთ მარჯვენა მცველად და ნელსონ სემედოს დავემშვიდობებით. ვინ იქნება ესპანელის კონკურენტი? ექტორ ბელერინი, რომელსაც "ბლაუგრანაში" დაბრუნებას დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

წარსულის დამსახურებების გამო, დანი ალვეშის ქამბექი ამაღელვებელი მომენტი იქნებოდა, მითუმეტეს ბრაზილიელი ახლაც მწყობრშია, მაგრამ ორი "ლა მასიელის" დუელი მაინც სულ სხვაა. ახლა კი მარცხენა ფრთა, მთავარი შემმოქმედი პირის ვინაობა ცნობილია, რაც შეეხება მის დუბლიორს:

არსებობს ორი რეალური კანდიდატი: ალექს გრიმალდო და ლუკას დინი. იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" საქმეში უკვე ვნახეთ და ესპანელის ასპარეზობა სიურპრიზად რჩება, მოდით შანსი ამ უკანასკნელს მივცეთ. ლისაბონის "ბენფიკას" ვინგბეკი "ლა მასიაში" 7 წლის მანძილზე ირიცხებოდა.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

ნახევარმცველები

"კამპ ნოუს" მკვიდრთა როსტერში არსებული ყველა შუახაზელი დღეს სასარგებლო იქნებოდა. ცენტრში არსებული გიჟური კონკურენციის გამო, ფელიპე კოუტინიოს გადაყვანა გვიწევს შეტევაში, ანდრეს ინიესტასა და სესკ ფაბრეგასის სახელოვანი დაბრუნება კი ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა.

ერთი ძველი "ბარსელონელი" შემადგენლობაში მაინც ფიგურირებს. საუბარი ტიაგო ალკანტარაზეა, რომელიც კატალონიური კლუბიდან წასვლის შემდეგ, ევროპის ერთ-ერთ უჭკვიანეს ნახევარმცველად იქცა. ესპანეთის ნაკრების წევრი შექმნიდა მშვენიერ სურათს სერხიო ბუსკეტსთან, არტურო ვიდალთან, ფრენკი დე იონგთან, არტურ მელოსა და ივან რაკიტიჩთან.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

თავდამსხმელები

ლიონელ მესისა და ლუის სუარესს ძალიან გაუხარდებათ, თუ "ბლაუგრანაში" ნეიმარი დაბრუნდება. მაურო იკარდის გადმოსვლაზე იგივეს ვერ ვიტყვით, მაგრამ გვერდს მას მაინც ვერ ავუვლით. რაც შეეხება ანტუან გრიზმანს, სისულელე იქნებოდა მისი "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემადგენლობის მიღმა დატოვება.

"კამპ ნოუს" მკვიდრების შეტევაში კიდევ ერთ ადგილს, როგორც უკვე ვთქვით, კოუტინიო დაიკავებდა. მოვლენების ასეთი განვითარებით, "ბარსელონა" აუცილებლად დაემშვიდობებოდა ოსმან დემბელეს, რომელიც ტრავმიანობის, რეჟიმის დარღვევისა და მაღალი სატრანსფერო ღირებულების გარდა, ვერაფრით გვაკვირვებს.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

რაც შეეხებათ იმათ, ვინც, ფრანგის მსგავსად, კატალონიური კლუბის შემადგენლობის გარეთ დარჩნენ. ადამა ტრაორემ და დანი ოლმომ მიიპყრეს საფეხბურთო ევროპის ყურადღება, მაგრამ "ბლაუგრანას" სასტარტო მათთვის ნაადრევია, ისევე როგორც ფატის, ალენიასა და პერესისთვის. სხვა "ლურჯ-ბროწეულისფრები":

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ღვთაებრიობის მიუხედავად, ისევე როგორც ზუსტად 10 წლის წინ, "კამპ ნოუზე" ის ახლაც ზედმეტი იქნებოდა. ალექსის სანჩესისა და პედრო როდრიგესის კარიერაში დაღმასვლა შეინიშნება, ხერარდ დეულოფეუ და პაკო ალკასერი კი დიდი გამოწვევებისთვის ვერ მომწიფდნენ.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

მწვრთნელი

უბრალოდ ყველაზე წარმატებული სპეციალისტი "ბარსელონას" ისტორიაში - ხოსეპ გვარდიოლა. კატალონიელს "ბლაუგრანას" დამრიგებლის სავარძელზე ერთი შესაფერისი კონკურენტიც კი არ ჰყავს. შეგვიძლია გავიხსენოთ ფრანკ რაიკაარდი და ლუის ენრიკე, მაგრამ პირველი პენსიაზეა, მეორეს მასშტაბურობა კი პეპისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

ნეიმარის დაბრუნებითა და გრიზმანის დარჩენით, მესი კმაყოფილი იქნება?

შეძლებდა თუ არა გვარდიოლა ბარსას შემტევების შეთამაშებას მესისთან?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მესის გარემოცვამ მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა - Goal.com

არგენტინელს კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ხელმძღვანელობასთან ერთად.

დღეს, 12:44

VIDEO: გავიხსენოთ ქინქლაძის შედევრები - ქართველი ლეგენდა 47 წლის გახდა

დღეს, საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ლეგენდის, გიორგი ქინქლაძის დაბადებისდღეა.

დღეს, 12:06

რეალმა 1987/88-წლების შემდეგ საუკეთესო სეზონი დააფიქსირა

მადრიდის „რეალმა" ლა ლიგის 34-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკი" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 11:05

ფოტო: ანსუ ფატი ბარსელონას ისტორიული გოლის ავტორი გახდა

ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონამ" სტუმრად „ვილიარეალი" დამაჯერებლად დაამარცხა და „რეალის" დევნას აგრძელებს.

დღეს, 11:00

"მესის წასვლა?", - ბარსელონას პრეზიდენტმა არგენტინელის მომავალზე ისაუბრა

„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, გუნდიდან ლეო მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:28

სეტიენი: "ბართომეუმ თუ თქვა, მე რა გავაკეთო? VAR-ის უფრო და უფრო ნაკლებად მესმის"

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, გუნდის პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს სიტყვებზე ისაუბრა.

დღეს, 10:25

ლუის სუარესი ბარსელონას ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში „ბარსელონამ" „ვილიარეალი" სტუმრად, 4:1 დაამარცხა.

დღეს, 10:22

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორნავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:29

ეროვნული ლიგა - მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 04:59

"რატომ არ თამაშობდა ასე კარგად ბარსელონა აქამდე?" - სეტიენის პასუხი

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.

დღეს, 04:58

ბარსელონას პრეზიდენტმა ლეო მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ლეო მესი გუნდს დატოვებს.

დღეს, 04:54

გვარდიოლა: "როცა 20-ჯერ ურტყამ და კარში 10 კაცი დგას, გოლის გატანა რთულია"

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონთან" სტუმრად დამარცხდა.

დღეს, 04:50

ბართომეუ: "ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ეს უცვლელია - VAR-ი სულ რეალისკენაა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ-მარია ბართომეუ მადრიდის "რეალის" დღევანდელ მოგებას ეხმაურება.

დღეს, 04:47

გვარდიოლას ანტი-რეკორდი - პირველად მანჩესტერულ კარიერაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:43

VIDEO: კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი რუსეთში, ასისტი და თამაშის MVP

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინი" "ორენბურგს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:34

სუარესის ბრწყინვალე შედეგი, რომელიც მესისაც არ აქვს დაფიქსირებული

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა გოლი გაიტანა.

დღეს, 03:30

ლეო მესიმ ლა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაიმარჯვა.

დღეს, 02:40

გატუზოს ნაპოლის მორიგი კარგი მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება რომასთან [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 02:07

ბარსელონამ ვილიარეალი გაანადგურა და რეალთან სხვაობა შეამცირა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის.

დღეს, 02:02

მანჩესტერ სიტი სტუმრად საუთჰემპტონთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 23:55

გრიზმანი დაბრუნდა - ვილიარეალი - ბარსელონა: სასტარტო შემადგენლობები

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც „ბარსელონა“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

გუშინ, 23:09

ზიდანი: "ძალიან დამღალა იმაზე საუბრებმა, რომ მსაჯების დახმარებით ვიგებთ"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ბილბაოსთან" გამარჯვება შეაფასა (1:0).

გუშინ, 23:05

მოულოდნელი ლიდერები - რა მდგომარეობაა ამჟამად პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ინგლისში ჩემპიონი უკვე გარკვეულია, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირი - ჯერ არა.

გუშინ, 22:53

ზიდანი: "რატომ არ იყო განაცხადში ხამესი? იმიტომ, რომ თავად არ მოინდომა"

„ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა განაცხადში ხამეს როდრიგესის არყოფნაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:42

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა - ხორვატი შესაძლოა სერია ა-ში ისევ ვიხილოთ

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა, ამიტომ სულ მალე შესაძლოა ახალ კლუბში ვიხილოთ.

გუშინ, 22:38

VIDEO: უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი რეალის კარში? [გამოკითხვა]

ბილბაოს „ატლეტიკის“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში, ერთი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

გუშინ, 22:30

"რამოსისა და რაულ გარსიას ეპიზოდი - პენალტია", - იტურალდე გონსალესი

ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, „ბილბაო" - „რეალის" შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები შეაფასა.

გუშინ, 22:26

"თუ ერთ დარღვევაზე ჩასტვინე, მეორეზეც უნდა ჩასტვინო", - ბილბაოს ფეხბურთელი - მსაჯს

ბილბაოს „ატლეტიკის" ნახევარმცველმა, დანი გარსიამ, „რეალთან" მატჩის შემდეგ, მსაჯი, ერნანდეს ერნანდესი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:23

100 გოლი+პასი 116 შეხვედრაში - სალაჰზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს

„ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, „ასტონ ვილასთან" მატჩში (2:0) საგოლე გადაცემა გაიფორმა.

გუშინ, 22:19

პირველი გამარჯვება ჩემპიონის რანგში - ლივერპულმა ასტონ ვილა დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში უკვე გაჩემპიონებულმა „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა.

გუშინ, 21:24
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10