» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა


კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

ლოს-ანჯელესში ტრაგიკულად დაიღუპა კობი ბრაიანტი - ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი "ლეიკერსის" შემადგენლობაში. "შავი მამბა" სულ რაღაც 41 წლის იყო. ბრაიანტმა ნამდვილი საკულტო მოთამაშის კარიერა შექმნა, მისი რეკორდების მცირე ჩამონათვალი:

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ახალწვეულებს შორის NBA All Star-ზე, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ზოგადად All Star-ზე, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელიც სასტარტოში გამოვიდა, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA All Star-ზე, რომელიც სასტარტოში გამოვიდა და ა.შ.

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

ამერიკელი თავის სიდიადეს კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე ამტკიცებდა. აღსანიშნავია, რომ 1996 წლის დრაფტზე კობი უნდა აღმოჩენილიყო "ყვითელ-იასამნისფრების" მოსისხლე მტრის: "ბოსტონ სელტიკსის" რიგებში. დიახ, კალიფორნიელთა მომავალი ლეგენდა თავდაპირველად სწორედ "კელტებთან" ერთად ვარჯიშობდა.

"თეთრ-მწვანეების" ხელმძღვანელობამ "შავ მამბაზე" მეექვსე დრაფტ-პიკის დახარჯვაზე მოგვიანებით უარი თქვა. შედეგად, 17-წლის მოზარდი მე-13 ნომრად წავიდა "შარლოტ ჰორნეტსში", მაგრამ "ლეიკერსმა" ოპერატიულად მოთაფლა როგორც ნიჭიერი შემტევი მცველი, ისე მისი გუნდიც.

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

ბრაიანტი გაეშურა "ლოს-ანჯელესში", მოგვიანებით, მისი თანაგუნდელი შაკილ ო'ნილიც გახდა. სწორედ აღნიშნული დუეტი დაუბრუნებს "ყვითელ-იასამნისფრებს" დიდებას, მაგრამ არა მომენტალურად. კალიფორნიელთა ახალწვეული მოზარდი სწრაფი ტემპებით პროგრესირებდა, თავად განსაჯეთ:

სლემ-დანქის კონკურსში გამარჯვება პირველივე წელს, All Star-ში მონაწილეობა 19-წლის ასაკში, 1997 წლის დუელი მაიკლ ჯორდანთან კი კლასიკად იქცა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "მამბა" და მისი გუნდი მეორე რაუნდს ვერ სცდებოდნენ. "ლეიკერსის" წარუმატებელი სერია ფილ ჯექსონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვით დასრულდა.

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

ამერიკელმა სპეციალისტმა ტიტული "ლოს-ანჯელესში" სადებიუტო სეზონშივე დააბრუნა. "ყვითელ-იასამნისფრების" ჰეგემონია გრძელდებოდა სამი წლის მანძილზე (2000-2002), იმავე პერიოდში გუნდში კონფლიქტმა იფეთქა. საქმე ისაა, რომ ბრაიანტი და ო'ნილი ვერ იყოფდნენ კალიფორნიელთა მთავარი ვარსკვლავის სტატუსს.

დაძაბულობის პიკი "სან-ანტონიო სპურსთან" მარცხს დაემთხვა. "დეზებმა" "ლეიკერსს" კონფერენციის 1/2 ფინალში აჯობეს. შაკილის თამაშში შეინიშნებოდა დაღმასვლა, ტიტულებს მოწყურებული კობი კი მასთან ღია კონფრონტაციაში შევიდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოგვიანებით, "ლოს-ანჯელესი" უარეს დღეში აღმოჩნდებოდა.

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

"ბიგ დედი" და კარლ მელოუნი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ ლაზარეთში, "შავი მამბა" კი სექსუალური სკანდალის გამო, მორალურად განადგურებული იყო. ბრაიანტის ნეგატიური განწყობა მოგვიანებით "ყვითელ-იასამნისფრებზეც" გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მოგვიანებით გაამართლეს, უარყოფითი რეპუტაცია მაინც რჩებოდა.

კობიმ კალიფორნიული გუნდი ფინალში მაინც "გაათრია", მაგრამ იქ უფრო ძლიერი "დეტროიტ პისტონსი" აღმოჩნდა. "თეთრ-ლურჯებთან" წაგების შემდეგ, "ლეიკერსის" მსროლელმა კლუბის ხელმძღვანელობას წაუყენა ულტიმატუმი: ის ან დაღმავლობის გზაზე მდგარი ო'ნილი.

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

"ლოს-ანჯელესის" უფროსობამ "შავი მამბას" მხარე დაიჭირა, რის შემდეგაც შაკილი გაცვალეს ლამარ ოდომზე, კერონ ბატლერზე, ბრაიან გრანტსა და პირველი რაუნდის პიკზე. ბრაიანტი გახდა "ყვითელ-იასამნისფრების" ერთპიროვნული ლიდერი, მაგრამ მაშინ, როდესაც მისი გუნდი უკვე პოზიციებს თმობდა.

კალიფორნიული გუნდის ჩავარდნის მიუხედავად, ამერიკელ კალათბურთელს ინდივიდუალური თვალსაზრისითი უბრალოდ ბადალი არ ჰყავდა. კობი ერთ შეხვედრაში საშუალოდ აგროვებდა 28 ქულას, 2006 წლის 22 იანვარს კი მან ერთ მატჩში 81 ქულა დადო. "ლეიკერსის" მსროლელი კოშმარად "ტორონტო რაპტორსს" მოევლინა.

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

2007 წელს პლეი-ოფიდან გამოვარდნის შემდეგ, "შავმა მამბამ" "ლოს-ანჯელესზე" გული აიცრუა. ბრაიანტის სახელს უკავშირებდნენ რამდენიმე გუნდს, მაგრამ ჯექსონმა ის დარჩენაზე დაიყოლია და მის გარშემო კონკურენტუნარიანი კოლექტივი შეკრა. ამერიკელი "ყვითელ-იასამნისფრებს" მარტოსულად აღარ ათრევდა.

კობის ამაში ეხმარებოდა ოდომი, გაზოლი, არტესტი, ბაინემი და ფიშერი. კალიფორნიული კლუბის მსროლელი ხდება რეგულარული ჩემპიონატის 2007-2008 წლების სეზონის MVP-ი, პირველად და უკანასკნელად, მაგრამ "ლეიკერსი" ფინალში კვლავ აგებს, ამჯერად უძლიერეს "ბოსტონთან".

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

NBA-ში განცდილი იმედგაცრუება დავიწყებას მიეცა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელზეც აშშ-ს ნაკრებმა "შავ მამბასთან" ერთად, ოქროს მედლები მოიპოვა. ცნობისთვის, ფინალში პაუს ესპანეთი იქნა დამარცხებული. რეგულარულის შემდეგ სეზონში, "ლოს-ანჯელესისა" და ბრაიანტის გამჩერებელი აღარავინ იყო.

კიდევ ერთი წლის შემდეგ, "ყვითელ-იასამნისფრებმა" შური "სელტიკსზე" იძიეს. კარიერაში კიდევ ერთხელ, ზედიზედ მესამე ტიტულის დაუფლებაში ამერიკელს ხელს "დალას მავერიკსი" შეუშლის. კობი შვებას იგრძნობს კვლავ ოლიმპიადაზე, ისევ და ისევ "ლა როხას" წინააღმდეგ ბრძოლაში.

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

კალიფორნიული კლუბის ლეგენდის კარიერის დასკვნითი ეტაპი - ბრძოლა ჯორდანის გადასასწრებად. 2014 წლის დეკემბერში, "შავმა მამბამ" მიზანს მიაღწია - დამწუხრებული "მინესოტა ტიმბერვულვზი", მაიკლი უკან არის, წინ კი მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი და კარლ მელოუნია.

ბრაიანტმა ლამაზად ჩამოიტოვა "ჩიკაგო ბულსის" ლეგენდა, მაგრამ უფრო ლამაზად, ის წავიდა. ამერიკელმა მსროლელმა თავის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში არც მეტი არც ნაკლები 60 ქულა მოაგროვა. შემდეგ იყო ოსკარის პრემიის მიღება ანიმაციური ფილმის, "ძვირფასი კალათბურთის" პროდიუსირებისთვის და ის საბედისწერო მგზავრობა ვერტმფრენით. მშვიდობით, კობი...

კობი - ლეგენდა, რომელიც მიუწვდომელ სიმაღლეზე ავიდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფინანსური კრიზის გამო ევროპაში პირველი გუნდი გაკოტრდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზის გამო, ევროპაში პირველი საფეხბურთო კლუბი გაკოტრდა.

დღეს, 13:25

ბრძოლების ჩაშლის შემდეგ, უაიტმა ნამდვილი Mortal Kombat-ის შექმნა გადაწყვიტა

როგორც მოგეხსენებათ, UFC 249 ჩაიშალა. აღნიშნული ფაქტი სულაც არ აბრკოლებს დეინა უაიტს, რომელსაც ახალი იდეა დაებადა:

დღეს, 13:12

3 გუნდი, რომელიც ბელერინს თაფლავს

Goal.com-ის თანახმად, ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველს, ექტორ ბელერინს ჰყავს სამი მსურველი.

დღეს, 12:58

ჰესკიმ ლივერპულის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი დაასახელა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ მერსისაიდელების ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 12:46

ციფრები: რონალდუს წარმოუდგენელი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წელს შეუსრულდა 35-წელი, ის კვლავინდებურად მოწინავე პოზიციებზეა.

დღეს, 12:33

"როდესაც კლოპი მუშაობდა დორტმუნდში, მან ჩემი ტრანსფერი დაიწუნა", - მანე

"ლივერპულის" შემტევმა, სადიო მანემ, თავისი მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:21

ფერგიუსონი ბრძოლის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

UFC-ის მებრძოლი, ტონი ფერგიუსონი რიგით 249-ე ღონისძიების გაუქმებას გამოეხმაურა.

დღეს, 12:10

"მარადონას მსგავსად, ღმერთის ხელი მეც დამეხმარა", - დუდეკი სტამბულის ფინალის შესახებ

"ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ და ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის სტამბულის ფინალის გმირმა, ირჟი დუდეკმა, ანდრეი შევჩენკოს ეპიზოდი გაიხსენა:

დღეს, 12:00

კოუტინიოს პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

დღეს, 11:49

რეალი იუვენტუსს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

Diario-ს თანახმად, მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსს" შესთავაზა საკმაოდ საინტერესო ბარტერი.

დღეს, 11:33

ბეილის კარიერის გაგრძელების 4 ვარიანტი

El Chiringuito-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევს, გარეტ ბეილს კარიერის გაგრძელების ოთხი ვარიანტი აქვს.

დღეს, 11:25

"ლივერპულში გადმოსვლა, იდეალური გადაწყვეტილება აღმოჩნდა", - ადრიანი

"ლივერპულის" სათადარიგო მეკარემ, ადრიან კასტილიომ თავისი მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:17

"ალაჰის გეშინოდეთ", - ხაბიბი UFC 249-ის ჩაშლის შესახებ

UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი 249-ე ღონისძიების ჩაშლას გამოეხმაურა:

დღეს, 11:10

რუშთუმ იმუნიტეტის დაქვეითების მთავარი მიზეზი დაასახელა

"ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა,

დღეს, 10:51

მილანის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა

Sky Sport Italia-ს თანახმად, "მილანის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა.

დღეს, 10:42

ვინ გადაუნერგა აბიდალს ღვიძლი 2011 წელს?

როგორც მოგეხსენებათ, 2011 წელს ერიკ აბიდალს აღმოაჩნდა ონკოლოგიური დაავადება, რის გამოც მისთვის ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო.

დღეს, 10:34

მიზეზი, რის გამოც ნეიმარს პსჟ-ში დარჩენა მოუწევს

Mundo Deportivo-ს თანახმად, ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენის შანსი და ალბათობა საკმაოდ მაღალია.

დღეს, 10:21

უაიტის კომენტარი UFC-ის 249-ე ივენთის გაუქმების შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული UFC-ის რიგით 249-ე ივენთი მაინც ჩაიშალა.

დღეს, 10:14

როდის განაახლებენ იტალიური გუნდები ვარჯიშებს?

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ერთი თვეა კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი გაჩერებულია.

დღეს, 05:28

იუვენტუსის ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა და მალე კარანტინს დატოვებს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი დანიელე რუგანი იყო პირველი მოთამაშე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:26

ატლეტიკოს ნაპოლის თავდამსხმელის შეძენა სურს

გავლენიანი იტალიური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "ნაპოლის" ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

დღეს, 05:23

ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი გაუქმდა, თუმცა გადაწყვეტილება იცვლება?

გასულ კვირას, გამოაცხადეს, რომ ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი აღარ განახლდებოდა, მიზეზი კორონავირუსია.

დღეს, 05:20

ოფიციალურად: UFC 249 აღარ ჩატარდება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC 249, რომელიც 18 აპრილს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება.

დღეს, 05:15

ვულვზის ფეხბურთელი: "4-ეულში შესვლა შეგვიძლია"

"ვულვზის" ფეხბურთელი რაულ ხიმენესი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავისი გუნდის შესაძლებლობებს აფასებს.

დღეს, 05:11

ინფანტინო: "ჩემპიონატების მალე განახლება უბრალოდ შეუძლებელია"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:09

რონალდომ ბექჰემი შეაქო: "ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეაქო.

დღეს, 05:06

ტიაგო: "ყველაფრის 0-დან დაწყება მოგვიწევს"

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა აცხადებს, რომ მის გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

დღეს, 05:03

ბრუნო ფერნანდეში: "მანჩესტერი ერთი ფეხბურთელის გამო შემიყვარდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ ის ამ გუნდს დიდი ხანია ქომაგობს.

დღეს, 05:00

"2 ფეიკ სიახლე!" - ლეო მესი ტყუილ ინფორმაციებს ეხმაურება

ბოლო პერიოდში, არგენტინელ ფეხბურთელზე ლეო მესიზე ბევრი ინფორმაცია იწერება.

დღეს, 04:55

გრიზმანი უკმაყოფილოა: "Football Manager-ის შემქმნელებს ჩემი თამაში არ უნახავთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Football Manager-ში თავისი მონაცემების შეფასება გააკეთა:

დღეს, 00:25

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10