ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩის ულტიმატუმი მილანს

იბრაჰიმოვიჩის ულტიმატუმი მილანს
თარიღი 27 Feb 2020, 16:18
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მილანი" და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას განიხილავენ.

იგივე წყაროს თანახმად, შვედმა თავდამსხმელმა "როსონერის" ხელმძღვანელობას წაუყენა ულტიმატუმი, კერძოდ:

"შავ-წითლების" ლიდერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დარჩენაზე თანახმა, თუ კლუბის უფროსობა შემადგენლობას გააძლიერებს.

სკანდინავიელ ფორვარდს სურს, რომ "ეშმაკები" სერია ა-ში კონკურენტუნარიანები იყვნენ. "იბრაკადაბრამ" ლომბარდიაში დაბრუნების შემდეგ, ორი გოლის გატანა მოასწრო.