გრანდი, რომელმაც ვერტონგენს კონტრაქტი უკვე შესთავაზა

"ინტერმა" "ტოტენჰემის" მცველს, იან ვერტონგენს კონტრაქტი შესთავაზა, წერს Evening Standard.
32 წლის ბელგიელს "დეზებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ივნისის ბოლოს ეწურება, ამიტომაც ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვა უკვე შეუძლია და სავარაუდოდ, გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
"ინტერს", რომელმაც გასულ ზამთარს ვერტონგენის ექს-თანაგუნდელი, კრისტიან ერიქსენი დაიმატა, ბელგიელის ხელში ჩაგდების იმედიც აქვს.
ვერტონგენი "ტოტენჰემის" ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ სეზონში მან "დეზების" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.