» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...


ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

მილანის "ინტერში" მოვიდა ახალი ვარსკვლავი - კრისტიან ერიკსენი. გასულ სეზონში დანიელს მადრიდის "რეალში" 70-მილიონიან ტრანსფერს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ის 20-მილიონად "ნერიაძურიშია". "სამეფო კლუბის", "ბარსელონასა" და "ლივერპულის" მაგალითზე, მიმოვიხილოთ ე.წ. გაძლიერებული "შავ-ლურჯები".

მეკარე

"გველების" ერთგული კარის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩია, რომელიც უკვე თითქმის 10 წელია, რაც უცვლელია. რაც შეეხება სლოვენიელის დუბლიორს, ლომბარდიული კლუბის განკარგულებაშია დანიელე პადელი, "პარმას" ახალწვეული: ანდრეი რადუ და უგუნდო ემილიანო ვივიანო. იტალიელების უთამაშებლობის გათვალისწინებით, ხმა რუმინელს.

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

მცველები

"ჯუზეპე მეაცას" მკვიდრების ცენტრბექების ამჟამინდელი როსტერი უბრალოდ ბრწყინვალეა. "ინტერნაციონალეს" ჰყავს დიეგო გოდინი, მილან შკრინიარი, სტეფან დე ვრეი, ანდრეა რანოკია და ალესანდრო ბასტონი. იტალიელებს ობიექტური მიზეზების გამო, ვემშვიდობებით. ისმის კითხვა: ვინ იქნება მე-4 უკანახაზელი?

ვეტერან ჟოაო მირანდასთან ბოდიში, მისი და ურუგვაელის "ატლეტიკოში" ჩამოყალიბებული დუეტი ვერ აღდგება, რადგან მილანურ კლუბში ლეონარდო ბონუჩი დაბრუნდება. დიახ, ბევრმა არ იცის, რომ იტალიელი ცენტრალური მცველი სწორედ "ნერიაძურის" აღზრდილია.

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

რაც შეეხებათ ვინგბექებს, "შავ-ლურჯებმა" თავის დროზე სრულფასოვნად ვერ გამოიყენეს ჟოაო კანსელო, ალექს ტელესი და შიმე ვრსალკო, მივცეთ მათ კიდევ ერთი შანსი. რაც შეეხება მეორე მარცხენა მცველს, ეშლი იანგისა და ვიქტორ მოზესის ფორმა იწვევს კითხვებს, ამიტომ, ისევ კვადვო ასამოა იყოს.

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

ნახევარმცველები

"გველების" ვარსკვლავური ახალწვეულის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. სკანდინავიელის მხარდამხარ იქნებიან მარსელო ბროზოვიჩი, ნიკოლა ბარელა და სტეფანო სენსი. იმის გათვალისწინებით, რომ მატიას ვესინოზე, რობერტო გალიარდინისა და ბორხა ვალეროზე ვამბობთ უარს, კიდევ ორი შუახაზელი გვჭირდება.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გუნდი აღმოჩენა - "კალიარი" და მისი ძველი/ახალი ლიდერი: რაჯა ნაინგოლანი. წარმოვიდგინოთ, რომ ბელგიელმა მოიშორა მავნე ჩვევები, რჩება უსაზღვროდ მაღალი კლასი და სიძულვილი ტურინის "იუვენტუსის" მიმართ (გამოსადეგია). კიდევ ერთი საჭირო ნახევარმცველი: მატეო კოვაჩიჩი.

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

ხორვატის მიერ "ბლანკოსში" მოგებულ ტიტულებს რომ თავი დავანებოთ, ის თავის მაღალ პოტენციალს პრემიერ ლიგაშიც აჩვენებს. შუახაზი შედგა და მისი წევრების აქტუალურობის გათვალისწინებით, ევერ ბანეგასთვის, რაფინია ალკანტარასა და ჟეფრეი კონდოგბიასთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

თავდამსხმელები

გამოსწორების შანსი მივეცით "ნინძას" და მოდით მაშინ ლოიალურები მაურო იკარდის მიმართაც ვიყოთ. არგენტინელი თითქმის ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, სხვა დანარჩენი, მეორეხარისხოვანია. მოწოდების სიმაღლეზე მიუნხენის "ბაიერნში" ივან პერიშიჩიც არის.

არ ვიცით, ხორვატს გაუხარდება თუ არა ის ფაქტი, რომ ფელიპე კოუტინიო მისი თანაგუნდელი ლომბარდიულ კლუბშიც იქნება. რაც შეეხებათ "ჯუზეპე მეაცას" ამჟამინდელ შემტევებს, რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესზე მხოლოდ კარგს თუ ვიტყვით, ალექსის სანჩესზე იგივეს გაკეთება არ შეგვიძლია.

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

აქედან გამომდინარე, ჩილელის ადგილს დაიკავებს "ინტერნაციონალეს" მორიგი დაკარგული ნიჭიერი ახალგაზრდა - ნიკოლა ძანიოლო. "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფი ფორვარდის მსგავსად, ადგილი ვერ მოიძებნა ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის, ჯერდან შაქირისთვის, ანტონიო კანდრევასთვის, მატეო პოლიტანოსთვის, გაბრიელ ბარბოსასთვის და კიდევ ბევრისთვის.

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

მწვრთნელი

ანტონიო კონტე მილანურ კლუბში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შრომობს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს მიღწევებამდე მას ბევრი უკლია. იტალიელმა ძალიან უნდა მოინდომოს პორტუგალიელის სახელის დასაჩრდილად. ვნახოთ, დააბრუნებს თუ არა "ტოტენჰემის" ამჟამინდელი დამრიგებელი დეკადის წინანდელ "ნერიაძურის".

ერიკსენი მოურინიოს ინტერის 2020 წლის ანალოგში რომ გადმოსულიყო...

ამ ფორმაციის ინტერი იუვენტუსის ჰეგემონიას დაამხობდა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

ლაციოს მწვრთნელი: "თუ ეს სეზონი არ ჩამთავრდა, ზოგი კლუბი საერთოდ გაქრება"

რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი მიიჩნევს, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად, ეს სეზონი აუცილებლად უნდა ჩამთავრდეს.

დღეს, 16:10

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ფლიკი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

Goal.com-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

დღეს, 10:47

დი მარია: უკვე 14 დღეა, რაც სიგიჟე ხდება"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ანხელ დი მარიამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:25

ფაბრეგასი: "სადმე გასვლა გადავწყვიტე და აივანზე ვივახშმე"

"მონაკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აგრძელებს კარანტინის პერიოდში კარგ ხასიათზე ყოფნას.

დღეს, 10:13

"რუნის თუ ვერ გადავასწრებ, გული დამწყდება", - კეინი

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა "ლომების" შემადგენლობაში თავისი მიზნის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:06

მიზეზი, რის რამოც რეალი და რამოსი ვერ თანხმდებიან

As-ის თანახმად, მადრიდის "რეალი" და სერხიო რამოსი ახალი ხელშეკრულების თაობაზე ვერ თანხმდებიან.

დღეს, 09:56

"მე თუ ჟირუ?" - ბენზემას სახალისო პასუხი

მადრიდის "რეალის" ფრანგ ფეხბურთელს კარიმ ბენზემას ჰკითხეს, ის უფრო კარგი ფეხბურთელია, თუ ოლივიე ჟირუ.

დღეს, 03:50

კასანომ ერთმანეთს მესი და მარადონა შეადარა

იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ერთმანეთს ლეო მესი და დიეგო მარადონა შეადარა.

დღეს, 03:47

ჟოზე მორუნიომ ის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, ვისთან ერთადაც უმუშავია

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ის საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც უმუშავია.

დღეს, 03:44

ინძაგი: "აუცილებლად უნდა დავასრულოთ ის, რაც 8 თვის წინ დავიწყეთ"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფილიპო ინძაგი იტალიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 02:57

ბენზემა რონალდოს: "მინდა, რასაც მოედანზე შენ აკეთებდი, ის გავიმეორო ხოლმე, თუმცა არ გამომდის"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ სოციალურ ქსელში ბრაზილიელ რონალდოზე ისაუბრა.

დღეს, 02:54

რონალდო ბენზემას: "შენ რომ გიყურებ, ფეხბურთი მიყვარდება, არანაირი ზიდანი!"

მანამ, სანამ ლა ლიგის სეზონი შეჩერებულია და ფეხბურთელები კარანტინში არიან, თავისუფალი დროც ბევრია.

დღეს, 02:49

ტერ შტეგენი: "ხალხი დამცინის, როცა ვეუბნები, რომ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები არ ვიცი"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აცხადებს, რომ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად არ ადევნებს.

დღეს, 02:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10