» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დროა, ზიზუ, დრო! სანტიაგო ბერნაბეუ დერბი მადრილენიოს უმასპინძლებს


დროა, ზიზუ, დრო! სანტიაგო ბერნაბეუ დერბი მადრილენიოს უმასპინძლებს

„ატლეტიკო“ მადრიდის „რეალის“ 20-მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეეცდება.

„რეალი“ – „ატლეტიკო“
შაბათი, თბილისის დროით 19:00 საათი, „სანტიაგო ბერნაბეუ“, არბიტრი - ხავიერ ესტრადა ფერნანდესი


დროა, ზიზუ, დრო! სანტიაგო ბერნაბეუ დერბი მადრილენიოს უმასპინძლებს

„მელეიბეები“ მოახლოვებულ დერბის ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფორმაში ხვდებიან. წაგება ესპანეთის სუპერთასის ფინალში, თასიდან გავარდნა „ლეონესასგან“, ორმატჩიანი მოუგებელი სერია პრიმერა დივიზიონში. ახლა კი, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის დიდი საშიშროებაცაა, რადგან გუნდს მეტოქედ „ლივერპული“ ჰყავს. აღარაფერს ვამბობთ პრიმერას ბრინჯაოზე, რომელიც ასევე ეჭვქვეშ დგას. სიმეონეს სასწრაფოდ ზომები აქვს მისაღები - ბოლო დროს „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები საკუთარ თავს არ გვანან.

სამწუხაროდ ამ კლუბისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, „ატლეტიკომ“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ედინსონ კავანი ვერ დაიმატა, არადა ეს ფეხბურთელი გუნდს უმაღლესი მწვერვალებისთვის ბრძოლაში შეუწყობდა ხელს. ამის ნაცვლად, „კოლჩონეროსის“ რიგები იანიკ ფერეირა კარასკომ შეავსო, რომელიც გუნდმა ჩინეთიდან დაიბრუნა და ნახევარი სეზონით ინათხოვრა. თუმცა, ბელგიელი ფეხბურთელის მშობლიური პოზიცია მარცხენა შემტევი ან მარცხენა ნახევარმცველია და არა ცენტრალური ფორვარდი. თუმცა, პრესა წერს, რომ კავანის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, კარასკოს დაბრუნება პირადად სიმეონეს მოთხოვნა იყო. ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრიდან.

რაც შეეხება „რეალს“, ზინედინ ზიდანმა გუნდი ღრმა კრიზისიდან პრაქტიკულად სრულიად გამოიყვანა და ახლა „ბლანკოსზე“ მხოლოდ დადებითად თუ საუბრობენ. თუმცა, პოზიციური შეტევების პრობლემა არსად წასულა, „რეალი“ კვლავაც სუსტად გამოიყურება შეტევაში. შესაძლოა, სიტუაცია ედენ აზარის დაბრუნებამ გამოასწოროს, რომელმაც როგორც იქნა ტრავმა მოიშუშა. სწორედ ბელგიელზე მყარდება მთავარი იმედები.

დროა, ზიზუ, დრო! სანტიაგო ბერნაბეუ დერბი მადრილენიოს უმასპინძლებს

წინა ტურის შედეგად „სამეფო კლუბი“ ნანატრ პირველ ადგილზე ამხედრდა და უკვე ახლა, ზიდანის გუნდს ბევრი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მოიაზრებს. ზუსტად ისეთ მატჩებში, როგორც „ატლეტიკოსთან“, „რეალმა“ უნდა დაამტკიცოს, რომ ამჟამად ესპანეთის საუკეთესო გუნდია.

მითუმეტეს, რომ მოტივაცია ამ გუნდს ნამდვილად არ უნდა აკლდეს - ყველანაირი ფინალები და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები გვერდით რომ გადავდოთ, კონკრეტულად ლა ლიგაში, „რეალს“ „ატლეტიკო“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უკვე 6 სეზონია არ დაუმარცხებია - წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლოს ეს ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს „რეალმა“, 2012/13-წლების სეზონში მოახერხა, როდესაც რონალდუსა და იოზილის გოლებით 2:0 იმარჯვა.

საკადრო პრობლემებზე რომ ვილაპარაკოთ, ამ მატჩში ნამდვილად ვერ ითამაშებენ მარკო ასენსიო, რომელიც გაწყვეტილ მყესებს დღემდე ებრძვის, ედენ აზარი, რომელმაც გუნდთან ერთად ვარჯიში სულ ახლახანს განაახლა, გარეტ ბეილი (ზიდანის გადაწყვეტილებით), მარიანო და ბრაჰიმ დიასები (ასევე მწვრთნელის გადაწყვეტილებით).

„ატლეტიკოს“ სიტუაცია არანაკლებ მძიმეა, თუ უფრო მეტად არა - ტრავმირებულ დიეგო კოსტასა და არიასს მიემატა ჟოაო ფელიქსიც, რაც უკვე საკმაოდ დიდი დანაკლისია. მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ ეჭვქვეშაა კიდევ ოთხი საკვანძო ფეხბურთელის მონაწილეობაც - ხოსე ხიმენესის, კოკეს, კირან ტრიპიერისა და ტომა ლემარის.

მატჩის ახალი სცენარის დალოდებას აზრი არ აქვს - „ატლეტიკო“ არ გარისკავს და ერთ ქულაზეც თანახმა იქნება. ამიტომ, სტუმრები თავიანთ სტილში, დაცვიდან ითამაშებენ. „რეალს“ კი ტრადიციულად, მასობრივი თავდაცვის გარღვევის გზების ძიება მოუწევს. ასეთ მატჩს სწრაფი გოლი დაამშვენებდა, ასეთ შემთხვევაში ორივე გუნდი შედარებით გაიხსნებოდა და რისკზეც წავიდოდა.

სავარაუდო შემადგენლობები:


„რეალი“: კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი - კაზემირო, ვალვერდე, კროოსი, მოდრიჩი - ვასკესი, ბენზემა

„ატლეტიკო“: ობლაკი - ლოდი, სავიჩი, ფელიპე, ტრიპიერი - პარტეი, კოკე, ერერა, საული - კორეა, მორატა.

საინტერესო ფაქტები:


„რეალი“ ლა ლიგის ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია

„ატლეტიკოს“ მიერ გამართული ბოლო 18 შეხვედრიდან 15-ში 3-ზე ნაკლები გოლი იყო გატანილი

„ატლეტიკოს“ „ბერნაბეუზე“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში არ წაუგია

„რეალმა“ პრიმერა დივიზიონის ბოლო 7 შეხვედრიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.

გუნდებს შორის გამართული ბოლო 4 ოფიციალური შეხვედრიდან 3 - ნულოვან ფრედ დასრულდა, მათ შორის ახლახანს - ესპანეთის სუპერთასზეც, რომელიც „რეალმა“ პენალტების სერიაში მოიგო.

ის ერთი შეხვედრა, რომელშიც გოლები ვიხილეთ - „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგა, როდესაც სანტიაგო სოლარის „რეალმა“ მეტოქე კაზემიროს, რამოსისა და ბეილის გოლებით, 1:3 დაამარცხა. „ატლეტიკოს“ მხრიდან ერთი გოლი ანტუან გრიზმანის ანგარიშზე იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შოთა არველაძე ლა ლიგაში ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

"ბილბაოსთან" შეხვედრაში "ლევანტეს" 21 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა.

დღეს, 23:03

"ლივერპულის მოთამაშეების მესმის", - რიომ მერსისაიდელების მოდუნების მიზეზი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "ლივერპულის" შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 22:56

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგა თუ ლა ლიგა? ორივე!"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის ამბიციების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 22:18

ჩრდილო ლონდონური დერბი - ტოტენჰემმა შინ არსენალს მოუგო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "ტოტენჰემმა" შინაურ კედლებში "არსენალს" უმასპინძლა.

დღეს, 21:34

"თილისმა არ ვარ", - იბრაჰიმოვიჩი საკუთარ მომავალზე ღიად ალაპარაკდა

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:18

"ტოპ კლასის ჯერ კიდევ არ არის", - პოდოლსკი სანეს ბაიერნში ტრანსფერს ეხმაურება

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, ლუკას პოდოლსკიმ ლეროი სანეს მიუნხენურ გრანდში ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 21:13

ESPN: დემბელემ მანჩესტერ იუნაიტედს პასუხი შეუთვალა

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

დღეს, 21:09

VIDEO: რამდენიმე წუთის წინ, ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

ლა ლიგის მატჩში, "ლევანტემ" "ბილბაო" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 21:07

კონტემ ზაფხულისთვის 3 სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელთა სია შეადგინა.

დღეს, 20:43

ჩელსი ჰავერცის გამო 3 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

"ჩელსი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველ კაი ჰავერცისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს.

დღეს, 20:36

ზიდანი: "ხამეს როდრიგესი რეალისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდის ნახევარმცველ ხამეს როდრიგესზე ისაუბრა.

დღეს, 20:33

შეთავაზება მზადაა, იოვიჩს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა

"რეალის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბია დაინტერესებული.

დღეს, 19:45

MARCA: ბარსელონამ ნეიმარის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, 2019/20 წლების სეზონს პარიზში გაატარებს.

დღეს, 19:30

პუიოლი: "ინიესტამ ბევრი ტრავმა გადაიტანა, მაგრამ არასოდეს დანებებულა"

ესპანეთის ნაკრების ექს-მცველმა, კარლეს პუიოლმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა.

დღეს, 19:10

შეთანხმება მიღწეულია, ვილიანი ახალ კლუბს უახლოვდება

"ჩელსის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვილიანი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

დღეს, 19:00

ხმაურიანი ცვლილება ინტერში - ალეგრი კონტეს ნაცვლად?

მასიმილიანო ალეგრი ერთწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა მუშაობას დაუბრუნდეს.

დღეს, 18:45

ბარსელონამ ალბას შემცვლელი პრემიერ ლიგაში შეარჩია

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის მარცხენა მცველის, ხორდი ალბას დუბლიორის ძიებაშია.

დღეს, 18:15

შეთავაზების მოლოდინში, ვიდალს მორიგი მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კლუბი დატოვოს.

დღეს, 18:05

მანუელ პელეგრინის ბეტისში რეალის ფეხბურთელის მიყვანა სურს

მადრიდის „რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ბრაჰიმ დიასი, „ბეტისის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Mundo Deportivo.

დღეს, 17:02

VIDEO: მთვრალი ერლინგ ჰოლანდი ღამის კლუბიდან გააგდეს

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, როგორ აგდებენ დორტმუნდის „ბორუსიას" თავდამსხმელს ღამის კლუბიდან.

დღეს, 16:58

მანჩესტერი ინტერის ფეხბურთელში 64 მილიონ ევროს ჩამოდის

„მანჩესტერ იუნაიტედმა" თვალი „ინტერის" მცველს, მილან შკრინიარს დაადგა.

დღეს, 16:50

რაჰიმ სტერლინგმა შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა, ერთ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 16:47

გასპერინი: "რა უნდა ქნან ფეხბურთელებმა? ხელები მოიჭრან?"

„ატალანტას" მთავარი მწვრთნელი, ჯანპიერო გასპერინი, „იუვენტუსთან" მატჩში (2:2) მსაჯების მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 16:40

მიზეზი, რომლის გამოც ჰავერცმა შესაძლოა ჩელსიში გადასვლაზე უარი თქვას

ლევერკუზენის „ბაიერის" ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა, შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში" გადასვლაზე უარი თქვას.

დღეს, 16:33

გრიზმანის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

„ბარსელონამ" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ანტუან გრიზმანის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

დღეს, 16:30

ზიდანი: "რეალი - რეალია, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „გრანადასთან" მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 16:27

ხამეს როდრიგესი ახალი კლუბის აქტიურ ძიებაში იმყოფება

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.

დღეს, 15:58

სტივენ ჯერარდმა შესაძლოა ინგლისური კლუბი ჩაიბაროს

„ლივერპულის" ექს-კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, რომელიც ამჟამად „რეინჯერსს" უდგას სათავეში, შესაძლოა ინგლისური გუნდი ჩაიბაროს.

დღეს, 15:55

რამდენი გოლი დარჩა რონალდუს ლევანდოვსკიმდე? - წინ კიდევ 6 მატჩია

2019-2020 წლების სეზონში, რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგაში 34 გოლი გაიტანა და ისე ჩანდა თითქოს, მას ოქროს ბუცი უკვე განაღდებული ჰქონდა.

დღეს, 14:28

ვინ შევა 4-ეულში? ვისთან დარჩათ მატჩები ჩელსის, მანჩესტერსა და ლესტერს?

პრემიერ ლიგის 4-ეულისთვის ბრძოლა ყოველ დღე უფრო და უფრო იძაბება.

დღეს, 14:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10