ავტორიზაცია

მირაბელი: "სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მალდინი ჰგავს ექიმს, რომელსაც სკოლაში არ უვლია"

მირაბელი: "სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მალდინი ჰგავს ექიმს, რომელსაც სკოლაში არ უვლია"
თარიღი 04 Mar 2020, 13:56
„მილანის“ ექს-სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ, პაულო მალდინი გააკრიტიკა.

„მისი „მილანში“ ყოფნა ძალიან ჰგავს ექიმს, რომელსაც სკოლის დაწყებით კლასებშიც კი არ უვლია. მალდინი დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას უნდა ვკითხოთ: „რა გაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ სპორტული დირექტორი გამხდარიყავი?“ - აღნიშნა მირაბელიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში.

მასიმილიანო „მილანის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის ივლისამდე იკავებდა, ანუ იმ პერიოდში, როცა გუნდს ჩინელი იონგჰონგ ლი მართავდა.