» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი


იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ს 21-ე საუკუნის 10-იანი წლების აბსოლიტური დომინანტია. "ბებერმა ქალბატონმა" მიყოლებით მოიპოვა რვა სკუდეტო და არაა გამორიცხული, რომ "ბიანკონერიმ" მეცხრეც ჩაიჯიბოს, მილანის "ინტერთან" ბოდიში.

რაც შეეხება ევროსარბიელს, "სინიორა" ვერ ახერხებს ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგებას. "შავ-თეთრებს" უკანასკნელ წლებში გადამწყვეტ მომენტში ჯობნიდა "ბარსელონა" და უფრო ხშირად, მადრიდის "რეალი". წარმოგიდგენთ "ზებრებს", რომლებიც გადალახავდნენ "სამეფო კლუბის" ბარიერსა და საოცნებო ტიტულს დაეუფლებოდნენ.

მეკარე

"იუვენტუსის" განკარგულებაშია ვოიცეხ შესნი, მარადიული ჯანლუიჯი ბუფონი და განათხოვრების წესით წასული, მატია პერინი. მათ გარდა, ტურინული კლუბის როსტერშია ნორბერტო ნეტო და ანტონიო მირანტე. იმის გათვალისწინებით, რომ პოლონელი ძირითადში საერთო ჯამში კარგია, ლეგენდარული იტალიელის გარეშე კი "სინიორა" წარმოუდგენელი, კიპერის პოზიცია ხელუხლებელი დავტოვოთ.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

მცველები

ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის დუეტს ვერაფერი დააშორებს, მათ შორის პირველის მძიმე ტრავმა და მატეის დე ლიგტის არსებობაც. დიახ, ვეტერანი იტალიელის ლაზარეთიდან დაბრუნებით, ნიდერლანდელი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება მე-4 ცენტრბექს:

"ბიანკონერის" ჰყავს დანიელე რუგანი, მერიჰ დემირალი, წარსულიდან კი მედჰი ბენატია, ანჯელო ოგბონა, ბენედიკტ ჰოვედესი და მატია კალდარა. "ბებერი ქალბატონის" ქომაგები პირველ რიგში ელიან თავიანთი 24-ნომრის გახსნას, ამიტომ, მოდით, შანსი სწორედ მას მივცეთ.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

"შავ-თეთრების" ფლანგებზე სერიოზული კონკურენციაა. თავად განსაჯეთ - ალექს სანდრო, დანილო და სილვა, მატია დე შილიო და ტრანსფორმირებული ხუან კუადრადო. მათ გარდა, "ზებრებიდან" ცოტა ხნის წინ წასული ჟოაო კანსელო და მშვენიერ ფორმაში მყოფი ვეტერანები: დანი ალვეში და კვადვო ასამოა.

ბრაზილიელი მარცხენა მცველისა და პორტუგალიელის გუნდში ყოფნა, კითხვებს არ იწვევს. რაც შეეხება დარჩენილ ორ კანდიდატს, კოლუმბიელი ახალ პოზიციაზე უკვე გაშინაურდა, დანილო კი ახალ გარემოს შეეგუა. "სელესაოს" კაპიტანთან ბოდიში, "იუვეს" ახალი სისხლი სჭირდება.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

ნახევარმცველები

ტურინული გუნდის შუახაზი გაძლიერების გარეშეც გადატვირთულია - მირალემ პიანიჩი, ბლეს მატუიდი, სამი ხედირა, როდრიგო ბენტანკური, აარონ რემსი, ადრიენ რაბიო, იჯარით წასული ემრე ჯანი და კიდევ 1-2 ახალგაზრდა. როგორი შევსებულიც არ უნდა იყოს აღნიშნული პოზიცია, არტურო ვიდალისა და პოლ პოგბასთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.

ჩილელი და ფრანგი "ბებერი ქალბატონის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ საერთო ჯამში ვეძებთ 6 ნახევარმცველს, გვჭირდება კიდევ 4. "ბარსელონას" შუახაზელსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" სელებრითისთან ერთად, ცენტრში იქნებოდა დღევანდელი "ბიანკონერის" ტვინი: ბოსნიელი.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

რაც შეეხება დარჩენილ სამ ვაკანტურ ადგილს, რემსისა და რაბიოზე უარის თქმა რთულია, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ვერ ბრწყინავენ "სინიორას" შემადგენლობაში, აქედან გამომდინარე, დავტოვოთ გამოცდილი მატუიდი და ხედირა. მათთან ერთად ურუგვაელიც, რომელიც "შავ-თეთრებისთვის" მუდამ სასარგებლოა.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

თავდამსხმელები

მისი უდიდებულესობა - კრიშტიანუ რონალდუ და დანარჩენები. ხუმრობის გარეშე კი პრაქტიკამ აჩვენა, რომ პორტუგალიელს პაულო დიბალასთან ერთად თანაარსებობა შეუძლია. "ზებრების" შეტევის სურათს არასდროს აფუჭებენ დუგლას კოსტა და ფედერიკო ბერნარდესკიც.

"იუვენტუსის" ამჟამინდელ ლიდერს ვათამაშებთ მისთვის მშობლიურ მარცხენა ფლანგზე, აქედან გამომდინარე, ცენტრფორვარდები გვჭირდება. ტურინელთა განკარგულებაშია გონსალო იგუაინი, ჩირო იმობილე, ალვარო მორატა და კიდევ რამდენიმე სტრაიკერი. არგენტინელი გაშინაურდა, იტალიელი ოქროს ბუცის კანდიდატია და რონის კონკურენტი, აქ ყველაფერი გასაგებია.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

ესპანელი მსგავსად, "ბებერ ქალბატონში" ადგილი ვერ მოიძებნა კინგსლი კომანისთვის, ანტონიო კანდრევასთვის, დომენიკო ბერარდისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვისა და კიდევ ბევრისთვის. მოკლედ, სიძლიერის გარდა, "ბიანკონერი" იდეალურად დაბალანსებულიც არის.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

მწვრთნელი

მოქმედი სპეციალისტებიდან "სინიორა" შესაძლოა ჩაიბაროს კარლო ანჩელოტიმ, დიდიე დეშამმა, კლაუდიო რანიერიმ, მაურიციო სარიმ, მარჩელო ლიპიმ, ანტონიო კონტემ და მასიმილიანო ალეგრიმ. რთული არჩევანია, ამიტომ, მეტი სიმარტივისთვის ამოვშალოთ ისინი, ვინც "შავ-თეთრებში" ტიტულებით დიდად ვერ დაიკვეხნიან.

დავემშვიდობეთ პირველ ოთხ კანდიდატს და დაგვრჩა - სამი. თითოეული იტალიელი "ზებრების" ისტორიაში თავისებურად გამორჩეულია, მაგრამ ჩინეთის ნაკრების 71-წლის ყოფილი დამრიგებლის მეთოდები მოძველდა, აქედან გამომდინარე, გვრჩება "ინტერის" ამჟამინდელი მწვრთნელი და მაქსი.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

აპენინელები საერთო ჯამში თანაბარი დონის სპეციალისტები არიან. დიახ, კონტე უკეთესი ტაქტიკოსია და სერია ბ-დან გადმოსული დაჩანაკებული "იუვენტუსი" სწორედ მან წამოაყენა ფეხზე, მაგრამ ალეგრიმ მოიგო 6-ით მეტი ტიტული და ევროპაშიც უფრო ძლიერი იყო მისი გუნდი და არა თანამემამულის. მოკლედ, ტურინელებს მაქსი ჩაიბარებს.

იუვე, რომელიც ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და რონალდუს ახალი კონკურენტი

ამ ფორმაციის იუვეს ალეგრი უფრო სჭირდება თუ კონტე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელში კოლოსალურ თანხას იხდის

დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს დატოვებს.

დღეს, 20:41

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10