» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი


იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაც უკან მოვიტოვეთ და დროა, განვიხილოთ 10 ყველაზე უცნაური ტრანსფერი, რომელიც მსოფლიომ იხილა.

კრისტიან ერიქსენი „ტოტენჰემიდან“ „ინტერში“, 20 მლნ ევრო

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

ის, რომ დანიელს „დეზების“ დატოვება უნდოდა, დაახლოებით წინა ზაფხულიდან ვიცოდით. მაგრამ, პოტენციური მსურველების სიაში უფრო „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „იუვენტუსი“ ფიგურირებდნენ, ვიდრე „ინტერი“, მაგრამ დანიელი სწორედ „ნერაძურის“ ფეხბურთელი გახდა.

იწერება, რომ ერიქსენს „რეალთან“ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებაც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ზინედინ ზიდანმა არია, რომელსაც მისი საკუთარ გუნდში ხილვა არ სურდა.

კშიშტოფ პიონტეკი „მილანიდან“ „ჰერტაში“, 27 მლნ ევრო

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

პოლონელი ფორვარდი როგორც სწრაფადაც შემოიჭრა მსოფლიო ტოპ-ფეხბურთში, ისე მალევე რადარებიდან გაქრა. ყველაფერი 2018/19-წლების სეზონიდან იწყებოდა, როცა მან „ჯენოას“ მაისურით პირველ 6 თვეში ჩემპიონატი დაბომბა და „მილანმა“ მისთვის ბრძოლა იანვარშივე მოიგო.

კშიშტოფმა „როსონერიშიც“ კარგად დაიწყო და თითქოს, გუნდი არც შეუცვლია ისეთი სიხშირით იტანდა გოლებს. მაგრამ, ზაფხულში 19-ნომრიანი მაისური „ცხრიანზე“ შეცვალა და თითქოს, ფეხბურთელიც სხვა გახდა. იმდენად დასუსტდა, რომ „მილანმა“ ექვსი თვე აცალა და პირველივე შესაძლებლობაზე მოიშორა. იქნებ, მილანელთა „ცხრიანი“ მართლაც დაწყევლილია პიპო ინძაგის შემდეგ?

ვიქტორ მოზესი „ჩელსიდან“ „ინტერში“, იჯარით

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

გახსოვდათ საერთოდ ასეთი ფეხბურთელი? დარწმუნებულები იყავით, კონტეს გარდა, ამ ფეხბურთელს თურქული იჯარიდან პირდაპირ სერია ა-ს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში არავინ წამოიყვანდა. მაგრამ, იტალიელ ალენატორეს 29 წლის ნიგერიელის მიმართ გრძნობები „ჩელსიდან“ შემორჩა და ახლა მისი კარიერის რეანიმირებასაც ცდილობს.

იულიან ვაიგლი „დორტმუნდიდან“ „ბენფიკაში“, 20 მლნ ევრო

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

24 წლის გერმანელი საყრდენი ითვლება (ან ითვლებოდა), ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად, მაგრამ ბოლო სეზონნახევარი „დორტმუნდში“ აშკარად არ გამოუვიდა, რაშიც ნაწილობრივ ტრავმამ შეუშალა ხელი. იყო დრო, მის შესაძენად გრანდები იბრძოდნენ, მაგრამ ახლა ყველაზე აქტიურად „ბენფიკამ“ მოინდომა.

იულიანი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და არაა გამორიცხული, 1-2 სეზონში „ბენფიკამ“ ისიც საკმაოდ სარფიანად გაყიდოს, თუ გერმანელი ზრდას გააგრძელებს და არა „ნური შაჰინად“ დარჩება.

დანი ოლმო „ზაგრებიდან“ „ლაიპციგში“, 20 მლნ ევრო

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

მთელი იანვრის მანძილზე იწერებოდა, რომ ესპანელი ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა „მილანს“, „ბარსელონას“ და სხვა ტოპ-კლუბებს სურდათ. მითუმეტეს, რომ ოლმო უკვე ნაკრების წევრიცაა და ბევრი მასში ხავი ერნანდესის პოტენციურ შემცვლელს ხედავდა, სათამაშო სტილიდან გამომდინარე.

თუმცა, დანი სახელებს არ დახამდა და წავიდა გუნდში, სადაც გარანტირებულად ექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ეყოლება საკმაოდ კარგი მწვრთნელი - იულიან ნაგელსმანი. მიუხედავად ამისა, ტრანსფერი მაინც საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა.

ოდიონ იგალო „შანხაი შენხუადან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“, იჯარით

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

„მანჩესტერის“ ქმედებები სასოწარკვეთაში მყოფი გუნდის ქმედებებს უფრო ჰგავდა - რაშფორდი მოედანს აპრილამდე ჩამოშორდა, მაგრამ ძვირფასი საათები გუნდმა „სპორტინგის“ ბრუნო ფერნანდეშის შეძენას მოანდომა და როცა მოიხოდა და უფორვარდო გუნდი დაინახა, ცოტა არ იყოს გვიანი იყო.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში „იუნაიტედს“ უარი ჯერ „ბორნმუთმა“ უთხრა ჯოშუა კინგის შეძენაზე, შემდეგ „სოტონმა“ დენი ინგსი არ მიჰყიდა და ერთადერთი გამოსავალი „უოტფორდის“ ექს-ფორვარდის ჩინეთიდან ამოგლეჯა იყო. ნიგერიელს ერთი ნორმალური სეზონი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს პრემიერ ლიგა ხანგრძლივი უგოლო სერიით დატოვა.

თუმცა, აზიაში იგალომ 72 მტჩში 46 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

ალესანდრო ფლორენცი „რომადან“ „ვალენსიაში“, იჯარა

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

დანიელე დე როსის წასვლის შემდეგ „რომას“ კაპიტნობა სხვა რომაელმა ჩაიბარა - ფლორენციმ. თუმცა, მის წასვლაზე წინა ზაფხულიდან იწერებოდა. პაულო ფონსეკას მოსვლით ალესანდროს მნიშვნელობა გუნდში საგრძნობლად შემცირდა და საბოლოოდ, მან თავს ლა ლიგაში გაქცევით უშველა.

შედეგად, ამ საუკუნეში პირველად, „რომას“ არა რომაელი კაპიტანი ეყოლება - სამკლავური ედინ ჯეკოს გადაეცა. ჯერჯერობით უცნობია, რა კონტრაქტი დადეს „რომამ“ და „ვალენსიამ“ და ექნებათ თუ არა „ღამურებს“ ზაფხულში მისი კონტრაქტის ვალდებულება/შესაძლებლობა.

დენი როუზი „ტოტენჰემიდან“ „ნიუკასლში“, იჯარით

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

თითქოს არც არაფერი, ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ერთი გუნდი მეორეზე გაცვლა? რაღაც მხრივ კი, მაგრამ თუ გაიხსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში როუზის პოზიციაზე ერთადერთი ფეხბურთელი ჰყავს - ბენ დევისი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, მაშინ დენის გაშვების გადაწყვეტილება მაქსიმალურად უცნაურია.

თუმცა, პრესა ახლახანს ჟოზეს და როუზის ვარჯიშზე მომხდარ კონფლიქტზე წერდა. კი, მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა ყველაფერი უარყვეს, მაგრამ სადაც ჟოზეა, იქ ხშირად კონფლიქტებია და მსგავსი რამ აღარავის უკვირს.

ეშლი იანგი „იუნაიტედიდან“ „ინტერში“, 1.5 მლნ ევრო

იანვრის 9 ყველაზე უცნაური და მოულოდნელი ტრანსფერი

იქმნება შთაბეჭდილება, რომ კონტე ქმნის გუნდს ისეთი ფეხბურთელებისგან, რომლებიც პრემიერ ლიგაში აღარავის სჭირდებოდა. ეშლი იანგმა „მანჩესტერისთვის“ 9 წლის მანძილზე იმუშავა, მოვიდა შემტევად, წავიდა პრაქტიკულად მცველად და ის ერთ-ერთია იმ ცოტაოდენო ფეხბურთელებიდან, ვინც გუნდში მისი დღემდე ბოლო პრემიერ ლიგის ჩემპიონობის დროსაც იყო (2013-ში). ამჟამად გუნდში ასეთი ორი კაცი დარჩა - დავიდ დე ხეა და ფილ ჯონსი.

ინგლისელ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ თამაში დიდად არ უყვართ და პრემიერ ლიგაში დარჩენას ამჯობინებენ, მითუმეტეს 35 წელს მიკაკუნებულებს. მაგრამ, ეშლი იანგი მისი ასაკისთვის არადამახასიათებლად მოტივირებული აღმოჩნდა და სათამაშო დროის საძებნელად იტალიასაც კი მიაშურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

შევჩენკო: "მიმდინარე მოვლენები ჩერნობილს ჰგავს"

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო კორონავირუსის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 03:05

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

კაკა: "იმედია, რონალდინიო გაღიმებას, მხიარულებას და ფეხბურთის თამაშს კვლავ გააგრძელებს"

ბრაზილიის ნაკრების, მილანის და ბარსელონას ლეგენდარული ფეხბურთელი ამჟამად პარაგვაის ციხეში იმყოფება.

გუშინ, 22:31

ლუის ენრიკე: "როგორია, როდესაც მესის ავარჯიშებ?"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეო მესისთან მუშაობა გაიხსენა.

გუშინ, 22:27

სუარესი: "ახლა ხალხს ფეხბურთის ყურებას სახლში მშვიდად ყოფნა ურჩევნია"

ურუგვაელი კორონავირუსის დროს ურუგვაიში გამგზავრების ნაცვლად, ბარსელონაში დარჩა.

გუშინ, 22:26

"ინტერი ჩემი პრიორიტეტი იყო", - ჟირუმ ზამთრის ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

ფრანგმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობა მისი პრიორიტეტი იყო.

გუშინ, 22:23

"მსგავსი რამ ჩემმა ქვეყანამაც გადაიტანა", - შევჩენკომ იტალიის სიტუაცია ჩერნობილს შეადარა

ანდრეი შევჩენკომ თავისი მხარდაჭერა გამოუთქვა იტალიას, რომელიც კორონავირუსის გამო ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზიანს განიცდის.

გუშინ, 20:38

ატლეტიკო და ნაპოლი გრანდიოზულ გაცვლას ამზადებენ

არკადიუშ მილიკი „მელეიბეებს“ უახლოვდება.

გუშინ, 20:34

"სესკის ბოლო ინტერვიუმ ძალიან გამაკვირვა, სამაგალითო ის თავადაც არ იყო", - სანია

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, ბაკარი სანიამ, სესკ ფაბრეგასის ახალ ინტერვიუზე ისაუბრა.

გუშინ, 20:30

რონალდუმ 9.5-მილიონიანი Bugatti შეიძინა [ფოტო]

პორტუგალიელმა პირადი კოლექცია გაამდიდრა.

გუშინ, 20:23

მანჩესტერმა იგალოს გამოსყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

„წითელ ეშმაკებს“ ნიგერიელის სრულფასოვანი გამოსყიდვა სურთ.

გუშინ, 20:09

ბელგიის მწვრთნელი: "აზარი რეალსაც და პრიმერასაც შეეჩვია, მაგრამ თავგზა ტრავმებმა აურია"

ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავური ვინგერი ძველ დონეს დაიბრუნებს.

გუშინ, 19:52

ურუგვაიმ კორონავირუსის გამო ლეგენდარული მწვრთნელი დაითხოვა

ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ ასეთი გადაწყვეტილება ფინანსური სირთულეების გამო მიიღო.

გუშინ, 19:47

იუვენტუსმა ლიდერებთან ხელფასის დაქვეითების საკითხი განიხილა და პასუხიც მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები მზად არიან, გუნდს კორონავირუსის პანდემიის დროს გვერდში ამოუდგნენ.

გუშინ, 19:34

გარდაიცვალა ატლეტიკოს 14 წლის თავდამსხმელი

მადრიდის „ატლეტიკოს“ 14 წლის შემტევი გარდაიცვალა.

გუშინ, 19:29

რეალის ზაფხულის სატრანსფერო გეგმა ცნობილია

მადრიდის „რეალმა“ ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

გუშინ, 19:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10