» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი


დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი

ლეგენდარული პორტუგალიელის დაბადების დღის საპატივცემლოდ, გამოვყოთ მისი წარმოუდგენელი კარიერის 10 საუკეთესო მომენტი.

დღეს, 5 თებერვალს, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. თითქოს, ამ ბიჭს იმდენი ძალა და მოტივაცია აქვს, რომ დასასრული ჯერ არ მოახლოვებულა, რადგან ის გოლების გატანას განაგრძობს და გარდა ამისა, ჩინებულ სისწრაფესა და გამძლეობას ფლობს.

თუმცა, „მანქანა“ უკვე 35 წლისაა, ამ ასაკში კი ბევრ ფეხბურთელს უკვე კარიერაც კი აქვს დასრულებული. გაგიკვირდებათ, რონალდუ 3-4 წელშიც რომ იგივე დონეზე თამაშობდეს? ჩვენ - არა.

კრიშტიანუს გაკრიტიკება ბევრი რამის გამო შეიძლება, მაგალითად - გადამეტებული ეგოიზმის, მაგრამ შეუძლებელია პატივს არ სცემდე. მისნაირები ძალიან ცოტაა მხოლოდ დღეს კი არა, მთლიანად ფეხბურთის ისტორიაში.

მატჩი, რომელმაც რონალდუს კარიერა შეცვალა

საუბარია უბრალოდ ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელშიც ლისაბონის „სპორტინგი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ერთი შეხედვით ეს იყო მატჩი, რომელიც არაფერს წყვეტდა, მაგრამ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონმა რონალდუ შეიყვარა ერთხელ და სამუდამოდ, რამაც ახალგაზრდას უდიდესი ფეხბურთისკენ გზა გაუკვალა. მაშინ, „იუნაიტედი“ და „სპორტინგი“ აქტიურად თანამშრომლობდნენ და „წითელ ეშაკებს“ „ლომების“ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შეძენაზე პრიორიტეტული უფლება ჰქონდა.

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი

სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაპატიჟა ლისაბონურმა კლუბმა „იუნაიტედი“ ახალი სტადიონის, „ჟოზე ალვალადეს“ გახსნის მატჩზე. მაშინ მანკუნიანელებმა ახალგაზრდა ნიჭიერი პორტუგალიელის შესახებ უკვე იცოდნენ, რადგან ფერგიუსონის ასისტენტი რონალდუს თანამემამულე კარლუს კეირუში იყო, თუმცა იმ დღეს ფერგიმ კრიშტიანუს ნიჭი თავად იხილა.

„იუნაიტედი“ ჩამოვიდა პორტუგალიაში ვარსკვლავური შემადგენლობით, სტადიონი ხალხით გაივსო და 18 წლსი რონალდუ ხვდებოდა, რომ ეს მისთვის იდეალური შანსი იყო. კრიშტიანუ მოედანზე მარცხენა ნახევარმცველად გავიდა და პირველივე წუთებიდან დაიწყო „იუნაიტედის“ ტერორიზირება. ის ყველას გააოცებდა თავისი დრიბლინგით და კარგი გადაცემებით, საწყალი ჯონ ოში კი ისე დაიღალა, რომ ფერგიუსონმა ის მეორე ტაიმში შეცვალა. უკვე პირველი ნახევრის შემდეგ იყო გასაგები - კრიშტიანუმ საკუთარი თავი იდეალურად გაყიდა. მოგვიანებით წერდნენ, რომ ფერგიუსონმა ხელმძღვანელობას უთხრა, რომ იქამდე, სანამ რონალდუ ოფიციალურად არ გახდება მისი ფეხბურთელი, ის მზადაა პორტუგალიიდან ფეხიც კი არ გაადგას. მატჩი „სპორტინგმა“ 3:1 მოიგო, რონალდუმ პირველ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის დაცვის ორივე ფლანგი აიკლო, რითაც უნივარსალურობაც დაამტკიცა. აგვისტოში კრიშტიანუ უკვე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი იყო.

გადასვლა „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ახალგაზრდა რონალდუს დებიუტი

„წითელმა ეშმაკებმა“ ახალგაზრდა კრიშტიანუს სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქაზე მეტი გადაიხადეს. რა თქმა უნდა, ახლა ეს თანხა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაშინ 18 წლის ბიჭში ამხელა თანხის გადახდა - სიგიჟე იყო. გულშემატკივრებს უმალვე გაუჩნდათ შეკითხვები. ვინ არის? რატომ ასე ძვირად? რა შეუძლია? მარტო ფერგიუსონი ხვდებოდა, თუ ვინ დაიმატა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა უცნობ პორტუგალიელს 7-ნომრიანი მაისური უბოძა, რაც ცალკე უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ამ გუნდში ბესტს, კანტონას და ბექჰემს ჰქონდათ ნათამაშები.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით კრიშტიანუს დებიუტი 2003 წლის 16 აგვისტოს შედგა, პრემიერ ლიგის პირველ ტურში. ყველაფრის პირველ პირში მოყოლა „ბოლტონის“ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებმაც იმ საღამოს საკუთარ კარში 4 უპასუხო გოლი მიიღეს. პორტუგალიელი „ოლდ ტრაფორდის“ მწვანე გაზონზე მატჩის ერთი საათის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც ნიკი ბატი შეცვალა, მაგრამ საგოლე ქმედებით თავი არ გამოუჩენია. დუბლი გიგსმა გაიფორმა, გოლი შეაგდო სქოულზმა, რუდ ვან ნისტელროიმ კი გოლის გატანაც მოასწრო და პენალტის გაცუდებაც, მაგრამ წლების შემდეგ შეგვიძლია თქმა, რომ ეს თავის მხრივ ლეგენდარული ფეხბურთელები მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენის მომსწრენი გახდნენ.

ოქროს ბურთები

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი

კრიშტიანუ რონალდუს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ საქმეები იდეალურად მიდიოდა. გუნდი ტიტულებს იგებდა, პორტუგალიელი კი ამ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. „წითელი ეშმაკების“ რიგებში რონალდუს თამაშის მწვერვალად კი 2007/08-წლების სეზონი გახდა, როდესაც კრიშტიანუ ინგლისის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კარიერაში პირველად ოქროს ბურთს დაეუფლა. სწორედ ამ წლის შემდეგ დაედო სათავე მის კონკურენციას ლეო მესისთან, რომელიც დღემდე გრძელდება.

სადღეისოდ რონალდუს და მესის ანგარიშზე ჯამში 11 ოქროს ბურთია და მათ ამ მაჩვენებლით ისტორიაში ვერავინ შეედრება, თუმცა ლეოს მაინც ერთით მეტი აქვს.

ტრანსფერი „რეალში“ და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის წოდება

რონალდუმ მანჩესტერში ყველაფერს მიაღწია, რაც კი შესაძლებელი იყო და გადაწყვიტა, ახალი გამოწვევა მიეღო. კრიშტიანუმ თავადაც იცოდა, რომ მისი შემდგომი კლუბი მადრიდის „რეალი“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც ის იდეალურად ერგებოდა ყველა პარამეტრებით - თავიდანვე ეს კავშირი იდეალურს ჰგავდა. კრიშტიანუს ტრანსფერი „რეალს“ 93.4 მილიონი ევრო დაუჯდა - ეს თანხა იმდროისთვის სარეკორდო იყო და უბრალოდ სიგიჟეს ჰგავდა.

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი

სიმართლე თქვით, ეჭვი გეპარებოდათ ამ ტრანსფერის წარმატებულობაში? თუმცა, ერთი ეჭვი მაინც არსებობდა - უცნობი იყო, რამდენად გაივლიდა რონალდუ ადაპტაციას ახალ ქვეყანასა და კულტურაში. თუმცა, პორტუგალიელი „განწირული“ იყო იმისთვის, რომ „რეალის“ ისტორიაში საკულტო ფეხბურთელი გამხდარიყო და ასეც მოხდა.

მოგებები ჩემპიონთა ლიგაზე

რონალდუ - ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის აბსოლუტური რეკორდსმენია. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ხუთი ფინალის მოგება მოახერხა (თუ ჩემპიონთა თასსაც გავითვალისწინებთ, მასზე მაღლა პაკო ხენტო დადგება, რომელმაც ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 6-ჯერ მოიგო).

კიევში, 2018 წელს, პორტუგალიელმა თავისი მეხუთე და ჯერჯერობით უკანასკნელი ჯილდო მოიგო და ეს მისი პირველი ტრიუმფის 10 წლის თავზე მოხდა.

პირველად, რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2008 წელს, მოსკოვში ითამაშა. მაშინ მან „ჩელსი“ დაამწუხრა, მაგრამ 11-მეტრიანების სერიაში თავისი პენალტი გააფუჭა - პეტრ ჩეხმა აუღო. ის დღე კრიშტიანუმ დიდი ხნით დაიმახსოვრა: ის თითქმის გახდა მატჩის ანტიგმირი, მაგრამ ყველაფერი ჯონ ტერის და ნიკოლა ანელკას აცილებებმა გამოასწორა.

როდესაც რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ხდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ მისი გუნდი ჯილდოს დაეუფლოს. ყველა ხუთ შეხვედრაში, როდესაც ტიტულს პორტუგალიელის გუნდი იგებდა - ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

გარდა ამისა, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიცაა: მის ანგარიშზე 128 გოლია, რომელიც მან სამი გუნდის მაისურით გაიტანა („მანჩესტერის“, „რეალის“ და „იუვენტუსის“). ლიონელ მესის 14-ით ნაკლები აქვს გატანილი, მესამე ადგილს კი რაული იკავებს (71 გოლით).

საინტერესოა, რომ მარტო ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლები რომ ჩავთვალოთ, კრიშტიანუს მესიზე მხოლოდ 8 გოლით ნაკლები ექნება, რადგან მან „რეალში“ თამაშისას ლიგაზე 106 გოლი გაიტანა, არადა არგენტინელი მთელი კარიერაა „ბარსელონაში“ ასპარეზობს.

გოლი ბუფონის კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში

2017/18-წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალი, „რეალი“ ანადგურებს „იუვენტუსს“ ტურინში, კრიშტიანუ რონალდუს კი ჯანლუიჯი ბუფონის კარში ფენომენალური გოლი გააქვს. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ კრიშტიანუმ გაუტანა გოლი გუნდს, რომლის ღირსებასაც უკვე მომდევნო სეზონიდან დაიცავდა.

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი

მიუხედავად იმისა, რომ ამ გოლის შემდეგ „იუვენტუსის“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მინიმუმამდე დავიდა, „ბიანკონერის“ ქომაგები ამან ვერ შეაშინა - ისინი ფეხზე წამოუდგნენ კრიშტიანუს და ტაშს მთელი სტადიონით უკრავდნენ.

ეს ყველაფერი რონალდუმაც შენიშნა - „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და როგორც მასთან დაახლოვებული პირები ამბობენ, „რეალის“ დატოვებაში და „იუვენტუსში“ გადასვლაში ტურინული გულშემატკივრების ეს საქციელი დაეხმარა.

„ასეთი გოლის გატანას მრავალი წლის მანძილზე ვცდილობდი. ჩემ ანგარიშზე უამრავი გოლი იყო, მაგრამ ასეთი - არასდროს. როგორც იქნა, მაკრატელაც გავიტანე, დიდებული გოლი გამოვიდა. სჯობს თუ არა სექსს? არა, ჩემ ჯორჯინასთან სექსს ნამდვილად არ მირჩევნია.“ - იხსენებდა „იუვეს“ კარში გატანილ გოლს კრიშტიანუ.

მოძულეები აკრიტიკებდნენ, აკრიტიკებენ და გააკრიტიკებენ რონალდუს, რომლებიც აღნიშნავენ მის ჩავარდნას და ფაქტს, თითქოს მან „იუვენტუსი“ დიდად ვერ გააძლიერა, მაგრამ ის ბრუნდება და 9-მატჩიან სერიას აცხობს, რომლებშიც მინიმუმ ერთი გოლის გატანას მაინც ახერხებს.

ევროპის ჩემპიონობა პორტუგალიასთან ერთად

ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ევროპის ჩემპიონობა, მაგრამ გამარჯვებულებს არა ასამართლებენ, ასე არ არის? პორტუგალიელების ბრალია, რომ უეფამ მოიგონა წესები, რომლის მიხედვითაც „ევროპელი ბრაზილიელები“ ჯგუფიდან მესამე ადგილიდან გავიდნენ? დიახ, პორტუგალიელებმა მთელ ტურნირზე ძირითად დროში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, მაგრამ ეს საერთოდ არ არის მათი პრობლემა.

დიახ, თავად კრიშტიანუსთვის ტურნირი იდეალური არ გამოვიდა და არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, რომ ის შეიძლებოდა ჩემპიონი გამხდარიყო. ისლანდიასთან ფრის (1:1) და ავსტრიასთან (0:0) რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, ნაკრები ჩავარდნის პირას იდგა. თუმცა, უნგრეთთან ნათამაშები ზედიზედ მესამე ფრით (3:3), რომელშიც რონალდუმ დუბლი გაიფორმა, პორტუგალია ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა და პორტუგალიას შეხვდა - მაშინ ბევრი დარწმუნებული იყო, რომ პორტუგალიელთა გზა აქ დასრულდებოდა.

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი

ძირითად დროში გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, პენალტებამდე სამი წუთით ადრე კი რიკარდო კუარეჟმამ კრიშტიანუს დარტყმის შემდეგ, ბურთ ცარიელ კარში შეაგორა და თავისი ნაკრები შემდეგ ეტაპში გაიყვანა. შემდეგ, მოგებული პენალტების სერია პოლონელთთან და „ტკბილი“ უელსი ნახევარფინალში (2:0). იმ ზაფხულს ყველაფერი პორტუგალიელთ ამხარეს იყო. თუმცა, ფინალური მატჩი შეიძლებოდა კრიშტიანუსთვის კარიერის ყველაზე დიდ ფიასკოდ გადაქცეულიყო, რადგან დიმიტრი პაიემ მეტოქეთა ლიდერი პირველი ტაიმის დასაწყისშივე „დაამტვრია“ და ფეხბურთელმა მოედანი აცრემლებულმა დატოვა.

ექიმები რონალდუს თამაშში დაბრუნებას სამჯერ ცდილობდნენ, მაგრამ ის რამდენიმე წუთს ქაჩავდა და კვლავ გაზონზე ეცემოდა. გუნდმა უმნიშვნელოვანეს მომენტში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთლი დაკარგა. თანაც, ყველაფერი მეტოქის ბანაკში ხდებოდა, რადგან საფრანგეთი ტურნირს შინ ატარებდა. იმ მომენტში ყველას ეგონა, რომ პორტუგალიელების ზღაპარი დასრულდა, რადგან საფრანგეთი მატჩამდეც აშკარა ფავორიტი იყო და მითუმეტეს, რონალდუ აღარ თამაშობდა. თავად რონალდუ ალბათ ფიქრობდა, რომ პაიემ მას და მთელ მის ერს ოცნება მოპარა. მაგრამ 2016 წლის საფეხბურთო ღმერთი საფინალო სასტვენამდე პორტუგალიელებისკენ იყო.

მოულოდნელი გმირი - სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს ედერს, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე გამოვიდა, 109-ზე კი გაიტანა გოლი, რომელმაც პორტუგალიას თასი მოუტანა. კრიშტიანუ იმ მომენტში წარმოუდგენლად ბედნიერი იყო.

„ევროპის ჩემპიონის ტიტული პორტუგალიასთან ერთად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. დაუვიწყარი, წარმოუდგენელი საღამო გამოვიდა. ვტიროდი, ვიტანჯებოდი, ვყვიროდი და დავთვერი კიდეც! არ ვხუმრობ. ფინალის დროს იმდენი ვიტირე, რომ გაუწყლოება დამემართა, შემდეგ კი ერთი ჭიქა შამპანური შევსვი და ეგრევე დავთვერი. საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ის საღამო იმდენად განსაკუთრებული იყო...“ - ამბობდა პორტუგალიელი.

სკანდალი გაუპატიურების საქმეზე

2018 წლის სექტემბერში რონალდუს ცხოვრებასა და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. 34 წლის აშშ-ს მოქალაქემ მაშინ უკვე „იუვენტუსის“ ფეხბურთელი 2009 წელს, ლას-ვეგასში გაუპატიურებაშ დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი ყველაფერს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ქალბატონს მისი სახელის ხარჯზე პოპულარობის მოპოვება სურდა.

ამ ყველაფერს კიდევ სამი ქალბატონი შეუერთდა, რომელიც თითქოსდა გააუპატიურა რონალდუმ. თანაც, მათაც აბსოლუტურად იგივე სიტუაცია ჰქონადათ - ამტკიცებდნენ, რომ კრიშტიანუმ გააუპატიურა და თანაც სიჩუმეში ფული გადაუხადა. ანუ, რაღაც მომენტში პორტუგალიელი ლამის სირიულ მანიაკად აქციეს. მოიტყუეს თუ არა ქალბატონებმა? ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე დაიხურა, რონალდუს წინააღმდეგ კი ყველანაირი ბრალდება ჩაიხსნა. ზოგი ამტკიცებს, რომ გოგონამ კრიშტიანუსგან სიჩუმის სანაცვლოდ კვლავ ფული აიღო, მაგრამ ეს უბრალოდ ვიღაცის აზრია და არა ფაქტი. შეიძლება, ფეხბურთელს დაქირავებულმა გამომძიებელმა უშველა, რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო, მისი რეპუტაცია აშკარად შეილახა. თავად რონალდუ დარწმუნებული იყო, რომ მთელ ამ სკანდალს ფლორენტინო პერესის მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია.

ტრანსფერი „იუვენტუსში“

სამგზის ინგლისის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული და ესპანეთის ჩემპიონი (2), სხვადასხვა თასებიც მათ შორის. რა სჭირდება ადამიანს? ალბათ 10 ფეხბურთელიდან 9 სხვა, უფრო სუსტ ჩემპიონატში წავიდოდა, რათა მშვიდად გამოემუშავებინა ფული პენსიისთვის. დიახ, რონალდუს ფული თავადაც საკმარისად აქვს, მაგრამ ჩინური და ყატარის გუნდებისგან კიდევ უფრო მეტის გამომუშავება ზედმეტი არასდროს არ იქნებოდა.

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა! რონალდუს კარიერის 10 მთავარი მომენტი

რონალდუს ასევე შეეძლო „რეალში“ დარჩენაც, მაგრამ მანს ხვა გზა აირჩია - ინგლისსა და ესპანეთში ყველაფრის მოგების შემდეგ, პორტუგალიელი „იუვენტუსში“ გადავიდა და სერია ა პირველივე სეზონში მოიგო. დიახ, ამით ვერავის გააკვირვებ - „ბებერი ქალბატონი“ ამ ტიტულს კრიშტიანუს გარეშეც მუდმივად იგებდა, მაგრამ პორტუგალიელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კრიტიკოსები პორტუგალიელის თამაშში ჩავარდნას აღნიშნავენ და შეიძლება, აქ სიმართლის მარცვალიც არის, მაგრამ რონალდუს ყოველთვის გააჩნია საკუთარი პასუხი. 35 წლის ფეხბურთელმა 2020 წელი პრაქტიკულად იდეალურად დაიწყო - ჰეთ-ტრიკით და თანაც, მისი საგოლე სერია უკვე 9 მატჩის მანძილზე გრძელდება. ალბათ, ერთადერთი, რაც რონალდუს აკლია - ჩემპიონთა ლიგის „იუვენტუსთან“ ერთდ მოგებაა.

წარმოუდგენელი ციფრები

რონალდუ არის მანქანა, რომელიც ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს, თუნდაც 30 წელს დიდი ხნის წინ იყოს გადაცილებული.

ინგლისსი, ესპანეთში და იტალიაში მისი ციფრები რომ დავიანგარიშოთ, კრიშტიანუმ ჩემპიონატებში 537 მატჩი ჩაატარა და 435 გოლი გაიტანა. წარმოუდგენელი ციფრებია! დაუმატეთ ამას 150 საგოლე გადაცემას იმდენივე მატჩში და მიიღებთ ციფრს 585! ბოლო წლებში მსგავსი სტატისტიკით მხოლოდ ლეო მესი თუ დაიკვეხნის.

35 წლის რონალდუც კი ძალიან სახიფათო და შედეგიანია. მაგალითად, მას სერია ა-ში გადასვლის შემდეგ 40 გოლი აქვს გატანილი - დროის იმავე მონაკვეთში მასზე მეტი ამ ჩემპიონატში არავის გაუტანია.

მოიგებს რონალდუ მეექვსე ოქროს ბურთს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარიერის საუკეთესო სეზონი - კურტუას ბრწყინვალე შედეგები რეალში

მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ალავესთანაც" დამაჯერებელი იყო.

დღეს, 04:12

ზიდანი: "ჩემპიონობა? - წინ კიდევ 3 მატჩია და ვნახოთ, რა მოხდება"

"ალავესთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 04:09

რეალის გამორჩეული შედეგი - პირველად 2006 წლის შემდეგ

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:01

ლამპარდმა ჰავერცის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კაი ჰავერცი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

დღეს, 03:59

ფერნანდეშმა კრიშტიანუს შედეგი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ზამთარს ტოპ ტრანსფერი განახორციელა. ბრუნო ფერნანდეში გუნდის მთავარ ლიდერად იქცა.

დღეს, 03:55

კლოპი: "რაც არ უნდა მოხდეს, პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს!"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს.

დღეს, 03:52

მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადება

ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოემზადება.

დღეს, 03:47

როგორი ფორმით ითამაშებს რეალი შემდეგ სეზონში? [ფოტო]

ცნობილია მადრიდის "რეალის" ის ახალი ფორმა, რომლითაც გუნდი მომდევნო სეზონში იასპარეზებს.

დღეს, 03:45

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციას უხსნიან? - ყველაფერი 2 დღეში გაირკვევა

არის იმის ალბათობა, რომ "მანჩესტერ სიტის" უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მისცეს.

დღეს, 03:41

მოურინიო: "ტოტენჰემზე დოკუმენტური ფილმი? - ამის ყურების სურვილი არ მაქვს"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს რომ ის მისი გუნდის დოკუმენტური ფილმის ხილვას არ აპირებს.

დღეს, 03:38

შოთა არველაძე: "ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა სწორად არ მიმაჩნია"

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

დღეს, 03:33

სრული სვლით 34-ე ლა ლიგისკენ! რეალმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „რეალმა" „ალავესს" უმასპინძლა.

დღეს, 01:57

ნანი: "ბავშვობაში ვშიმშილობდით, ვირთხები და ხვლიკები ჩვენი ყოველდღიურობა იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების ექს-შემტევმა, ლუის ნანიმ, საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:56

ლივერპული მზადაა ტიაგო შეიძინოს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში

„ლივერპულის" მიერ „ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენა, ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გუშინ, 23:37

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ოფიციალურად გაირკვა

გერმანიის საფეხბურთო საბჭომ 2020/21-წლების სეზონის დაწყების თარიღები დაასახელა.

გუშინ, 23:34

მცველი ლუკას ვასკესი - რეალის სასტარტო ალავესთან მატჩში

მცველების არყოფნაში, ზინედინ ზიდანმა მარჯვენა მცველად ლუკას ვასკესი დააყენა.

გუშინ, 23:20

სიტის ევროთასების ბანს მოუხსნიან - ინსაიდერი

ინსაიდერული ინფორმაციით, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო „სიტის" ევროთასებიდან ორწლიან ბანს მოუხსნის.

გუშინ, 23:18

ჰენდერსონის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

"ლივერპულის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი მიმდინარე სეზონში

გუშინ, 23:01

პოგბას მანჩესტერში დარჩენა ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას მომავალი კვლავინდებურად ბურუსით არის მოცული.

გუშინ, 22:48

მანჩესტერი, ინტერი ან საერთოდ სხვა გუნდი - სად იქნება სანჩესი მომავალ სეზონში?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მთელი ძალებით ცდილობს ალექსის სანჩესის ერთხელ და საბოლოოდ მოშორებას.

გუშინ, 22:39

სეტიენი: "ექიმებმაც კი არ იციან, როდის დაბრუნდება უმტიტი"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ისაუბრა თავისი შეგირდის, სამუელ უმტიტის ტრავმის შესახებ:

გუშინ, 22:23

"რაშფორდს, მარსიალსა და გრინვუდს ლივერპულის ტრიოს დონემდე მისვლა შეუძლიათ", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "ლივერპულის" თავდასხმას "წითელი ეშმაკების" შეტევა შეადარა:

გუშინ, 22:11

"კიელინი რთულ მდგომარეობაშია", - სარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ თავისი გუნდის ტრავმირებულების შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 22:00

რეალმა მარსელო ლა ლიგის ბოლომდე დაკარგა

მადრიდის „რეალის" მცველმა, მარსელომ, ტრავმა მიიღო.

გუშინ, 20:49

ბარსელონა ლაუტაროს შეუთანხმდა, მაგრამ ტრანსფერი კოუტინიოზეა დამოკიდებული

„ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის მომავალი კვლავაც გაურკვეველია.

გუშინ, 20:47

გვარდიოლა: "ეჭვიც არ მეპარება, რომ შემდეგ სეზონში ლიგაზე გვიხილავთ"

„მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო მათ აპელაციას დააკმაყოფილებს.

გუშინ, 20:44

სეტიენი: "შეიძლება, ბოლო ტურამდე ისე მივიდეთ, რომ ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვქონდეს"

კიკე სეტიენმა „ვალიადოლისთან" ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ხვალ, 11 ივლისს გაიმართება.

გუშინ, 20:40

გვარდიოლა: "შემდეგ სტადიაზე წინასწარ რომ ვიფიქროთ, ტურნირის მეფე აუცილებლად გამოგვაგდებს"

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, „რეალთან" საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

გუშინ, 20:37

ფეხბურთელების გაცვლის შედეგად, იგუაინი შესაძლოა კიდევ ერთ იტალიურ გუნდში გადაბარგდეს

არგენტინელი გონსალო იგუაინი შესაძლოა კიდევ ერთ იტალიურ გუნდში ვიხილოთ.

გუშინ, 20:34

რეალთან შეხვედრაში სიტის ლიდერი გამოაკლდება

მადრიდის „რეალთან" ჩ/ლიგის მერვედფინალურ შეხვედრას სერხიო აგუერო გამოტოვებს.

გუშინ, 20:29
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10