» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა


მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

"მილანი" - ევროპული ფეხბურთის გრანდი, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც მოწინავე პოზიციებზე აღარ არის. "როსონერის" მოძულეებიც კი აღიარებენ იმ ფაქტის, რომ ეს გუნდი აკლია როგორც ჩემპიონთა ლიგას, ისე სასკუდეტო ბრძოლასაც. წარმოვიდგინოთ, როგორები იქნებოდნენ ელიტაში დაბრუნებული "შავ-წითლები".

მეკარე

კიპერის პოზიციაზე "ეშმაკების" განკარგულებაში ფართო როსტერი ნამდვილად არ არის. ჯანლუიჯი დონარუმას გარდა, ლომბარდიულ კლუბს ჰყავს ვეტერანები: პეპე რეინა და ასმირ ბეგოვიჩი. მათ გარდა, "ლეჩეს" კარის დარაჯი, გაბრიელ ფერეირა. გადავწყვიტეთ, რომ იტალიელის დუბლიორობა ასაკოვან ესპანელს მივანდოთ.

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

მცველები

"სან-სიროს" მკვიდრების ყველაზე ძლიერ მხარეს უკანახაზის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს. "მილანს" ჰყავს ალესიო რომანიოლი, მატეო მუსაკიო და სიმონ კიაერი, მაგრამ კლუბის ექს-მოთამაშეების სია უფრო შთამბეჭდავია: ტიაგო სილვა, ლეონარდო ბონუჩი, სოკრატის პაპასტოპულოსი, ფრანჩესკო აჩერბი და ადილ რამი.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც "როსონერის ამჟამინდელი იტალიელი კაპიტანი ინაცვლებს სათადარიგოთა სკამზე, რადგან სასტარტოში ადგილი გამზადებულია ბრაზილიელისა და ტურინის "იუვენტუსის" ცენტრბექისთვის. მე-4 მცველად არჩევანი ლონდონის "არსენალის" ბერძენ უკანახაზელზე შევაჩერეთ.

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

"შავ-წითლებს" ფლანგებზე ჰყავთ ტეო ერნანდესი, ანდრეა კონტი, დიეგო ლაქსალტი, დავიდე კალაბრია და "პსვ ეინდჰოვენში" განათხოვრების წესით გადასული, რიკარდო როდრიგესი. არც ისე ძლიერი ჩამონათვალია, ამიტომ, მატია დე შილიო და მატეო დარმიანი ზედმეტები არ იქნებიან.

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

ნახევარმცველები

"ეშმაკების" ყველაზე სუსტი რგოლი, რომელიც პრაქტიკულად უცვლელი რჩება. რთული სათქმელია, რომ ტიემუე ბაკაიოკოს ან იურაი კუცკას დაბრუნებით, ლომბარდიელთა შუახაზი გაძლიერდებოდა. სლოვაკს თუ არა, მოდით, მეორე შანსი ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს მაინც მივცეთ.

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

თავდამსხმელები

ეს უკვე საინტერესოა, მართალია არა ისე, როგორც დაცვის ცენტრალური ხაზი, მაგრამ მაინც. ზლატან იბრაჰიმოვიჩის ადგილი ვერ მოიძებნა "ბარსელონაში", ტურინის "იუვენტუსში", მეზობელ "ინტერსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ "მილანს" უარის თქმის ფუფუნება არ აქვს. მოკლედ, შვედი როგორც იქნა თამაშშია.

"სან-სიროს" მკვიდრების ამჟამინდელ ლიდერს გვერდს დაუმშვენებს პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც თავის საფეხბურთო გზას სწორედ აქ იწყებდა. არ შეიძლება ხერარდ დეულოფეუს დავიწყებაც. ყველას გვახსოვს, როგორი კარგი იყო კატალონიელი "როსონერიში" 2016-2017 წლის სეზონში.

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

"შავ-წითლების" სასტარტო სამეული შედგა, რაც შეეხებათ სათადარიგოებს - გონსალო იგუაინმა წარმატებით მოახდინა კარიერის რეანიმირება, ამიტომ, მეორე შანსს ის "ეშმაკებშიც" იმსახურებს. პიპიტა იქნება სკანდინავიელის დუბლიორი, გამოცოცხლებული ანტე რებიჩი კი ფლანგებზე გაბონელსა და "უოტფორდის" ვინგერს შეცვლის.

გვრჩება კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი. ანდრე სილვა, სუსო ფერნანდესი, სამუელ კასტილიეხო, რაფაელ ლეაო, კშიშტოფ პიონტეკი, ლუკას ოკამპოსი და ა.შ. კითხვის ნიშნების ყველაზე დიდი რაოდენობა ლომბარდიაში პოლონელმა დატოვა. მოკლედ, ხმა ბერლინის "ჰერტას" ფორვარდს.

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

მწვრთნელი

არსებობს ორი აქტუალური კანდიდატი - კარლო ანჩელოტი და მასიმილიანო ალეგრი. იმის გათვალისწინებით, რომ "ევერტონის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა "სან-სიროზე" 00-იანებში შექმნა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ხმა სწორედ მას. მაქსი "იუვეთიც" დაკმაყოფილდეს.

მონატრებული მილანი, რომელიც ევროპაში ხმაურიანად დაბრუნდებოდა

რომელი მათგანი უნდა იყოს ძირითადში: იბრაჰიმოვიჩი, იგუაინი თუ პიონტეკი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მორატი: "ვიცი, რომ ინტერს მესის გადაბირება უნდა"

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ამბობს, რომ "ინტერს" ლეო მესი სურს.

დღეს, 05:07

დიბალა: "ჩემი იუვენტუსში გადასვლის ისტორია გუშინდელივით მახსოვს"

არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა იმ მომენტს იხსენებს, როცა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

დღეს, 05:04

მანემ კლოპი შეაქო: "მის ხელში დონე აგვიმაღლდა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელს იურგენ კლოპს ამ გუნდის თავდამსხმელი სადიო მანე აქებს.

დღეს, 05:00

მარინო: "პრემიერ ლიგის ეს სეზონი აღარ განახლდება"

"უდინეზეს" სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო პრემიერ ლიგაზე საუბრობს.

დღეს, 04:58

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ჯიმი გრივსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, 03:41

"ჰარი კეინი ახალგაზრდა შირერს მაგონებს"

ყოფილი მეკარე მაიკ ტეილორი ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ ლიდერს, ჰარი კეინს აქებს.

დღეს, 03:35

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ფეხბურთელებმა ეს ნორმალურ ფაქტად უნდა აღიქვან"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ ფეხბურთელები კრიზისს უნდა შეეგუონ.

დღეს, 03:11

უკრაინიდან წასვლის შემდეგ, შევჩენკო პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში იმუშავებს

ცნობილი ანალიტიკოსი ანდრეა მალდერა აცხადებს, რომ ანდრეი შევჩენკოს პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში მუშაობა სურს.

დღეს, 03:03

ზუსტად 39 წლის წინ! დინამო 3:0 ფეიენოორდი [VIDEO]

1981 წლის 8 აპრილს, თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 02:48

ზუსტად 12 წლის წინ! უოლკოტის სასწაული სპრინტი და ადებაიორის გოლი [VIDEO]

2008 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "არსენალი" მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:47

რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს!

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 01:18

პოგბა მანჩესტერთან კონტრაქტს საკუთარი ფულით გამოისყიდის?!

L'Equipe-ის თანახმად, პოლ პოგბას იმდენად უნდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა, რომ ის კონტრაქტის საკუთარი ფულით გამოსყიდვაზეც თანახმაა.

დღეს, 00:41

ნაპოლი დათმობაზე მიდის, რეალი და ბარსელონა გააქტიურდნენ

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ყიდვა არარეალური აღარ არის.

დღეს, 00:30

წარმოუდგენელი ციფრები: ბარსას საუკეთესო ბომბარდირები კლუბის მოქმედ მოთამაშეებს შორის

ბევრი საუბარი არ უნდა იმას, რომ ლიონელ მესი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირია, როგორც მოქმედ მოთამაშეებში, ისე ზოგადად.

დღეს, 00:22

"ოზილი ლივერპულში დაიკარგებოდა", - მერსისაიდელთა ექს-მოთამაშე

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი რედნაპმა, მესუტ ოზილის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:08

"რონალდუ პერესს არ გაუფორმებია, ეს მე და მიატოვიჩმა გავაკეთეთ", - კალდერონი

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

გუშინ, 23:59

მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტია

Daily Mail-მა დაასახელა მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტია.

გუშინ, 23:52

30-კილომეტრიანი მარში და ცრემლსადენი გაზის ზემოქმედება - სონი ჯარში მოხვდა

Reuters-მა გამოარკვია, თუ რით დაკავდება "ტოტენჰემის" თავდამსხმელი. სონ ჰინ მინი სამხედრო სამსახურის პერიოდში.

გუშინ, 23:39

"პოჩეტინოს არ ვივიწყებთ, მაგრამ ტოტენჰემის მომავალი - ჟოზეა", - სისოკო

"ტოტენჰემის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მუსა სისოკომ, ჟოზე მოურინიოსა და მაურისიო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:21

რონალდუსა და ვიდიჩის გარეშე - გიგზმა თანაგუნდელებისგან შემდგარი 11-ეული დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რაიან გიგზმა თანაგუნდელებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 23:11

"ნერვიულობისგან, ღამე ვერ ვიძინებდი" - საქართველოში მოთამაშე ესპანელი ფეხბურთელის მშობლებს კორონავირუსი აქვთ

"სამტრედიას" ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გუშინ, 23:09

კასანო: "ბექჰემი როკ ვარსკვლავი იყო, მაგრამ მასზე უკეთ გამოვიყურებოდი"

იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, ანტონიო კასანომ "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

გუშინ, 22:39

AS: რაკიტიჩი ბარსელონას ტოვებს და სასურველი კლუბი შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 22:33

რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე რეალის პოზიცია ცნობილია - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 22:24

ვიზიტი იოჰან კრუიფთან ბარსელონაში - შოთა არველაძე საინტერესო საკითხებზე საუბრობს

სანამ "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იზოლაციაშია, საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

გუშინ, 22:15

ნანიმ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ორლანდო სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუიშ ნანიმ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

გუშინ, 21:48

ოფიციალურად: ფიფა სატრანსფერო ფანჯრების ვადებს ცვლის

ფიფამ ოფიციალურ საიტზე მსოფლიო ფეხბურთის რეგლამენტში ცვლილებები დაადასტურა.

გუშინ, 21:41

კროოსი: "მე იმის მომხრე ვარ, რომ ფეხბურთელებმა სრული ხელფასი მიიღონ"

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:28

პარი სენ ჟერმენმა იკარდის მომავალზე პოზიცია შეიცვალა

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 21:18

ლა ლიგის პრეზიდენტმა კლუბების ფინანსური დანაკარგის ოდენობა ივარაუდა

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია.

გუშინ, 20:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10