ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.


ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

"ვალენსია" უკვე დიდი ხანია, რაც არ განიხილება ლა ლიგაში ოქროს მედლების მაძიებლად, ჩემპიონთა ლიგაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. იყო დრო, როდესაც "ღამურები" ზედიზედ ორჯერ გადიოდნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში და ესპანეთის პირველობასაც იგებდნენ. გავაცოცხლოთ "ლოს ჩეს" საუკეთესო პერიოდი.

მეკარე

"მურსელაგოსის" დაკომპლექტება იმით არის საინტერესო, რომ თითოეულ პოზიციაზე უბრალოდ გიჟური კონკურენციაა, გამონაკლისი არც კიპერის ადგილია. "მესტალიელების" განკარგულებაშია იასპერ სილესენი და ხაუმე დომენეკი, მათ გარდა კი ნორბერტო ნეტო და პაულო გასანიგა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

დიეგო ალვეშის, ვისენტე გუაიტასა და მიგელ ანხელ მოიას სახით, ძველ კავალერიასაც არ ვივიწყებთ. ასაკს რომ თავი დავანებოთ, თამაშის თვალსაზრისით, მათ შორის ყველაზე გამოცდილი არის ნიდერლანდელი და "ბარსელონას" მასში გაცვლილი მეკარე. არ გჯერათ? თავად განსაჯეთ:

ჰოლანდიელს ზურგს უმაგრებს თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე, ეროვნული გუნდის ძირითადი კიპერობა და კატალონიაში გატარებული პერიოდი. "ბლაუგრანას" ამჟამინდელმა სათადარიგო კარის დარაჯმა კი სერია ა-ს სამეკარეო სკოლა გამოიარა. რაც შეეხებათ დანარჩენ "ვალენსიელებს", მათი მიღწევები მხოლოდ ლოკალური ან სამწუხაროდ, უკვე ვადაგასულია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

მცველები

"ღამურებს" ჰყავთ ტოპ-კლუბების მომავალი სამიზნე - მუკტარ დიაკაბი, გამოცდილი ეზეკილ გარაი და პრემიერ ლიგაში ორი ათვალწუნებული: ელიაკიმ მანგალა/გაბრიელ პაულისტა. არ ვცილდებით ინგლისის ჩემპიონატს და ვიმატებთ ორ ყოფილს "ლოს ჩედან": ნიკოლას ოტამენდისა და შკოდრან მუსტაფის.

არგენტინელი და გერმანელი, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ცენტრბექისა და ბრაზილიელის ადგილს დაიკავებენ. "მურსელაგოსის" უკანახაზში ადგილი აგრეთვე ვერ მოიძებნა რაულ ალბიოლისთვის, ადილ რამისთვის, ჯეისონ მურილოსთვის, ჟერემი მატიესთვისა და კიდევ რამდენიმესთვის.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

რაც შეეხება ფლანგებს, "მესტალიაზე" აპლოდისმენტებით დაბრუნდება ხორდი ალბა, რომელიც ხოსე გაიას სათადარიგოთა სკამზე გაუშვებს. "ვალენსიას" დაცვის მარცხენა ფრთაზე ადგილი ვერ მოიძებნა ისეთი ძლიერი ვინგბეკებისთვის, როგორებიც არიან ხუან ბერნატი და ალექს გრიმალდო.

მარჯვენა ფლანგზე დაბრუნდება ჟოაო კანსელო, რომელსაც კონკურენციას ახალწვეული, ალესანდრო ფლორენცი გაუწევს. დანიელ ვასსა და კრისტიანო პიჩინის დროებით სხვა გუნდის ძებნა მოუწევთ. მოკლედ, "ღამურებს" ჰყავთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი უკანახაზი, მაგრამ წინ, კარგი გაგებით, უარესია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

ნახევარმცველები

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შუახაზელები და ვინგერები ქმნიან ერთიან მექანიზმს და პერიოდულად ენაცვლებიან კიდეც ერთმანეთს. შედარებით დაცვითი ფუნქციებითა და ბურთის მონადირების ვალდებულებით დატვირთულები იქნებიან დანი პარეხო, ჟეფრეი კონდოგბია, ფრანსის კოკლენი და ევერ ბანეგა. ანდრე გომეშს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ახლა კი შემტევი ნახევარმცველები - დავიდ სილვას, ისკო ალარკონისა და ხუან მატას ერთად ხილვა, დიდი სიამოვნება იქნება. რომელი მათგანი აღმოჩნდება ფლანგზე და რომელი ცენტრში, მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტოს. ვარსკვლავურ ესპანელებს ჩაენაცვლება ნაკლებად სახელგანთქმული, ადგილობრივი როსტერი: კარლოს სოლერი, გონსალო გუედეში და პატარა ვუნდერკინდი, ფერან ტორესი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

"ლოს ჩეს" ნახევარდაცვაში ადგილი ვერ მოიძებნა როდრიგო დე პაულისთვის, ანდრეას პერეირასთვის, დენის ჩერიშევისთვისა და სამწუხაროდ, ხოაკინ სანჩესისთვის. ესპანელი ვეტერანის გამოჩენა მოედანზე ყოველთვის დღესასწაულია, მაგრამ "მურსელაგოსი" მის პოზიციაზე ისედაც ზედმეტად გადატვირთულია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

თავდამსხმელები

"მესტალიას" ამჟამინდელი მთავარი გოლეადორი, როდრიგო მორენო - უკონკურენტოა. იმის გათვალისწინებით, რომ ვინგერები გავიყვანეთ ნახევარმცველებში, საჭიროა მხოლოდ ესპანელის დუბლიორის პოვნა. შესაძლო კანდიდატები: მაქსი გომესი, კევინ გამეირო, მიში ბატშუაი, პაკო ალკასერი, სიმონე ძაძა, ედუარდო ვარგასი და ა.შ.

არ ვივიწყებთ ძველ გვარდიასაც - არიც ადურისი, ალვარო ნეგრედო და რობერტო სოლდადო. ფორვარდების აღნიშნული ჩამონათვალიდან, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი ალკასერმა დატოვა. ესპანელი კარგი იყო როგორც "ვალენსიაში", ისე დორტმუნდის "ბორუსიაში" გატარებულ პირველ სეზონშიც. მოკლედ, პაკომ შანსი დაიმსახურა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

მწვრთნელი

"ღამურების" სახელოვანი ეპოქა უკავშირდება კლაუდიო რანიერის, ექტორ რაულ კუპერსა და რაფაელ ბენიტესს, თუმცა აღნიშნული სამეული თანამედროვე ფეხბურთისთვის მოძველდა. ახალი თაობა: რონალდ კუმანი, ერნესტო ვალვერდე, უნაი ემერი. უარყოფითად ვერც მარსელინო თორალისა და ალბერტ სელადესის მუშაობას ვაფასებთ.

"ლოს ჩესის" თანამედროვე სპეციალისტებს პრაქტიკულად არაფერი მოუგიათ, ზოგიერთი მათგანი გამოუცდელია, რამდენიმემ კი ტოპ-კლუბში სახელიც გაიფუჭა. "მურსელაგოსის" ერთადერთი დამრიგებელი, რომელიც ჯერ კიდევ ცხელია, რონალდ კუმანი არის. "მესტალიაზე" ნიდერლანდელი ბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გასული ვალენსიას ახალი ვერსია - სილვა, ალბა, ისკო და ა.შ.

ამ ფორმაციის ვალენსია ღირსეული კონკურენტი იქნებოდა რეალისა და ბარსასთვის?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იტალიაში კორონავირუსით პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი დაავადდა

იტალიაში პროფესიონალი ფეხბურთელის კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს, 20:33

საინტერესო ისტორია - ვან ბასტენმა იბრაჰიმოვიჩთან პირველი შეხვედრა გაიხსენა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, მარკო ვან ბასტენმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა.

დღეს, 20:26

კონტაქტი შედგა - ფირმინოს სერიოზული მსურველი ჰყავს

არ არის გამორიცხული, "ლივერპულის" ფორვარდი, რობერტო ფირმინო კლუბიდან წავიდეს.

დღეს, 20:21

ვან ბასტენი: "მილანში დავიბადე, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი"

"მილანის" ექს-თავდამსხმელმა, მარკო ვან ბასტენმა იტალიურ გრანდში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

დღეს, 20:17

ბექჰემი მანჩესტერ იუნაიტედში სოლსკიაერის მუშაობას აფასებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 20:12

მანჩესტერ იუნაიტედის მორიგი პოტენციური ახალწვეული

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულისთვის გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს.

დღეს, 20:08

ლამპარდმა ზაფხულისთვის პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა სასურველი ფეხბურთელი უკვე შეარჩია.

დღეს, 19:39

აგენტმა დაადასტურა - ბენზემას მომავალი გარკვეულია

"რეალის" თავდამსხმელ კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:35

ელ კლასიკოს წინ, სეტიენი რეალისა და სიტის მატჩს დაესწრო

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი "რეალსა" და "სიტის" (1:2) შორის გამართულ მატჩს დაესწრო.

დღეს, 19:30

კორონავირუსზე ხუმრობის გამო, დელე ალის ბრალი წაუყენეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი, დელე ალი სერიოზულ სკანდალშია გახვეული.

დღეს, 19:25

გრანდი, რომელმაც ვერტონგენს კონტრაქტი უკვე შესთავაზა

დიდი ალბათობით, ზაფხულში მცველი, იან ვერტონგენი "ტოტენჰემს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 19:20

მორიგი სამიზნე - მილანი საინტერესო ტრანსფერს გეგმავს

"მილანის" ხელმძღვანელობა გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრს უკვე იწყებს.

დღეს, 19:17

მანჩესტერმა გრილიშის თაობაზე მზაკვრული გეგმა შეიმუშავა

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ასტონ ვილას" ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის უახლოეს პერიოდში ყიდვა უნდა.

დღეს, 19:13

ნოემბრის ტესტები: საქართველოს ნაკრები ფიჯის უმასპინძლებს?

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ნოემბრის ტესტებზე ფიჯის ნაკრები საქართველოში ვიხილოთ.

დღეს, 18:25

საქართველო - რუსეთის მატჩის დაწყების დრო, თავის დაზღვევის მიზნით შეიცვალა

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მესხის სტადიონზე ერკინებიან.

დღეს, 18:02

ხაბიბი: "ფერგიუსონის დონის მეტოქე ჯერ არ მყოლია"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:43

დე ბრუინი: "ჩელსიში მიღებული მწარე გამოცდილება რომ არა, ასეთი ახლა არ ვიქნებოდი"

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა ლონდონის "ჩელსიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 16:35

იბრაჰიმოვიჩის ულტიმატუმი მილანს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მილანი" და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას განიხილავენ.

დღეს, 16:18

ნეიმარსა და პსჟ-ს შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა

L’Équipe-ს თუ დავუჯერებთ, ნეიმარსა და "პარი სენ-ჟერმენს" შორის მორიგმა სერიოზულმა განხეთქილებამ დაისადგურა.

დღეს, 16:07

დადასტურდა: ბაიერნმა ლევანდოვსკი დაკარგა

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკის ტრავმა სერიოზული გამოდგა.

დღეს, 15:56

"ზიზუმ დამიძახა თავის მანქანაში, მე მას ვკითხე: ფეხსაცმელი გავიხადო?", - მბაპე

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 15:47

ბენზემას მომავალი გაირკვა - აგენტის განცხადება

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 15:11

"რონალდუ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა", - იუვეს დირექტორი

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:03

"ჯერარდი და სუარესი ლივერპულში გადმოსვლაზე ჩემს დაყოლიებას ცდილობდნენ", - კროოსი

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა თავის წარსულთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 14:52

"გვარდიოლა უკვე 4 წელია, რაც სიურპრიზებს გვთავაზობს", - დე ბრუინი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:40

რამოსი: "გულითა და გონებით უკვე ელ კლასიკოში ვარ"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:18

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

სულ რაღაც ერთი თვის წინ, მადრიდის "რეალში" იდილია სუფევდა. სანამ "ბარსელონაში" ცვლიდნენ მთავარ მწვრთნელებსა და ლაზარეთისთვის აგროვებდნენ შემტევებს,

დღეს, 13:52

XBET.GE - თუ მოგება გინდა [ევროპა ლიგის საუკეთესო ფსონები]

სპორტული პროგნოზების ვებ-გვერდი XBET.GE რეორგანიზაციის შემდეგ ისევ აგრძელებს მომხმარებლისთვის მომგებიანი ფსონების მიწოდებას.

დღეს, 12:06

ლარსონი: "მანჩესტერის მაღალი ხელფასი არ მაინტერესებდა"

გლაზგოს "სელტიკის" ცოცხალმა ლეგენდამ, ჰენრიკ ლარსონმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა "მანჩესტერ იუნაიტედი" 1999 წელს მის მოთაფლვას:

დღეს, 11:31

სიტის საპასუხო მატჩში მენდი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირებისთვის "მანჩესტერ სიტიში" დანაკლისი უკვე შეინიშნება.

დღეს, 11:22

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10