მესის ბართომეუს წასვლა სურს და ტერ შტეგენთან ჩხუბობს - რა უბედურება ხდება ბარსელონაში?


მესის ბართომეუს წასვლა სურს და ტერ შტეგენთან ჩხუბობს - რა უბედურება ხდება ბარსელონაში?

„ბარსელონაში" გახსნილი ომია გაჩაღებული. ბოლო რამდენიმე დღეა „ბლაუგრანას" რიგებიდან გულშემატკივრებისთვის ნაკლებად იმედისმომცემი სიახლეები მოდის.

განსაკუთრებული ყურადღება მესის ეთმობა, რომელსაც, როგორც ჩანს, მოთმნების ფიალა აევსო.

აბიდალის სიტყვა

რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, ესპანურ პრესას გაუმხილა, თუ როგორ გადაწყდა, რომ გუნდი ერნესტო ვალვერდეს უნდა დაეტოვებინა.

„ჩვენი განყოფილება ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს, რადგან წინასწარ ვერ გაიგებ, რა მოხდება. მწვრთნელის ძიებას ჩემ პირველივე ზაფხულს ვაწარმოებდით. ვაგროვებდით ინფორმაციებს, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტმა ვალვერდეს დატოვება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, მაგრამ მაშინვე ვხვდებოდით, რომ პრობლემა შედეგებში კი არა, გუნდის შიდა სამზარეულოში არსებულ ვითარებაში იყო.

მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის, მაგრამ მწვრთნელის შეცვლის ოპერაცია „რეალთან“ მატჩის შემდეგ დავიწყეთ (კლასიკო 18 დეკემბერს ფრედ დასრულდა - ავტ.)

ვალვერდე გუნდს სუპერთასის მოგების შემთხვევაშიც კი დატოვებდა. ჩვენ მატჩებს ვუყურებდით და არა შედეგებს. ასევე ვაკვირდებოდით ტაქტიკასა და ფეხბურთელების მუშაობასაც, ასეთი დეტალები მე მებარა.

ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო და ბოლომდე არ იხარჯებოდა. გუნდში კომუნიკაციის პრობლემა იყო. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ არის რაღაცები, რასაც მე, ყოფილი ფეხბურთელი, ვგრძნობ. ამის შესახებ კლუბს ვუთხარი და გადაწყვეტილებაც მივიღეთ.“

მესის პასუხი

„თუ მსგავს რაღაცას ამბობთ, მაშინ ფეხბურთელების სახელებიც უნდა ჩამოთვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას თავზე ჩრდილს ქმნით.

სიმართლე გითხრათ, მსგავსი რაღაცების საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს. ფეხბურთელები არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც მოედანზე ხდება.

ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამას აღიარებს. ის ხალხი, ვინც სპორტულ გადაწყვეტილებებზე აგებს პასუხს, პასუხისმგებლობასაც უნდა იღებდეს საკუთარ თავზე.“ - დაწერა მესიმ „ინსტაგრამის“ სთორისში.

ამით ლეომ მიანიშნა, რომ ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს შორის იდეალური ურთიერთობა არ არის. სწორედ ამ „სთორის" შემდეგ დაიწყო ომი კატალონიურ გუნდში.

ბართომეუს შეხვედრა აბიდალსა და მესისთან

„ბარსელონას" პრეზიდენტი სულელი ნამდვილად არ არის. მან იგრძნო, რომ დამწვრობის სუნი დგას და უკვე მეორე დღესვე გამართა შეხვედრა მესისა და აბიდალთან. თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ბართომეუს კონფლიქტის მოგვარება სერიოზული გადაწყვეტილების მიღების გარეშე სურდა. საუბარმა დაახლოებით ორ საათს გასტანა. ოპონენტების არგუმენტების მოსმენის შემდეგ, ბართომეუმ გადაწყვიტა, რომ ფრანგი არ გაათავისუფლოს. ანუ, თავისი გუნდის მთავარი ვარსკვლავის საწინააღმდეგოდ წავიდა.

რა სურს მესის?

რა თქმა უნდა, არ დააყოვნა მესის პასუხმაც

როგორც პრესა წერს, არგენტინელს სურს, რომ თანამდებობა ბართომეუმ დატოვოს. სამწვრთნელო სკამზე ლეოს თავისი ექს-თანაგუნდელის, ხავი ერნანდესის ხილვა სურს, რომელიც ამჟამად ანალოგიურ თანამდებობას „ალ-სადში" იკავებს. ხავისთან „ბარსელონას" მოლაპარაკებები ახლახან ჰქონდა, მაგრამ ლეგენდარულმა ესპანელმა გუნდის ჩაბარებაზე თანხმობა მხოლოდ მომდევნო ზაფხულიდან თქვა. ამან სხვათაშორის ხელმძღვანელობის მიმართ ფეხბურთელთა უკმაყოფილება გამოიწვია - შეიძლებოდა ზაფხულამდე ხავის დალოდება, იქამდე კი გუნდს სათავეში ვალვერდე ედგებოდა - მოვლენათა ასეთი განვითარება მოეწონებოდათ გულშემატკივრებსაც.

მორიგი კონფლიქტი, მაგრამ ამჯერად ვარჯიშზე

კლუბის ფეხბურთელებს შორის არსებული ურთიერთობა იდეალურისგან ძალიან შორსაა. თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, „ბარსელონას" მიერ „ვალენსიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, კატალონიელთა რიგებში კონფლიქტი წარმოიქმნა, რომლის მთავარი მონაწილეებიც ლეო მესი და მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახდნენ. თანაგუნდელებმა საკამათო ბურთი ვერ გაიყვეს, რის შემდეგაც კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნა.

მესი შეიძლება „მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს?

„ბარსელონაში" არსებული კონფლიქტის ფონზე დროს ფუჭად არ კარგავს „მანჩესტერ სიტი". ESPN-ს ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონს ლეო მესის დამატება ოცნებად აქვს ქცეული და ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს, თუ ლეო ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წავა.

მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან" 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული, მაგრამ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც მას უფლებას აძლევს თავისუფალი აგენტი უკვე ამავე ზაფხულს გახდეს.

მესის „ბარსელონადან" წასვლის შესახებ გუნდის ლეგენდებმაც ისაუბრეს:

ფრანსისკო ხოსე კარასკო: „მესი თავს არაკომფორტულად გრძნობს. იმ წლების მანძილზე, რასაც მის თამაშს ვუყურებ, პირველად ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ის ცალი ფეხით კლუბის გარეთ იმყოფება. ასეთი რაღაცის თქმა აქამდე არასდროს მომწევია."

ხოსეპ გვარდიოლა: „რეალის სირთულეები რონალდუს წასვლის შემდეგ? ეს გარდაუვალია, რადგან ასეთი ფეხბურთელები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანები არიან. როცა მესი „ბარსელონადან" წავა, ადაპტაციისთვის დრო მათაც დასჭირდებათ. ეს ბიჭები სეზონში 40-50 გოლს იტანენ, ასე რომ სირთულეები გარდაუვალია."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იტალიაში კორონავირუსით პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი დაავადდა

იტალიაში პროფესიონალი ფეხბურთელის კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს, 20:33

საინტერესო ისტორია - ვან ბასტენმა იბრაჰიმოვიჩთან პირველი შეხვედრა გაიხსენა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, მარკო ვან ბასტენმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა.

დღეს, 20:26

კონტაქტი შედგა - ფირმინოს სერიოზული მსურველი ჰყავს

არ არის გამორიცხული, "ლივერპულის" ფორვარდი, რობერტო ფირმინო კლუბიდან წავიდეს.

დღეს, 20:21

ვან ბასტენი: "მილანში დავიბადე, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი"

"მილანის" ექს-თავდამსხმელმა, მარკო ვან ბასტენმა იტალიურ გრანდში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

დღეს, 20:17

ბექჰემი მანჩესტერ იუნაიტედში სოლსკიაერის მუშაობას აფასებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 20:12

მანჩესტერ იუნაიტედის მორიგი პოტენციური ახალწვეული

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულისთვის გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს.

დღეს, 20:08

ლამპარდმა ზაფხულისთვის პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა სასურველი ფეხბურთელი უკვე შეარჩია.

დღეს, 19:39

აგენტმა დაადასტურა - ბენზემას მომავალი გარკვეულია

"რეალის" თავდამსხმელ კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:35

ელ კლასიკოს წინ, სეტიენი რეალისა და სიტის მატჩს დაესწრო

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი "რეალსა" და "სიტის" (1:2) შორის გამართულ მატჩს დაესწრო.

დღეს, 19:30

კორონავირუსზე ხუმრობის გამო, დელე ალის ბრალი წაუყენეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი, დელე ალი სერიოზულ სკანდალშია გახვეული.

დღეს, 19:25

გრანდი, რომელმაც ვერტონგენს კონტრაქტი უკვე შესთავაზა

დიდი ალბათობით, ზაფხულში მცველი, იან ვერტონგენი "ტოტენჰემს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 19:20

მორიგი სამიზნე - მილანი საინტერესო ტრანსფერს გეგმავს

"მილანის" ხელმძღვანელობა გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრს უკვე იწყებს.

დღეს, 19:17

მანჩესტერმა გრილიშის თაობაზე მზაკვრული გეგმა შეიმუშავა

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ასტონ ვილას" ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის უახლოეს პერიოდში ყიდვა უნდა.

დღეს, 19:13

ნოემბრის ტესტები: საქართველოს ნაკრები ფიჯის უმასპინძლებს?

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ნოემბრის ტესტებზე ფიჯის ნაკრები საქართველოში ვიხილოთ.

დღეს, 18:25

საქართველო - რუსეთის მატჩის დაწყების დრო, თავის დაზღვევის მიზნით შეიცვალა

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მესხის სტადიონზე ერკინებიან.

დღეს, 18:02

ხაბიბი: "ფერგიუსონის დონის მეტოქე ჯერ არ მყოლია"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:43

დე ბრუინი: "ჩელსიში მიღებული მწარე გამოცდილება რომ არა, ასეთი ახლა არ ვიქნებოდი"

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა ლონდონის "ჩელსიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 16:35

იბრაჰიმოვიჩის ულტიმატუმი მილანს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მილანი" და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას განიხილავენ.

დღეს, 16:18

ნეიმარსა და პსჟ-ს შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა

L’Équipe-ს თუ დავუჯერებთ, ნეიმარსა და "პარი სენ-ჟერმენს" შორის მორიგმა სერიოზულმა განხეთქილებამ დაისადგურა.

დღეს, 16:07

დადასტურდა: ბაიერნმა ლევანდოვსკი დაკარგა

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკის ტრავმა სერიოზული გამოდგა.

დღეს, 15:56

"ზიზუმ დამიძახა თავის მანქანაში, მე მას ვკითხე: ფეხსაცმელი გავიხადო?", - მბაპე

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 15:47

ბენზემას მომავალი გაირკვა - აგენტის განცხადება

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 15:11

"რონალდუ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა", - იუვეს დირექტორი

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:03

"ჯერარდი და სუარესი ლივერპულში გადმოსვლაზე ჩემს დაყოლიებას ცდილობდნენ", - კროოსი

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა თავის წარსულთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 14:52

"გვარდიოლა უკვე 4 წელია, რაც სიურპრიზებს გვთავაზობს", - დე ბრუინი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:40

რამოსი: "გულითა და გონებით უკვე ელ კლასიკოში ვარ"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:18

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

სულ რაღაც ერთი თვის წინ, მადრიდის "რეალში" იდილია სუფევდა. სანამ "ბარსელონაში" ცვლიდნენ მთავარ მწვრთნელებსა და ლაზარეთისთვის აგროვებდნენ შემტევებს,

დღეს, 13:52

XBET.GE - თუ მოგება გინდა [ევროპა ლიგის საუკეთესო ფსონები]

სპორტული პროგნოზების ვებ-გვერდი XBET.GE რეორგანიზაციის შემდეგ ისევ აგრძელებს მომხმარებლისთვის მომგებიანი ფსონების მიწოდებას.

დღეს, 12:06

ლარსონი: "მანჩესტერის მაღალი ხელფასი არ მაინტერესებდა"

გლაზგოს "სელტიკის" ცოცხალმა ლეგენდამ, ჰენრიკ ლარსონმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა "მანჩესტერ იუნაიტედი" 1999 წელს მის მოთაფლვას:

დღეს, 11:31

სიტის საპასუხო მატჩში მენდი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირებისთვის "მანჩესტერ სიტიში" დანაკლისი უკვე შეინიშნება.

დღეს, 11:22

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10