» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იბრა ინტერის ფანების წინააღმდეგ - გამოხტომა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა


იბრა ინტერის ფანების წინააღმდეგ - გამოხტომა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა

რვაწლიანი პაუზის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დერბი დელა მადონინაში ბრუნდება. შვედმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ "ინტერთან" შეხვედრისთვის მწყობრში ყოფილიყო. "მილანის" ფორვარდისთვის "ნერაძურისთან" მატჩის გამოტოვება, დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.

ინდივიდუალურმა ვარჯიშებმა და გამოკვლევებმა გამოიღო შედეგი - თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სკანდინავიელი მოედანზე იქნება. "იბრაკადაბრას" მადონინასთან დაკავშირებით აქვს ბევრი მოგონება, განსაკუთრებით, "როსონერის" მოთამაშის რანგში. ბევრმა არ იცის, მაგრამ 38-წლის სტრაიკერსა და "შავ-ლურჯების" ფანებს შორის მტრობა სუფევს.

იბრა ინტერის ფანების წინააღმდეგ - გამოხტომა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა

საქმე ისაა, რომ "ბარსელონაში" გადასვლის მომენტში, იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა - "ინტერის გულშემატკივრები ცხოვრების ბოლომდე უნდა იყვნენ ჩემი მადლიერები და ზოგადად, გუნდის წარმატების მთავარი მიზეზი სწორედ მე ვიყავი", - შვედი ფორვარდი. იმ დროს კატალონიაში მოთამაშე სტრაიკერს ოპერატიული პასუხიც გასცეს.

სკანდინავიელს შეეპასუხა ლომბარდიული კლუბის გულშემატკივართა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ფრანკო კარავიტე, რომელმაც მას უწოდა "დაქირავებული, ნული პატივისცემით". სხვა ყველაფერი დანარჩენი, უშუალოდ მოედანზე გაგრძელდა, "იბრაკადაბრამ" ჯავრი "გველების" მოთამაშეებზე იყარა.

იბრა ინტერის ფანების წინააღმდეგ - გამოხტომა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა

"ბლაუგრანადან" დაბრუნებულმა იმ დროს 29-წლის თავდამსხმელმა "შავ-წითლებს" სწორედ თავისი ერთადერთი გოლის წყალობით მოაგებინა. ამის გარდა, იბრამ ტაეკვონდოს ილეთით მარკო მატერაცი პირდაპირ საავადმყოფოში გაუშვა. შვედმა იტალიელთან უხეშობის მიზეზზე მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში ისაუბრა.

"ეშმაკების" ფორვარდმა განაცხადა, რომ მან "ინტერნაციონალეს" ცენტრალურ მცველს სამაგიერო გადაუხადა. როდესაც სკანდინავიელი თამაშობდა ტურინის "იუვენტუსში", აპენინელმა ერთ-ერთ მატჩში მას ბინძური ხერხით კოჭის მძიმე ტრავმა მიაყენა. "იბრაკადაბრა" "მატრიქსზე" რევანშს 4 წელი ელოდებოდა.

იბრა ინტერის ფანების წინააღმდეგ - გამოხტომა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა

აღნიშნული სეზონის მეორე წრეში მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა მეზობლები დაამარცხეს კიდევ ერთხელ, მაგრამ იმ დროს 29-წლის თავდამსხმელი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. "ნერაძურის" დამარცხებით, "მილანმა" პრაქტიკულად გაინაღდა თავის ისტორიაში ჯერჯერობით ბოლო სკუდეტო.

რამდენიმე თვის შემდეგ, მადონინა ამჯერად იტალიის სუპერთასის ფარგლებში შედგება. გამარჯვებული გამოვა კვლავ "როსონერი", იბრაჰიმოვიჩი კი ანგარიშს გაათანაბრებს. რაც შეეხება სერია ა-ს შემდეგ სეზონს, პირველ წრეში საინტერესო არაფერი მოხდა, იმარჯვეს "შავ-ლურჯებმა".

იბრა ინტერის ფანების წინააღმდეგ - გამოხტომა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა

მეორე წრეში კი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სანახაობრივი დერბი დაფიქსირდა. შვედი არ წამოეგება ჟულიო სეზარის პროვოკაციებს და მის კარს 11-მეტრიდან აიღებს. ტაბლოზე დაფიქსირდება 4:2, მაგრამ არა "შავ-წითლების" სასარგებლოდ, არამედ "გველების". გავა რამდენიმე თვე და "ეშმაკებს" ლიდერი დატოვებს.

სკანდინავიელი მოივლის ლიგა 1-ს, პრემიერ ლიგასა და MLS-ს, სიბერეში კი "სან-სიროზე" დაბრუნდება. "იბრაკადაბრა" არ შეცვლილია, "ინტერნაციონალეს" წინააღმდეგ ის კვლავ ორმაგი მოტივაციით ითამაშებს. 38-წლის ფორვარდს არ უნდა დაავიწყდეს ფაქტი, მეზობლები განვითარდნენ, "მილანზე" იგივეს სამწუხაროდ ვერ ვიტყვით.

იბრა ინტერის ფანების წინააღმდეგ - გამოხტომა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა

სად იყო იბრა უფრო ძლიერი, ინტერში თუ მილანში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როდის გაირკვევა კოუტინიოს მომავალი?

ფილიპე კოუტინიო საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მიიღებს.

დღეს, 21:45

მიზეზი, რის გამოც ნეიმარი პსჟ-ში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს

ნეიმარი მომდევნო სეზონშიც „პსჟ-ს" ფეხბურთელი იქნება.

დღეს, 21:41

ერთი გუნდი პრემიერ ლიგიდან უკვე ოფიციალურად გავარდა

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „ნორვიჩი" საკუთარ კედლებში „ვესტ ჰემთან" 0:4 განადგურდა.

დღეს, 21:35

დამსახურებული ტიტული - ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!

პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში ვარშავის "ლეგია" საკუთარ მოედანზე "კრაკოვიას" დაუპირისპირდა.

დღეს, 21:24

რთული ამოცანის წინაშე - რა სჭირდება ლივერპულს ყველა დროის რეკორდის დასამყარებლად?

როგორც იცით, პრემიერ ლიგაში დაგროვებული ქულების რეკორდი ამჟამად „მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის (100 ქულა).

დღეს, 20:12

პირველი საშინაო ფეხის დაცდენა - უკანასკნელად ვინ და როდის წამოიღო ქულა ენფილდიდან?

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში, „ლივერპულმა" შინ „ბარნლის" ვერ მოუგო.

დღეს, 20:06

ლივერპულმა შინ ბარნლი ვერ გატეხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში, ინგლისის ახალმა ჩემპიონმა, „ლივერპულმა", საკუთარ კედლებში „ბარნლის" უმასპინძლა.

დღეს, 20:00

ბარსელონა ყიდულობს ფეხბურთელს, რომელსაც ჯერ სან-პაულოს პირველ გუნდში დებიუტიც არ ჰქონია

„ბარსელონამ" „სან-პაულოსთან" თავდამსხმელის, გუსტავო მაიას ტრანსფერი შეათანხმა, იტყობინება Mundo Deportivo.

დღეს, 19:52

ფოტო: ჩელსი ზიეჩს მიესალმა

ლონდონის „ჩელსი" „ტვიტერში" თავდამსხმელ ჰაკიმ ზიეჩს მიესალმა.

დღეს, 19:44

"იქნებ, ბექჰემმა დამირეკოს", - რაკიტიჩი MLS-ში შესაძლო გადასვლაზე

„ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ამერიკულ MLS-ში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 19:41

მანჩესტერ სიტი კულიბალის გამო ორ ფეხბურთელს დათმობს

„მანჩესტერ სიტი" „ნაპოლის" მცველზე, კალიდუ კულიბალიზე ფიქრს ვერ ეშვება.

დღეს, 19:39

ქართველი სპორტსმენები, რომლებსაც მოსკოვის ცსკა-ში უთამაშიათ - მათ შორის 2 ფეხბურთელია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკა"-ში გადავიდა.

დღეს, 18:07

"დიახ, მე გეი ვარ", - პრემიერ ლიგის ვარსკვლავმა ქამინგ-აუტის გაკეთების სურვილი გამოთქვა

ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ-ფეხბურთელმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა.

დღეს, 17:18

ინტერმა ლაუტაროს ფასი დააკლო

„ინტერის" ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე საუბრები არ წყდება.

დღეს, 17:14

ზიდანი: "ის, რასაც კურტუა ყველა მატჩში აკეთებს, ფენომენალურია"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ალავესთან" მოგების (2:0) შემდეგ, ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 17:10

იუვენტუსისთვის დიბალას კონტრაქტი პრიორიტეტულია - ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

„იუვენტუსს" პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

დღეს, 16:46

მანჩესტერმა სანჩოს იაფიან ალტერნატივას ბარსელონაში მიაგნო

„მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს.

დღეს, 16:42

სიტის ექს-მცველი: "რონალდუს და მესის შემდეგ ერთი ფეხბურთელი მოდის"

„მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, ჯოლეონ ლესკოტმა, რაჰიმ სტერლინგის თამაში ძალიან მაღალ დონეზე დააყენა.

დღეს, 16:39

სარი: "გვარდიოლა მართალი იყო, ატალანტასთან მატჩები სტომატოლოგთან წასვლას ჰგავს"

„იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ატალანტასთან" მოახლოვებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 16:34

"ლევი - წადი", - ტოტენჰემის გულშემატკივრები თვითმფრინავს ამზადებენ

„ტოტენჰემ ჰოტსპურის" გულშემატკივრები გუნდის პრეზიდენტის, დანიელ ლევის გადაწყვეტილებების გაპროტესტებას აპირებენ.

დღეს, 16:21

იყო თუ არა პენალტი მენდიზე? ყოფილი მსაჯის შეფასება

ყოფილმა მსაჯმა, ანდუხარ ოლივერმა, „რეალი" - „ალავესის" შეხვედრაში დანიშნულ პენალტს ეხმაურება.

დღეს, 16:17

დე ბრუინი სიტიში ყველაფრის მიუხედავად დარჩება, თუმცა ამას არასაფეხბურთო მიზეზი აქვს

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, გუნდში დარჩენას აპირებს.

დღეს, 16:14

იბრაჰიმოვიჩი: "არც კი ვიცი, ვინ არის რანგნიკი"

„მილანის" თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, გუნდის პოტენციურ მომავალ მწვრთნელზე, რალფ რანგნიკზე ჰკითხეს.

დღეს, 16:11

ფოტო: ალიანც არენა დღეს ლგბტ-მოძრაობის ფერებში განათდება

შაბათს, „ალიანც არენა" ლგბტ-მოძრაობის მხარდასაჭერ ფერებში განათდება.

დღეს, 16:08

დღევანდელ მატჩში ყაზაიშვილმა და კაშიამ მაისურზე შაქარაშვილის სახელი დაიწერეს [ფოტო]

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამერიკაში ფეხბურთი განახლდა, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

დღეს, 15:47

"სეტიენის იმედზე ვერ ვიქნებით, გპირდებით, ხავის მოვიყვან", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა კიკე სეტიენთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:46

"პრემიერ ლიგის მეორე ადგილი ინგლისის თასის მოგებაზე მნიშვნელოვანია", - პეპი

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერ ლიგა და ინგლისის თასები შეადარა:

დღეს, 14:38

"მანჩესტერს ჩელსისთან უპირატესობა აქვს", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა "წითელი ეშმაკების" ოთხეულში მოხვედრის შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:27

"ქომაგების მხარდაჭერის გარეშე, ნაპოლის დამარცხება გაგვიჭირდება", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:13
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10