ავტორიზაცია

სიმეონე: "ობლაკი არის მესი მეკარეებს შორის"

სიმეონე: "ობლაკი არის მესი მეკარეებს შორის"
თარიღი 12 Mar 2020, 11:51
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ შეაქო თავისი შეგირდი, იან ობლაკი, რომელმაც "ლივერპულთან" 9 სეივი განახორციელა:

"ობლაკი არის მესი მეკარეებს შორის. ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა და ეს ფაქტი ლივერპულთან შეხვედრაშიც დამტკიცდა.

მინდა გამოვარჩიო ატლეტიკოს თითოეული ფეხბურთელი უკლებლივ, თუმცა განსაკუთრებით, სწორედ სლოვენიელი.

ის არის ფეხბურთელი, რომელიც 1/4 ფინალში გასვლის შანსს მთელი შეხვედრის განმავლობაში გვინარჩუნებდა", - განაცხადა არგენტინელმა.