» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?


გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

"მანჩესტერ სიტი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. "ქალაქელები" არიან პირველი ტოპ-კლუბი, რომელიც ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო, ევროსარბიელს მოკვეთეს. "ლურჯებისთვის" ბუღალტერიასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის ახალი (2012-2016), მაგრამ აქამდე, ამას დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა.

ჩატარდა გამოძიება, "ეტიჰადის" მკვიდრების დარღვევები გამოაშკარავდა და კლუბისთვის მკაცრი სასჯელი დაწესდა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს აპელაცია ვერ უშველის, დიახ, უახლოესი ორი წელი "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილავთ. მანჩესტერელებთან დაკავშირებული ინფო სელებრითების სკანდალებისა და სენსაციების მოყვარულმა ტაბლოიდებმაც კი აიტაცეს.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

შეგვიძლია ვივარაუდოთ, კატალონიელი ტაქტიკოსის ეპოქა "ქალაქელებში" დასრულებულია. პეპისთვის ევროსარბიელის გარეშე ყოფნა არის დაახლოებით იგივე, რაც ტურინის "იუვენტუსისთვის" სერია ბ-ში ვიზიტი. ამასთან ერთად, "ლურჯების" სპეციალისტმა კონკრეტულად პრემიერ ლიგის ჩარჩოებში უკვე ყველას ყველაფერი დაუმტკიცა.

ფეხბურთის გულშემატკივრები ერთხმად აღიარებენ, "ეტიჰადის" მკვიდრები ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის არიან მომწიფებულები და ინგლისის ჩემპიონატში "ლივერპულთან" კოლოსალური ჩამორჩენა, აღარავის აღელვებს. პრესაში იმასაც წერდნენ, რომ წელს გამოვარდნის შემთხვევაში, ესპანელს გაუშვებდნენ.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

ამის შესახებ საუბრობდა თავად 49-წლის მწვრთნელი, მადრიდის "რეალთან" მოახლოებული შეხვედრის წინ. როგორც ვხედავთ, ყველაფერი თავდაყირა დადგა, პირენეელი აწი თავად ეცდება ამჟამინდელი კლუბიდან თავის დაღწევას. გვარდიოლას "სიტის" ეპოქის შესაძლო ლამაზი ფინალი: ნანატრი ტიტულის მოგება წელს და მანჩესტერიდან თავაწეული წასვლა.

პეპის სახელი რამდენიმე გრანდს უკვე დაუკავშირეს. არსებობს ორი რეალური ვარიანტი - "ბარსელონაში" დაბრუნება და "იუვენტუსში" წასვლა. კატალონიურ გუნდს, ტურინელების მსგავსად, გააჩნია ყველაფერი, მაღალი დონის ტიტულოვანი სპეციალისტის გარდა. ხოსეპს ხომ სწორედ ასეთი ვარიანტები ხიბლავს.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

რაც შეეხება "ბლაუგრანას", ბევრის აზრით, "ქალაქელების" ტაქტიკოსის სახლში დაბრუნება, მხოლოდ დროის საკითხია. ესპანელმა სამწვრთნელო კარიერის საწყისი და საუკეთესო პერიოდი სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გაატარა. არ ღირს იმის შეხსენება, თუ რას წარმოადგენდა "კამპ ნოუ" 49-წლის სპეციალისტის მუშაობის პერიოდში.

"ბებერი ქალბატონი" კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება პრიორიტეტული ვარიანტი, თუ პირენეელს არ მოუნდება შინაურ გარემოში დაბრუნება. ამჟამინდელი მდგომარეობის, შესაძლებლობების, ამბიეციებისა და პირობების გათვალისწინებით, "ბიანკონერი" გვარდიოლასთვის იდეალური გარემოა.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

რაც არ უნდა იყოს, პეპის "ლურჯებიდან" წასვლა ჯერ არც დაანონსებულა, აქედან გამომდინარე, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. ამის ნაცვლად უმჯობესი იქნება იმის გამოკვლევა, თუ რამ განაპირობა "ეტიჰადელთა" ადმინისტრაციული კრახი. ბანის გარდა, ხალდონ ალ მუბარაკის კლუბს 24.9 მილიონიანი ჯარიმაც დაადეს.

"მან სიტის" ადანაშაულებენ უეფას წესების დარღვევაში, რაც გულისხმობს კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეირ-პლეის წესებისგან აცდენას. უეფა მანჩესტერელების საქმეს ჯერ კიდევ 2014-ში სწავლობდა და აღსანიშნავია ის, რომ კლუბმა ორგანიზაციას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

კერძოდ, საუბარია სასპონსორო ხელშეკრულებებსა და შემოსავლებზე. "ქალაქელებში" შემოსული თანხის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ რიცხვს, რომელიც დოკუმენტში იყო აღბეჭდილი. "ლურჯები" 6 წლის წინ დაისაჯნენ 49-მილიონიანი ჯარიმით, ახლა, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა.

უეფა ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილიდან თხოვდა "ეტიჰადის" მკვიდრებს ფინანსური დეკლარაციის წარდგენას, თუმცა პასუხი არ იყო. საქმე ისაა, რომ ფინანსურ მანიპულაციებთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოიკვლია სქემა, თუ როგორ არიდებდა მუბარაკის კლუბი ფინანსურ ფეირ-პლეის თავს.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

2019 წლის მაისში, ორგანიზაციამ "მან სიტის" საქმე საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცა. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, მანჩესტერულ კლუბს ბრალად ედება მხოლოდ ერთი რამ: სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული ზუსტი შემოსავლის დაფიქსირების არ არსებობა. უფრო კონკრეტულად: განსაზღვრული არ არის, თუ რა თანხის დახარჯვა შეუძლიათ "ქალაქელებს" სატრანსფერო ბაზარზე.

აქედან გამომდინარე, უეფა ვერ უწესებს "ლურჯებს" რეგულაციას, რის გამოც კლუბი არაბთა გაერთიანებული საამიროების ფულს უდარდელად ხარჯავს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ითხოვდა 6 წლის მანძილზე, მაგრამ "ეტიჰადელები" თავის არიდებას აგრძელებდნენ.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

არსებობს მოსაზრება, რომ მუბარაკის კლუბის შემდეგ, უეფა არც "პარი სენ-ჟერმენს" დაინდობს. დიახ, მანჩესტერული გუნდი და "პსჟ", ერთი სახეობის კერძია, თუმცა პარიზელებს ყველაფერი ჯერჯეობით წესრიგში აქვთ. "ლურჯ-წითლებს" არ ებრძვიან ორგანიზაციები და არც საბუთების წარდგენას თხოვენ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთის კომერციალიზაციის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ რეგულაცია ნასერ ალ-ხელაიფის ქმნილებასაც შეეხოს.

გვარდიოლას სიტი: დასასრული - რამ განაპირობა ქალაქელთა ფინანსური ჯოჯოხეთი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შანსები მცირეა - რა უნდა მოხდეს, რომ ლა ლიგაში ბარსელონა გაჩემპიონდეს?

ლა ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, „ბარსელონას" საჩემპიონო შანსები პრაქტიკულად მიზერულია.

დღეს, 12:58

მესის გარემოცვამ მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა - Goal.com

არგენტინელს კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ხელმძღვანელობასთან ერთად.

დღეს, 12:44

VIDEO: გავიხსენოთ ქინქლაძის შედევრები - ქართველი ლეგენდა 47 წლის გახდა

დღეს, საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ლეგენდის, გიორგი ქინქლაძის დაბადებისდღეა.

დღეს, 12:06

რეალმა 1987/88-წლების შემდეგ საუკეთესო სეზონი დააფიქსირა

მადრიდის „რეალმა" ლა ლიგის 34-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკი" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 11:05

ფოტო: ანსუ ფატი ბარსელონას ისტორიული გოლის ავტორი გახდა

ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონამ" სტუმრად „ვილიარეალი" დამაჯერებლად დაამარცხა და „რეალის" დევნას აგრძელებს.

დღეს, 11:00

"მესის წასვლა?", - ბარსელონას პრეზიდენტმა არგენტინელის მომავალზე ისაუბრა

„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, გუნდიდან ლეო მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:28

სეტიენი: "ბართომეუმ თუ თქვა, მე რა გავაკეთო? VAR-ის უფრო და უფრო ნაკლებად მესმის"

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, გუნდის პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს სიტყვებზე ისაუბრა.

დღეს, 10:25

ლუის სუარესი ბარსელონას ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში „ბარსელონამ" „ვილიარეალი" სტუმრად, 4:1 დაამარცხა.

დღეს, 10:22

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორნავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:29

ეროვნული ლიგა - მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 04:59

"რატომ არ თამაშობდა ასე კარგად ბარსელონა აქამდე?" - სეტიენის პასუხი

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.

დღეს, 04:58

ბარსელონას პრეზიდენტმა ლეო მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ლეო მესი გუნდს დატოვებს.

დღეს, 04:54

გვარდიოლა: "როცა 20-ჯერ ურტყამ და კარში 10 კაცი დგას, გოლის გატანა რთულია"

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონთან" სტუმრად დამარცხდა.

დღეს, 04:50

ბართომეუ: "ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ეს უცვლელია - VAR-ი სულ რეალისკენაა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ-მარია ბართომეუ მადრიდის "რეალის" დღევანდელ მოგებას ეხმაურება.

დღეს, 04:47

გვარდიოლას ანტი-რეკორდი - პირველად მანჩესტერულ კარიერაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:43

VIDEO: კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი რუსეთში, ასისტი და თამაშის MVP

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინი" "ორენბურგს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:34

სუარესის ბრწყინვალე შედეგი, რომელიც მესისაც არ აქვს დაფიქსირებული

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა გოლი გაიტანა.

დღეს, 03:30

ლეო მესიმ ლა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაიმარჯვა.

დღეს, 02:40

გატუზოს ნაპოლის მორიგი კარგი მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება რომასთან [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 02:07

ბარსელონამ ვილიარეალი გაანადგურა და რეალთან სხვაობა შეამცირა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის.

დღეს, 02:02

მანჩესტერ სიტი სტუმრად საუთჰემპტონთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 23:55

გრიზმანი დაბრუნდა - ვილიარეალი - ბარსელონა: სასტარტო შემადგენლობები

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც „ბარსელონა“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

გუშინ, 23:09

ზიდანი: "ძალიან დამღალა იმაზე საუბრებმა, რომ მსაჯების დახმარებით ვიგებთ"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ბილბაოსთან" გამარჯვება შეაფასა (1:0).

გუშინ, 23:05

მოულოდნელი ლიდერები - რა მდგომარეობაა ამჟამად პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ინგლისში ჩემპიონი უკვე გარკვეულია, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირი - ჯერ არა.

გუშინ, 22:53

ზიდანი: "რატომ არ იყო განაცხადში ხამესი? იმიტომ, რომ თავად არ მოინდომა"

„ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა განაცხადში ხამეს როდრიგესის არყოფნაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:42

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა - ხორვატი შესაძლოა სერია ა-ში ისევ ვიხილოთ

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა, ამიტომ სულ მალე შესაძლოა ახალ კლუბში ვიხილოთ.

გუშინ, 22:38

VIDEO: უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი რეალის კარში? [გამოკითხვა]

ბილბაოს „ატლეტიკის“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში, ერთი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

გუშინ, 22:30

"რამოსისა და რაულ გარსიას ეპიზოდი - პენალტია", - იტურალდე გონსალესი

ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, „ბილბაო" - „რეალის" შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები შეაფასა.

გუშინ, 22:26

"თუ ერთ დარღვევაზე ჩასტვინე, მეორეზეც უნდა ჩასტვინო", - ბილბაოს ფეხბურთელი - მსაჯს

ბილბაოს „ატლეტიკის" ნახევარმცველმა, დანი გარსიამ, „რეალთან" მატჩის შემდეგ, მსაჯი, ერნანდეს ერნანდესი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:23

100 გოლი+პასი 116 შეხვედრაში - სალაჰზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს

„ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, „ასტონ ვილასთან" მატჩში (2:0) საგოლე გადაცემა გაიფორმა.

გუშინ, 22:19
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10