» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად


ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე სატელევიზიო ეკრანებზე ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი შედის გადამწყვეტ ფაზაში და პლეი-ოფს გვჩუქნის. მაყურებელი ერთმანეთის პარალელურად იხილავს ორ ტოპ-მატჩს: მადრიდის "ატლეტიკო" - "ლივერპულსა" და დორტმუნდის "ბორუსია" - "პარი სენ-ჟერმენს, დავიწყოთ პირველით.

ატლეტიკო - ლივერპული

"ინდიელები" მიეკუთვნებიან იმ გუნდების კატეგორიას, რომელსაც შეუძლიათ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება, გამონაკლისი არც "წითლები" იქნებიან. ჩვენს წინაშე არის ორი უკიდურესობა: დაცვითი, პრაგმატული "როხიბლანკო" და სუპერ-შემტევი, დინამიური მერსისაიდი.

პლეი-ოფში გასვლამდე, "თეთრ-წითლებს" მოუწიათ ტურინის "იუვენტუსთან", ლევერკუზენის "ბაიერსა" და მოსკოვის "ლოკომოტივთან" ბრძოლა. დიეგო სიმეონეს გუნდი 1/8 ფინალში გავიდა მეორე ადგილით, "სინიორას" გამოკვეთილი ფავორიტობის გათვალისწინებით, ეს ცუდი შედეგი არ არის.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

"სკაუზერები" ეცდებიან ტიტულის დაცვას და უნდა ითქვას, აღნიშნული რამ საკმაოდ რეალურია. "ენფილდის" მკვიდრები ატარებენ ტრიუმფალურ სეზონს, ეს არა მხოლოდ პრემიერ ლიგაზე ითქმის. პლეი-ოფში მოხვედრამდე, იურგენ კლოპის გუნდმა გადალახა "ნაპოლის", "რედ ბულ ზალცბურგისა" და "გენკის" ბარიერი.

იმის გათვალისწინებით, რომ "ლივერპულს" ინგლისის ჩემპიონობა აქვს პრაქტიკულად ჯიბეში, ჩემპიონთა ლიგაზე მთელი ძალებით მიწოლა პრობლემა არ იქნება. "ვანდა მეტროპოლიტანოელების" შესაფერისად არ დაფასების გამო, თავის დროზე ბევრი გუნდი დაისაჯა. "წითლებმა" ეს ძალიან კარგად იციან.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

დანაკლისი

"ატლეტიკოს" ლაზარეთში იმყოფება სამი ფეხბურთელი - დიეგო კოშტა, ჟოაო ფელიქსი და კირან ტრიპიერი. საეჭვო იყო ალვარო მორატას თამაშიც, თუმცა მან გამოჯანმრთელება მოასწრო. როგორც ვხედავთ, მადრიდელთა ბანაკში სერიოზული საკადრო პრობლემებია, განსაკუთრებით, შეტევაში.

რაც შეეხება მერსისაიდულ გუნდს, ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის არის ნატანიელ კლაინი, თუმცა დღევანდელი "სკაუზერებისთვის" ის არც ისე დიდი დანაკლისია. კლოპს დაუბრუნდა სადიო მანე, რომელმაც ეპლ-ის გასულ ტურში გოლის გატანც მოასწრო.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო - ობლაკი, ხიმენესი, სავიჩი, არიასი, ლოდი, პარტეი, ვიტოლო, კოკე, საული, კორეა, მორატა

ლივერპული - ალისონი, ვან დეიკი, გომესი, არნოლდი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, მანე, სალაჰი, ფირმინო

ურთიერთშეხვედრები

"ენფილდის" მკვიდრები და "ინდიელები" საერთო ჯამში ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. 2008-2009 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირდა ორი ფრე (1:1; 1:1), ერთი წლის შემდეგ კი რაფაელ ბენიტესის შეგირდები "როხიბლანკოს" ევროპა ლიგის 1/2 ფინალში დაუპირისპირდნენ.

პირველი მატჩი დასრულდა "თეთრ-წითლების" საშინაო, მინიმალური გამარჯვებით, განმეორებით მატჩში კი თრილერის მაგვარი რამ გაიმართა. 1:0 ამჯერად მოიგო "ლივერპულმა", რომელმაც ექსტრა ტაიმში შეაგდო მეორე ბურთიც, თუმცა კარიერის პიკში მყოფმა დიეგო ფორლანმა "წითლებს" ზეიმი არ აცალა.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

დორტმუნდი - პსჟ

"შავ-ყვითლები" არიან ორ ცეცხლს შორის - ბუნდესლიგაში საჩემპიონო ბრძოლის რიტმის შენარჩუნება და ურთულესი მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაზე. ზამთრის ტრანსფერებით სხვებზე მეტად იხეირეს სწორედ "ფუტკრებმა", რომლებმაც ერლინგ ჰოლანდი და ემრე ჯანი დაიმატეს. ორივემ გაამართლა, ამის თქმა უკვე ახლა შეიძლება.

პლეი-ოფში მოხვედრამდე, "შვარცგელბენმა" დაძლია ე.წ. სიკვდილის ჯგუფი, რომელშიც იბრძოდნენ "ბარსელონა", მილანის "ინტერი" და პრაღის "სლავია". აღნიშნულ 4-ეულში დაძაბულობა შემოიტანეს ჩეხებმაც კი, რომლებმაც მართლაც რომ არაფერი დათმეს. მოკლედ, ვესტფალიელებმა რთული გზა გადალახეს.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

მარტივი გზა არც პარიზულ გუნდს გამოუვლია. "ლურჯ-წითლებს" ჰყავდა მადრიდის "რეალი", "გალათასარაი" და "ბრიუგე". ყველას გვახსოვს, თუ როგორ გადაუარეს ტომას ტუხელის შეგირდებმა პირველ ტურში "სამეფო კლუბს". ბევრს მიაჩნია, რომ "პარკ დე პრენსელები" ევროპული წარმატებისთვის როგორც იქნა მომწიფდნენ.

ვნახოთ, წარსულში არის თუ არა ის, რაც კატალონიური კლუბისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მოხდა. რურული გუნდისგან განსხვავებით, "პსჟ"-ს არ უწევს თავის ჩემპიონატზე ფიქრი, რადგან იქ საგანგაშო არაფერია. უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ "პარი სენ-ჟერმენს" ლიგა 1-ში კონკურენტი არ ჰყავს.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

დანაკლისი

"სიგნალ იდუნა პარკის" მკვიდრების მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, რადგან ლაზარეთში იმყოფებიან ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მარკო როისი, იულიან ბრანდტი და ტომას დილეინი. სამწუხაროა, რომ ლუსიენ ფავრის გუნდის კაპიტანი თავის კარიერაში მორიგ ტოპ-დაპირისპირებას ტოვებს.

ტრავმირებულების ნაკლებობას არც პარიზული გუნდი უჩივის. ლაზარეთშია დაბადების დღეების მოყვარული ნეიმარი, პრესნელ კიმპემბე, აბდუ დიალო და კოლინ დაგბა. ტუხელმა ძალიან კარგად იცის "დორტმუნდის" შესაძლებლობების შესახებ, ვნახოთ, რა შეიცვალა მისი წასვლის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი - ბურკი, ჰუმელსი, პისჩეკი, აკანჯი, ჰაკიმი, გერერო, ჯანი, ვიტსელი, აზარი, სანჩო, ჰოლანდი

პსჟ - ნავასი, მარკინიოსი, კერერი, მენიე, ბერნატი, გუეიე, ვერატი, დრაქსლერი, დი მარია, მბაპე, იკარდი

ურთიერთშეხვედრები

"ლურჯ-წითლები" და "ბორუსია" ერთმანეთს შეხვდნენ სულ რაღაც ორჯერ, ისიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ეს ყველაფერი ხდებოდა 2010-2011 წლის სეზონში, როდესაც კლოპის "შავ-ყვითლები" ჯერ კიდევ მწიფდებოდნენ. იგივე ითქმის "პარკ დე პრენსელებზეც", რომლებსაც იმ დროს ასტრონომიული ბიუჯეტი ჯერ არ გააჩნდათ.

ცნობისთვის, ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა (1:1; 0:0). ანტუან კომბუარეს შეგირდებისგან განსხვავებით, "ფუტკრებმა" ვერ მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა, თუმცა ნუგეში იპოვეს ბუნდესლიგაში, სადაც ტრიუმფალურად პირველი ადგილი დაიკავეს. რაც შეეხება "პსჟ"-ს, ევროსეზონი დასრულდა 1/16 ფინალში, ლისაბონის "ბენფიკასთან".

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - ორი ტოპ მატჩი ერთმანეთის პარალელურად

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვერონას პრეზიდენტი: "იტალია ომშია"

იტალიურ კლუბ "ვერონას" პრეზიდენტი მსოფლიოში და მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:26

დღეს, მიუნხენის ბაიერნი პირველ ვარჯიშს გამართავს

დღეს, ბუნდესლიგის ყველზე გამორჩეული კლუბი მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ვარჯიშს გამართავს.

დღეს, 05:21

ვილიანის ლონდონური კარიერა სრულდება - სად წავა ბრაზილიელი?

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ვილიანი ზაფხულში "ჩელსის" დატოვებს.

დღეს, 05:18

რანიერი: "ან ყველამ უნდა ითამაშოს, ან არავინ!"

"სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 04:02

ტიაგო სილვა იტალიაში ბრუნდება?

იტალიური გამოცემის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო სილვა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს.

დღეს, 03:59

მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი: "სანე ლივერპულში უნდა გადავიდეს"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი დანი მილსი ამ გუნდის შემტევს ლეროი სანეს "ლივერპულში" გადასვლას ურჩევს.

დღეს, 03:54

არანაირი ლივერპული! - ბერბატოვმა ვერნერს სხვა კლუბი ურჩია

ვეტერანმა ბულგარელმა ფეხბურთელმა დიმიტარ ბერბატოვმა "ლაიფციგის" ლიდერს ტიბო ვერნერს ახალი კლუბი ურჩია.

დღეს, 03:51

დე როსი ემოციებშია: "იტალია არგენტინასთან ახლოსაც ვერ მივა"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი არგენტინულ ემოციებს გვიზიარებს.

დღეს, 03:48

ახალი ინიციატივა იტალიაში - როდის დასრულდება სერია ა?

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:44

ბაიერნის პრეზიდენტი: "ამ პანდემიის შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე ბევრი რამ შეიცვლება"

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი ამბობს, რომ კორონავირუსის გადავლის შემდეგ, ტრანსფერებში ბევრი რამ შეიცვლება.

დღეს, 03:41

"ბალოტელის ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი აქვს", - საპონარა

"ლეჩეს" ნახევარმცველმა, რიკარდო საპონარამ, მარიო ბალოტელის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:53

"მესის მთელი ბარსელონა გვერდში ედგა, განსაკუთრებით ის", - ხავი

"ალ-სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა "ბარსელონაში" ლიონელ მესის პირველი ნაბიჯები გაიხსენა:

დღეს, 00:44

7 ფეხბურთელი, რომელიც მილანს უდიდესი ალბათობით დატოვებს

La Gazzetta dello Sport-მა დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც სეზონის აღდგენის შემდეგ, "მილანს" დატოვებენ.

დღეს, 00:33

პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი გაკოტრებასთან არის ახლოს

Sky Sports-ის თანახმად, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი, კერძოდ კი

დღეს, 00:23

"სეზონი უნდა გაუქმდეს, საბოლოო სიტყვა მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეებზეა", - ნიდერლანდელი მწვრთნელი

ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, რაიმონდ ვერჰეიენმა მიმდინარე სეზონის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:57

"იუვესგან განსხვავებით, ინტერს ტრებლი აქვს მოგებული", - სტანკოვიჩი

მილანის "ინტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა, დეიან სტანკოვიჩმა ტურინის "იუვენტუსის" შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:44

რეალი ტრანსფერზე 7 ფეხბურთელს დააყენებს

As-ის თანახმად, მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შვიდ ფეხბურთელს დაემშვიდობება.

გუშინ, 23:36

ვან დეიკის მიერ შედგენილი პრემიერ ლიგის გუნდი, ლივერპულელების გარეშე

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერ ლიგის ხუთკაციანი გუნდი შეადგინა.

გუშინ, 23:29

კორონავირუსით ინფიცირებულმა რეიმსის ექიმმა თავი მოიკლა

Le Parisien-ის თანახმად, საფრანგეთში საზარელი და სამწუხარო ამბავი მოხდა. "სტად დე რეიმსის" ექიმმა, ბერნარ გონსალესმა თავი მოიკლა.

გუშინ, 23:16

Mundo Deportivo: ბარსელონამ ლაუტაროს 3 ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 23:01

პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები Sky Sports-ის ვერსიით

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ინგლისის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის გათამაშება შეჩერებულია.

გუშინ, 22:57

"მინდოდა მისნაირი გავმხდარიყავი", - სანჩომ თავისი კუმირი დაასახელა

"დორტმუნდის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჯეიდონ სანჩომ თავისი კუმირი დაასახელა.

გუშინ, 22:50

ნეიმარი ბარსელონაში დასაბრუნებლად უკვე ემზადება

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ნეიმარის დაკარგვას უკვე შეეგუა.

გუშინ, 22:44

რობინიო: "სიტის მფლობელი ამბობდა, რომ კაკასა და მესის ყიდვას აპირებდა"

"ბაშაქშეჰირის" თავდამსხმელმა, რობინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:40

"გელოდებით!" - ჯანო ანანიძემ არველაძე და სხვები გამოიწვია

ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მსოფლიო გამოწვევას უერთდება და სხვა მოთამაშეებს იწვევს.

გუშინ, 22:03

"დავითაშვილს ვუთხარი, რომ მკაცრად გავაკონტროლებ" - ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ

რამდენიმე დღის წინ, "რუბინის" ქართველი ფეხბურთელები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდნენ.

გუშინ, 21:59

ვილიანი: "ყველაფერი დასრულდა, ჩელსისთან მოლაპარაკებებს აღარ ვაწარმოებ"

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ვილიანმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

გუშინ, 21:34

იკარდის მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ამ ეტაპზე, არგენტინელი ფორვარდი, მაურო იკარდი "პსჟ"-ს ღირსებას იჯარით იცავს.

გუშინ, 21:29

კავანი ზაფხულში პსჟ-ს დატოვებს და სასურველი კლუბიც შეარჩია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ედინსონ კავანის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება.

გუშინ, 21:24

იუვენტუსი კეინით ინტერესდება, ტოტენჰემმა ფასი დაასახელა

"ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

გუშინ, 20:44

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10