» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი


მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

"ლივერპული" და მადრიდის "ატლეტიკო", თავისი ფილოსოფიით, ორი სხვადასხვა სამყაროა. იმედია, "ინდიელებს" არ ეწყინებათ, თუ ვიტყვით, რომ ისტორიითა და მასშტაბურობით, "წითლები" შედარებით ზედა ეშელონებში ბინადრობენ. ამის მიუხედავად, მერსისაიდსა და "როხიბლანკოს" შორის შემაკავშირებელი ხიდი მაინც არსებობს.

ამ ხიდს ჰქვია ფერნანდო ტორესი, რომელიც "სკაუზერებში" კარიერის საუკეთესო წლების გასატარებლად სწორედ "თეთრ-წითლებიდან" გადმოვიდა. არსებობს მოსაზრება, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ რომ არა, ოქროს ბურთს 2008 წელს სწორედ ესპანელი მოიგებდა.

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

"ელ ნინიოს" კარიერაში ვაწყდებით კიდევ ერთ "რომ"-ს - როგორ განვითარდებოდა მისი გზა ლონდონის "ჩელსიში" ტრანსფერი რომ არა? დიახ, "ენფილდელთა" ფორვარდის "არისტოკრატებში" გადასვლით არავინ გაბედნიერებულა, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ გავიხსენოთ "ბიჭუნა", რომელიც გოლების მანქანად იქცა.

პირენეელმა, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა "ვისენტე კალდერონზე" შეაბიჯა უკვე 15-წლის ასაკში, სამი სეზონის შემდეგ კი ის კაპიტანიც გახდა. დიახ, იმ დროინდელი "ატლეტიკო" განსხვავდება დღევანდელისგან, მაგრამ ეს ფაქტი მადრიდელთა 9-ანის უნიკალურობას მაინც ხაზს უსვამს.

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

ცნობისთვის, 19-წლის თავდამსხმელი იყო ყველაზე ახალგაზრდა წინამძღოლი "ინდიელების" ისტორიაში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ტორესის "როხიბლანკოში" კაპიტნობიდან: მის სამკლაურს შიგნიდან ამშვენებდა წარწერა, "We’ll Never Walk Alone". მართალია "ლივერპულის" სლოგანი ჟღერს სხვანაირად, მაგრამ რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რა იყო "ელ ნინიოს" შთაგონების წყარო.

2007 წლის ზაფხულში ესპანელი "თეთრ-წითლებიდან" გადავიდა სწორედ მერსისაიდში და წარმოთქვა ის ცნობილი ფრაზა - "ვიცოდი, რომ კონტრაქტს ვაფორმებდი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბთან, მაგრამ მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, ხელშეკრულება გავაფორმე არა კლუბთან, არამედ მთელ ქალაქთან".

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

რამდენიმე წლის შემდეგ, ფერნანდო მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოდ სწორედ "წითლებს" დაასახელებს. "ბიჭუნა" "სკაუზერებს" "ვისენტე კალდერონზე" არსებულ ატმოსფეროზე წინაც კი დააყენებს. ეს არ არის გასაკვირი, "ატლეტიკოში" პირენეელი შეიყვარეს როგორც შვილი, "ენფილდზე" კი როგორც გმირი.

რაფაელ ბენიტესის გუნდის ახალწვეულმა ინგლისური პუბლიკა მშობლიურ ყაიდაზე გადააწყო. დიახ, ბრიტანელები ეუფლებოდნენ ფლამენკოს, პაელიას მოსამზადებლად ყიდულობდნენ უზარმაზარ ტაფებსა და ქალაქის ქუჩებს ესპანური მანერით მოიხსენიებდნენ. ყველაფერი ეს ლივერპულში მოიტანა მადრიდელმა 9-იანმა.

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

ცალკე ისტორიაა ის, თუ როგორი ეფექტური და შედეგიანი იყო ტორესი მოედანზე. "წითლების" გულშემატკივრები ეთაყვანებიან მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეს, ცრემლებით იხსენებენ ლუის სუარესს, "ელ ნინიო" 3-ვე მათგანს + მაიკლ ოუენი იყო და ეს გაბუქებული აზრი არ არის.

ესპანელის მერსისაიდულ კარიერას სრულყოფილებისთვის აკლდა მხოლოდ ერთი რამ - ტიტულები. არსებობს მოსაზრება, რომ ფერნანდო "ლურჯებში" გადავიდა სწორედ თასების მოგების ცდუნების გამო, დიახ, ცდუნება რეალურად იყო, მაგრამ "სკაუზერების" და არა მათი ფორვარდის მხრიდან.

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

"ენფილდის" მკვიდრებმა უბრალოდ ვერ თქვეს უარი "პენსიონერების" 58.5 მილიონ ფუნტ სტერლინგზე. "ბიჭუნა" გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ "ლივერპულს" მაღალი დონის ფორვარდზე მეტად, ფული უფრო დასჭირდა. ამის მიუხედავად, "წითლების" ქომაგებმა პირენეელი მაინც შეიძულეს.

მერსისაიდულმა პუბლიკამ უბრალოდ ვერ გადახარშა ის ფაქტი, რომ "სამყაროში ყველაფერი იყიდება, უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული საფასურით". "სტემფორდ ბრიჯელთა" 9-იანმა "სკაუზერებისგან" მოისმინა იმდენი უარყოფითი, რომ მისი კარიერა ახალ გუნდში არ შედგა.

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

დიახ, ტორესმა "ჩელსის" შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ნამდვილი "ელ ნინიო" ლონდონში არავის უნახავს. შეიძლება ითქვას, ესპანელის სული და ოსტატობა დარჩა "ენფილდზე", "არისტოკრატებში" კი წავიდა ფულზე გაცვლილი ცარიელი სხეული. მოკლედ, ფერნანდოს "ლურჯებში" ჩაქრობა, დღემდე ამოუცნობი ფენომენია.

2020 წლის 18 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი - იურგენ კლოპის ბანდა გასვლით შეხვედრაში "ინდიელებს" უპირისპირდება. გამოიცანით, ვინ იჯდება "როხიბლანკოს" სტადიონის VIP-ლოჟაში? ცხადია, "თეთრ-წითელი ბიჭუნა", რომელიც "ლივერპულში" საკულტო ფორვარდად იქცა.

მადრიდელი ბიჭუნა, რომელიც ლივერპულში განდევნილ ღმერთად იქცა - გავიხსენოთ ტორესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვერონას პრეზიდენტი: "იტალია ომშია"

იტალიურ კლუბ "ვერონას" პრეზიდენტი მსოფლიოში და მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:26

დღეს, მიუნხენის ბაიერნი პირველ ვარჯიშს გამართავს

დღეს, ბუნდესლიგის ყველზე გამორჩეული კლუბი მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ვარჯიშს გამართავს.

დღეს, 05:21

ვილიანის ლონდონური კარიერა სრულდება - სად წავა ბრაზილიელი?

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ვილიანი ზაფხულში "ჩელსის" დატოვებს.

დღეს, 05:18

რანიერი: "ან ყველამ უნდა ითამაშოს, ან არავინ!"

"სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 04:02

ტიაგო სილვა იტალიაში ბრუნდება?

იტალიური გამოცემის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო სილვა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს.

დღეს, 03:59

მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი: "სანე ლივერპულში უნდა გადავიდეს"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი დანი მილსი ამ გუნდის შემტევს ლეროი სანეს "ლივერპულში" გადასვლას ურჩევს.

დღეს, 03:54

არანაირი ლივერპული! - ბერბატოვმა ვერნერს სხვა კლუბი ურჩია

ვეტერანმა ბულგარელმა ფეხბურთელმა დიმიტარ ბერბატოვმა "ლაიფციგის" ლიდერს ტიბო ვერნერს ახალი კლუბი ურჩია.

დღეს, 03:51

დე როსი ემოციებშია: "იტალია არგენტინასთან ახლოსაც ვერ მივა"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი არგენტინულ ემოციებს გვიზიარებს.

დღეს, 03:48

ახალი ინიციატივა იტალიაში - როდის დასრულდება სერია ა?

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:44

ბაიერნის პრეზიდენტი: "ამ პანდემიის შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე ბევრი რამ შეიცვლება"

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი ამბობს, რომ კორონავირუსის გადავლის შემდეგ, ტრანსფერებში ბევრი რამ შეიცვლება.

დღეს, 03:41

"ბალოტელის ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი აქვს", - საპონარა

"ლეჩეს" ნახევარმცველმა, რიკარდო საპონარამ, მარიო ბალოტელის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:53

"მესის მთელი ბარსელონა გვერდში ედგა, განსაკუთრებით ის", - ხავი

"ალ-სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა "ბარსელონაში" ლიონელ მესის პირველი ნაბიჯები გაიხსენა:

დღეს, 00:44

7 ფეხბურთელი, რომელიც მილანს უდიდესი ალბათობით დატოვებს

La Gazzetta dello Sport-მა დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც სეზონის აღდგენის შემდეგ, "მილანს" დატოვებენ.

დღეს, 00:33

პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი გაკოტრებასთან არის ახლოს

Sky Sports-ის თანახმად, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი, კერძოდ კი

დღეს, 00:23

"სეზონი უნდა გაუქმდეს, საბოლოო სიტყვა მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეებზეა", - ნიდერლანდელი მწვრთნელი

ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, რაიმონდ ვერჰეიენმა მიმდინარე სეზონის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:57

"იუვესგან განსხვავებით, ინტერს ტრებლი აქვს მოგებული", - სტანკოვიჩი

მილანის "ინტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა, დეიან სტანკოვიჩმა ტურინის "იუვენტუსის" შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:44

რეალი ტრანსფერზე 7 ფეხბურთელს დააყენებს

As-ის თანახმად, მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შვიდ ფეხბურთელს დაემშვიდობება.

გუშინ, 23:36

ვან დეიკის მიერ შედგენილი პრემიერ ლიგის გუნდი, ლივერპულელების გარეშე

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერ ლიგის ხუთკაციანი გუნდი შეადგინა.

გუშინ, 23:29

კორონავირუსით ინფიცირებულმა რეიმსის ექიმმა თავი მოიკლა

Le Parisien-ის თანახმად, საფრანგეთში საზარელი და სამწუხარო ამბავი მოხდა. "სტად დე რეიმსის" ექიმმა, ბერნარ გონსალესმა თავი მოიკლა.

გუშინ, 23:16

Mundo Deportivo: ბარსელონამ ლაუტაროს 3 ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 23:01

პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები Sky Sports-ის ვერსიით

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ინგლისის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის გათამაშება შეჩერებულია.

გუშინ, 22:57

"მინდოდა მისნაირი გავმხდარიყავი", - სანჩომ თავისი კუმირი დაასახელა

"დორტმუნდის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჯეიდონ სანჩომ თავისი კუმირი დაასახელა.

გუშინ, 22:50

ნეიმარი ბარსელონაში დასაბრუნებლად უკვე ემზადება

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ნეიმარის დაკარგვას უკვე შეეგუა.

გუშინ, 22:44

რობინიო: "სიტის მფლობელი ამბობდა, რომ კაკასა და მესის ყიდვას აპირებდა"

"ბაშაქშეჰირის" თავდამსხმელმა, რობინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:40

"გელოდებით!" - ჯანო ანანიძემ არველაძე და სხვები გამოიწვია

ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მსოფლიო გამოწვევას უერთდება და სხვა მოთამაშეებს იწვევს.

გუშინ, 22:03

"დავითაშვილს ვუთხარი, რომ მკაცრად გავაკონტროლებ" - ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ

რამდენიმე დღის წინ, "რუბინის" ქართველი ფეხბურთელები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდნენ.

გუშინ, 21:59

ვილიანი: "ყველაფერი დასრულდა, ჩელსისთან მოლაპარაკებებს აღარ ვაწარმოებ"

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ვილიანმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

გუშინ, 21:34

იკარდის მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ამ ეტაპზე, არგენტინელი ფორვარდი, მაურო იკარდი "პსჟ"-ს ღირსებას იჯარით იცავს.

გუშინ, 21:29

კავანი ზაფხულში პსჟ-ს დატოვებს და სასურველი კლუბიც შეარჩია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ედინსონ კავანის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება.

გუშინ, 21:24

იუვენტუსი კეინით ინტერესდება, ტოტენჰემმა ფასი დაასახელა

"ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

გუშინ, 20:44

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10