» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

1 მოგება 29 წლის მანძილზე - მოურინიო სტემფორდ ბრიჯზე კვლავ მტრის სტატუსით ბრუნდება


1 მოგება 29 წლის მანძილზე - მოურინიო სტემფორდ ბრიჯზე კვლავ მტრის სტატუსით ბრუნდება

შაბათს, 22 თებერვალს, პრემიერ ლიგის ტური პირდაპირ ცენტრალური მატჩით დაიწყება, „ჩელსი“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

ოთხმატჩანი წაუგებელი სერია „პენსიონერების“ სატურნირო მდგომარეობაზე აისახა. შეიძლება, სხვა სეზონში ისინი ოთხეულის წევრებიც აღარ იქნებოდნენ, მაგრამ წელს ფრენკ ლამპარდს ძალიან სუსტი კონკურენტები ჰყავს. შედეგად, „ჩელსი“ კვლავაც მეოთხეა, მაგრამ ხუთქულიანი უპირატესობა ბოლომდე დადნა. „ტოტენჰემს“ „ჩელსი“ ერთი ქულით უსწრებს, „შეფილდ იუნაიტედს“ კი - ორით.

2020 წელს „პენსიონერებმა“ პრემიერ ლიგაში მხოლოდ „ბარნლის“ მოუგეს (3:0), ეთამაშეს ფრე „ბრაიტონს“ (1:1), „არსენალს“ (2:2), „ლესტერს“ (2:2), ხოლო წააგეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (0:2) და „ნიუკასლთან“ (0:1).

„ტოტენჰემმა“ კი პირიქით, ბოლო მატჩებში მოუმატა და მეხუთე ადგილს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ბანის გამო, დიდი ალბათობით ეს პოზიცია მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი იქნება.

„დეზებმა“ პრემიერ ლიგის უკანასკნელი სამი მატჩი მოიგო, დაამარცხა „ასტონ ვილა“ (3:2), „მანჩესტერ სიტი“ (2:0) და „ნორვიჩი (2:1). თუმცა, იქამდე 2020 წელს გუნდი „სოტონთან“ (0:1), „ლივერპულთან“ (0:1) დამარცხდა და „უოტფორდთან“ ფრე (0:0) ითამაშა.

საკადრო პრობლემების მხრივ სტუმართა მდგომარეობა გაცილებით მძიმეა - გუნდს დღევანდელ შეხვედრაში ჰარი კეინი, სონ ჰინ მინი და მუსა სისოკო დააკლდება, „ჩელსის" კი ნგოლო კანტე ჰყავს დაშავებული.

საინტერესო ფაქტები:


„ჩელსიმ“ პრემიერ ლიგის ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო

„სტემფორდ ბრიჯზე“ „პენსიონერებმა“ ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს

„ტოტენჰემს“ პრემიერ ლიგის ბოლო 19 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 3 მოგება აქვს

ურთიერთშეხვედრებში „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ ბოლო სეზონებია თითო-თითო მატჩს იგებენ.

წინა სეზონში „ჩელსიმ“ შინ 2:0 მოიგო, „ტოტენჰემმა“ კი 3:1

პირველ წრეში „ლურჯებმა“ „დეზებს“ 2:0 მოუგეს.

„ტოტენჰემს" „სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო 29 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული.

სავარაუდო შემადგენლობები:


„ჩელსი": არისაბალაგა, ზუმა, რუდიგერი, ტომორი, ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო, ვილიანი, მაუნტი, აბრაჰამი

„ტოტენჰემი": ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, ტანგანგა, დაიერი, ნდომბელე, ფერნანდეში, ლო ჩელსო, ბერგვაინი, ალი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მსგავსი რამ ჩემმა ქვეყანამაც გადაიტანა", - შევჩენკომ იტალიის სიტუაცია ჩერნობილს შეადარა

ანდრეი შევჩენკომ თავისი მხარდაჭერა გამოუთქვა იტალიას, რომელიც კორონავირუსის გამო ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზიანს განიცდის.

დღეს, 20:38

ატლეტიკო და ნაპოლი გრანდიოზულ გაცვლას ამზადებენ

არკადიუშ მილიკი „მელეიბეებს“ უახლოვდება.

დღეს, 20:34

"სესკის ბოლო ინტერვიუმ ძალიან გამაკვირვა, სამაგალითო ის თავადაც არ იყო", - სანია

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, ბაკარი სანიამ, სესკ ფაბრეგასის ახალ ინტერვიუზე ისაუბრა.

დღეს, 20:30

რონალდუმ 9.5-მილიონიანი Bugatti შეიძინა [ფოტო]

პორტუგალიელმა პირადი კოლექცია გაამდიდრა.

დღეს, 20:23

მანჩესტერმა იგალოს გამოსყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

„წითელ ეშმაკებს“ ნიგერიელის სრულფასოვანი გამოსყიდვა სურთ.

დღეს, 20:09

ბელგიის მწვრთნელი: "აზარი რეალსაც და პრიმერასაც შეეჩვია, მაგრამ თავგზა ტრავმებმა აურია"

ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავური ვინგერი ძველ დონეს დაიბრუნებს.

დღეს, 19:52

ურუგვაიმ კორონავირუსის გამო ლეგენდარული მწვრთნელი დაითხოვა

ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ ასეთი გადაწყვეტილება ფინანსური სირთულეების გამო მიიღო.

დღეს, 19:47

იუვენტუსმა ლიდერებთან ხელფასის დაქვეითების საკითხი განიხილა და პასუხიც მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები მზად არიან, გუნდს კორონავირუსის პანდემიის დროს გვერდში ამოუდგნენ.

დღეს, 19:34

გარდაიცვალა ატლეტიკოს 14 წლის თავდამსხმელი

მადრიდის „ატლეტიკოს“ 14 წლის შემტევი გარდაიცვალა.

დღეს, 19:29

რეალის ზაფხულის სატრანსფერო გეგმა ცნობილია

მადრიდის „რეალმა“ ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

დღეს, 19:20

4 ქართული კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს უმცირებს - 50%, -70%

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს ჩემპიონატი უკვე 2 კვირაზე მეტია შეჩერებულია.

დღეს, 18:19

ვეინალდუმმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:43

"ინგლისელებს უარი უნდა უთხრას", - მათეუსმა სანჩოს კლუბი ურჩია

"ბაიერნის" ექს-ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა "დორტმუნდის" შემტევ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

დღეს, 16:38

ნოიერმა ჩელსის პასუხი შეუთვალა - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

დღეს, 16:34

MARCA: ვალენსიაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული

"ვალენსიაში" კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული, წერს MARCA.

დღეს, 16:30

"მისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება", - ფორლანმა კავანის კლუბი ურჩია

ურუგვაის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა ედინსონ კავანის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 16:14

რეალმა ზაფხულში წამსვლელთა სია შეადგინა - AS

სეზონის დასრულების შემდეგ, "რეალის" შემადგენლობაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

დღეს, 16:05

იუვენტუსში ხელფასები მცირდება, რონალდუს პოზიცია ცნობილია

მოგეხსენებათ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის შიდა ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

დღეს, 16:01

Mundo Deportivo: ტერ შტეგენის მომავალი გადაწყვეტილია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 15:55

იუვენტუსმა მარსელოს კონტრაქტი უკვე შესთავაზა - MARCA

მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსს" "რეალის" მცველის, მარსელოს ხელში ჩაგდება უნდა.

დღეს, 15:52

რეალი, მილანი და არსენალი საქმეში, ფეკირის პოზიცია ცნობილია

"ბეტისის" ნახევარმცველმა, ნაბილ ფეკირმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:38

რონალდუმ 9,5 მილიონად ლიმიტირებული ავტომობილი შეიძინა

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ახალი ავტომობილი შეიძინა.

დღეს, 15:33

ლა ლიგა სეზონის დასრულებას გეგმავს, 3 ვარიანტი შემუშავებულია

ლა ლიგის ხელმძღვანელობა 2019/20 წლების სეზონის დასრულების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

დღეს, 15:27

კლოპი: "ფეხბურთის სწრაფად დაბრუნების მხოლოდ ერთი გზა არსებობს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:19

პსჟ-მ კულიბალის ზღაპრული კონტრაქტი გაუმზადა

"პსჟ" "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის ხელში ჩაგდებას კვლავ ცდილობს.

დღეს, 15:13

"ვნახოთ, რა მოხდება", - აგენტი ოზილის მომავალზე ალაპარაკდა

"არსენალის" ნახევარმცველ მესუთ ოზილის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 14:21

ბარსელონამ ბრეიტუეიტს ფასი დაადო, მსურველები უკვე გამოჩნდნენ

როგორც გავლენიანი გამოცემა Sport.es წერს, "ბარსელონა" მარტინ ბრეიტუეიტს გაყიდის.

დღეს, 14:12

ბაიერნი ტერ შტეგენს თავგზას ურევს

"ბაიერნი" "ბარსელონას" გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატებითაა დაინტერესებული.

დღეს, 14:07

ლივერპულისა და ბარსელონას ბრძოლა სატრანსფერო ფანჯარაზე

ზაფხულში "ლივერპული" და "ბარსელონა" ახალგაზრდა ესპანელი ტალანტისთვის იბრძოლებენ.

დღეს, 12:11

მოთხოვნა იზრდება - ვან დე ბეკს მორიგი მსურველი გამოუჩნდა

"აიაქსის" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის შეძენა არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

დღეს, 12:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10