» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ



ლიონელ მესის ვრცელი ინტერვიუ.

როგორ შეიცვალა მესის ცხოვრებაში 16 წლის წინ „ბარსელონაში“ დებიუტის შემდეგ?

ძალიან ბევრი რამ. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, მოხდა ცვლილებები როგორც სპორტში, ისე პირად ცხოვრებაში. ახლა დაოჯახებული ვარ, სამი შვილი მყავს და პირველ გუნდში თამაშის უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს ზურგს. ვფიქრობ, გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.

როგორია, როცა მამაშენი ლეო მესია?

ტიაგო ერთადერთია, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ის სამივეს მაგივრად ყველაფერს მარტო აკეთებს. მატეოსაც ბევრი რამ ესმის. ისინი ვარჯიშებზე დადიან, რათა ჩემთან უფრო ახლოს იყვნენ. ტიაგო ყოველთვის ფეხბურთზე მისვამს შეკითხვებს და ყველაფერს აკვირდება.

მამის გარდა, ჰყავს თუ არა მას საყვარელი ფეხბურთელი?

დიახ, რამდენიმე. ის ბევრს ლაპარაკობს ლუის სუარესზე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, ასევე გრიზმანზე, არტურო ვიდალზეც, თანაც ამ უკანასკნელის გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან - მის ვარცხნილობებზე და ა.შ. საუბრობს სხვა გუნდის ფეხბურთელებზეც - მბაპეზე, კრიშტიანუზე, ნეიმარზე. ტიაგომ ყველაფერი იცის, მას ფეხბურთი ძალიან უყვარს.

ანტონელა როკუცო გვერდით მთელი კარიერის მანძილზე გიდგას. რა როლი შეასრულა მან შენს წარმატებაში?

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ოჯახი გვერდით მყავს, მასთან ცხოვრება პირველ რიგში იყო უმნიშვნელოვანესი. ამან სიმშვიდე მომიტანა და იმის შეგრძნება, თუ რას უნდა ველოდო დღიდან დღემდე. ის მაბედნიერებს და მეხმარება ფეხბურთისგან დასვენებაში, რაც საკმაოდ რთულია. ანტონელა იყო და რჩება ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანად.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

ბარსელონაში კარგად ცხოვრობ, არა?

ასეა. ბარსელონა ძალიან მიყვარს, მაგრამ როსარიოც წარმოუდგენლად მენატრება. აქ ჩემი სახლია, სადაც უფრო მეტი დრო გავატარე, ვიდრე არგენტინაში. ძალიან მომწონს რაიონიც, სადაც ბარსელონაში ვცხოვრობ - კასტელდეფელსი.

როგორია ლეო მესის ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე?

ის შვილებს ძალიან უკავშირდება. საბედნიეროდ, ჩემი პროფესია ბავშვებთან დიდი დროის გატარების საშუალებას მაძლევს. ვვარჯიშობ, შემდეგ მე და ანტონელა ვსაუზმობთ და შვილები მოგვყავს. ამის შემდეგ, ისინი საღამომდე რაღაცით უნდა დააკავო, წინააღმდეგ შემთხვევაში სამივე ერთად სახლს თავზე დაიმხობს. დასაძინებლად ადრე ვწვებით. სამშაბათსა და ხუთშაბათს ბიჭებს ფეხბურთი აქვთ, სპორტს სიტის სკოლაში დავდივართ. შემდეგ, რვის ნახევარზე ვბრუნდებით და ვვახშმობთ. ჩემი ყოველდღიურობა ძალიან მომწონს როგორც პროფესიონალური, ისე პირადული თვალსაზრისით.

ხალხმა იცის, რომ „ბარსელონას“ არასდროს დატოვებ, მაგრამ ამაზე საუბრები მაინც არ წყდება. შეიძლება მესი ოდესმე სხვა ადგილას ვიხილოთ?

ბევრჯერ მითქვამს, რომ სანამ გუნდს დავჭირდები, აქ ვიქნები. მინდა, რომ „ბარსელონაში“ ყველაფერი რიგზე იყოს, გულშემატკივრები გუნდით კმაყოფილები იყვნენ, ტიტულებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. მინდა დავრჩე და მოვიგო კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა, გავაგრძელო ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაც - ეს სურვილი არასდროს გამიქრება.

მაგრამ გულშემატკივრები ღელავენ იმის გამო, რომ კონტრაქტში გაქვს პუნქტი, რომელიც ყოველი სეზონის ბოლოს უფასოდ წასვლის საშუალებას გაძლევს.

„ბარსელონადან“ წასვლა ბევრჯერ შემეძლო, უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული, რომელიც მზად იყო გამოსასყიდი თანხის გადასახდელად, მაგრამ წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია. გავიმეორებ: თუ „ბარსას“ ვჭირდები, აქ ვარ.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

ახლახანს მსოფლიო კობი ბრაიანტის სიკვდილმა შეძრა. როგორ მიიღე ეს სიახლე?

შოკში ვიყავი. ბავშვებთან ერთად ახალ ამბებს ვუსმენდი, როცა ამის შესახებ მოვისმინე. უბრალოდ შოკია, მეგონა, რომ რაღაც შეცდომა მოხდა. ეს სიმართლე ვერ იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რაც საშინელებაა.

ამან უფრო მეტად დაგაფასებინა ის ყველაფერი, რაც გაგაჩნია?

ბუნებრივია, როდესაც რაღაც მსგავსი, ან სერიოზული ავადმყოფობა ხდება, ფიქრობ იმაზე, რამდენად გაგიმართლა და რომ ცხოვრებით უნდა დატკბე. ხშირად ყოველდღიურობაში ეს გავიწყდება, მაგრამ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება არ უნდა დაივიწყო.

მოდი, ფეხბურთზე ვისაუბროთ. წინ მნიშვნელოვანი კვირაა: „ეიბარი“, „ნაპოლი“ და კლასიკო „რეალის“ წინააღმდეგ. რას იტყვი სეზონის ამ მონაკვეთზე?

ახლა გუნდში მწვრთნელის შეცვლის პროცესი გვაქვს. ყველას თავისი იდეები გააჩნია, მატჩების საკუთარი ხედვა, მაგრამ ნელ-ნელა კიკე სეტიენის მოთხოვნებს ვეგუებით. ადვილი არაა, რადგან ერნესტო ვალვერდეს დროს განსხვავებულად ვთამაშობდით. მოვუმატეთ, მაგრამ ზრდისთვის ადგილი ჯერ კიდევ არის. გაცილებით უკეთესები უნდა გავხდეთ იმისთვის, რომ მიზნებს მივაღწიოთ.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

„ხეტაფესთან“ მატჩი (2:1) რთული გამოდგა, გულშემატკივრეი უსტვენდნენ კიდეც, როდესაც თამაშში მარკ-ანდრე ტერ შტეგენს უწევდა ჩართვა. რას ეტყოდი ქომაგებს იმისთვის, რომ აღარ უსტვინონ?

ეს ნორმალური მოვლენაა, რადგან მწვრთნელი ახლა შევიცვალეთ. ქომაგები ნერვიულობენ, რადგან როდესაც ბურთს უკან ვაგორებთ, დაკარგვის და საკუთარ კარში გოლის მიღების რისკი იზრდება. ისინი ღელავენ და ეს გასაგებიცაა, იმის გათვალისწინებით, თუ რის გადატანა მოუხდა კლუბს ბოლო პერიოდში - ცვლილებები, შედეგები, თამაში - ჩვენ ხომ საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ. ასეთი რეაქცია ნორმალურია, მაგრამ სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს და ჩვენი ბოლომდე ირწმუნონ.

რას ითხოვს კიკე სეტიენი?

რაც თამაშს ეხება, ცოტა რაიმეს, ის ბევრ თავისუფლებას მაძლევს. ზოგჯერ, მაგალითად „ატლეტიკთან“ ესპანეთის თასის შეხვედრაში, „ცრუ ცხრიანის“ როლი უნდა შემესრულებინა, უპირატესობის მოპოვება მეცადა და შეტევები სიღრმიდან დამეწყო. ყველა მწვრთნელი საკმარის თავისუფლებას მაძლევდა.

ყველაზე რთული ისაა, რომ ტერ შტეგენი ასე წინ არის წამოწეული თუ ამაზე დიდი განსხვავებაც არის რაიმე?

ბევრი ასეთი მომენტია, მაგრამ ტერ შტეგენის პოზიცია ყველაზე აშკარად ჩანს და ეს უდიდესი ცვლილებაა. არის სხვაც, განსხვავებული მოძრაობები.- პრესინგი, ბურთის დაკარგვის შემდეგ პრესინგის მიმართვის სტილი. ის, რაც ცოტა არ იყოს მიგვავიწყდა. დროა საჭირო, რათა ამ ყველაფერს შევეჩვიოთ.

როგორ ფიქრობ, ამ სეზონში ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ამ ცვლილებების გამო უფრო გაჭირდება, თუ გონს მალე მოხვალთ და ახალ მოთხოვნებს მალე აითვისებთ?

ჰმ, ვინ იცის? სიმართლეა, რომ ამ სეზონში ჩემპიონატში ჩვენც და „რეალიც“ ძალიან არასტაბილურად გამოვიყურებით და ბევრი ქულა დავკარგეთ. ვფიქრობ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ლა ლიგა ელ კლასიკოს შემდეგაც არ დასრულდება, რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს. მას შემდეგ იქნება სხვა მნიშვნელოვანი მატჩებიც - რთული გასვლები გველის ჩვენც და „რეალსაც“. ასევე, არც შინ არის გამორიცხული ფრე ან წაგება, „რეალისა“ და „სელტას“ მატჩი კარგი მაგალითია, მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც მოგვივიდეს. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, აუცილებლად ძალიან უნდა მოვუმატოთ. ვფიქრობ, დღეს მისი მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

როგორ მიიღე ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება?

ის კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელია, რაც არაერთხელ აღმინიშნავს. იყო მატჩები, რომელთა საბოლოო შედეგის პასუხისმგებლობა უფრო გუნდს უნდა დაკისრებოდა, ვიდრე მას პირადად. მაგრამ მწვრთნელის გაშვება ფეხბურთელებზე გაცილებით ადვილია და ეს მათაც კარგად ესმით. შემდეგ მოხდა „ატლეტიკოსთან“ მარცხი, არადა იმ მატჩის მსვლელობას თითქმის ბოლოდმე ვაკონტროლებდით, მაგრამ ხუთ წუთში წავაგეთ და სუპერთასიდან გავვარდით. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რითიც დასრულდა - ძალიან სამწუხაროა.

მოვიდა კიკე სეტიენი. რამ გაგაკვირვა ყველაზე მეტად მასთან პირველი შეხვედრის დროს?

ერთმანეთს უკვე ვიცნობდით, რადგან „ბარსელონას“ წინააღმდეგ მას უკვე ნათამაშები ჰქონდა. ის ფეხბურთელებთან ძალიან ახლოსაა, ბევრს ლაპარაკობს, დეტალებს აქცევს ყურადღებას, ფეხბურთი ძალიან უყვარს და მუდამ მასზე საუბრობს.

ის ამბობდა, რომ ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბევრი რამ აკლია. მაგალითად, რა?

ვფიქრობ, თამაშის სტაბილურობა პირველ რიგში. ამის გარდა, მწვრთნელის იდეების ათვისება და რაც შეიძლება სწრაფად მისი მოთხოვნების შესრულება, უფრო საიმედოდ მოქმედება, სულელური შეცდომების არდაშვება, რომელიც აქამდე დაგვიშვია. არ უნდა განმეორდეს ის, რაც მოგვივიდა რომში და ლივერპულში. ყველანაირი დეტალი უნდა მოგვარდეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა დაგსაჯოს. ყველა ასპექტში მაქსიმუმი უნდა დადო, რათა ჩემპიონთა ლიგის მოგება სცადო.

აქვს ახსნა იმას, რაც რომსა და ლივერპულში მოხდა?

სიმართლე რომ ვთქვა, არა და არც ვიცი, როგორ უნდა ავხსნა. განსაკუთრებით „ლივერპულთან“ მატჩი. ის, რაც რომში მოხდა, შეიძლება ყველას მოუვიდეს, მოულოდნელობის ეფექტია. მაგრამ როდესაც მსგავსი რამ ერთი წლის შემდეგაც მეორდება, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა უპირატესობა გქონდა - ამის ახსნა ძალიან რთულია.

შენ ამბობ, რომ ეს ელ კლასიკო არ იქნება გადამწყვეტი, თუმცა მას შეუძლია გუნდის ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან აისახოს.

დიახ, კლასიკომ შეიძლება თავდაჯერებლობა მოგცეს. კლასიკო ძალებს გმატებს, მის შემდეგ შეიძლება წინ გაიჭრა ან სხვაობა გაზარდო. ვფიქრობ, ეს სეზონის მნიშვნელოვანი მონაკვეთია.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

კრიშტიანუ რონალდუს წასვლით, „რეალს“ სიძლიერე დააკლდა?

მათ გოლები დააკლდათ, პირველ რიგში. თუმცა, გასაგები იყო, რომ ასე მოხდებოდა და ეს არის სრულიად ბუნებრივი პროცესი, როდესაც გუნდს ტოვებს ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 50 გოლს იტანდა. გინდათ თქვენ ეს თუ არა, ეს მოხდება. „რეალს“ დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ კრიშტიანუს სეზონში 50 გოლი გააქვს. არამარტო გოლებზეა საუბარი, მას გუნდისთვის ბევრი სხვა რამაც მოჰქონდა.

ვალვერდეს რომ დავუბრუნდეთ, მის გაშვებაში უდიდესი როლი ერიკ აბიდალმა შეასრულა. მოგვიყევი მასთან კონფლიქტზე.

არ ვიცი, რატომ თქვა მან ის, რაც თქვა, მაგრამ მე ვუპასუხე იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის ქვეშ ვიგრძენი თავი. ვხედავდი, რომ ის ფეხბურთელებს აკრიტიკებდა, ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა გასახდელზე და იმაზე, როგორ განაგებს ის ყველაფერს, როგორ ნიშნავს და უშვებს მწვრთნელებს და როგორი გავლენა აქვს მათ შორის ჩემზეც. თითქოს, მეც ბევრი ძალაუფლება მქონდეს და რაიმეს ვწყვეტდე. ძალიან მაღელვებდა ის, რომ გუნდის წარმომადგენელი, მისი სპორტული დირექტორი, ასეთ რაღაცებს ამბობდა... მწვრთნელის გაშვების პასუხისმგებლობის ფეხბურთელების მხრებზე აკიდება - ჩემი აზრით სიგიჟეა. ის სპორტული დირექტორია და გადაწყვეტილებებსაც იღებს. ამიტომ, მინდოდა ყველაფერი გამერკვია და ვერ დავუშვებდი, რომ ამ თანამდებობის ადამიანს ჩემთვის ასე შეეტია.

ეს როგორც კაპიტანსაც შეგეხო? ვალვერდესთან კარგი ურთიერთობა გქონდა, მისი გაშვების შემდეგ მადლობაც გადაუხადე.

ეს ორივე მხრიდან შემეხო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის გუნდს აკრიტიკებდა. ვთხოვე კონკრეტული სახელების ჩამოთვლა და არა განზოგადება. პირადადაც არ მესიამოვნა, რადგან ითქვა, რომ მე ბევრ რამეს ვგანაგებ და გადაწყვეტილებებს ვიღებ, რაც ტყუილია.

როგორ ფიქრობ, რატომ არის ამდენი საუბარი, რომ შენ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებ?

არ ვიცი, ასეთი რამ ხდება არგენტინის ნაკრებშიც, სადაც თითქოსდა მწვრთნელებს ვირჩევ და იქ მხოლოდ ჩემი მეგობრები თამაშობენ. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ კლუბშიც და ნაკრებშიც დიდი ხანია ვიმყოფები და ამ გუნდებს კარგად ვიცნობ. რა თქმა უნდა ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კლუბი მას ითვალისწინებს.

სამშაბათს ბართომეუმ შენთან და გუნდის სხვა კაპიტნებთან შეხვედრა იმის თაობაზე გამართა, რომ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა მან დაიქირავა კომპანია, რომელიც სოციალურ ქსელებში მისი იმიჯის გაუმჯობესებაზე იმუშავებდა და საკვანძო ფეხბურთელებს გააკრიტიკებდა. პრეზიდენტის სიტყვებმა დაგარწმუნა?

გაკვირვებული ვიყავი, რადგან როდესაც ეს მოხდა, ბარსელონაში არ ვიმყოფებოდი, ვმოგზაურობდი. როდესაც დავბრუნდი, მომხდარის შესახებ ცოტა რამ თუ ვიცოიდ. მწვრთნელმა იგივე გვითხრა, რას პრესკონფერენციაზე თქვა. დასამატებელი არაფერი მაქვს.

დაიჯერეთ?

ვფიქრობ, უცნაურია, როდესაც მსგავსი რამ ხდება. მაგრამ ჟურნალისტებმა ისიც თქვეს, რომ მტკიცებულებებს წარადგენენ. მოდით ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. ვფიქრობ, ძალიან უცნაური სიტუაციაა.

კარგი იქნებოდა, სიტუაცია ცოტა რომ დალაგებულიყო, ასე არაა?

დიახ, რადგან იანვრის შემდეგ პრობლემას პრობლემა ემატება. სიმშვიდე გვჭირდება, ფეხბურთზე კონცენტრირება, მატჩებზე ფიქრი და მომატების მცდელობა. შეძლებისდაგვარდა ასეთ რაღაცებსაც უნდა ავარიდოთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე თვეები გველის წინ.

ბოლო მატჩებში შვიდი ასისტი გააკეთე, მაგრამ რაც უფრო გასაოცარია, არც ერთი გოლი არ გაგიტანია. შენთვის გოლების გატანას დიდი მნიშვნელობა აქვს?

მქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენე. ამ მატჩებში უფრო სიღრმიდან ვმოქმედებბი, მოედნის ცენტრში უპირატესობის მოსაპოვებლად უკან დახევა მიწევდა. დიახ, გოლების გატანა შემეძლო, მაგრამ მათი ნაკლებობა არ მაღელვებს.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

ბევრი ლაპარაკი იყო გრიზმანზეც. ერთ-ერთ ამ მატჩში მას ასისტიც გაუკეთე. როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ისეთივე კარგი, როგორიც ნებისმიერ თანაგუნდელთან და ეს არ ეხება მხოლოდ საფეხბურთო მოედანს. ბუნებრივია, თავიდან ერთმანეთის უკეთ გაცნობა გვჭირდებოდა, ერთმანეთის მოძრაობასთან შეგუება. ის სხვა გუნდიდან მოვიდა, რომელიც თამაშის განსხვავებულ სტილს იყენებს. ანტუანი მარცხნივ დააყენეს, რაც მისთვის იდეალური არ არის. მაგრამ ბოლო მატჩებში მან ცენტრფორვარდის როლი შეასრულა და ურთიერთგაგების მეტი შანსიც მივიღეთ. ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

შენი მეგობარი, ლუის სუარესი, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, დაბრუნდება თუ არა ის სეზონის ბოლომდე?

ის დაბრუნებაზე ფიქრით არის შეპყრობილი. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ იმედი მაქვს, ლუისი მალე დაბრუნდება, რადგან ჩვენთვის ის საკვანძო ფეხბურთელია. ვფიქრობ, ამას თქვენც შენიშნავდით. გუნდს ის ძალიან სჭირდება.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

ახლა ვაკვირდებით, როგორ იზრდება შენს გვერდით ანსუ ფატი. ოდესღაც შენს გვერდითაც იყვნენ რონალდინიო და დეკუ, რომლებიც ზრდაში გეხმარებოდნენ.

ანსუ - მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, გუნდის დიდებული მატება. მაგრამ, ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდეთ, ისევე როგორც ჩემს დროს იყო და მას ზედმეტი პასუხისმგებლობა არ ავკიდოთ, როგორც ეს ჩემ დროს იყო. მაშინ ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა, გუნდთან ნელ-ნელა შეგუება შეიძლებოდა. როდესაც საქმე იდეალურად არ არის, 17 წლის ბიჭზე პასუხისმგებლობის აკიდება - ნორმალური არ არის. მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

დაგვარწმუნე და თქვი: „დიახ, მინდა, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს“.

ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ სპორტული თვალსაზრისით - ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მის დაბრუნებას ვისურვებდი.

რა მოჰქონდა მას გასახდელში?

ის ძალიან სიცოცხლით სავსე ადამიანია, რომელიც ბედნიერებას ასხივებდა და ერთობოდა როგროც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. გუნდს ეს ძალიან მოსწონდა.

რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებსაც ნეიმარი არ მოსწონთ?

მესმის იმათი, ვისაც არ უყვარს ნეიმარი იმის გამო, თუ როგორ დატოვა მან გუნდი. მაშინ ეს მეც მაღელვებდა, რადგან ვცდილობდით ის დარჩენაზე დაგვეყოლიებინა. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას გამარჯვება და საუკეთესოობა გვინდა. ჩვენც და გულშემატკივრებსაც. როგორც არარეთხელ მითქვამს, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე უამრავი რამ მოჰქონდა.

აბიდალმა არ გამორიცხა, რომ ზაფხულში „ბარსელონამ“ შეიძლება ლაუტაროც დაიმატოს და ნეიმარიც. რას იტყვი მარტინესზე?

ის შთამბეჭდავი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ ტალანტად მოიაზრებდნენ და ამტკიცებს, რომ არ ცდებოდნენ. ის ერთ-ერთზეც კარგია, გოლებსაც იტანს და იბრძვის კიდეც. მრავალმხრივად განვითარებული ფეხბურთელია.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

ლაუტარო ამბობდა, რომ ლუის სუარესი ძალიან მოსწონს. კარგი იქნებოდა, მათ რომ ერთად ეთამაშათ.

ვისურვებდი, რომ ისიც გადმოვიდეს და ერთად გვეთამაშა ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ლაუტარო ძალიან ჰგავს ლუისს, ისინი სხეულს კარგად ფლობენ, ბურთიც უჭირავთ და საგოლე ალღოც გააჩნიათ.

მასთან ერთად არგენტინის ნაკრებშიც თამაშობ...

მან ბოლო კოპა ამერიკა კარგად ჩაატარა, გოლებს იტანდა, კარგ თამაშს დემონსტრირებდა და დაამტკიცა, რომ მასზე იმედების დამყარება შეიძლება.

ლაუტაროზე კარგად საუბრობ. თავად სუარესიც ამბობდა, რომ მისი ასაკის გამო, „ბარსას“ ფორვარდი სჭირდება. მათ ერთმანეთის შევსება შეუძლიათ?

კი, დიდ ფეხბურთელებსაც სჭირდებათ დრო ადაპტაციისთვის, ახალ კლუბში ფეხი უნდა აიდგა. ლუისი ძალიან გამოცდილია და შეუძლია ლაუტაროს გარემოსთან შეგუებაში დაეხმაროს.

სულ მალე მოისმენ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ნეაპოლში, სადაც მარადონაზე ლოცულობენ. რას ნიშნავს შენთვის მატჩი „სან-პაოლოზე“?

ამ სტადიონზე თამაშის სურვილი აქამდეც დიდი ხნის მანძილზე მქონდა. ამ მატჩს მოუთმენლად ველი, თუმცა ეს უკვე სულ სხვა სტადიონია, რადგან რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ტრიბუნებზეც სხვა ადამიანები ზიან. თუმცა, ეს მაინც კარგი გამოცდილება იქნება.

იქ ძალიან ვნებიანი გულშემატკივრები არიან, რომლებიც მუდამ იმაზე ფიქრობდნენ, რომ რახან მარადონა მათთან ჩავიდა, რატომაც არ შეიძლება მესიმაც ითამაშოს მათ რიგებში.

დიახ, ვიცი, რომ ნეაპოლიტანელები ფეხბურთზე შეშლილები არიან. ზოგი ჩემი თანაგუნდელი თამაშობდა „ნაპოლიში“. მაგალითად, ლავესი. ის ბევრს მიყვებოდა და ამ ქალაქის ნახვა მოუთმენლად მსურს.

გაგიკვირდა, რომ „ატლეტიკომ“ „ლივერპულს“ მოუგო?

სიმართლე გითხრათ, არა. კენჭისყრის დროს გუნდში ამ წყვილს განვიხილავდით და შევთანხმდით, რომ თანაბარი თამაში იქნებოდა. „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდ გამოცდილება აქვს, ისინი ორმატჩიან დუელებში ძლიერები არიან და ეს კვლავ დაადასტურეს. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძლებენ.

ვინც ვერ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი ორი წლის მანძილზე - „მანჩესტერ სიტია“. რას ფიქრობ მათ დისკვალიფიკაციაზე?

ამან გამაკვირვა, რადგან არავინ ელოდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. „პსჟ-მ“ თავი ჯარიმით დაიძვრინა. არ ვიცი, როგორ მოხდა მსგავსი რამ. უცნაური იქნება, თუ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, იმის გათვალისწინებით, თუ რა კლუბია ეს, რა ფეხბურთელები და რა ფული გააჩნია.

"ლიგის მოგებისთვის არასაკმარისად კარგები ვართ" - ლეო მესის ძალიან ვრცელი ინტერვიუ

„ბარსელონა“ სერხიო აგუეროს სიტუაციას უნდა დააკვირდეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის წასვლას მოისურვებს?

თქვენ გინდათ, რომ „ბარსელონამ“ ყველა იყიდოს? (იცინის).

არჩევანის გაკეთების საშუალება რომ გქონდეს?

არ ვიცი, მაგრამ თუ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება, წასვლას ბევრი ფეხბურთელი მოინდომებს. ან, არ მოინდომებს. ჩემპიონთა ლიგა მიმზიდველი ტურნირია, შეიძლება მის გარეშე ორი სეზონის გატარება?

ვინ არის „ბარსელონას“ მთავარი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე?

ყველა რთულია. „პსჟ“ დორტმუნდში ჩავიდა და წააგო, „ლივერპული“ მადრიდში ჩამოვიდა და დამარცხდა. ისევე, როგორც ყველა, ვფიქრობ, რომ სადღეისოდ ყველაზე ძლიერები „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „პსჟ“ და „რეალი“ არიან.

შეგიძლია წარმოდგენა, როგორ წევ თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასს სტამბოლში?

ამის იმედი მაქვს, მრავალი წელია ამაზე ვფიქრობ.

დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, როგორ ამბობ „ენფილდზე“: მოდით, ნუ დავუშვებთ რომის გამეორებას.

ვიცოდით, რომ „ლივერპულს“ საკუთარ მოედანზე გოლის გატანა შეეძლო. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რომში მომხდარი სიტუაცია არ უნდა გაგვემეორებინა. მაგრამ, არ ვიბრძოდით, მეტოქე ყველაფერში გვჯობდა. დიახ, გოლის გატანის და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვხვდებოდით ხიფათს, ვემზადებოდით, მაგრამ ეს კვლავ მოხდა.

ისურვებდი „ლივერპულთან“ კიდევ ერთხელ დაპირისპირებას?


მოდით, ჯერ „ნაპოლიზე“ ვიფიქროთ.

რას ფიქრობ კრიშტიანუ რონალდუს ასპარეზობაზე?

ნორმალურია, რომ ის გოლების გატანას აგრძელებს. ის მტაცებელი ფორვარდია, რომელიც გოლებზე გიჟდება. ის ბევრ კარგ რამეს აკეთებს როგორც ფორვარდი და გოლები მხოლოდ გარკვეული ნაწილია.

რა სურვილები გაგაჩნია სეზონის დარჩენილ ნაწილზე?

მინდა, რომ რაღაც მოვიგოთ, კლუბში სიმშვიდემ დაისადგუროს და იმაზე უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე აქამდე. განვითარება მინდა, მაგრამ სიმშვიდე და მოთმინებაც უნდა შევინარჩუნოთ - მაშინ, იმედი მაქვს, ამჟამინდელ სიტუაციას შევცვლით.

როდესაც მეექვსე ოქროს ბურთს იგებდი ამბობდნენ, რომ შენი კარიერის დასასრული ახლოვდება. მაგრამ, წინ კიდევ არაერთი წელია, ასე არაა?

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, იმაზე უკეთ, ვიდრე წინა წლებში. შეიძლება, გოლებს ვერ ვიტან, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა.

ითამაშებ 40 წლამდე?

ვნახოთ ,ვნახოთ... (იცინის).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო

ორივე შეხვედრაში გამორჩეულად კარგი იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც ჯერ "კრაიოვას" ფლანგი აიკლო, შემდეგ კი მოსკოველების.

გუშინ, 03:38

არსენალის ექს-ფეხბურთელმა პოზიციების მიხედვით ევროპის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

„არსენალის“ ყოფილმა შემტევმა, ანდრეი არშავინმა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 12:47

"გაგიჟდით?! ასე არასდროს ვაკეთებთ, გასაგებია?", - კლოპის სამაგალითო და ღირსეული საქციელი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავისი შეგირდების საქციელით უკმაყოფილება არ დამალა.

დღეს, 12:33

ლივერპულში წასული ჟოტას შემცვლელად, ვულვზი იუვენტუსის შემტევს განიხილავს

„იუვენტუსის“ შემტევი, დუგლას კოშტა, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

დღეს, 12:28

VIDEO: მოურინიომ მატჩის შემდეგ კეინის და სონის ინტერვიუ ჩაშალა

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკუთარი შეგირდების ინტერვიუ ჩაშალა.

დღეს, 12:00

"მადლობა, არაამქვეყნიურო", - ვიდალის პასუხი მესის

არტურო ვიდალმა, რომელიც „ბარსელონადან“ „ინტერში“ გადადის, ლიონელ მესის გამომშვიდობებას უპასუხა.

დღეს, 11:52

რაკიტიჩი: "მესის და სუარესის ახლო მეგობარი არასდროს არ ვყოფილვარ"

„ბარსელონადან“ „სევილიაში“ დაბრუნებულმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, აღიარა, რომ მესისთან და სუარესთან არასდროს მეგობრობდა.

დღეს, 11:48

რამდენჯერ მოიგო ლა ლიგა გუნდმა, რომელმაც პირველ ტურში ფრე, 0:0 ითამაშა?

„სოსიედადთან“ მატჩში ნათამაშები ფრე, მადრიდის „რეალს“ შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

დღეს, 11:45

ტიაგო ალკანტარამ სადებიუტო მატჩშივე პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მეორე ტურში, ტიაგო ალკანტარას „ლივერპულში“ დებიუტი ჰქონდა.

დღეს, 11:04

კრიშტიანუ რონალდუმ გოლი ზედიზედ მე-19 სეზონში გაიტანა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ახალი სეზონიც გოლით გახსნა.

დღეს, 10:58

"ყოველთვის ფენომენად მიმაჩნდი", - მესი ვიდალს დაემშვიდობა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, 33 წლის ნახევარმცველს არტურო ვიდალს მიმართავს, რომელიც „ინტერში“ გადადის.

დღეს, 10:55

ჩემპიონის რანგში ბოლო 8 სეზონიდან 5-ში, რეალმა პირველ ტურში ქულები დაკარგა

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მეორე ტურში „სოსიედადთან“ ფრე, 0:0 ითამაშა.

დღეს, 10:52

რუმენიგე: "წასვლამდე, ტიაგო ჩამეხუტა და ხუთი წუთი ტიროდა"

„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ტიაგო ალკანტარას „ლივერპულში“ გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:42

პირლო: "რონალდუ არ დაღლილა, ის უფრო დიდი მოტივაციითაა"

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა.

დღეს, 03:31

ზიდანმა სეზონის პირველი შეხვედრა შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სოსიედადთან" გამართული 0:0 მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:24

კურტუა: "გუნდური თამაში კარგია, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს"

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" "სოსიედადს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 03:10

მესი და სუარესი ვიდალს დაემშვიდობნენ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ არტურო ვიდალი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს.

დღეს, 03:07

ბონუჩი: "გამოჩნდა, რომ პირლო სარისგან სრულიად განსხვავებული მწვრთნელია"

იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 გაანადგურა.

დღეს, 03:02

ფაბრეგასმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 02:48

კურტუას ბრწყინვალე სერია გრძელდება

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სოსიედადს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:35

უპრეცედენტო შემთხვევა: პირველად ლა ლიგის ისტორიაში...

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" "სოსიედადს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:30

მერსესაიდელების 100%-იანი შედეგი - პირველად 27 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართა.

დღეს, 02:27

ლამპარდმა დაადასტურა: შემდეგ მატჩში კეპა აღარ იდგება!

"ლივერპულთან" გამართულ მატჩში "ჩელსის" მეკარემ კეპა არისაბალახამ მეორე გოლის დროს მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

დღეს, 02:23

კლოპმა ტიაგო ალკანტარას დებიუტი შეაფასა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ჩელსის" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:18

უსახური მატჩი და ლოგიკური შედეგი - რეალმა ქულები ლა ლიგის პირველივე ტურში დაკარგა

ლა ლიგაში თავისთვის სადებიუტო მატჩში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდა.

დღეს, 00:50

პირლომ ბრწყინვალედ დაიწყო: იუვენტუსმა პირველივე ტურში 3:0 მოიგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "სამპდორია" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:47

"კეპამ დიდი შეცდომა დაუშვა", - ლამპარდი ლივერპულთან მატჩის შემდეგ

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გოლკიპერ კეპა არისაბალაგას შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 23:59

"სუარესი შეიძლება სატრანსფერო სიიდან ამოვიღოთ", - იუვენტუსის დირექტორმა მიზეზი განმარტა

"იუვენტუსის" დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ დიდი ალბაობით, კლუბი ლუის სუარესის დამტებას ვერ მოასწრებს.

გუშინ, 23:51

გადაწყვეტილება მიღებულია - მანჩესტერ სიტის ახალი კაპიტანი ჰყავს

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ამ სეზონში გუნდის კაპიტანი ფერნანდინიო იქნება.

გუშინ, 23:41

მოურინიო დელე ალის პსჟ-ში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ნახევარმცველის, დელე ალის შესახებ განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:30
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10