ავტორიზაცია

აზარი: "ჩემი პირველი სეზონი რეალში ძალიან ცუდი გამოვიდა"

აზარი: "ჩემი პირველი სეზონი რეალში ძალიან ცუდი გამოვიდა"
თარიღი 26 Mar 2020, 13:21
ბელგიელმა Marca-სთან გულწრფელად ისაუბრა.

ედენ აზარი „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“ გასულ ზაფხულს, 100 მილიონ ევროდ გადაბარგდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ძირითადად ტრავმებს ებრძვის.

„ჩემი პირველი სეზონი „რეალში“ ძალიან ცუდი გამოდგა, მაგრამ ყველაფერი არც ისე საშინლადაა. ეს ადაპტაციის სეზონი იყო.

სჯობს, ჩემი ტრანსფერი მეორე სეზონით შეფასდეს. აქ დიდებული გუნდია, ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი და ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. კონტრაქტით კიდევ ოთხი წელი მაქვს დარჩენილი და ვიმედოვნებ, კარგი ფორმის შენარჩუნებას მოვახერხებ.“ - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Marca.