ავტორიზაცია

კორონავირუსით დაინფიცირებული დიბალა სოციალურ ქსელში თავის მდგომარეობაზე წერს

კორონავირუსით დაინფიცირებული დიბალა სოციალურ ქსელში თავის მდგომარეობაზე წერს
თარიღი 26 Mar 2020, 13:29
როგორც ჩანს, არგენტინელის მდგომარეობა უმჯობესდება.

რამდენიმე დღის წინ, „იუვენტუსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის შემტევს, პაულო დიბალას, კორონავირუსი დაუდგინდა.

მოგვიანებით, ეს თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა. თუმცა, აქამდე უცნობი იყო, როგორი იყო არგენტინელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაფერს ნათელი თავად ფეხბურთლმა მოფინა, რომელმაც ინსტაგრამში სურათი განათავსა და წარწერაც დაურთო.

„კარგად ვართ“ - წერს დიბალა „ინსტაგრამში“.