ავტორიზაცია

როჯერსი: "სტერლინგი ლივერპულიდან მანჩესტერ სიტიში ფულის გამო არ გადასულა"

როჯერსი: "სტერლინგი ლივერპულიდან მანჩესტერ სიტიში ფულის გამო არ გადასულა"
თარიღი 26 Mar 2020, 13:41
„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, მისი მწვრთნელობის დროს რაჰიმ სტერლინგის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე ისაუბრა.

„სტერლინგისთვის „ლივერპულიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა ფულის საკითხი არასდროს ყოფილა. ფულის საკითხი რომ ყოფილიყო, მას „ლივერპულში“ დარჩენაც შეეძლო. მაგრამ, მას საუკეთესოობა და მაღალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად განვითარება სურდა. ის გადავიდა იქ, განვითარდა და გახდა გამარჯვებული, რაც ახლა მის თამაშსაც კარგად ეტყობა.

რაც მომწონდა რაჰიმში იყო ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ის კარგად ხვდებოდა, თუ რისი მიღწევა სურდა. ვუყურებ ხოსეპ გვარდიოლას გუნდს და ვხედავ აშკარა სხვაობას, როცა გუნდი სტერლინგთან ერთადაა და როცა - მის გარეშე.“ - ციტირებს როჯერსის სიტყვებს Liverpool Echo.

სტერლინგი „ლივერპულიდან" „მანჩესტერ სიტიში" 2015 წელს, 53 მლნ ევროდ გადავიდა.