ავტორიზაცია

სიტი ლივერპულის ქმედებებით გაკვირვებული დარჩა

სიტი ლივერპულის ქმედებებით გაკვირვებული დარჩა
თარიღი 26 Mar 2020, 13:46
„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობისთვის დიდ სურპრიზად იქცა, რომ „ლივერპულმა“ დაუჭირა მხარი გუნდებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ მიმართვას.

როგორც გითხარით, რვა ინგლისური გუნდი საარბიტრაჟო სასამართლოში იმასთან დაკავშირებით აპირებს მიმართვას, რომ მათ აპელაციის განხილვამდე „მანჩესტერ სიტის” ევროთასებზე მისჯილი ბანი არ გაუყინონ, რაც მომდევნო სეზონში მათ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას შეუწყობს ხელს. ამ გუნდებს შორის იყო „ლივერპულიც“.

ყველა გუნდის ვინაობა არ ვრცელდება, მაგრამ Daily Express იტყობინება, რომ „სიტის“ უფროსობა მათ შორის „ლივერპულის“ არსებობამ ძალიან გააკვირვა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ევროთასებიდან ორი წლით, ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევის გამო მოკვეთა.