ავტორიზაცია

კუმანი: "ბარსელონა დე იონგს არასწორად იყენებს"

კუმანი: "ბარსელონა დე იონგს არასწორად იყენებს"
თარიღი 26 Mar 2020, 13:49
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გამოთქვა აზრი, რომ „ბარსელონა“ ფრენკი დე იონგს არასწორად იყენებს.

„ნაკრებში დე იონგი უფრო ღრმად მოქმედებს, „ბარსელონა“ კი ორი ცენტრალური ნახევარმცველის სისტემით მოქმედებს. ზოგჯერ, გუნდს მოედანზე ერთბაშად ოთხი ასეთი ფებხურთელიც კი ჰყავს.

პოზიცია, რომელზეც ის ახლა თამაშობს, „აიაქსის“ პოზიციისგან განსხვავდება. ფრენკი ვითარდება და ასეთ სტილშიც სწავლობს თამაშს, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ ეს მისი საუკეთესო პოზიცია არაა.

მეჩვენება, რომ ის აშკარად გაცილებით უფრო სიღრმიდან ასპარეზობს.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.