ავტორიზაცია

იოვიჩს რიგი უდგას

იოვიჩს რიგი უდგას
თარიღი 26 Mar 2020, 13:53
სერბი ფორვარდი მადრიდის „რეალში“ ვერ ათამაშდა.

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი, დიდი ალბათობით ზაფხულში მადრიდულ გრანდს დატოვებს, რადგან ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 22 წლის სერბის შეძენით ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესდა, რომელიც ზაფხულში შეტევის გაძლიერებას აპირებს და ლუკა იოვიჩი ერთ-ერთ სამიზნედ შეარჩია.

პოტენციური ტრანსფერის ფინანსური საკითხები ცნობილი არაა, მაგრამ „ჩელსის“ კონკურენციის გაძლება მოუწევთ, რადგან იოვიჩის შეძენის რიგში მის გარდა „ნაპოლი“, „მილანი“ და „ტოტენჰემიც“ დგანან.