ავტორიზაცია

იუვენტუსმა ორი განაპირა მცველი შეარჩია

იუვენტუსმა ორი განაპირა მცველი შეარჩია
თარიღი 26 Mar 2020, 15:41
Corriere dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთვის შეარჩია ორი განაპირა მცველი.

"ბებერი ქალბატონის" სამიზნეში მოექცნენ აშრაფ ჰაკიმი და ემერსონ პალმერი. ორივე მათგანის სატრანსფერო ღირებულება საერთო ჯამში 90 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიის ნაკრების ვინგბექის მიმართებაში ყველაფერი მარტივად არის, რადგან ლონდონის "ჩელსი" მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

რაც შეეხება მაროკოელ მარჯვენა მცველს, მადრიდის "რეალს" მისი დაბრუნება დორტმუნდის "ბორუსიადან" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.