ავტორიზაცია

კიელინის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

კიელინის მომავალი საბოლოოდ გაირკვა
თარიღი 26 Mar 2020, 16:21
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" კაპიტნის, ჯორჯო კიელინის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

"ბებერი ქალბატონი" იტალიელ ცენტრალურ მცველს ხელშეკრულებას კიდევ მინიმუმ ერთი წლით გაუხანგრძლივებს.

"ბიანკონერი" თავის უკანახაზელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯანლუიჯი ბუფონსა და ბლეს მატუიდისთან ანალოგიურ საკითხზე დეტალების მოგვარების შემდეგ გეგმავს.

აპენინელი ვეტერანის შემდეგ, "სინიორა" მოგვიანებით პაულო დიბალას შენარჩუნებაზეც ამუშავდება. შეგახსენებთ, არგენტინელს კორონავირუსი დაუდგინდა.