ავტორიზაცია

რამდენით შემცირდება რონალდუს ხელფასი?

რამდენით შემცირდება რონალდუს ხელფასი?
თარიღი 29 Mar 2020, 19:16
როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელები ანაზღაურების შემცირებას დათანხმდნენ.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა "ბებერი ქალბატონის" მთავარმა ვარსკვლავმაც, კრიშტიანუ რონალდუმ.

As-ის თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში იღებს 31 მილიონ ევროს, 3.8 მილიონით ნაკლებს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბიანკონერი" ხელფასების შემცირებით 90 მილიონ ევრომდე ეკონომიას მიიღებს.