ავტორიზაცია

ფოტო: მატამ მატიჩი ორიგინალურად დატროლა

ფოტო: მატამ მატიჩი ორიგინალურად დატროლა
თარიღი 02 Apr 2020, 10:23
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ ორიგინალურად დატროლა თანაგუნდელი, ნემანია მატიჩი.

საქმე ისაა, რომ სერბმა საყრდენმა შუახაზელმა ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო, წარწერით - "ყოველდღე - სპორტდარბაზი".

"წითელი ეშმაკების" ჩამშლელს ფოტოზე სწორედ პირენეელმა დაუკომენტარა - "ჩაცმა, სპორტდარბაზში მისვლა, სურათის გადაღება და მერე მთელი დღე დივანზე წოლა. ძველი ხრიკია, ნემა".

მოგვიანებით დიალოგში ჩაერთო "მანიუს" კიდევ ერთი ფეხბურთელი, მარკუს რაშფორდი, რომელმაც თავისი გუნდის 8-იანს ინსტაგრამ-ხულიგანი უწოდა.

ფოტო: მატამ მატიჩი ორიგინალურად დატროლა