» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?


კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

გასულ შაბათს, "ლივერპული" უშანსოდ განადგურდა "უოტფორდთან", ანგარიშით 0:3. ყველას ეგონა, რომ პრემიერ ლიგაში პირველი მარცხის შემდეგ, "წითლები" საშინლად არასტაბილური ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამოვიდოდნენ უფრო მოტივირებულები, მაგრამ მერსისაიდელებმა ვერც "არისტოკრატებს" მოუხერხეს რამე.

შედეგად, სულ რაღაც ერთი კვირის შუალედში, "სკაუზერები" დამარცხდნენ ორ შეხვედრაში, ბურთების შეფარდებით 0:5. ორ ახალგაზრდას თუ არ ჩავთვლით, "ლურჯებთან" თამაშობდა იურგენ კლოპის რჩეული 11-ეული, ასე რომ მიზეზი "შეგნებული წაგება, მაინც თასია", ირიცხება.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

"ირმებთან" განადგურებას ბევრი აბრალებდა დეიან ლოვრენს, თუმცა "პენსიონერებთან" შეხვედრაში "ენფილდის" მკვიდრების ძირითად შემადგენლობაში ხომ ჯო გომესი თამაშობდა. სწორედ ინგლისელის შეცდომას მოჰყვა ფრენკ ლამპარდის გუნდის პირველი გოლი, გავიხსენოთ:

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა გაუკეთა საკმაოდ უხერხული გადაცემა ფაბინიო ტავარესს, რომელმაც შემდეგ, თანამემამულე ვილიან და სილვას მომენტი პრაქტიკულად აჩუქა. "წითლებმა" თვით განადგურების რეჟიმი ჩართეს "სტემფორდ ბრიჯელების" მეორე ბურთის დროსაც:

ვირჯილ ვან დეიკმა ვერაფერი მოუხერხა ოლივიე ჟირუს, ისევ და ისევ ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კი სადღაც გაქრა როს ბარკლის წინააღმდეგ ბრძოლაში. მერსისაიდელები მოწოდების სიმაღლეზე არ იყვნენ წინაც, ყველაზე სახიფათო მომენტი: ერთ შეტევაში 3 დარტყმა, რომელიც კეპა არისაბალაგამ არც შეიმჩნია.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

"ლივერპულმა ეს მარცხი დაიმსახურა. ჩელსიმ გაიტანა ორი გოლი, მაშინ, როდესაც ჩვენ, მხოლოდ შეცდომებით თუ გამოვირჩეოდით. ეს იყო მიმდინარე სეზონის ყველაზე კოშმარული 3 კვირა. გეგმა: ყველაფრის გამოსწორება", - კლოპი, "ჩელსისთან" 0:2 წაგების შემდეგ.

"სკაუზერების" მორიგი მარცხის მიზეზებში უკვე გავერკვიეთ, ახლა, უსიამოვნო სტატისტიკა - სამი წაგება, ოთხ შეხვედრაში, რაც არის ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 66-ში. გერმანელის გუნდმა 3-ვე შემთხვევაში გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. სხვა: პირველად 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, "ენფილდელებს" ზედიზედ ორ მატჩში ვერ გააქვთ.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

"ლივერპულის" მოწინააღმდეგეები იმ დროს იყვნენ "მანჩესტერ სიტი" და კარლო ანჩელოტის "ნაპოლი", ახლა - "შავ-ყვითლები" და კოჭლი ლონდონური გუნდი. საშინლად დაეცა "წითლების" დაცვის დონე: 7 გაშვებული გოლი 3 მატჩში, აქამდე, საამისოდ 19 თამაში იყო ხოლმე საჭირო.

მერსისაიდულმა გუნდმა თავის სამ უკანასკნელ შეხვედრაში, გაუშვა მინიმუმ ორი ბურთი - ბოლოს მსგავსი რამ 2016 წელს ხდებოდა. ზედიზედ სამი გასვლითი მარცხი, პირველად, 2014 წლის ნოემბრის შემდეგ. ეს, "სკაუზერთა" ის შემადგენლობაა, მარიო ბალოტელითა და კრისტიან ბენტეკეთი შეტევაში.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

"ენფილდის" მკვიდრები მაშინ დაამწუხრა მადრიდის "რეალმა", "ნიუკასლ იუნაიტედმა" და "კრისტალ პალასმა". ერთი სიტყვით, სტატისტიკა მართლაც კოშმარულია. რამ განაპირობა კლოპის გუნდის ჩავარდნა? პირველ რიგში, გუნდის ლიდერთა გადაღლილობამ. დიახ, ცუდ ფორმაშია ვან დეიკი, მანე და ფირმინო.

ლაპარაკი ზედმეტია ფაბინიოს შესახებ, რომელიც კარიერის ყველაზე წარუმატებელ პერიოდს ატარებს. გერმანელი ტაქტიკოსი უკვე წლებია რაც ზამთრის შესვენებას ითხოვს და 2020-ში მან ეს მიიღო. იურგენმა დემონსტრაციულად გაუშვა თავისი შეგირდები შვებულებაში, მაგრამ მათი "დაბრუნება", ჯერ ვერ მოხერხდა.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

წარუმატებელ შეხვედრებს რომ თავი დავანებოთ, "ლივერპული" არც გამარჯვების მომტან მატჩებში ბრწყინავდა. თავად განსაჯეთ - ბოლო წუთებზე მოპოვებული მოგება მინიმალური ანგარიშით, ეპლ-ის უსუსტეს გუნდთან: "ნორვიჩ სიტისთან" და 1:2, 68-ე წუთამდე, "ვესტ ჰემ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ლონდონური გუნდი 11 იანვრის შემდეგ ვერ იმარჯვებდა. გამონათება მოხდა მხოლოდ "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში, დიახ, "წითლებმა" მეტოქე ამ შემთხვევაში ჩვეულ სტილში დაარბიეს. საბოლოო შედეგი: 3 წაგება, ორი არადამაჯერებელი მოგება და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ჩვეული მერსისაიდი.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

ერთი სიტყვით, "სკაუზერებში" სერიოზულმა ჩავარდნამ იფეთქა და წინ, განმეორებითი შეხვედრაა მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. არსებობს მოსაზრება, კლოპის გუნდი დაწყევლა "მანჩესტერ იუნაიტედის" 10-წლის ქომაგმა, დიახ, სწორედ იმან, "ენფილდელებს" წაგებას რომ თხოვდა.

სერიოზულად კი "ლივერპულის" ჩავარდნის მიზეზი, შემადგენლობის გადაღლაში იმალება. დააკვირდით, თუ როგორ მკაცრად არის განსაზღვრული "წითლების" ძირითადი 11-ეული, მაშინ, როდესაც იგივე "ქალაქელებს" ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი ტოპი ჰყავთ. მერსისაიდელები ადრე თუ გვიან გადაიწვებოდნენ, ეს ლოგიკურია.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

"ინდიელებთან" საპასუხო შეხვედრამდე, "სკაუზერები" ჯერ "ბორნმუთს" დაუპირისპირდებიან. კლოპის გუნდის წინააღმდეგ თამაშობს ბოროტი ხუმრობა, კერძოდ - "ალუბლების" განადგურებას არავინ შეიმჩნევს, მაგრამ მორიგი რთულად მოპოვებული მოგების ან ქულების დაკარგვის შემთხვევაში, მედია "ენფილდელთა" კრიზისს გააღრმავებს.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი "ლივერპულის" ვარგისიანობის ყველაზე ადეკვატური განმსაზღვრელი სწორედ "როხიბლანკოსთან" შეხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ "წითლებს" დიეგო სიმეონეს გუნდთან 0:1 ექნებათ ამოსაღები. მერსისაიდელთა ერთადერთი ნათელი წერტილი: ალბათ უკვე განაღდებული ეპლ-ის ნანატრი ჩემპიონობა.

კლოპის გადამწვარი სათამაშო - რატომ არის ლივერპულის ჩავარდნა ლოგიკური მოვლენა?

რა შანსი აქვს ლივერპულს ატლეტიკოსთან?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ფლიკი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

Goal.com-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

დღეს, 10:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10