» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი


დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

"მანჩესტერ სიტის" პირველი ფეხბურთელი, რომელიც თავის დროზე ხოსეპ გვარდიოლას შავ სიაში აღმოჩნდა, ჯო ჰარტი იყო. "ქალაქელთა" გულშემატკივრებისთვის ეს იყო მძიმე დარტყმა, ინგლისელი ხომ კლუბის აღზრდილია და არა სარფიანი კონტრაქტით მოთაფლული დაქირავებული მუშაკი.

"ლურჯებიდან" გაშვების შემდეგ, ბრიტანელს კარიერა ვერსად აეწყო. "ეტიჰადის" შვილი კოშმარებში იხსენებს "ტორინოსა" და "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გატარებულ პერიოდს, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ კი ის "ბარნლიში" ირიცხება. რაც შეეხება ნაკრებს, "სიტის" ყოფილი ერთიანი იქ აღარც ახსოვთ.

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

კატალონიელმა ტაქტიკოსმა ალბიონელი მეკარის შემცვლელად მოიყვანა კლაუდიო ბრავო, თუმცა ამაოდ - ჩილელმა ვერ გაამართლა, ეს კიდევ რბილი ნათქვამია. სტატისტიკურად, პეპის გუნდის კიპერის კარში ყოველი მე-3 დარტყმა, გოლით სრულდებოდა. სადღაც 32-წლის ჰარტიც იცინოდა.

ინგლისელისა და სამხრეთ ამერიკელის ერთხელ და სამუდამოდ დასავიწყებლად, ესპანელმა სპეციალისტმა ლისაბონის "ბენფიკადან" ბრუტალური ედერსონ მორაესი გადმოიბირა. ბრაზილიელი მალევე გაერია საუკეთესოებში, მანჩესტერელები იგებდნენ პრემიერ ლიგას, მათი მთავარი მწვრთნელი კი ბედნიერი იყო.

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

ბევრს ეგონა, რომ "ქალაქელები" პირენეელი დამრიგებლის მეოთხე სეზონშიც გააგრძელებდნენ პროგრესირებას, თუმცა წარმოიქმნა რამდენიმე პრობლემა - ტრავმიანობასა და ბანს რომ თავი დავანებოთ, მეკარის პოზიცია კვლავ მისახედია. "ლურჯების" კიპერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონამდე ფიქსირდებოდა სულ რაღაც ორი ფეილი, წელს, უკვე სამია.

"ეტიჰადზე" დამსწრე პუბლიკისთვის ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ორი ასეთი უპატიებელი შეცდომა, სამხრეთ ამერიკელმა დერბიში დაუშვა. ობიექტურად, 2020 წლის 8 მარტს, გვარდიოლას გუნდის 31-მა ნომერმა ჩაატარა კარიერაში ყველაზე კოშმარული მატჩი, თავად განსაჯეთ:

ანტონი მარსიალის არც ისე ძლიერი დარტყმა, რომელიც 26-წლის კარის დარაჯმა გაუშვა ხელებს შორის, შემდეგ - საგოლე გადაცემა სკოტ მაკტომინაიზე და შედეგად, 0:2 "მან იუნაიტედის" სასარგებლოდ. "ეშმაკებს" შეეძლოთ კიდევ ერთი გოლის გატანა, ერთ-ერთ მომენტში ედერსონმა ბურთი ვერ დაიმორჩილა.

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

"მანიუსთან" შეხვედრას რომ თავი დავანებოთ, შეგვიძლია კიდევ "საუთჰემპტონსა" და "ვულვერჰემპტონთან" მატჩების გახსენებაც. "წმინდანების" წინააღმდეგ ბრაზილიელმა ხელებში ვერ დაიმორჩილა ბურთი, "უონდერერსთან" კი უკვე მე-12 წუთისთვის უაზროდ თავი გაიგდო.

აღსანიშნავია, რომ მორაესის ფეილების შემდეგ, "მან სიტი" ვერ ახერხებს თამაშში გარდატეხის შეტანას - ეს ფაქტია. ყველა საუბრობს დავიდ დე ხეას შეცდომების შესახებ, მაგრამ რეალურად, მეორე მანჩესტერული გუნდის მეკარე მას არაფრით ჩამორჩება. ისმის კითხვა: რა ხდება ესპანელისა და სამხრეთ ამერიკელის გარშემო?

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

როდესაც საუბარია "მანკუნიანელების" კიპერზე, გვესმის ბანალური პასუხი - ფსიქოლოგიური ტრავმა მადრიდის "რეალში" ვერ გადასვლის გამო და მოტივაციის დაქვეითება კლუბში არსებული არეულობის გათვალისწინებით. საკვირველი ის არის, რომ "ქალაქელების" 31-იანი მსგავს პრობლემებს საერთოდ არ განიცდის.

26-წლის მეკარეს არ ჩაშლია ოცნების გუნდში გადასვლა და ის არც სტიმულის ნაკლებობას უჩივის. "ემიუსგან" განსხვავებით, "ლურჯები" ყველგან მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ედერსონს დაკარგული აქვს თავდაჯერებულობა, ისე როგორც მოზარდობაში.

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

დიახ, 12 წლის წინ, ბრაზილიელი დაიწუნა "სან-პაულუს" აკადემიამ, შემდეგ კი "ბენფიკამაც". "სამფეროვნები" და ლისაბონელებიც თვლიდნენ, რომ მორაესი კიპერობისთვის არც ისე კარგი იყო. გვარდიოლას გუნდის ამჟამინდელი კარის დარაჯი ჩავარდა დეპრესიაში და ის ფეხბურთიდან წასვლასაც გეგმავდა.

სამხრეთ ამერიკელის აღზევება მოხდა მოგვიანებით, პორტუგალიური ფეხბურთის ფსკერიდან კვლავ "არწივებში". ამით იმის თქმა გვინდა, რომ "ეტიჰადელთა" 31-იანი ძალიან მარტივად იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც როგორც სენი, შემდეგ, მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს.

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

ასე იყო 2008-2011 წლებში, ასე არის ახლაც. 26-წლის მეკარეს მხოლოდ პეპი თუ გადაარჩენს. პირველ რიგში არ უნდა განმეორდეს ფრენკ ლამპარდი - კეპა არისაბალაგას გარშემო მომხდარი სიტუაცია, კატალონიელი ედერსონს უბრალოდ უნდა ენდოს. "ოლდ ტრაფორდზე" წაგების შემდეგ, ხოსეპმა ბრაზილიელი დაიცვა და არა გაკიცხა, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ "სიტის" ტაქტიკოსი რეალურად დახმარებას ცდილობს.

დე ხეას წყევლა, რომელიც ედერსონზე გადავიდა - ბრაზილიელის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი

ედერსონის შეცდომები რომ არა, სიტი იუნაიტედთან არ დამარცხდებოდა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10