ავტორიზაცია

პირლო: "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად ჯერ კიდევ არაა

პირლო: "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად ჯერ კიდევ არაა
თარიღი 27 თებ 2013, 23:55
ანდრეა პირლო "ბიანკონერის" შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე რეალურად არ აფასებს. "ჩემპიონთა ლიგა? არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ტურნირის მოსაგებად მზად ვართ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთების ძალაც შეგვწევს. მე ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ამ ტურნირში ჩვენზე ძლიერი გუნდები ასპარეზობენ",-დაიწყო "იუვენტუსის" შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ. ამის შემდეგ პირლომ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ანტონიო კონტეზეც ისაუბრა. ანდრეა იმედოვნებს, რომ სპეციალისტი "იუვენტუსში" დარჩება. "კონტე? იგი დიდებული მწვრთნელია, თუმცა მას ენის შესწავლა მოუწევს, რათა, როდესაც საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტს, ყველაფრისთვის მზად იყოს. კონტაქტი - მისთვის მთავარი სამწვრთნელო ატრიბუტია. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ "იუვენტუსი" - მისთვის საუკეთესო ადგილია, თუმცა მას ნებისმიერ გუნდში შეუძლია მუშაობა",-დაასრულა პირლომ. წყარო: La republica