» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

საკითხები, რომლებშიც ზიდანი და რეალის ხელმძღვანელობა ვერ თანხმდებიან


საკითხები, რომლებშიც ზიდანი და რეალის ხელმძღვანელობა ვერ თანხმდებიან

კლუბი ფრანგი სპეციალისტის რამდენიმე გადაწყვეტილებას ვერ იგებს.

მადრიდის „რეალის“ შედეგები უარესდება - ბოლო ხუთ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო (ელ კლასიკო), შედეგად კი ჩემპიონთა ლიგაზე გავარდნის პირას იმყოფება, ლა ლიგაში კი მოგებული კლასიკოს მიუხედავად, მეორე ადგილზეა. „რეალის“ ხელმძღვანელობას ზიდანის რამდენიმე გადაწყვეტილებაში სერიოზული ეჭვი შეაქვს.

ესპანურმა გამოცემა Marca-მ ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებშიც ზიდანისა და ხელმძღვანელობის აზრები იყოფა.

მარსელო - მენდი

კლუბმა გასულ ზაფხულს განახლებებზე საკმაოდ დიდი ფული დახარჯა და ერთ-ერთი შენაძენი ფერლან მენდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი მცველი ვარსკვლავის სტატუსით არ მოსულა, ის გუნდს კარგად მოერგო და დაცვას აშკარა სტაბილურობა შემატა.

თუმცა, ბოლო კვირებში ზიდანი ცდილობს, საუკეთესო ფორმაში მარსელო დააბრუნოს, რაც გუნდისთვის ცუდ შედეგებში გადაიზარდა.

იოვიჩი - მარიანო

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ხელმძღვანელობა ვერ იგებს.

„რეალმა“ გასულ ზაფხულს ლუკა იოვიჩში კოლოსალური თანხა დახარჯა, თუმცა ზიდანმა მისგან საუკეთესო ვერსია ვერ გამოძერწა და ბოლო პერიოდში არანაირ შანსსაც კი აღარ აძლევს. მეტიც, სერბი ფორვარდი განაცხადშიც ვეღარ ხვდება.

სამაგიეროდ, ზიდანი მიუბრუნდა მარიანო დიასს, რომელსაც სეზონის უდიდესი ნაწილი ტრიბუნაზე ჰქონდა გატარებული. იმდენად დიდი ნაწილი, რომ კლასიკოში ნათამაშები ორიოდე წუთი (რომელშიც მან გოლის გატანა მოასწრო) მისთვის ლა ლიგაში პირველი იყო.

როდრიგო - ბეილი

ზიდანმა ბეილთან დაკავშირებით ამ სეზონში უკვე არავინ იცის მერამდენედ შეიცვალა გადაწყვეტილება. შედეგად, ისიც და როდრიგოც საკვანძო როლის შესრულებიდან გეგმებიდან ამოშლამდე მივიდნენ.

ბრაზილიელი მოედანზე თვენახევარია არ გამოჩენილა და არაფერი შეიცვალა არც იმის ფონზე, რომ გუნდი ცუდ შედეგებს აჩვენებს.

გარეტ ბეილის იგნორი ხელმძღვანელობისთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, ახლა კი, როდრიგოს შემთხვევის გათვალისწინებით, უკმაყოფილება იზრდება.

ვალვერდე - მილიტაო

ფედე ვალვერდე ამ სეზონში ზიდანის ერთ-ერთი აღმოჩენაა და სეზონის თავდაყირა დაყენების თითქმის მთავარი მიზეზი. ურუგვაელის მნიშვნელობა გუნდის თამაშისთვის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა ზიდანი მას ზოგჯერ სკამზეც ტოვებს ხოლმე, რაც ძირითადად გუნდის შედეგების გაუარესებას იწვევს. ხელმძღვანელობას ასეთი ნაბიჯი არ ესმის - თუ აშკარაა, რომ ვალვერდე გუნდის თამაშზე ასე კარგად ისახება, რატომ მიმართავს მწვრთნელი გაუმართლებელ ექსპერიმენტებს.

გარდა ამისა, ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ედერ მილიტაოსთან მწვრთნელის მუშაობით. კი, მან „ბეტისთან“ მატჩში ითამაშა და თავი არც ისე საუკეთესოდ წარმოაჩინა, მაგრამ აშკარაა, რომ ფრანგისკენ ის არასაკმარის სათამაშო დროს იღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10