» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ლივერპული და პსჟ ქამბექის იმედად - პარიზელებს დორმუნდთან მატჩში გულშემატკივრები არ ეყოლებათ


ლივერპული და პსჟ ქამბექის იმედად - პარიზელებს დორმუნდთან მატჩში გულშემატკივრები არ ეყოლებათ

პირველი ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია, დღეს მეორე ორს შევიტყობთ.

„ლივერპული" - „ატლეტიკო", პირველი მატჩი 0:1

„ატლეტიკოსთან“ წაგების შემდეგ, „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის წაუგებლად მოგებაზე ოცნებასაც შეეშვა, როდესაც „უოტფორდთან“ განადგურდა (0:3). ამის მერე კლოპის ბიჭები ასოციაციის თასიდან „ჩელსიმ“ გამოგდო და ამჟამად ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი ტურნირია, სადაც „ლივერპულს“ გარჯა სჭირდება - პრემიერ ლიგის მოგება დროის ამბავია და კლოპის ბიჭებს „ატლეტიკოზე“ სრული ყურადღების გადატანა შეუძლიათ.

„ლივერპულს“ ხელს ის უწყობს, რომ ინგლისში კორონავირუსის გავრცელება ევროპის სხვა ქვეყნებზე გაცილებით მცირეა და ამიტომ, „ენფილდზე“ მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან.

ლივერპული და პსჟ ქამბექის იმედად - პარიზელებს დორმუნდთან მატჩში გულშემატკივრები არ ეყოლებათ

მერსისაიდელთა რიგებში უპრობლემო სიტუაცია ნამდვილად არაა - გუნდს დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება ბრაზილიელი მეკარე ალისონი, რომელმაც ტრავმის გამო პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩიც გამოტოვა.

„ატლეტიკოზე“ იგივეს თქმა არ შეიძლება - გუნდი არასტაბილურ სეზონს ატარებს და პრიმერაში ჩემპიონობისთვის კი არა, ოთხეულისთვის ძლივს იბრძვის და ჯერ გარანტირებულიც არაფერი აქვს. თუმცა, ტურნირის მოქმედი ჩემპიონის გამოგდება დიდი პატივია და მითუმეტეს, როდესაც პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი ხელს გიწყობს.

„პსჟ" - „დორტმუნდი", პირველი მატჩი 1:2.

ერთი შეხედვით, „პარიზს" უფლება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე უიღბლობა დაიჩივლოს - ჯერ იყო და გუნდს პლეი-ოფში ხან „ბარსა" ხვდებოდა, ხან „რეალი", შემდეგ შარშან ბოლო წუთზე პენალტი დაუდეს, რის გამოც „მანჩესტერმა" გამოადგო, წელს კი თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ გზას წლის აღმოჩენა, ერლინგ ჰოლანდი შეხვდა, რომელმაც პირველი მატჩი თავის გუნდს დუბლით მოაგებინა.

არაუშავს, გამოსწორებადია, მეორე მატჩში 1:0-ც საკმარისია. თუმცა, პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ ევროპაში მძვინვარე კორონავირუსის გამო, მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართება, რაც მასპინძლებს საქმეს გაცილებით ურთულებს, „დორტმუნდის" წისქვილზე კი წყალს ასხამს.

ლივერპული და პსჟ ქამბექის იმედად - პარიზელებს დორმუნდთან მატჩში გულშემატკივრები არ ეყოლებათ

პარიზელებს ამ შეხვედრაში ტომა მენიე და მარკო ვერატი ვერ დაეხმარებიან, რომლებმაც პირველ შეხვედრაში დისკვალიფიკაცია აიკიდეს. საეჭვოა კილიან მბაპეს მონაწილეობა,ც, რომელმაც ცხელებისა და ყელის ტკივილის გამო ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა, გუშინ კი კორონავირუსზეც კი ჩაუტარდა ტესტი. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, ანუ ფეხბურთელი უბრალოდ შეუძლოდაა.

ჩემპიონატებში გუნდებმა შედეგები დაასტაბილურეს - „პსჟ-ს" დასასტაბილურებელი არც არაფერი სჭირდა, რადგან ლიგა 1-ში რეალური კონკურენტიც არ ჰყავს, „ბორუსიამ" კი უკვე „ლაიფციგიც" ჩამოიტოვა და დაუბრუნდა ადგილს, რომელზეც ყველაზე ხშირად იმყოფება - ლიდერ „ბაიერნს" „ყვითლები" 4 ქულით ჩამორჩებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჟირუს გუნდიდან წასვლა იბლოკება? - ინგლისში ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.

დღეს, 03:41

ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი: "როცა კორონავისური გაივლის, იმედია ხალხი უკეთესი გახდება"

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ნახევარმცველი გაბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

დღეს, 03:30

რუდიგერი იხსენებს ისტორიას, როგორ გაუცვალა მესის მაისური

ლონდონის "ჩელსის" მცველი რუდიგერი იხსენებს ისტორიას, როგორ გაუცვალა ლეო მესის მაისური.

დღეს, 03:26

ბაიერნის ფეხბურთელი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ალფონსო დევისი ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:23

გავიხსენოთ, ჩივაძის გოლი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე [VIDEO]

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-6 ჯგუფში საბჭოთა კავშირის ნაკრები ბრაზილიის, შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

დღეს, 03:13

ბარსელონა რეალის ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრობს

„ბარსელონა“ მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, სეზარ გელაბერტის შეძენაზე ფიქრობს.

გუშინ, 23:45

ბარსელონას ბრაიტვეიტმა რონალდოს 2002 წლის ვარცხნილობა გაიკეთა [ფოტო]

კარანტინში ჯდომისას, „ბარსელონას“ ახალწვეულმა ბრაზილიელი რონალდოს სტილში გაიკეთა ვარცხნილობა.

გუშინ, 23:33

რამდენს დაზოგავს რეალი ხელფასების დაკლების შედეგად?

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, თანამშრომლებს ხელფასს 10% ან 20%-ით შეუმცირებს.

გუშინ, 22:43

ფეხბურთელების ღირებულება დაეცა - დაქვეითებული მესი და ახალი ათეული

Transfermarkt-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შეამცირა.

გუშინ, 21:53

ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით, რეალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადეს.

გუშინ, 21:44

მანე: "უპრობლემოდ მივიღებ იმას, თუ ლივერპული ტიტულის გარეშე დარჩა"

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ლივერპული“ შესაძლოა პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე დარჩეს, იმ შემთხვევაში, თუ სეზონს მთლიანად გააუქმებენ.

გუშინ, 21:04

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და მთავარი კანდიდატიც შეარჩია

„აიაქსის“ გოლკიპერი, ანდრე ონანა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადაბარგდეს.

გუშინ, 21:01

მესის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს, ერთმა შემოთავაზებით უკვე მიმართა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის და კაპიტნის, ლიონელ მესის შეძენა მილანის „ინტერს“ მოუნდა.

გუშინ, 20:50

50 საუკეთესო მატჩი ისტორიაში: იტალია 3-2 ბრაზილია [VIDEO]

ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო რუბრიკა წამოიწყო, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო მატჩს იხსენებს.

გუშინ, 20:44

მოურინიომ დანაშაული აღიარა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ხელმძღვანელობის საყვედურს სამართლიან ზომად მიიჩნევს.

გუშინ, 20:21

ინგლისის პრემიერ ლიგა ნაადრევად შეწყდება? ხელმძღვანელობის პასუხი გავრცელებულ ჭორებზე

პრემიერ ლიგა სეზონის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად ამის შესახებ გაჩენილი ინფორმაციისა.

გუშინ, 20:17

ტოტენჰემმა მოურინიოს უსაყვედურა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, შენიშვნა მისცა...

გუშინ, 20:09

ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

გუშინ, 20:04

კვიპროსში გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებენ

"ანორთოსისის" ოფიციალური გვერდი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებს.

გუშინ, 20:00

ჯერ ტროლები, ახლა ეს! ბართომეუ თანამშრომლებს არ ინდობს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, არ აპირებს კლუბის იმ თანამშრომლების დანდობას, რომლებიც მხარს მას არ უჭერენ.

გუშინ, 19:54

პაოლო მალდინიმაც და მისმა შვილმაც კორონავირუსი დაამარცხეს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაულო მალდინიმ და მისმა შვილმა, დანიელ მალდინიმ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება მოახერხეს.

გუშინ, 19:47

ბათუმის ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაუშვეს [VIDEO]

"დინამო ბათუმის" სტადიონზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და მის გახსნას გაზაფხულის ბოლოს უნდა ველოდოთ.

გუშინ, 19:45

ობლაკის დუბლიორის ძიებაში, ატლეტიკომ კანდიდატები შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 18:56

სუარესი ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბარსელონას" თავდამსხმელს "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან კონკურენციის არ ეშინია.

გუშინ, 18:53

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ტრანსფერი ESPN-ს ვერსიით

ESPN-მ პრემიერ ლიგის ისტორიაში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების სია შეადგინა.

გუშინ, 18:47

მაურისიო სარის 5 ხელშეუხებელი ფეხბურთელი

"იუვენტუსის" მწვრთნელმა ის ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც გუნდში აუცილებლად დარჩებიან.

გუშინ, 18:38

მიგელ ველოსო: "გაბრაზებული რონალდუს ხილვა სასიამოვნო იყო"

"ვერონას" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, მიგელ ველოსომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 18:31

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა", - ბარსას ექს-ფეხბურთელი

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, კრისტიან იდალგომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 18:25

იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ფეხბურთელების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

გუშინ, 18:17

"ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს", - როისმა სანჩოს მომავალზე რჩევა მისცა

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი ჯეიდონ სანჩოზე საუბრობს.

გუშინ, 18:09

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10