» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა


ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

არიგო საკი - პიროვნება, რომელმაც საფეხბურთო სამყაროში ნამდვილი ტაქტიკური რევოლუცია დაატრიალა. იტალიელის ინოვაციურმა "მილანმა" პერსონალური მეურვეობისა და ლიბეროს მცნება თავდაყირა დააყენა. ფაბიო კაპელო თვლის, ის "როსონერი" რომ არა, ჩვენი საყვარელი სპორტი ახლა სხვანაირი იქნებოდა.

რაფაელ ბენიტესმა "შავ-წითლების" სპეციალისტი ფეხბურთის ყველაზე გავლენიან მწვრთნელად დაასახელა, მაურიციო სარიმ კი გააკეთა ორიგინალური დაყოფა - "არსებობს ორი პერიოდი, საკიმდე და საკის შემდეგ". აპენინელი ჩრდილში მოექცა თითქმის 20 წლის წინ, მაგრამ მისი მეთოდები დღემდე აქტუალურია.

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

73-წლის ტაქტიკოსს თანამედროვე ფეხბურთში ჰყავს ორი საკმაოდ წარმატებული მიმდევარი - იურგენ კლოპი და დიეგო სიმეონე. ერთი შეხედვით, გერმანელისა და არგენტინელის საქმისადმი მიდგომა კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე მათგანის იდეური მოძღვარი საკი არის.

იტალიელი ემხრობოდა კომპაქტურობას, ე.წ. გუნდის სიმოკლეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინტერვალი შემტევსა და დაცვით ფეხბურთელებს შორის 25 მეტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ამის გარდა, არიგო იყენებდა პრესინგის 3 სახეობას: ნაწილობრივი (მეტოქის შეტევის არევა), ტოტალური (ბურთის ფლობის დაბრუნება), ყალბი (წნეხის იმიტაცია).

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

"ეშმაკების" სპეციალისტის კიდევ ერთი ინოვაცია, თამაშგარეს ხაზის აბუჩად აგდებაში გამოიხატებოდა. პასიური ოფსაიდის მცნება მაშინ არ არსებობდა, ლომბარდიელები ე.წ. მახეს იდეალურად იყენებდნენ. თამაშგარეს დაფიქსირების წესი დროთა განმავლობაში შეიცვალა, რის გამოც აპენინელის აღნიშნული იდეა წარსულში დარჩა.

73-წლის ტაქტიკოსის გუნდმა მოიგო ყველაფერი - 2 ჩემპიონთა თასი, სკუდეტო, 2 ევროპის სუპერთასი, 2 საკონტინეტთაშორისო თასი, იტალიის სუპერთასი. თავად საკი იმ პერიოდს ასე იხსენებს: "ჩვენი წარმატების საიდუმლო მდგომარეობდა თამაშის სისტემაში და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ოსტატობაში".

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

მილანის ლიდერი სწორედ ტაქტიკა იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი მთავარი იარაღი არასდროს მიიღებდა ტრავმას ან თუნდაც დაიღლებოდა", - იტალიელი სპეციალისტი. საიდუმლო არ არის, არიგოს ერთ-ერთი მთავარი თაყვანისმცემელი, "ლივერპულის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელია.

"სამწუხაროდ, საკისთან საუბრის ბედნიერება მხოლოდ ერთხელ მქონდა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მე უბრალოდ მისი თამაშებისა და ვარჯიშების ვიდეო-ჩანაწერებს ვუყურებდი", - ალემანიელი სპეციალისტი. იმ ერთადერთ დიალოგში 52-წლის დამრიგებელი Mediaset-ისთვის მიცემულ ინტერვიუს გულისხმობს.

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის შემდეგ, კლოპი მატჩის შესახებ საუბრობდა და როდესაც მან გაიგო, რომ კამერის იქით, სტუდიაში იჯდა "სან-სიროელთა" ექს-ტაქტიკოსი, გაიჟღერა შემდეგმა სიტყვებმა: "ყველაფერი, რაც სამწვრთნელო საქმიანობაში ვიცი, თქვენგან მოვიდა".

იურგენმა მოგვიანებით თავისი პასუხი განავრცო და ახსნა, რომ პირველი გერმანული გუნდი, რომელიც აპენინელის საფირმო 4-4-2-ზე გადავიდა, მეორე ბუნდესლიგის ბინადარი "მაინცი" იყო. "წითლების" ამჟამინდელი სპეციალისტი "კარნავალში" იმ დროს ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში ირიცხებოდა.

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

ალემანიელის თქმით, რეინლანდ-პფალცური გუნდის იმ დროინდელ მთავარ მწვრთნელს, ვოლფგანგ ფრანკს, 73-წლის ტაქტიკოსის "მილანის" ვიდეოები დაახლოებით 500-ჯერ ექნებოდა ნანახი. მოგვიანებით თავად საკი იტყვის, რომ მის "როსონერის" ყველაზე მეტად სწორედ კლოპის დორტმუნდის "ბორუსია" ჰგავს.

დღეს, 52-წლის სპეციალისტი 4-4-2-ს აღარ ემხრობა, თუმცა როდესაც "შავ-ყვითლები" კარგავდნენ ბურთს, მოედანზე სწორედ აღნიშნული სქემა იხატებოდა. ტაქტიკისგან განსხვავებით, იტალიელის საფირმო პრესინგი და კომპაქტურობა, გერმანელის სათამაშო მოდელის განუყოფელი ნაწილია.

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

იდეალური დისტანციის არჩევით, მერსისაიდული გუნდი მოწინააღმდეგეს უკეტავს ცენტრს და ახდენს პრესინგს. "ბარსელონასთან" დაფიქსირებული 4:0, სწორედ ამ კატეგორიიდან არის. არიგოს კიდევ ერთი ცნობილი მიმდევარი: ჩოლო. ისევ 4-4-2 და კომპაქტურობის მანიშნებელი 25-მეტრიანი ინტერვალი.

საუბარია დაშორებაზე ცენტრალურ მცველსა და თავდამსხმელს შორის. მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს 2016 წელს შრომა დაუფასდა, ის თავად "შავ-წითლების" ყოფილმა ტაქტიკოსმა შეაქო. აპენინელმა სამხრეთ ამერიკელის "ინდიელებს" ევროპის ყველაზე ორგანიზებული გუნდი უწოდა.

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

არსებობს ერთი განსხვავება - "ეშმაკებისა" და იგივე "სკაუზერების" მიმართებაში, პრესინგი ირთვება უშუალოდ შეტევის დროს, "როხიბლანკო" კი ამ ყველაფერს დაცვაში აკეთებს. შეგვიძლია კიდევ ანტონიო კონტესა და ჟოზე მოურინიოს გუნდების გახსენებაც, მაგრამ მათ არ აქვთ 73-წლის ტაქტიკოსის მიერ დადგენილი კომპაქტურობა.

მილანის "ინტერის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი საკის იდეებს იყენებს მხოლოდ ნაწილობრივ, რეალურად მას სულ სხვა ტაქტიკა გააჩნია. რაც შეეხება პორტუგალიელს, მისი ძლიერი მხარე მეტოქის თამაშთან ადაპტირებაა, რასაც იტალიელი პრაქტიკულად არასდროს იყენებდა.

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

აქედან გამომდინარე, არიგოს მთავარ მიმდევრებად იურგენი და სიმეონე ითვლებიან. "ენფილდის" მკვიდრების მწვრთნელი - საშუალო ბლოკი და მაღალი პრესინგი საჭირო მომენტში, ჩოლო - საშუალო და დაბალი ბლოკი, მაქსიმალური კომპაქტურობა, მინიმალური პრესინგი. დღეს, ალემანიელი და არგენტინელი ერთმანეთში საუკეთესოს ვინაობას ერთხელ და საბოლოოდ გაარკვევენ.

ტაქტიკოსი, რომელმაც კლოპსა და სიმეონეს მწვრთნელობა შეაყვარა

რომელია მათ შორის უფრო დიდი ტაქტიკოსი, კლოპი თუ სიმეონე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარაგერი კეინს მიმართავს: "ან ახლა, ან არასდროს!"

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ჯიმი კარაგერი "ტოტენჰემის" თავდამსხმელს ჰარი კეინს მიმართავს.

დღეს, 04:54

რივალდო ნეიმარის ტრანსფერზე: "მას შეუძლია, ბარსელონას მთავარი ლიდერი გახდეს"

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო "პსჟ"-ს შემტევზე, ნეიმარზე საუბრობს და "ბარსელონაში" ხილვა სურს.

დღეს, 04:49

გოდინი: "ლივერპულთან მატჩის წინ, სიმეონემ დამირეკა და მივხვდი, რომ მოიგებდნენ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატლეტიკომ" "ლივერპული" შინ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 02:39

ანჩელოტის ევერტონში რეალის 2 ფეხბურთელი სურს

ცნობილი გამოცემა MARCA იუწყება, რომ კარლო ანჩელოტის "ევერტონში" "რეალის" ორი მოთამაშე სურს.

დღეს, 02:13

რეალის ფეხბურთელი: "რამოსის გოლზე შთამბეჭდავი არაფერი მინახავს"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ბრაჰიმ დიასი სერხიო რამოსის გოლს იხსენებს.

დღეს, 02:05

პრემიერ ლიგის კლუბები ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებას სთხოვენ

პრემიერ ლიგის კლუბები თავიანთ ფეხბურთელებს სთხოვენ, რომ ხელფასები შეიმცირონ.

დღეს, 02:02

სერია ა-ს განახლების სავარაუდო დრო ცნობილია

იტალიური ფეხბურთის ასოციაციამ ვიდეო-კონფერენცია ამ ქვეყნის კლუბების წარმომადგენლებთან გამართა.

დღეს, 01:29

ფიფამ მოთხოვნა წამოაყენა - ივნისის საინტერესო მატჩები გადაიდება

მოგეხსენებათ, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ივნისში ჩასატარებელი სანაკრებო მატჩები გადაიდო.

დღეს, 01:19

ლუკაკუმ 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ მისთვის საუკეთესო 2 ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 01:14

იგუაინი რივერ პლეიტში? - არგენტინელი ფეხბურთელის მამა კომენტარს აკეთებს

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ გონსალო იგუაინი სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას "რივერ პლეიტში" გააგრძელებს.

დღეს, 01:13

ლუკაკუ: "გოლების გატანა ჩემი ნარკოტიკია"

მილანის "ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:08

ჩელსის ფეხბურთელის შეძენა იტალიის 3 ტოპ კლუბს სურს

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი შეძენა ერთბაშად 3 იტალიურ კლუბს სურს.

დღეს, 00:58

რივალდომ მესისა და სუარესისთვის იდეალური პარტნიორი შეარჩია

"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა, რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ კატალონიელებს ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 00:12

ბარსა ნეიმარსა და ლაუტაროსთვის სხვადასხვა როლებს ამზადებს

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" ეცდება როგორც ნეიმარის, ისე ლაუტარო მარტინესის გადმობირებას.

დღეს, 00:02

კერიკმა კარიერის ყველაზე მძიმე მარცხი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა კარიერის ყველაზე მძიმე მარცხი დაასახელა:

გუშინ, 23:54

3 ფეხბურთელი, რომელთანაც ბარსა კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს

El Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს სამ ფეხბურთელთან.

გუშინ, 23:46

ტერ შტეგენმა მისთვის ყველაზე რთული მეტოქე ფორვარდი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე თავდამსხმელი დაასახელა:

გუშინ, 23:36

შაქირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Calciomercato-ს ცნობით, "ლივერპულის" შემტევის, ჯერდან შაქირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

გუშინ, 23:25

"ჩემპიონობა არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი პირად თვითმფრინავს დამითმობს", - ხაბიბი

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ჩაშლილი ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:15

Sky Sports-ის მკითხველებმა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს

Sky Sports-ის მკითხველებმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

გუშინ, 23:05

დასჯის თუ არა უეფა გუნდებს, თუ მათი ჩემპიონატები ნაადრევად დასრულდება? გადაწყვეტილება მიღებულია

უეფამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო იმ ფედერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც სეზონს ნაადრევად წყვეტენ.

გუშინ, 22:06

"ურთულეს დროს კარი გამიღეს", - ტიაგო სილვამ დაასახელა გუნდი, სადაც კარიერის დასრულება სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, ტიაგო სილვამ ისაუბრა, თუ სად ისურვებდა კარიერის დასრულებას.

გუშინ, 21:59

"როცა ოქტაგონს შევაზილე, ცუდ ფორმაზე ალაპარაკდა, კონორი ნამდვილი ფეიკია", - ხაბიბი

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორის გამოწვევას უპასუხა.

გუშინ, 21:45

პრესაში რეალის მომდევნო სეზონის სამივე ახალი ფორმა გავრცელდა [ფოტო]

პრესაში მადრიდის „რეალის“ მომდევნო სეზონის ფორმის შესაძლო ვარიანტი გავრცელდა.

გუშინ, 21:11

ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი სიტის გაბრიელ ჟესუსის სანაცვლოდ სთავაზობს

„ბიანკონერიმ“ თვალი „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს დაადგა.

გუშინ, 21:07

ხუთი შეხვედრის მიუხედავად, ბარსელონა და ტერ შტეგენი შეთანხმებისგან კვლავ შორს არიან

კორონავირუსის მიუხედავად, „ბარსელონა“ გუნდის მთავარ გოლკიპერთან მოლაპარაკებების წარმოებას აგრძელებს.

გუშინ, 21:00

რატომ ამბობს უარს პსჟ ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე?

„ბარსელონამ“ კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს, ტრანსფერებზე მუშაობა სცადა.

გუშინ, 20:52

გვარდიოლამ თვალი ინტერის ტრიოს დაადგა

იტალიური პრესა იტყობინება, რომ პეპ გვარდიოლა სერია ა-ს გუნდის სამი ფეხბურთელით ინტერესდება.

გუშინ, 20:50

ბორუსიას ხელმძღვანელობას რეალი აშინებს

„ყვითლების“ ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნორვეგიელის შესაძლო წასვლით აღელვებულია.

გუშინ, 20:33

"36 ტურის ჩატარება შეუძლებელი ხდება" - ფედერაცია ეროვნული ლიგის კლუბებს შეხვდა

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

გუშინ, 20:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10