ავტორიზაცია

კასანო 2006 წლის რეალზე: "ბექჰემი როკ ვარსკვლავი იყო, მაგრამ მასზე უკეთ გამოვიყურებოდი"

კასანო 2006 წლის რეალზე: "ბექჰემი როკ ვარსკვლავი იყო, მაგრამ მასზე უკეთ გამოვიყურებოდი"
თარიღი 07 Apr 2020, 22:39
იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, ანტონიო კასანომ "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ცნობისთვის, ყოფილი თავდამსხმელი მადრიდული გრანდის ღირსებას 2006/07 წლების სეზონში იცავდა.

"დევიდ ბექჰემი "რეალში" ჩემი თანაგუნდელი გახლდათ, როკ ვარსკვლავივით იყო, ცნობილი მთელ მსოფლიოში, მაგრამ მაინც მოკრძალებული".

"მასზე უკეთ გამოვიყურებოდი, ყოველ შემთხვევაში, ცოტათი მაინც", - ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.