ავტორიზაცია

როდის დაარსდა პირველი საფეხბურთო კლუბი და სად იმყოფება ის ახლა?

როდის დაარსდა პირველი საფეხბურთო კლუბი და სად იმყოფება ის ახლა?
თარიღი 08 Apr 2020, 13:04
ინგლისის რანგით მერვე საფეხბურთო დივიზიონში ბინადრობს გუნდი, უბრალო სახელწოდებით - "შეფილდი".

"კლუბი" დაარსდა შორეულ 1857 წელს და სწორედ აღნიშნული კოლექტივი ითვლება ფეხბურთის უძველეს გუნდად.

163-წლის გუნდი შეხვედრებს მასპინძლობს "ბრემოლ ლეინის" სტადიონზე, რომელიც სულ რაღაც ორი ათას მაყურებელს იტევს.

2007 წელს, 150-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, "შავ-წითლებმა" დაპატიჟეს მილანის "ინტერი", რომელთანაც 2:5 დამარცხდნენ.