» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ულიცენზიო პილოტი, ფეთქებები ძრავში და ნახშირჟანგი - ემილიანო სალას კატასტროფის დეტალები


ულიცენზიო პილოტი, ფეთქებები ძრავში და ნახშირჟანგი - ემილიანო სალას კატასტროფის დეტალები

ავიაციური ინციდენტების გამოკვლევის ბრიტანულმა ბიურომ გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია კატასტროფაზე, რომელსაც არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა შეეწირა.

100-ფურცლიან დოკუმენტში თითოეული ნაბიჯით არის აღდგენილი როგორც უშუალოდ ფრენა, ისე მისადმი სამზადისი. გამომძიებლებმა გამოკითხეს ნანტის აეროპორტის ინჟინერები და ის ადამიანები, რომლებიც კარდიფიდან ფრენის რეკომენდაციებს იძლეოდნენ. გარდა ამისა, შეისწავლეს პილოტის კარიერა და თავად თვითმფრინავის მდგომარეობაც.

ფრენის სამზადისი: პილოტი აეროპორტში გაფრენამდე 6 საათით ადრე მივიდა და ცუდი ამინდის შესახებ საქმის კურსში იყო ჩაყენებული.

ექვსადგილიანი თვითმფრინავი Piper PA-46-310P Malibu, ემილიანო სალასთან ერთად, ნანტის აეროპორტში 19 იანვარს დაეშვა. იმ მომენტისთვის, ფეხბურთელს „კარდიფთან“ კონტრაქტი უკვე გაფორმებული ჰქონდა, უელსიდან საფრანგეთში კი თანაგუნდელებთან დასამშვიდობებლად და ბარგის წამოსაღებად ჩაფრინდა. საპირისპირო მიმართულებით ფრენა 21 იანვარს, იმავე პილოტთან (59 წლის დევიდ იბოტსონთან) და იმავე თვითმფრინავით იგეგმებოდა. ქვემოთ წარმოდგენილია ამ დღის ქმედებების სრული ქრონოლოგია.

12:46 (ახლაც და შემდეგშიც საათი გრინვიჩის დროით იქნება მითითებული). იბოტსონი მივიდა აეროპორტში, რათა თვითმფრინავში საწვავი ჩაესხა და ფრენისთვის მომზადებულიყო.

18:36 აეროპორტში გამოჩნდა ემილიანო სალაც, რათა გაფრენისწინა შემოწმება გაევლო. ზუსტად ნახევარსაათში ფეხბურთელი უკანა სავარძელზე, პილოტისკენ სახით იჯდა, თვითმფრინავმა კი მოძრაობა დაიწყო. იმ მომენტისთვის, უკვე ბოლომდე დაბნელებული იყო (მნიშვნელოვანი მომენტია).

რას უკავშირდება ამხელა დაგვიანება, უცნობია. თავდაპირველად იწერებოდა, რომ პილოტი და სალა ამინდის გაუმჯობესებას ელოდნენ, მაგრამ ამის შესახებ დასკვნაში არაფერი წერია. მეტიც - საღამოსკენ ამინდი გაუარესდა. დღისით პილოტმა მიიღო ინფორმაცია ჩრდილო-დასავლეთიდან წამოსული ცივი ფრონტის შესახებ, რომელსაც დაბალღრუბლიანობა და წვიმა მოჰქონდა.

ამ სურათზე ნაჩვენებია შეტაკების მომენტში არსებული მეტეოვითარება. ცისფრად აღნიშნულია მსუბუქი ნალექი, ყვითლად და მწვანედ კი - საგრძნობი.

ულიცენზიო პილოტი, ფეთქებები ძრავში და ნახშირჟანგი - ემილიანო სალას კატასტროფის დეტალები

იბოტსონი კარდიფამდე ფრენას ვიზუალური ფრენების წესებით გეგმავდა, რაც ჰორიზონტის ხაზის და რელიეფით კოორდინირებას გულისხმობს. მეორენაირი ვარიანტი - მოწყობილობების მიხედვით ორიენტირებაა, რომელსაც ჩვენთვის ჩვეული მგზავრებიანი თვითმფრინავები იყენებენ - ეკიპაჟები ნავიგაციური მოწყობილობის დახმარებას იყენებენ და თვითმფრინავის დასმა მინიმალური მხედველობითაც შეუძლიათ.

19:15 თვითმფრინავი მესამე ხაზიდან აფრინდა და გაეშურა კარდიფისკენ, დისპეტჩერებმა 5500 ფუტის სიმაღლეზე ასვლის უფლება მისცეს (დაახლოებით 1700 მეტრი).

შემდეგ ფრენა ნორმალურად მიმდინარეობს - ნებისმიერ შემთხვევაში, პილოტს დისპეტჩერებისთვის 20:02-მდე არანაირი პრობლემის შესახებ არ შეუტყობინებია.

20:02 იბოტსონი გამოდის კავშირზე და შედარებით დაბლა ჩამოსვლას ითხოვს, რათა ვიზუალური პირობები შეენარჩუნებინა. იმ მომენტისთვის თვითმფრინავი კუნძულ გერნსისგან 24 კილომეტრში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ღრუბლებში მოყვა.

20:12 პილოტი კიდევ უფრო დაბლა ჩამოსვლას ითხოვს, რის შემდეგაც კავშირზე აღარ გამოსულა.

პილოტს მხედველობის პრობლემა ღამე ფრენაში ხელს არ უშლიდა, მაგრამ ამის უფლება მას მაინც არ ჰქონდა.

იბოტსონი ამ თვითმფრინავით 2018 წლის ივნისიდან რეგულარულად დაფრინავდა, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ის რეისებისთვის ფულს იღებდა, არადა ამის უფლება არ ჰქონდა.

მისი ფრენების საერთო გამოცდილება - 3500 საათი იყო, Piper-ით მან 30 საათი იფრინა, მათ შორის 20 საათი - კატასტროფამდე სამი თვით ადრე.

მას კერძო პილოტის ლიცენზია ჰქონდა, რომელიც არ იყო გათვლილი ღამის ფრენებზე და ამასთან, მას არც ფულის სანაცვლოდ პასაჟირების გადაყვანის უფლება ჰქონდა. ერთძრავიანი თვითმფრინავის მართვის ლიცენზიას კი იმ დროს უკვე ვადა ჰქონდა გასული (კერძოდ 18 ნოემბერს). ბოლო საგამოცდო შემოწმების დროს, იბოტსონმა სრულიად შემთხვევით მოიპოვა უფლება Piper PA-46-310P Malibu-ს დღისითაც და ღამითაც მართვის უფლება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ღამის ფრენების შეზღუდვა არანაირად არ უკავშირდება იბოტსონის დაქვეითებულ მხედველობას - 2001 წელს მას დაუდგინეს ფერების გარჩევის პრობლემა. 2012 წელს პილოტმა უფრო ვრცელი გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც ნორმის ფარგლებში მყოფი დალტონიზმი დაუდგინა - ასეთი მდგომარეობით თვითმფრინავის მართვა დღე-ღამის ნებისმიერ დროშია შესაძლებელი. ამას კომისიაც ადასტურებს. რატომ არ დაესწრო იბოტსონი დამატებით ვარჯიშებს, რათა ღამე ფრენის უფლება მოეპოვებინა - უცნობია.

თვითმფრინავი: შეიქმნა 1984 წელს, ორი წლის მანძილზე ავტოპილოტის გარეშე დაფრინავდა, ნანტში ჩაფრენის წინ უცნაურ ფეთქებად ხმებს გამოსცემდა.

Piper PA-46-310P Malibu საბორტო ნომრით N264DB ექსპლუატაციაში 1984 წლის 27 აპრილს ჩაეშვა. კონკრეტულად ამ თვითმფრინავს ტექნიკურ მახასიათებლებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ არ ჰქონდა კომერციული ფრენების უფლება.

ულიცენზიო პილოტი, ფეთქებები ძრავში და ნახშირჟანგი - ემილიანო სალას კატასტროფის დეტალები

კატასტროფის დროისთვის მას უკვე 6636 საათი ჰქონდა ფრენაში გატარებული, 2003 წელს კი ძრავი შეუცვალეს - დაუყენეს 1998 წლის თვითმფრინავიდან მოხსნილი აგრეგატი. კატასტროფის დროისთვის ამ ძრავს 1195 საათი ჰქონდა ნამუშევარი 1400-საათიანი სამუშო რესურსიდან.

2018 წლის ნოემბერში (კატასტროფამდე ორი თვით ადრე), თვითმფრინავმა ყოველწლიური ტექდათვალიერება გაიარა.

ცნობილია, რომ 2017 წელს, სწორედ ამ თვითმფრინავს, ერთ-ერთ რეისში თავისით გაეთიშა ავტოპილოტი. მოწყობილობის შეთვალიერების გარეშე, ინჟინერმა დაადგინა, რომ თვითმფრინავს ესაჭიროვება განახლებული კომპიუტერი, რომელიც ავტოპილოტზეა პასუხისმგებელი და მიაკრა სპეციალური მანიშნებელიც - autopilot and flight director INOP - ანუ, ფრენების დირექტორების სისტემა და ავტოპილოტი გაუმართავია.

2018 წლის ნოემბერში, ტექდათვალიერების გატარებისას, ეს მანიშნებელი კვლავ თვითმფრინავზე იყო - კომისიამ დაასკვნა, რომ კომპიუტერი არ შეცვლილა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობამ ამის გარეშეც წელიწადზე მეტხანს გასტანა, გაუმართაობა არაკრიტიკულად მიიჩნიეს.

გაცილებით მნიშვნელოვანია რამდენიმე გაუმართავობა, რომელიც თვითმფრინავს ნანტის გზაზე გაუჩნდა. ამის შესახებ პილოტმა კომისიის მიერ არდასახელებულ მოწმეს უამბო.

ფრენის დროს გაისმა რაღაც მცირე ფეთქების მსგავსი ხმა, რომელიც პილოტმა დაახასიათა როგორც „ბუმ“ და თქვა, რომ თვითმფრინავის ზედაპირზე მცირე ორთქლიც შენიშნა. თუმცა, ძრავის პარამეტრები ნორმაში რჩებოდა. იბოტსონის თქმით, ის ამგვარ რაღაცას წინა რეისების დროსაც ამჩნევდა. მეორე დღეს, იბოტსონმა ძრავის გადასახდელი (ე.წ. „კაპოტი“) ახადა და თვითმფრინავი მიწაზე გაატარა. გაჩნდა ეჭვი ზეთის დაღვრაზე, იბოტსონმა ფოტოც კი გადაიღო და კარდიფში გააგზავნა. იქიდან, პილოტს ურჩიეს, ფრანგ ინჟინერებს დაკავშირებოდა.

ულიცენზიო პილოტი, ფეთქებები ძრავში და ნახშირჟანგი - ემილიანო სალას კატასტროფის დეტალები

ნანტში დაშვების შემდეგ, პილოტმა მარცხენა სამუხრუჭე პედალზე წნევის დავარდნა შენიშნა, მეორე დღეს ინჟინერს დაუძახა, რომელთანაც ფრანგულად ცდილობდა დალაპარაკებას. ინჟინერის თქმით, მათთვის ენობრივი ბარიერის გამო კონტაქტის დამყარება გაჭირდა, მაგრამ მან აზრი მაინც გამოიტანა. მუხრუჭში წნევის შემოწმებისას, ხელოსანმა მცირე სხვაობა დაინახა. თუმცა, მათ ზეთის შესაძლო დანაკარგსა და ფეთქებების ხმაზე არ ულაპარაკიათ.

ნანტში დაშვებამდე 10 წუთით ადრე, პილოტის კაბინაში ამოქმედდა სიგნალი, რომელიც ჩაწყნარდა მაშინვე, როცა უკვე დაშვების შემდეგ პილოტმა სიგნალიზაციის დამცავი ჩახსნა.

რა მოხდა 20:12 საათის შემდეგ: თვითმფრინავი ხან მაღლა ადიოდა, ხან ქვეითდებოდა, პილოტი კი შეტაკებამდე 3 წუთით ადრე კავშირზე გამოვიდა.

Piper-ზე სპეციალური მახასიათებლები არ იყო დამაგრებული, ამიტომ ფრენის მონაცემების აღდგენა მხოლოდ მოპასუხის სიტყვების მიხედვით შეიძლებოდა, რომელიც ფრენის დროს ინფორმაციას დედამიწაზე გადასცემს.

20:12 იბოტსონმა დისპეტჩერის თანხმობით დაშვება დაიწყო - 30 წამში თვითმფრინავი 4600 ფუტიდან 4300-მდე დაეშვა და მარცხენა შემოტრიალებას ასრულებდა. მოგვიანებით ის 5000 ფუტამდე ავიდა, დაეშვა 3900-მდე და ისევ 4200-მდე ავიდა.

20:15 თვითმფრინავი მარცხნივ დატრიალდა, შემდეგ კი 180 გრადუსით მარჯვნივ შემოტრიალდა. 28 წამში თვითმფრინავი 1600 ფუტამდე დაეშვა - სავარაუდოდ ამ მომენტში მან დაშვებულ სისწრაფესაც გადააჭარბა - თეორიულად, ეს შესაძლოა თვითმფრინავის წინა ნაწილის ჩამონგრევას უკავშრდებოდეს. დაშვების შემდეგ თვითმფრინავი ცოტათი ამაღლდა, მაგრამ შემდეგ კვლავ უეცარი დაშვება განაგრძო და მარცხენა ნაწილით წყალს შეეჯახა.

ულიცენზიო პილოტი, ფეთქებები ძრავში და ნახშირჟანგი - ემილიანო სალას კატასტროფის დეტალები

კონკრეტული პასუხი, თუ რა მოუვიდა პილოტს და თვითმფრინავს - არ არსებობს, მაგრამ გამომძიებლებმა რამდენიმე დასკვნა გამოიტანეს და ქვემოთ ჩამოვთვლით ყველაზე მნიშვნელოვანებს.

1. არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იბოტსონი რეისზე დაღლილი მივიდა, მაგრამ შეიძლება დავუშვათ, რომ მას სტრესი ჰქონდა იმის გამო, რომ დამკვეთს კარდიფში ჩაფრენა სწორედ 21 იანვარს სურდა. ამისთვის კი სიბნელეში ფრენა იყო საჭირო.

2. თვითმფრინავმა სისწრაფეს დაახლოებით 185 კმ/სთ გადააჭარბა - ამას შესაძლოა სტაბილიზატორი და სიმაღლის საჭე დაეზიანებინა.

3. ცეცხლის გაჩენის არანაირი კვალი არ არსებობს

4. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონტროლის დაკარგვა სიბნელეს უკავშირდებოდეს. ეკიპაჟები, რომელიც ამ დროს ასრულებდნენ ფრენას, სერიოზულ პრობლემას არ აფიქსირებდნენ.

5. ზეთის დანაკარგი, მუხრუჭის პრობლემები და სიგნალიზაცია, რომლის შესახებაც პილოტმა ნანტში განაცხადა - რეალური მიზეზი ნამდვილად არ არის.

6. კატასტროფის დროისთვის სალას სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის მომატებული დონე იყო - რაც ჟანგბადის შიმშილს, თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას და სიკვდილსაც კი იწვევს, რადგან ნახშირჟანგი, რომელიც ჰემოგლობინს უკავშირდება, ორგანიზმს ჟანგბადის მიღებას უზღუდავს.

ყველაზე რეალური მიზეზი - კაბინაში ნახშირბადის მონოქსინის (ნახშირჟანგის) მომატებული რაოდენობაა. წყალთან შეტაკების დროს, პილოტი გონს მოვიდა (შესაძლოა, მცირე დროით)

უშუალოდ დატაკების დროს, თვითმფრინავმა მცირე დროით სიმაღლე აკრიფა - ამისთვის პილოტს შტურვალი თავისკენ უნდა გაექაჩა. ეს იმას ამბობს, რომ იბოტსონი შრომისუნარიანობას ინარჩუნებდა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ გონს ან რამდენიმე წამით მოვიდა, ან იმ დროს, როცა უკვე დაგვიანებული იყო.

კარბოქსიჰემოგლობინის გადამეტებული დონე სისხლში კი სწორედ ნახშირჟანგით იყო გამოწვეული. შედეგად, ყველაზე რეალური მიზეზი - გამონაბოლქვის მილის გაუმართაობა, რის გამოც ნახშირჟანგი შესაძლოა კონდიცირების სისტემაში მოხვედრილიყო.

ულიცენზიო პილოტი, ფეთქებები ძრავში და ნახშირჟანგი - ემილიანო სალას კატასტროფის დეტალები

დადგენილია, რომ გამონაბოლქვის მილი გაფრენამდე 11 საათით ადრე შეამოწმეს, მაგრამ წარსულში ყოფილა შემთხვევაბი, რომ მილი გაფუჭებულა შემოწმებიდან 6 საათშიც კი. თვითმფრინავშ არ იყო დამაგრებული ნახშირჟანგის მაჩვენებლები, არადა ამას შეიძლებოდა კატასტროფა აერიდებინა თავიდან (თუ რეალური მიზეზი მართლაც ამას უკავშირდება).

დასკვნაში წერია, რომ ევროპასა და ბრიტანეტში არალეგალური ფრენები უამრავია, მაგრამ ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია - ყველაფრის შემოწმება და დამტკიცება წარმოუდგენელია. მგზავრები, როგორც წესი, ვერ ხვდებიან რისკს, როდესაც ასეთ რეისებს თანხმდებიან. მათ არ იციან, რომ თვითმფრინავები, რომლებსაც კომერციული გადაყვანა ეკრძალებათ, უფრო ნაკლებად მოწმდება ხელისუფლების მიერ, ამასთანავე უსაფრთხოების მოთხოვნები მათ მიმართ გაცილებით ნაკლებად მკაცრია.

აქვე უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ პილოტი თავად არ იყო თვითმფრინავის მფლობელი. Piper-ი ეკუთვნოდა ამერიკულ კომპანიას (სახელი არ ვრცელდება), რომელიც პერიოდულად ქირაობდა იბოტსონს. სწორედ ამ ჩარტერის ორგანიზატორს მოუწევს უახლოეს პერიოდში რაღაც შეკითხვებზე პასუხის გაცემა. პოლიციის გამოძიება დღემდე გრძელდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10